განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
330100119003229879
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4757-19

გამოძიების #------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- კ--------- ძე ს-----–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2--------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 10 სექტემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის მიერ, ლ-----------შვილის მოთხოვნის საფუძველზე, შვილიშვილის დ----- ს-----–---–-ს მიმართ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0----- ერთი თვის ვადით (30 დღე). აღნიშნული ორდერის საფუძველზე, დ----- ს-----–--ლს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - ლ-----------შვილთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

1.2. დ----- ს-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 11 და 17 სექტემბერს, მივიდა ლ-----------შვილის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თბილისი, ო------------------–---- ქუჩა, კორპუსი #1--- ასევე 2019 წლის 18 სექტემბერს დ----- ს-----–--ლმა ტელეფონის ნომრიდან 5--------- დაურეკა ლ-----------შვილს ტელეფონის ნომერზე 5---------. აღნიშნულით დ----- ს-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ლ-----------შვილს მიადგა მორალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.1 #2------ შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 10 სექტემბერს, 19:47:20 საათზე, ,,112-ში“ დაფიქსირდა ზარი, თ--------–--ის ქუჩა, კორპუსი #1--- ბინა #1--–- შვილიშვილს ბებიასთან ჰქონდა კონფლიქტი, ბებია იყო პანიკაში.

 

2.2. დაზარალებულის ლ-----------შვილის ჩვენებით, შვილიშვილთან დ----- ს-----–--ლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს თ--------–--ის ქუჩაზე, კორპუსი #1--- ბინა #1--–-. 2019 წლის 10 სექტემბერს, დ----- ს-----–---–- სახლში დაბრუნდა უკიდურესად აგრესიული, ითხოვდა ბინის მის საკუთრებაში გადაცემას, ყვიროდა, ნივთებს ამტვრევდა, აგრესიას გამოხატავდა, როგორც მისი, ასევე ოჯახის სხვა წევრების - მამიდის და მამიდაშვილის მიმართ. მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო დ----- ს-----–---–-ს დამშვიდება, შეშინებულმა, მეზობლების დახმარებით, გამოიძახა პოლიცია. პოლიციის თანამშრომელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი და დ----- ს-----–--ლს ერთი თვის ვადით აეკრძალა მასთან და მის სახლთან მიახლოება, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია. დაზარალებულის ჩვენებით, 2019 წლის 10 სექტემბრის შემდეგ, ძალიან ეშინოდა დ----- ს-----–---–-ს, ვინაიდან იგი უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი ოჯახის წევრების მიმართ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, დ----- ს-----–---–-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადასცა ამ უკანასკნელის მეგობარს მასზე გადასაცემად, რათა თავად არ ამოსულიყო სახლში. პირადი ნივთების გადაცემის მიუხედავად, დ----- ს-----–---–- მაინც მივიდა ორჯერ ლ-----------შვილის კორპუსის ეზოში. ტელეფონზეც დაურეკა, პირადი ნივთის: ერთ-ერთი ფეხსაცმლის გადაცემის მიზეზით და საუბრის დროს უთხრა, რომ სახლში მაინც ავიდოდა, ვინაიდან მისთვის არაფერი იყო შემაკავებელი. ჩვენების ბოლოს, ლ-----------შვილმა გამოთქვა შიში, ბრალდებულმა რამე არ დაუშავოს ოჯახის წევრებს - მამიდას და მამიდაშვილს, რომელთა მიმართაც აშკარა აგრესიას გამოხატავდა.

 

2.3.დაზარალებულის ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმი, რომლის სისწორეც ლ-----------შვილმა დაადასტურა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელიც ასახავს, ლ-----------შვილის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებულ ინფრომაციას, იკვეთება, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, 2019 წლის 11 და 17 სექტემბერს, დ----- ს-----–---–- მივიდა ლ-----------შვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე: თბილისი, ო------------------–---- ქუჩა, კორპუსი #1--- ასევე 2019 წლის 18 სექტემბერს, დ----- ს-----–--ლმა ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაურეკა ლ-----------შვილს ტელეფონის ნომერზე 5---------.

 

2.4. მოწმე ნ--- ს-----–---–-ს ჩვენებით, ცხოვრობს თ--------–--ის ქუჩაზე, კორპუსი #1--- ბინა #1--–-, ძმიშვილთან დ----- ს-----–--ლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად. 2019 წლის 10 სექტემბერს, საღამოს დაბრუნდა სახლში, მეზობლებისგან შეიტყო, რომ დ----- ს-----–--ლს, ბებია ლ-----------შვილი ჰყავდა სახლში მიმწყვდეული, ამტვრევდა ნივთებს, რის გამოც გამოძახებული იქნა პოლიცია. ნ--- ს-----–--ლს სახლში დახვდნენ: პოლიციის თანამშრომლები, დედა - ლ-----------შვილი, ძალიან ანერვიულებული და შეშინებული, და დ----- ს-----–---–-, რომელიც პოლიციის თანდასწრებითაც იყო აგრესიული, მაგიდა ააყირავა. მოწმეს ლ-----------შვილმა უთხრა, რომ დ----- ს-----–---–- სახლში დაბრუნდა აგრესიული, ამტვრევდა ნივთებს, ლ-----------შვილს ჩანგლით დაედევნა და ემუქრებოდა ნ--- ს-----–---–-ს და ამ უკანასკნელის შვილის მოკვლით, დაზარალებულს შეეშინდა და მეზობლების დახმარებით გამოიძახა პოლიცია. პოლიციის განყოფილებაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი დ----- ს-----–---–-ს მიმართ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, ოჯახის წევრებმა კარადაში აღმოაჩინეს ბებუთი (როგორც აღნიშნავს დიდი დანა), რომელიც დ----- ს-----–--ლს სახლში მიტანილი ჰქონდა ინციდენტამდე, დაახლოებით ორი დღის წინ (იქამდე ეს ბებუთი ოჯახში არ ინახებოდა), რამაც ოჯახის წევრებს კიდევ უფრო გაუჩინა შიში დ----- ს-----–---–-ს მიმართ, გამოთქმული მუქარიდან გამომდინარე. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, დ----- ს-----–---–-, 2019 წლის 11 და 17 სექტემბერს მივიდა ლ-----------შვილის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოძრაობდა მოწმის და ლ-----------შვილის თვალსაწიერში. 18 სექტემბერს ტელეფონზე დაურეკა დედამ - ლ-----------შვილმა, შეშინებულმა და უთხრა, რომ დ----- ს-----–--ლმა ფეხსაცმლის გადაცემის საბაბით დაურეკა და დაემუქრა, რომ მაინც ავიდოდა მასთან სახლში. სატელეფონო კომუნიკაციამდე, დ----- ს-----–--ლმა იცოდა, რომ მისი ტანსაცმელი და რიგითი ფეხსაცმელიც, რომელსაც დაჟინებით ითხოვდა, ლ-----------შვილის მიერ გადაცემული იყო მის მეგობარზე.

 

2.5. წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის ზ-------------–-–---–-ს მიერ, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, დ----- ს-----–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ორდერის პირობების თანახმად, მოძალადე დ----- ს-----–--ლს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის ასლი გადაეცათ როგორც მსხვერპლს ლ-----------შვილს, ასევე მოძალადეს დ----- ს-----–--ლს, ამ უკანასკნელმა, მსხვერპლისგან განსხვავებით ორდერის მიღების დასტურზე ხელი არ მოაწერა.

 

2.6. შემაკავებელ ორდერთან ერთად, გამოიცა შემაკავებელი ორდერის ოქმი #0-----. ოქმში აღწერილია მსხვერპლის მიერ პოლიციის მუშაკისთვის მიწოდებული ინფორმაცია ინციდენტის ფაბულასთან დაკავშირებით ,,ლ-----------შვილი აცხადებს, რომ დ----- ს-----–--ლმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იძალადა ფსიქოლოგიურად მასზე“.

 

2.7. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის ზ-------------–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 10 სექტემბერს, ,,112-ში“ შესულის შეტყობინების საფუძველზე გავიდა ინიციატორის ლ-----------შვილის საცხოვრებელ მისამართზე. ლ-----------შვილი აცხადებდა, რომ შვილიშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე. მოძალადეც და მსხვერპლიც წარდგენილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ამ უკანასკნელის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. დ----- ს-----–---–- გაფრთხილებული იქნა, რომ აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ლ-----------შვილი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. განემარტა, თუკი პირადი ნივთები ჰქონდა სახლიდან წასაღები, მესამე პირის მეშვეობით უნდა მომხდარიყო ამ ნივთების სახლიდან გამოტანა. ორდერზე და გაფრთხილების ოქმზე დ----- ს-----–--ლმა ხელი არ მოაწერა და უარს აცხადებდა პოლიციასთან კომუნიკაციაზე. დ----- ს-----–--ლმა შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან რამდენიმე დღეში იგი დაარღვია.

 

2.8. წერილობითი მტკიცებულებით, 10.09.2019 წლის გასაუბრების შესახებ ოქმით დგინდება, რომ დ----- ს-----–--ლს, შემაკავებელი ორდერის გამომცემმა გამომძიებელმა - ზ------ მ-----–-–---–მა განუმარტა შემაკავებელი ორდერით დაწესებული შეზღუდვები, თუმცა ბრალდებულმა ოქმს ხელი არ მოაწერა და უარი განაცხადა პოლიციასთან კომუნიკაციაზე.

 

2.9. 2019 წლის 18 სექტემბერს, 14:06 საათზე, ,,112-ში“ დაფიქსირდა ზარი (#------- შეტყობინება), ზარის ინიციატორი ნ--- ს-----–---–- ითხოვდა დახმარებას და აცხადებდა, რომ პირმა დაარღვია შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლს დაურეკა ტელეფონზე და დაემუქრა, რომ მივიდოდა მასთან სახლში.

 

2.10. ლ-----------შვილის მიერ, 2019 წლის 19 სექტემბერს, გამოძიებაში წარდგენილ იქნა მისი კუთვნილი სიმბარათის - ნომერი 5---------ის 18.09.2019 წლის დეტალური ამონაწერი სს ,,სილქნეტიდან“ (ჯეოსელი) 1 ფურცლად. დეტალური ამონაწერით და ამ ამონაწერის დათვალიერების ოქმით მტკიცდება, რომ 2019 წლის 18 სექტემბერს, 13:48:25 საათზე, დ----- ს-----–--ლმა ტელეფონის ნომრიდან 5-------- განახორციელა კომუნიკაცია მსხვერპლთან, ხანგრძლივობით 51 წამი.

 

2.11. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის ი---- ბ-------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 18 სექტემბერს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხულ იქნენ ლ-----------შვილი და ნ--- ს-----–---–-, დათვალიერდა დაზარალებულის ტელეფონზე დ----- ს-----–---–-ს მიერ შესული სატელეფონო ზარის ამონაწერი. დადასტურდა, დ----- ს-----–---–-ს მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რის გამოც იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

2.12. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ დ----- ს-----–---–- შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის ი---- ბ-------–---–ის მიერ დაკავებულ იქნა 2019 წლის 30 სექტემბერს.

 

2.13. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.13.1. ბრალდებულმა დ----- ს-----–--ლმა დაადასტურა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფორმალური მხარე სატელეფონო კომუნიკაციის ნაწილში. მისი განმარტებით აღნიშნული გამოწვეული იყო სუბიექტური მიზეზით - მას სურდა საკუთარი ფეხსაცმელი, რის გამოც 18 სექტემბერს ტელეფონით დაუკავშირდა ლ-----------შვილს, რაც შეეხება დაზარალებულის სახლის ეზოში მისვლას, აღნიშნული გარემოება უარყო.

 

2.13.2. სასამართლო ბრალდებულის პოზიციას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულის ლ-----------შვილის და მოწმე ნ--- ს-----–---–-ს ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, 18 სექტემბრამდე ლ-----------შვილმა დ----- ს-----–---–-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადასცა ბრალდებულის მეგობარს მასზე გადასაცემად, რაც იცოდა ამ უკანასკნელმა, თუმცა მაინც დაუკავშირდა ლ-----------შვილს, უთხრა, რომ მისთვის არაფერია შემაკავებელი და აკრძალვის მიუხედავად მაინც ავიდოდა სახლში. ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა, შემაკავებელი ორდერის გამომცემი პირის - გამომძიებლის ზ-------------–-–---–-ს ჩვენებით, დ----- ს-----–--ლს განემარტა ორდერით დაწესებული შეზღუდვები, ასევე განემარტა, თუკი რამე ნივთი ჰქონდა სახლიდან წასაღები, მესამე პირის მეშვეობით უნდა მომხდარიყო მისი ნივთების სახლიდან წამოღება. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, არ გაიზიაროს მოწმეთა თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი ჩვენებები, რომლებიც სრულად აბათილებენ ბრალდებულის არგუმენტებს. გარდა ამისა, დ----- ს-----–---–-ს განზრახვა, არ დამორჩილებოდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და დაწესებულ შეზღუდვებს დასტურდება მისი განწყობით, არ მოაწეროს ხელი შემაკავებელი ორდერის ასლის ჩაბარების დასტურზე და გაფრთხილების ოქმზე, იმ არგუმენტით, რომ არ სურს პოლიციასთან კომუნიკაცია. რაც შეეხება 2019 წლის 11 და 17 სექტემბერს, ლ-----------შვილის საცხოვრებელ სახლთან, ეზოში მისვლას, ლ-----------შვილის ზეპირი ჩვენებითა და გამოკითხვის ოქმით, ასევე მოწმე ნ--- ს-----–---–-ს ჩვენებით მტკიცდება, რომ მითითებულ თარიღებში დ----- ს-----–---–- მივიდა ლ-----------შვილის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე: თბილისი, ო------------------–---- ქუჩა, კორპუსი #18ა-ს ეზოში, მოძრაობდა დაზარალებულის თვალთახედვის არეში და ბრალდებულიც ხედავდა, რომ ეზოში მის ყოფნას უყურებდნენ ლ-----------შვილი და ნ--- ს-----–---–-.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით.

 

3.4. გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს დ----- ს-----–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებით. დ----- ს-----–--ლმა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ და ,,გ’’ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, 2019 წლის 11 და 17 სექტემბერს მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან და მოძრაობდა მსხვერპლის თვალთახედვის არეში, ხოლო 18 სექტემბერს დაურეკა მობილურ ტელეფონზე. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია იმ პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად - ბებია.

 

3.5. სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ დ----- ს-----–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ----- ს-----–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2.დ----- ს-----–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავე პირის დამოკიდებულებას, დემონსტრაციულად, წინასწარი განწყობით დაარღვიოს ან არ შეასრულოს შემაკავებელი ორდერით მასზე დაკისრებული ვალდებულება. დაზარალებულ ლ-----------შვილის ზეპირი ჩვენებით ირკვევა, რომ დ----- ს-----–---–-, 2019 წლის 18 სექტემბერს, სატელეფონო კომუნიკაციის დროს აცხადებდა, რომ ვერანაირი შეზღუდვა ვერ შეაკავებს მივიდეს მასთან სახლში, მოწმე ზ-------------–-–---–-ს ჩვენებით კი, მოძალადე შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში უარს აცხადებდა პოლიციასთან კომუნიკაციაზე ოჯახში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ბრალდებულის ამგვარი მენტალური დამოკიდებულება მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შეკავების უგელებელყოფაზე, სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ არასაპატიმრო სასჯელი ვერ გახდება პრევენციული ხასიათის. ბრალდებულის განწყობის (არ დაემორჩილოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერით დადგენილ შეზღუდვებს) მხედველობაში მიღებით, პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. გარდა ამისა, ლ-----------შვილის და ნ--- ს-----–---–-ს ჩვენებებზე დაყრდნობით, არ არის გამორიცხული, დ----- ს-----–--ლმა ოჯახის წევრებისადმი ერთგვარი შურისძიების მოტივით, გააგრძელოს მათი დაშინება და მუქარა. ზეპირი ჩვენებების გამოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ოჯახის წევრებს ლ-----------შვილს და ნ--- ს-----–--ლს 2019 წლის 10 სექტემბრის შემდეგ ჰქონდათ პანიკური შიში დ----- ს-----–---–-ს მიმართ, მისი არაადეკვატური ქცევიდან გამომდინარე. შიშს უმძაფრებდათ 2019 წლის 10 სექტემბერს, ნ--- ს-----–---–-ს და მისი შვილის მიმართ გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამოწვეული იყო ქონებრივი დ----- და მეორე მხრივ სახლში აღმოჩენილი ბებუთით, რომელიც ოჯახში მიტანილი იყო 10 სექტემბრამდე 2 დღით ადრე. აღნიშნული რისკების და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დ----- ს-----–--ლს უნდა განესაზღვროს გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია, სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალში დ----- ს-----–---–-ს სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ს-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს დ----- ს-----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 სექტემბრიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა