განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
340100119003318365
დავის ტიპი
276 5 , 276 3
თარიღი
10.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

N1/2---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

10.02.2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - ილ-- ხა-------ძის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ილ-- ხა-------ძე;

მამის სახელი: გრ-----–-;

დაბადებული: 23. 05.1----–--–-;

პირადი ნომერი: 2-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები : თერჯოლის რაიონი სოფელი ძე-----;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 3-ე და 5-ე ნაწილები.

ილ-- ხა-------ძეს ბრალი ედება მასში, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ილ-- ხა-------ძე დაახლოებით 70 კილომეტრსაათი სიჩქარით მართავდა მის კუთვნილ ბმვ-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით Z-------- ავტომანქანას, მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ ‘’საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, არ შეანელა სისწრაფე, რის შედეგადაც ავტომანქანა მოცურდა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მჯდომმა გრ-----– მე---ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მე---- კა-----–-–--ლმა-ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ილ-- ხა-------ძეს 2019 წლის 29 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის მე-5 ნაწილით და 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ილ-- ხა-------ძე დაახლოებით 70 კილომეტრსაათი სიჩქარით მართავდა მის კუთვნილ ბმვ-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით Z-------- ავტომანქანას, მოძრაობისას დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ ‘’საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, არ შეანელა სისწრაფე, რის შედეგადაც ავტომანქანა მოცურდა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მჯდომმა გრ-----– მე---ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მე---- კა-----–-–--ლმა-ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძო: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულების გრ-----– მე--ის და მე---- კა-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: მა----- გე----–--ლის, ილ-- ხა-------ძის, დი------- და---ძის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გრ-----– მე--ზე და მე---- კა-----–-–--ლზე, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული მასალით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ილ-- ხა-------ძემ დაარღვია საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ: 2019 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, ილ-- ხა-------ძე დაახლოებით 70 კილომეტრ საათი სიჩქარით მართავდა მის კუთვნილ ბმვ-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით Z-------- ავტომანქანას. არ შეანელა სისწრაფე, რის შედეგადაც ავტომანქანა მოცურდა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მჯდომმა გრ-----– მე---ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მე---- კა-----–-–--ლმა-ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას.

საქრთველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.

საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ილ-- ხა-------ძემ დაარღვია კანონის მითითებული ნორმა, კერძოდ: მოძრაობდა რა 70 კმ/სთ სიჩქარით, არ შეანელა სისწრაფე, რის შედეგადაც ავტომანქანა მოცურდა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მჯდომმა გრ-----– მე---ა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მე---- კა-----–-–--ლმა-ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ამდენად სახეზეა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებით ერთი პირის და მძიმე დაზიანებით ერთი პირის მიმართ.

სამართლებრივი შეფასება

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ილ-- ხა-------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და 5-ე ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. კერძოდ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიხატება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, ილ-- ხა-------ძის მიერ დარღვეულია აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნა. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.“

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანა შემთხვევის დროს იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ილ-- ხა-------ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სერიგებულია დაზარალებულებთან.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდებული ილ-- ხა-------ძე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და 5-ე ნაწილებით და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და 5-ე ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელის სახე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს 276-ე მუხლის 5-ე ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში, რადგან ქმედება არის ერთი, რომელმაც გამოიწვია ორი სხვადასხვა შედეგი და 276-ე მუხლის 5-ე ნაწილი მოიცავს 276-ე მუხლის 3-ე ნაწილს. სსკ-ის 276-ე მუხლის 5-ე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებსის - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სასჯელის ზომა ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ილ-- ხა-------ძის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

1. ილ-- ხა-------ძეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო და დაყადაღებული იქნა უზრავი ქონება. ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების პირობები ბრალდებულს არ დაურღვევია უძრავ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა.

 

2. ნივთიერი მტკიცებულება: 1) ილ-- ხა-------ძის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

2)სისხლის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ილ-- ხა-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი) წელი.

 

2. ილ-- ხა-------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3(სამი) წლის ვადით.

 

3. ილ-- ხა-------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონულის სასამართლოს 2019 წლის 23 ნოემბრის N12/32-19 განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას ილ-- ხა-------ძის (პირადი N2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ტარიელ ცირეკიძის (პირადი N4----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედუბანში, საკადასტრო კოდი №39.03.28.026 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 4400.00 კვ.მ. საბაზრო ღირებულება შეადგენს 5280 (ხუთი ათას ორას ოთხმოცი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

1) ილ-- ხა-------ძის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

2)სისხლის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე