განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/66-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა---------ია.
დაცვის მხარე:
ადვოკატი - პა--–- კა-----ე.
ბრალდებული - გი----- ხუ--–--ე.
მამის სახელი: თე------ე.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომე---: 6----------
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნი---ს მ----–---------------------------------ში
მცხოვრები: ვანის რაიონი სოფელი ძუ-–---ი.
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით - სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სუ-–----–ი (ძუ-–---ი) მცხოვრებმა გი----- ხუ--–--ემ, თავის საკარმიდამო ნაკვეთში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია სახერხი საამქრო ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებპორტალზე. გი----- ხუ--–--ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასა--–-თის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მუშაკების მიერ 2019 წლის 18 მარტს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასა--–-თის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების სპეციალისტმა გი-----ი ღვ-------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 18 მარტს, ა. შუ--–--ესთან ერთდ პატრულირებისას გ. ხუ--–--ის სახის ეზოში აღმოაჩინეს ხის სახერხი ცირკული დანადგარი და წაბლის ხის ორი მორი. ცირკული ხერხის სიმაღლე იყო 28 სანტიმეტრი და ექვემდებარებოდა სავალდებულო რეგისტრაციას. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ საამქრო არ იყო დადგენილი წესით რეგისტრირებული. რაც შეეხება წაბლის მორებს, ისინი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის ტე---ტორიაზე მოჭრილი, რაზეც შეადგინეს ოქმი, საამქროს შესახებ მასალები კი გადაეგზავნა პოლიციას.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. ანალოგი----- შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასა--–-თის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების სპეციალისტმა ამ----ნ შუ--–--ემ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ლე--- ლო------------ემ განაცხადა, რომ მითითებულ საქმეზე, 2019 წლის 15 აპრილს ჩაატარა ნივთიე--- მტკიცებულების გახნა და დათვალიერება. დაათვალიერეს გი----- ხუ--–--ის სახერხი საამქრო. ახსნა ლუხი. ექსპერტმა გაზომა. დადანგარი შეართა ელექტროენერგიის წყაროში. დანადგარი ამუშავდა. შემდეგ ისევ დალუქა. შეადგინა შესაბამისი ოქმი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დასა--–-თ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა ი-–-- აბ----ემ განაცხად, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატრა ექსპერტიზა. ადგილზე შეისწავლა სახერხი დანადგარი. გაზომა ხერხი, არის 28 სანტიმეტრი. შეამოწმა და მუშაობდა. ამის შემდეგ გასცა დასკვნა, რომ არის სახერხი საამქრო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ კრიმინალისტმა ოლ--- სვ----ემ განაცხად, რომ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გამომძიებელ ი. ფე----ესთან, გ. ღვ-------ესთან და გ. ხუ--–--ესთნ ერთად, მისივე თანხმობით. სახერხი მოწყობილი იყო. გ ხუ--–--ის ეზოში, სახლის უკან, სახერხი დანადგარი იყო დალუქული. თვითონ აწარმოებდა ფოტოგადაღებას. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ირ---–- ფე----ემ განაცხადა, რომ ამ საქმზე ჩაატარა საგამოძიებო მოქდებები. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გ. ხუ--–--ის სახლში. ექსპერტთან და გარემოს დაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლის გ. ღვ---------ის მონაწილეობით. დათვალიერებისას ნახეს სახერხი დანადგარი და ხის ორი მორი. შედგა შესაბამისი ოქმი. რასაც გ. ხუ--–--ემაც მოაწერა ხელი. დანიშნა ექსპერტიზა დაკითხა გარემოს დაცვის თანამშრომლები, გ. ხუ--–--ეს წარუდგინა ბრალის დადგენილება და გადაცსა საქმის მასალები.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გი----- ხუ--–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სახერხი დაზგა თვითონ ააწყო დაალოებით 25 წლის წინ და იყენებდა მხოლოდ საოჯახო საქმეებისათვის. მორები ამ დაზგით არასოდეს დაუხერხავს, ვინაიდან არ აქვს მოწყობილი შესაბამისად და მორის დახერხვაც ამ დაზგით შეუძლებელია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2019 წლის 08 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობეებში, მშრალ მზიან ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ვანის რაიონის სოფელ ძუ-–---ში და წარმოადგენს გი----- ხუ--–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოს, რომელიც სოფელ ძუ-–---ის ცენტრიდან დაშორებულია 300 მეტრის მანძილით და მდებარეობს მის სამხრეთ დასა--–-თით სადაც მისასვლელი გზა არის გრუნტიანი და შემაღლეული. გი----- ხუ--–--ის საცხოვრებელ სახლს ჩრდილოეთით 60 მეტრის მანძილის მოშორებით ესაზღვრება გუ---- ხვ-----–--ის საცხოვრებელი სახლი, ხოლო აღმოსა--–-თით დაუსახლებელი ტყიანი ტე---ტორია, გი----- ხუ--–--ის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში ჩრდილო დასა--–-თ მხარეს განთავსბეულია 15კვმ ფართობის ხის შენობა, რომელიც წარმოადგენს ხის საამქროს რომლის შესასვლელის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია ხის ელექტრო ყუთი, რომელშიც შედის სამფაზიანი დენის სადენი, საიდანაც დენი შედის სახერხ დაზგაში. შენობების მარცხენა მხარეს მოწყობი-–-- სახერხი დაზგა რომელსაც აგია წრიული ფორმის ხერხი, დათვალიერებაში მონაწილე გი----- ხუ--–--ის განმარტებით სახერხი არის მუშა მდგომარეობაში და ჩართვის შემთხვევაში მუშაობს გამართულად. სახერხის მრგვალი ფორმის ხერხი დალუქულია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის N3------ ლუქით. სახერხის კედელზე დაკიდებულია მრგვალი ფორმის წრიული სათადარიგო ხერხები. საამქროში ასევე ალაგია სხვადასხვა სადურგლო ხელსაწყოები. სახერხი დაზგის ზედაპირიდან ლითონის მრგვალი ამოწეულია 28სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო სიგანე შეადგენს 64 სანტიმეტრს. ამოღებული სახერხი დაზგა დაილუქა ვანის რაიონული სამმართველოს ლუქის ბეჭდით N33/9 და ამოღებული ნივთები ხელწე---ით ჩაბარდა მეპატრონეს გი----- ხუ--–--ეს. ასევე იქვე საამქროსთან მიწაზე დევს წაბლის ჯიშის ერთი ცალი მორი გი----- ხუ--–--ის განმარტებით აღნიშნული წაბლის ჯიშის ხის მორი მან მოჭრა მისივე საკარმიდამო ნაკვეთში. ექსპერტის მიერ ციფრული ფოტო-აპარატიტ „ნიკონის“ საშუალებით მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება რაც ფოტოილუსტრაციის სახით თან დაერთო აღნიშნულ ოქმს.
ს.ფ.23-28.
2019 წლის 15 აპრილის ნივთიე--- მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ შს ვანის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ლე--- ლო------------ემ, გი----- ხუ--–--ის თანხმობით შევიდა მისი სახლის ეზოში არსებულ სახელოსნოში, სადაც დგას დანადგარი, რომელსაც აქვს მრგვალი ხერხის პირი, აქვს ელ. ძრავი და მასში შედის დენი, ხერხის პირი ამოწეულია დაზგის ზედაპირიდან 29 სმ-ზე, დაზგა დალუქულია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის 3------ ლუქით და ვანის რაიონული სამმართველოს 33/9 ლუქებით. ლუქების მთლიანობა დარღვეული არ არის 33/9 ლუქზე გაკეთებულია შესაბამისი ხელმოწერები ლუქის ახსნის შემდეგ დანადგარი ჩაირთო დენის წყაროში და შემოწმდა, რა დროსაც აღმოჩნდა რომ იგი არის მუშა მდგომარეობაში, ექსპერტზის განმარტებით ზემოხსენებული დანადგარი წარმოადგენს ხის სახერხ საამქროს. ამით დათვალიერება დასრულდა და დაილუქა აღნიშნული დანადგარი ლუქტის ბეჭდით 33/9 ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
ს.ფ. 77-80.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 აპრილის დასკვნით დადგენი-–--, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვანის რაიონის სოფელ ძუ-–---ში მცხოვრები გი----- ხუ--–--ის საკარმიდამო ეზოში დამონტაჟებული ხის გადამამუშავებელი დაზგა ვარგისია შემდგომი ექსპლოატაციისათვის და წარმოადგენს მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტს (სახერსაამქროს).
ს.ფ. 83-86.
2019 წლის 18 მარტის აქტით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 18 მარტს გამოვლენილ იქნა მრგვალი ხე-ტყის მორის პირველადი გადამუშავების ობიექტის სახერხი საამქროს ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში რომ ვანის რაიონის სოფელ ძუ-–---ში მოქალაქე გი----- ხუ--–--ეს დაბ:1-.0-.1--- წ. მცხოვრები ვანის რაიონი სოფელი ძუ-–---ი პ/ნ. 6----------, ტელ 5----------- . საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული აქვს ცირკული სახერეხი საამქრო, რომელიც არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზარში, საამქროს არ გააჩნია ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსებისათვის შესაბამისი ბუნკე---. არ აქვს გამოყოფილი ნაგვერდულების დასასაწყობებელი ადგილი, აღნიშნულ სახერხი-საამქროს დალუქული იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ლუქის N3-------ით და მიღება ცჩრების აქტით შესანახად ჩაბარდა გი----- ხუ--–--ეს. სახერხი საამქროს ტე---ტორიაზე ასევე ნანახი იქნა 02 (ორი) ერთეული წაბლის ჯიშის ხე-მორი შემდეგი ზომებით 1. სიგრძე 2,40მX წვრიი თავი 0,35მ. 2. სიგრძე2,43მ X წვრილი თავით 0,32მ. გი----- ხუ--–--ის განმარტებით აღნიშნული ხე მოჭრა მის საკარმიდამო ნაკვეთში.
ს.ფ. 5.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება.
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.2. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თნახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანაშაულია სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
3.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებილებების ერთობლიობით დადგენი-–-- და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადაოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ხუ--–--ეს თავის საცვხოვრებელ სახლში დამონტაჟებული აქვს მუშა მდგომარეობაში მყოფი ხის სახერხი დანადგარი, რომლის ცირკული ხერხის პირის სიმაღლე დაზგის დაფიდან 28,5 სანტიმეტირა.
3.5. საქართველოს მთავრობის 201- წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ტე---ტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მრგვალი ხე-ტყე (მორი) განმარტებულია როგორც ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) მქონე მერქნული რესურსი, ხოლო მეოცე პუნქტის თანახმად სახერხი დანადგარია მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების ტექნოლოგი----- საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის მათი სამაგრი მოწყობილობები).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ხუ--–--ის სახერხი დანადგარზე შესაძლებელია მრგვალი ხეტყის მორის დამუშავება (დახერხვა) და ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას, რაც გ. ხუ--–--ეს არ განუხორციელებია.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი. თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლ---ტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
3.8. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.9. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გი----- ხუ--–--ე საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. გი----- ხუ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ დაადასტურა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მის ქმედებას არ ახლავს.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი----- ხუ--–--ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რომლის ოდენობაც შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ბრალდებულის ასაკის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის ბოლო წინადადებით დადგენილი ოდენობის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიე--- მტკიცებულებები
6.1. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი და ხის მორები, რომლებიც ინახება ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუ-–---ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გი----- ხუ--–--ეს. ხოლო საქმეზე დართული ერთი დისკი (ფოტოსურათები) დარჩეს საქმეში მისი შენახვის ვადით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი----- ხუ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს ბრალდებულ გი----- ხუ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი და ხის მორები, რომლებიც ინახება ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძუ-–---ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს გი----- ხუ--–--ეს, ხოლო საქმეზე დართული ერთი დისკი (ფოტოსურათები) დარჩეს საქმეში მისი შენახვის ვადით
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან მეშველიანი