განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/---20
განაჩენი
საქართველოს სახელით
17.02.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - მე--–----- ჩო-–------რის
ადვოკატ - მი----- მუ------–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მე--–----- ჩო-–------რი;
მამის სახელი: ნი----–-----;
დაბადებული: 01.07.1----–--–-;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე;
რეგისტრირებული: დმანისის რაიონი, სოფელი გუ------;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჭა--------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: მე--–----- ჩო-–------რს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მე--–----- ჩო-–------რ-- მეუღლეს - ირ-- აბ-----–--ლს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მე--–----- ჩო-–------რი, 2019 წლის 03 დეკემბერს, 18:05 საათზე დააკავეს და 2019 წლის 05 დეკემბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 02 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭა-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მევლუდ ჩო-–------რ-- მეუღლეს - ირ-- აბ-----–--ლს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, -მოწმე მე--–----- ჩო-–------რის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ირ-- აბ-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მე--–----- ჩო-–------რ-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მრუღლეს, ირ-- აბ-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ირ-- აბ-----–--ლი არის ბრალდებულ მე--–----- ჩო-–------რის ცოლი და ოჯახის წევრი.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე--–----- ჩო-–------რ-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე--–----- ჩო-–------რ-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
მე--–----- ჩო-–------რის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია მე--–----- ჩო-–------რის მიმართ გამოყენებული ქნას პირობითი მსჯავრი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მე--–----- ჩო-–------რს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 05 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვარს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი 1000 ლარით, რომელიც არ ყოფილა გადახდილი ან უზრუნველყოფილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მე--–----- ჩო-–------რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს პირობით მსჯავრდებულმა.
3. აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ მე--–----- ჩო-–------რს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 03 დეკემბრის 18:05 საათიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
6. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე