განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№1/016-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
10 თებერვალი 2020 წელი ქ. ა---––---
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - კ---------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული - ნ------------------ (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 4----------- მცხოვრები ქ. ა---––---, სოფელი ტ----–--ა)
ადვოკატი - კ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 22 ნოემბერს ნ------------------მ ა---––---- რაიონის სოფელ ტ----–--ის მახლობლად მდებარე ტყის მასივში თოფის გამოყენებით მოკლა საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვი, რითაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაყენა 50 000 ლარის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ------------------მ ჩაიდინა ნადირობა საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე.
ე.ი. ნ------------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ნ------------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის თ---------------–---–-- მოწმის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ნ------------------- გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეთა გ------------–---–--- თ----------------- ჯ-----------------, ვ--–------------–---–-ს, მ---–-------------------- თ-------------------–----, ვ--–--------------------, თ-------------------- და ვ----–-------ს გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ნ------------------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.
4.2. ნ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ნ------------------ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არ ყოფილა ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ნ------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. ნ------------------ს ასევე დამატებით სასჯელის სახედ 2 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ნადირობის უფლება. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- საქმეზე ამოღებული и------- მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი (საიდენტიფიკაციო ნომერი Л-------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თ----------------;
- საქმეზე ამოღებული ერთლულიანი „--------------ის მოდელის სანადირო თოფი (საიდენტიფიკაციო ნომერი „--------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ვ--–-------------------;
- საქმეზე ამოღებული ერთლულიანი и-----ის მოდელის სანადირო თოფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს;
- საქმეზე ამოღებული მოკლული დათვის ბელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით;
- სამეზე ამოღებული ერთი ცალი „DVD-R“ დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- საქმეზე ამოღებული „მ-–----–--“ მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით B--------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ვ--–-------------------;
- საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ლითონის დეტალი და ერთი ცალი თოფის ლულაში გატარებული ბამბის ტამპონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------------------ (პ/ნ 4----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
ნ------------------ს ასევე დამატებით სასჯელის სახედ 2 წლის ვადით ჩამოერთვას ნადირობის უფლება.
2. ნ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს ა------------------ (პ/ნ 4----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი BAGAHE22; მიმღები ანგარიშის ნომერი GE27LBG0000000999999999-ზე 2019 წლის 25 დეკემბერს შეტანილი თანხა 2 000 ლარი.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- საქმეზე ამოღებული и------- მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი (საიდენტიფიკაციო ნომერი Л-------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თ----------------;
- საქმეზე ამოღებული ერთლულიანი „--------------ის მოდელის სანადირო თოფი (საიდენტიფიკაციო ნომერი „--------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ვ--–-------------------;
- საქმეზე ამოღებული ერთლულიანი и-----ის მოდელის სანადირო თოფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს;
- საქმეზე ამოღებული მოკლული დათვის ბელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით;
- სამეზე ამოღებული ერთი ცალი „DVD-R“ დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- საქმეზე ამოღებული „მ-–----–--“ მოდელის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით B--------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ვ--–-------------------;
- საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ლითონის დეტალი და ერთი ცალი თოფის ლულაში გატარებული ბამბის ტამპონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით გათვალისწინებული წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: ლუიზა თოდუა