განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3126-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-----------ა, დაბადებული 1----–-–-------------ო, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ. თბილისი, მ---–----–-----------------------.
ადვოკატი - თ------------ე;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით;
დისპოზიცია:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლიდან, ლ-----------ა და ა---------ა იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც დაარეგისტრირეს 2017 წელს და დღემდე ცხოვრობენ ერთად თბილისში, მ---–----–-----------------ში. თანაცხოვრების განმავლობაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ-----------ა სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ა---------ას, რომელსაც მიმართავდა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართით, ხოლო განქორწინების შემთხვევაში ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რომ ბავშვებს დედას არ გაატანდა, ხოლო სამართალდამცავების ჩარევის შემთხვევაში ისეთ რამეს მოიმოქმედებდა, რომ ა---------ა საერთოდ ვეღარ ნახავდა შვილებს. აღნიშნულ ქმედებებს ლ-----------ა ახორციელებდა ა---------ას მიმართ მათი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც ბავშვები იყვნენ შეშინებულები, ხოლო ა---------ა განიცდიდა ტანჯვას, ასე მაგალითად: 2018 წლის ნოემბრის თვეში, ლ-----------ამ უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი, აგინა დედის და ოჯახის მისამართით, ამასთანავე ხელიდან წაართვა და დაუმტვრია „აიფონ 6“ ფირმის მობილური, 2019 წლის 25 მაისს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ-----------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ა---------ას, რომელსაც კვლავ აგინა დედის და ოჯახის მისამართით, რასაც ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომელთაგან უფროსი გოგონა შეშინდა და დაიწყო ტირილი. 2019 წლის 27 მაისს სიტყვიერი შელაპარაკებისას, ლ-----------მ, კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა ა---------ას, რომელსაც აგინა უცენზურო სიტყვებით, რა დროსაც ასევე შეაფურთხა სახეში. ა---------ას ტირილის და ლ-----------ს ყვირილის ხმაზე გაიღვიძა მათმა შვილმა, მცირეწლოვანმა ნ-------------მ, რომელმაც დაიწყო ტირილი და შემდგომ კონფლიქტიც გაგრძელდა მისი თანდასწრებით, კერძოდ: როდესაც ა---------ა ცდილობდა ნივთების ჩალაგებას და სახლიდან წასვლას, ლ-----------ა მივიდა მასთან, ჩაავლო ორივე ხელი მკლავებში, კერძოდ: იღლიებში და ძლიერად შეანჯღრია, შემდეგ ამ მდგომარეობაში ასწია მაღლდა და დასვა იატაკზე. ლ-----------ას მიერ განხორციელებულმა ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია ა---------ას ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნული კონფლიქტის დროს, მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განუცხადა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ლ-----------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ-----------ამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ ლ-----------ა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. მოწმე გ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 27 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მის მეწყვილე შ--–---------–---–თან ერთად, რა დროსაც შემოსული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - მ---–----–--------------ში, სადაც დახვდა ლ-----------ა და ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ მეუღლემ აწია ხელში აჯანჯღარა და ძლიერად დასვა, ქალბატონი იყო აღელვებული და სტრესულ მდგომარეობაში, ლ-----------ას ბავშვი ეჭირა ხელში, წყვილი ერთმანეთის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, ადგილზევე იქნა დაკავებული ლ-----------ა, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას.
3.2. მოწმე შ--–--------–---–მა დაადასტურა ანალოგიური და დამატებით განმარტა, რომ ქალბატონმა მათ განუცხადა, რომ ლ-----------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურად მის მიმართ როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფებს და დაასახელა სხვადასხვა ფაქტებიც.
3.3. ბრალდებულმა ლ-----------ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას მისი მეუღლის ა---------ს მიმართ არასდროს არ განუხორციელებია არანაიარი სახის ძალადობა, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი, მათ შორის არც 2019 წლის 27 მაისს. ვინაიდან ა----რის ოდნავ ემოციური გოგონა ურთიერთშელაპარაკების დროს რადგან დაწყნარებულიყო, აიყვანა იგი ხელში აკოცა და დასვა ძირს.
3.4. დაზარალებულმა ა---------ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მისი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები (მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, სხვა წერილობითი და საპროცესო დოკუმენტაცია, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები) მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდაოდ და მათი გამოკვლევა აღარ მოხდა საქმის არსებითი განხილვისას, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით.
3.12. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ-----------ას ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ლ-----------ას მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ლ-----------ას მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს გამომძიებლების გ---------------ისა და შ--–---------–---–ის ჩვენებებს, როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, რადგან ისინი არ ყოფილან უშუალო ფაქტის შემსწრენი და არც ცხელ კვალზე ლ-----------ას მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლინებას შესწრებიან, მათ ასევე არ შეუძლიათ დაადასტურონ ლ-----------ას მხრიდან სისტემატური შეურაცხყიფის, შანტაჟისა და დამცირების ფაქტები, მათ მოცემული საქმის გარემოებები იციან დაზარალებულის მონაყოლით, რომლის ჩვენებაც თავის მხრივ სასამართლოს არ აქვს, მოწმეები განმარტავენ, რომ მათ მისვლისას დახვდა ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ ლ-----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ხოლო საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზეზი გახდა მორიგი შეურაცხყოფა, რა დროსაც ლ-----------ამ იგი შეაჯანჯღარა ხელში აიყვანა და შემდეგ ძლიერად დასვა ძირს, მოწმეთა განმარტებით ქალბატონს რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, არც მიუთითებია აღნიშნულზე, ასევე მოწმეთა მიერ არ ყოფილა ნახსენები, რომ მათ დაზარალებულმა განუცხადა, რომ ლ-----------ას მხრიდან მისი ხელში აყვანამ და შემდგომ ძირს დასმამ გამოიწვია რაიმე სახის ტკივილი. თავის მხრივ ბრალდებულმა ლ-----------ამ არ უარყო 2019 წლის 27 მაისს მეუღლეებს შორის მომხადრი კონფლიქტი, თუმცა განმარტა, რომ მას ა---------ას მიმართ არ უძალადია, ვინაიდან კონფლიქტის შედეგად სურდა დაემშვიდებინა მეუღლე, ამის გამო მან იგი ხელში აიყვანა აკოცა და დასვა ძირს. თავად ა---------ამ საკუთარი ოჯახის წევრის მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, რასაც სასამართლო ვერ განიხილავს ბრალდებულის მიმართ ვერც სასარგებლოდ და ვერც საწინააღმდეგოდ. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ლ-----------ას დამნაშავედ ცნობისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ლ-----------ას მხრიდან ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ჩადენის ფორმები და ამ ძალადობის შედეგად ა---------ას მიერ ტკივილისა და ტანჯვის განცდა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდენილი სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად - ა---------ს არ ეღენიშნებოდა არაიანირი დაზიანების კვალი, ასევე მას მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.
3.15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ-----------ას მიმართ არ არსებობს. ამრიგად ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად ლ-----------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
3.1 6. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ლ-----------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ლ-----------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატური შეურაცხყოფასა, შანტაჟში და დამცირებაში, რამაც უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ უნდა მოჰყვეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამ დანაშაულებრივ ქმედებას დამამძიმებელ გარემოებას მატებს, თუ კი იგი ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან დანაშაულებრი ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იმყოფებოდეს დამდგარ შედეგთან. განსახილველი დანაშაულის შედეგი კი არის, ის, რომ მსხვერპლმა უნდა განიცადოს ფიზიკური ტკივი ან/და ტანჯვა, შესაბამისად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - დაზარალებული წარმოადგენს პირს რომელსაც შეუძლია უშუალოდ მიუთითოს მოძალადის მხრიდან განცდილ ტკივილზე თუ ტანჯვაზე, რაც აუცილებელ პირობას წარმოადენს ამ დანაშაულის შემადენლობისათვის, ან/და ამგვარი ინფორმაცია უნდა არსებობდეს შემთხვევის ადგილას ნანახი მოწმეების მხრიდან, მაგალითად მათ უშუალოდ არ დაუნახავთ ძალადობის ფაქტი (რაც ამგვარი კატეგორიის დანაშაულებებს ახასიათებს, რადგან ეს დანაშაული ხშირ შემთხვევაში ხდება კარჩაკეტილ სივრცეში) თუმცა შეესწრნენ და ნახეს ნაცემი და ატირებული დაზარალებული, ნახეს მასზე დაზიანებები, ასევე ნახეს მოძალადე, რომელიც კვლავ აგრესიას გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არათუ არ გვაქვს დაზარალებულის ჩვენება, თავად გამოძახებისას შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს არც რაიმე დაზიანებები შეუმჩნევიათ დაზარალებულზე, არც ბრალდებულის მხრიდან აგრესიის თვითმხილველები ყოფილან დაზარალებულის მიმართ, მათ მხოლოდ მიიღეს ინფორმაცია ქალბატონის მხრიდან და დახვდათ ორი დაპირისპირებული მხარე, ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია პირის მსჯავდება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უშუალოდ ვერ მიუთითებენ ლ-----------ას მიერ ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ფაქტზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ლ-----------ამ ჩაიდინა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მეუღლის - ა---------ას მიმართ.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ლ-----------ას მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.1-- ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ-----------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-----------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ლ-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით (N1---------) ლ-----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 5.000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას - ი-----–--------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ლ---------------------------–------–--------------------- დაზუსტებული ფართობი 841.00კვ.მ ს--------–-------------, ფართი 40.00 კვ.მ, საკადასტრო კოდით N--- 1-- 1-- 0--- 1--. 0-- 03. 0---
ლ-----------ას განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე