განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
330100119003237580
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/4869-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ლ-------------–--ის,ადვოკატ ა-----–------–-–---–ის

ბრალდებულ თო----------–-–---–ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------–-----------–-–---–ის (პ/№0----------) - დაბადებულის 2----–-–------------–-- რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი მ-------------–------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

თო----------–-–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 02:40 საათზე, ქ. თბილისში, ზაჰესში, ავჭალის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თო----------–-–---–ი, რომელიც მგზავრობდა დ------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით - ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით OO-223-LL, ავტომობილშივე თავს დაესხა დ------------–---–ს, კერძოდ, ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომმა თო----------–-–---–მა დ------------–---–ს მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახესა და სხეულზე და დანის გამოყენებით მიაყენა სახეზე ჭრილობა, რა დროსაც სთხოვდა ფულადი თანხისა და ავტომობილის გადაცემას. დ------------–---–მა მოახერხა ავტომობილიდან გადასვლა, რა დროსაც თო----------–-–---–ი მას დანის დემონსტრირებით გაეკიდა, ხოლო შემდეგ დაბრუნდა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ------------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ მ------------–ის კუთვნილ ,,ტოიოტა პრიუსის“ მარკის 11500 ლარად ღირებულ ავტომობილს.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თო----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( შეტყობინებები; ანა აგულავას გამოკითხვის ოქმი; დ------------–---–ის გამოკითხის ოქმი; დ------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; დ------------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; ავტომობილის ჩხრეკის ოქმი; ავტომობილის ამოღების ოქმი; თო----------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; თო----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი; თონიკე გელაშვილის ამოცნობის ოქმი; თონრიკე გელაშვილის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; საგამოძიოებო ექსპერიმენტის ოქმი თო----------–-–---–თან; გ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმი; ვ--–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმი; ავტომობილის გახსნისა და დათვალიერების ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა; ოდროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული მასალები) ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში თო----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სასამართლო განხილვისას მტკიცებულებები გახადა უდავო, არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თო----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

თო----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 08 სექტემბრიდან.

გაუქმდეს თო----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრიბა.

 

ნივთიერი მტკიცებულები:

 

ამოღებული ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL ჩხრეკისას ამოღებული დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ავტომანქნა ,,ტოიოტა პრიუსის“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონერ მფლობელს.

მოწმე დ------------–---–ის ამოღებული ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ბრალდებულ თო----------–-–---–ის ამოღებული ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნეს მის კანონიერ მფლობელს ან ნდობით აღჭირვილ პირს.

ბრალდებულ თო----------–-–---–სგან აღებული ერთი სუნის კვალის ნიმუში და ერთი ხელის კვალის ნიმუში და ასევე ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი დაქტილოფირი, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები სველ და მშრალ ჩხირებზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსის“ სახელმწიფო ნომრით OO-223-LL დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილების შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

საგამოძიებო ექპსერიმენტის დროს ამოღებული პლასტმასის 2 ცალი ნატეხი, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილების შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

მოწმე დ------------–---–ისაგან აღებული სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი