განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/04-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2020 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - იგ---- ფე-----–---–ი.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ირ---–- ბა---–---–ი.
მამის სახელი: გ---.
დაბადებული: 3-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 0----------
მცხოვრები: ქ. თბილისი, დიდი დიღომი მ----------------------------------------------–--
ადვოკატი - ნო----- კვ-–---ი.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკ-–-ა :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით - უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. შპს „ი-------------–-----“ რომლის დირექტორია ირ---–- ბა---–---–ი, აწარმოა ხონის რაიონის სოფელ გო----–ი მდინარე ოკ-–-ს ხეობაში არსებული ბილიკების იატაკის ახალი ლითონის ფილების შეცვლის სამუშაოები. შპს „იტ-----------–---ის“ დირექტორმა არ დაიცვა უსაფრთხოების წესები „უსაფრთხოების წესები მშენებლობაში“ პუნქტი 2.26-ში მითითებული მოთხოვნა სამუშაო ადგილები და მათთან მისასვლელები 1,3 მეტრის სიმაღლეზე უნდა იყოს შემორაგული თანახმად ГOCT 12.4.0-9-83-ს მოთხოვნისა და თუ ასეთი შემორაგვის მოწყობა შეუძლებელია, სამუშაოები სიმაღლეზე უნდა შესრულდეს დამცავი სარტყელის ГOCT 12.4.089-86-ის და დამზღვევი ბაგირის ГOCT 12.3.1-7-83-ის მიხედვით. აღნიშნულის გამო, სამუშაოების შესრულებისას, 20-9 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 1-:3- საათზე, გარდაიცვალა შპს „იტ-----------–---ი“-ს მიერ სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული კო---------ნე ხე-----ე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა ირ---–- ბა---–---–მა სასამართლოს წინაშე თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–- ბა---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ქეთევან თოდუას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების მ---- ხე-----ის, ზვ---- ხე-----ის, გ--- ჩა------ის, გ----- ფა-–---–--ას, თე---ზ შუ---–--ის, ზ---- გა-----ა და გრ----ლ ჭა-------იას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საინჟირნო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.
6. მითითებული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ირ---–- ბა---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩადენილი იქნა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევა-------ობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
8. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევა-------ობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება :
1-. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–- ბა---–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
11. ირ---–- ბა---–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
12. ირ---–- ბა---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
14. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
15. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
16. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
17. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ირ---–- ბა---–---–ს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი, მასვე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, კერძოდ: სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ პირად მუშაობის უფლება, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ირ---–- ბა---–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ირ---–- ბა---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ირ---–- ბა---–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ირ---–- ბა---–---–ს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, კერძოდ: სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებით, ხელმძღვანელ პირად მუშაობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, ირ---–- ბა---–---–ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს ირ---–- ბა---–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ირ---–- ბა---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ირ---–- ბა---–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქალაქი თბილისი, კო------ი, სოფელი ე-–---- (ზონა - გარდაბანი - 8-, სექტორი - კო------ი - 0-, კვარტალი - 1-, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი - №--.0-.1-.0--) - 3-00 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 20-9 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.
კო---------ნე ხე-----ის ტანსაცმელი, რაც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კო---------ნე ხე-----ის უფლებამონაცვლეს.
ლითონის თოკი (ბაგირი) თავისი დაზიანებულ სამაგრთან ერთად, რაც ინახება შს ხონის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი