განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
040100120003439852
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 040100120003439852

საქმე N1/11-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე

 

პროკურორი - ზ----- შ--–----------

ბრალდებული - ი----- კ-–-------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე

 

ბრალდებულ ი----- კ-–------- მიმართ

მამის სახელი: ბ-------;

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: ს----------–--;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: უ-----–---;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

პირადი ნომერი: 0----------;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა- ს----------–--, ქალაქი - ო--; ა----–-----–-- ქ---- N-;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, ქალაქი-ო--; ა----–-----–-- ქ---- N-;

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ი----- ბ-------ს ძე კ-–------მ, 2--- წლის 2- ნ---------, დაახლოებით 1-:3- საათზე, ონში, დ----- ა----–-----–-- ქ---- N- -ზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმით, ასევე თმების მოქაჩვით იძალადა რძალზე - მ------ დ-----------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2020 წლის 17 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ.129 – 234).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.ი----- კ-–------მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.ს----------–--ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ო--- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის, დ----- ა-------- მიერ, 2--- წლის 2- ნ--------- გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ი----- კ-–------- მიერ მ------ დ---------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგი----- და ფიზიკური ძალადობის გამო მსხვერპლი, განრიდებული იქნა მოძალადისაგან (ს.ფ.56-62).

 

7.დაზარალებულ მ------ დ---------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2-16 წლის ივნისში ის დაქორწინდა ქალაქ ონში მცხოვრებ თ------ კ-–------ზე და საცხოვრებლად ქალაქ ამბროლაურიდან გადავიდა ქალაქ ონში, დაქორწინებიდან ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ნორმალურად, მამა-შვილი მაშინაც კამათობდნენ, მაგრამ მის მამამთილს, ი----- კ-–------ს, მისთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მას და თ------ს შეეძინათ შვილი დემეტრე კ-–------, მათი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მამა-შვილმა, თ------ და ი----- კ-–------ებმა, იჩხუბეს, რაზედაც ო--- პოლიციაში დაიწყო გამოძიება, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, მაშინ ის და თ------ გაერიდნენ ი-----ს და საცხოვრებლად გადავიდნენ ქალაქ ამბროლაურში, სადაც ერთი წელი ცხოვრობდნენ მისი მშობლების სახლში. მისი მამამთილი, ი----- კ-–------, თითქმის ყოველდღე თხოვდა შერიგებას და საცხოვრებლად ქალაქ ონში მასთან გადასვლას. ისინი შევიდნენ მის მდგომარეობაში და 2-1- წლის დეკემბრის თვეში გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქ ონში მის მამამთილთან. ჩამოსვლის დღიდან ი----- კ-–------ იქცეოდა ძალიან აგრესიულად, იგი თითქმის ყოველდღე აგრესიული იყო და სულ ლანძღავდა თ------ს. 2--- წლის 2- ნ--------- ი----- კ-–------ სახლში მოვიდა დაახლოებით 1- საათსა და 3- წუთზე, იგი როგორც ყოველთვის იყო მთვრალი, ამ დროს ის იმყოფებოდა სადგომ ოთახში შვილებთან ერთად რა დროსაც ი----- კ-–------ სამზარეულოს მხრიდან შემოვიდა და კარი ძლიერად მოაჯახუნა. შემოვიდა თუ არა დაიწყო ყვირილი, ღუმელში შეშა შეანთო და წავიდა თამაზთან, რომელიც უკანა ეზოში შეშას ჩეხავდა, მან გაიგონა რომ თ------საც დაუწყო ყვირილი, ითხოვდა მის სახლიდან გაგდებას. მალევე მობრუნდა ი----- და მას მოყვა თ------ც, ი-----მ სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ყვირილი და გინება ასევე აგინებდა თ------საც, ი-----მ უეცრად ამოარტყა ფეხი მარცხენა ბარძაყში და მარცხენა ხელში, რაც ძალიან ეტკინა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. თ------ ჩაუდგა შუაში და აწყნარებდა მამამისს, მაგრამ ი----- მაინც ახერხებდა მასთან შეხებას, მან დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე მოკიდა ხელი, მოქაჩა და დააწევინა თავი დაბლა, რა დროსაც წაავლო ხელი კისერში. ეს ყველაფერი იყო ძალიან მტკივნეული და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. მალევე შეძლო დასხლტომა და გაიქცა შსს ო--- რაიონულ სამმართველოში, პოლიციაში განაცხადა რომ მამამთილმა, ი----- კ-–------მ, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახლში მომხდარ ამ ინციდენტს შეესწრნენ მათი მცირეწლოვანი შვილები ორი წლის დემეტრე კ-–------ და ექვსი თვის ლ---- კ-–------, სხვა ამ დროს სახლში არავინ ყოფილა. ი----- კ-–------ს მისი შვილისათვის, თ------ კ-–-------ათვის, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა.(ს.ფ. 64–66);

 

8.მოწმის სახით დაკითხული თ------ კ-–------- ( ბრალდებულის შვილი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და განჩინებით პრეიუდიცულად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 2- ნ--------- დაახლოებით 1- საათსა და 3- წუთზე მამა, ი----- კ-–------, სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ხმამაღლა დაიწყო ლანძღვა მისი და მისი მეუღლის, მ------ დ---------- მისამართით. მალევე გადავიდა მისი მეუღლის, მ------ დ----------, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რა დროსაც წიხლი ამოარტყა მარჯვენა ბარძაყისა და იდაყვის არეში. კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ის ჩადგა მათ შორის, ცდილობდა მამის დაწყნარებას, თუმცა მამამ მაინც მოახერხა და წვდა მ------ს თმებში. ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები, რომელებიც იმყოფებოდნენ იქვე, სადგომ ოთხში. მოწმის განმარტებით ი----- კ-–------ ფხიზელ მდგომარეობაშიც სულ უკმაყოფილებას გამოხატავს განსაკუთრებით მისი და მისი რძლის, მ------ დ---------- მიმართ, ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა აქამდე არასდროს გადასულა ფიზიკურ შეურაცხყოფამდე. (ს.ფ.14-16);

 

9.2--- წლის 2- ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ი----- კ-–------მ დანაშაული ჩაიდინა 2--- წლის 2- ნ--------- დაახლოებით 1-:3- საათზე (ს.ფ.68-70);

 

1-. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2--- წლის 26 ნოემბრის № 0-------- დასკვნით, 2--- წლის 2- ნოემბრის ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე მ------ დ--------- სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთდ აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგეებიან შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღებს (ს.ფ.95-98);

 

11. შ----------------------------------------–------–-------- მიერ 2--- წლის 28 ნ--------- გაცემილი N---- ცნობის თანახმად ირკვევა, რომ ი----- ბ-------ს ძე კ-–------ შ---------------------------------------–------–-------“- ში აღრიცხვაზე არ იმყოფება (ს.ფ.1-2 )

 

12.დაზარალებულ მ------ დ---------- 2-2- წლის 1- თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ამჟამად დაზარალებული შერიგებული არის მამამთილთან, ბრალდებულ ი----- კ-–------სთან და არავითარი პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია.

 

13.ი----- კ-–------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: ი----- კ-–------- გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის 2--- წლის 2- ნოემბრის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულ ი----- კ-–------- 2--- წლის 2- ნოემბრის დაკავების ოქმით; დადგენილებით მ------ დ---------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2--- წლის 27 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ცნობით ი----- კ-–------- ნასამართლობის შესახებ; ცნობით ი----- კ-–------- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ი----- კ-–------- შესახებ; ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; შეტყობინება N------- დანაშაულის ჩადენის შესახებ; ოქმით ადვოკატის უფლების განმარტების შესახებ; ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ; N0021-0 შემაკავებელი ორდერით ი----- კ-–------ზე და შემაკავებელი ორდერის ოქმით; N------ შემაკავებელი ორდერით მ------ დ----------- და შემაკავებელი ორდერის ოქმით; N------ შემაკავებელი ორდერით ი----- კ-–------ზე და შემაკავებელი ორდერის ოქმით; მიმართვით ქ----------------------------------–----- ცენტრისადმი; მიმართვის სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი; დადგენილებით მ------ დ---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დადგენილებით ი----- კ-–------- ბრალდების შესახებ; განჩინებით აღკვეთის ღო---ძიების შეფარდების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

 

14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ი----- კ-–------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- კ-–------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია, ფიზიკური ტკივილი, არასრულწლოვანის თანდასწრებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

17. ი----- კ-–------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

18. ი----- კ-–------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული, (არ არის ნასამართლები) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია,სასჯელის დასაბუთება:

 

19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი----- კ-–------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი----- კ-–------- მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, თავის მხრივ დაზარალებულს სურვილი აქვს ბრალდებულთან გააგრძელოს თანაცხოვრება, ხასიათდება დადებითად, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არის სუფთა წარსულის მქონე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, იური კაციაძის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 2-8-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ი----- კ-–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც ს----------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

2.მსჯავრდებულ ი----- კ-–------ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2--- წლის 2- ნოემბრის 2- საათისა და 3- წუთიდან, 2--- წლის 02 დეკემბრამდე.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ი----- კ-–------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ ი----- კ-–------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღო---ძიება - გირაო და მოეხსნას ონის მუნიციპალიტეტში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ო--- მაგისტრატი სასამართლოს 2--- წლის 02 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა ბრალდებულ ი----- კ-–------- მიმართ აღკვეთის ღო---ძიების სახით შეფარდებული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ი----- კ-–------- (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ო--- მუნიციპალიტეტის სოფელი ზ------–-, (ზონა- ო-- 88, სექტორი- კვაშხიეთი 0-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 065, საკადასტრო კოდი N 88.0-.2-.065, დაზუსტებული ფართობის ოდენობა 600.00 კვ.მ.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ლ. ასათიანის N14)

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი