განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
340100120003441446
დავის ტიპი
276 2
თარიღი
17.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100120003441446

№1/10-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შალვა ნიკვაშვილის

ბრალდებულ - თ-------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029190919001)

 

ბრალდებული: თ-------------–---–ი

მამის სახელი: ვ--–----

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს---------------–----–----------------–----–------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------–----–----------------–----–------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

კვალიფიკაცია: თ-------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 19 სექტემბერს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თ-------------–---–ი მართავდა „ფოლქსვაგენის“ მარკის, სახ. №---------, ავტომანქანას, რა დროსაც დაინახა სავალ ნაწილზე გაჩერებული, გ----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,DETANK’’-ის მარკის ტრაქტორი, რომელსაც არ ჰქონდა ჩართული მოხვევის მაჩვენებელი. თ-------------–---–მა ავტომანქანა ნაწილობრივ გადაიყვანა საპირისპირო სავალ ნაწილზე და აპირებდა გადასწრებას, რითიც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ამ დროს გ----------------–---–მა თავის მხრივ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, არ დარწმუნდა რა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, დაიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრი, რა დროსაც მას შეეჯახა თ-------------–---–ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის მგზავრმა, დ-------------–---–მა, მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თ-------------–---–ს 2019 წლის 23 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 19 სექტემბერს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თ-------------–---–ი მართავდა „ფოლქსვაგენის“ მარკის, სახ. №---------, ავტომანქანას, რა დროსაც დაინახა სავალ ნაწილზე გაჩერებული, გ----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,DETANK’’-ის მარკის ტრაქტორი, რომელსაც არ ჰქონდა ჩართული მოხვევის მაჩვენებელი. თ-------------–---–მა ავტომანქანა ნაწილობრივ გადაიყვანა საპირისპირო სავალ ნაწილზე და აპირებდა გადასწრებას, რითიც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ამ დროს გ----------------–---–მა თავის მხრივ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, არ დარწმუნდა რა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, დაიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრი, რა დროსაც მას შეეჯახა თ-------------–---–ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის მგზავრმა, დ-------------–---–მა, მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - დ-------------–---–ის, მოწმეების - თ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, დ-------------–---–ის, ზ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, ქიმიური, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თ-------------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა დაკავშირებულია „საგზაო მოძრაობს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევასთან.

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნაა, რომ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

 

ამასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დადგენილ წესებს არღვევს პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

 

მოცემულ შემთხვევაში თ-------------–---–მა არ გაითვალისწინა საგზაო პირობები, ვერ მოახერხა ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა და შეეჯახა გ----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ,,DETANK’’-ის მარკის ტრაქტორს.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

 

რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თ-------------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია დ-------------–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შეესაბამება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ქმედებას შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვება.

 

იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაზიანებას ნაკლებად მძიმე ხარისხი მიენიჭოს დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო. ამასთან, იგი დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თ-------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს თ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

თ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

თ-------------–---–ი არ არის წარსულში ნასამართლევი. აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-------------–---–ის მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ თ-------------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული იყოს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. თ-------------–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პირადი თავდებობა.

2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ავტომანქანა „ფოლკსვაგენი, სახელმწიფო ნომრით F--------, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მესაკუთრეს დ-------------–---–ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ავტომანქანა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

3. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ასევე ამოღებულია ,,DETANK’’-ის მარკის ტრაქტორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მესაკუთრეს ზ--------------–---–ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ტრაქტორი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა1000 (ათასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს, ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა „ფოლკსვაგენი", სახელმწიფო ნომრით F--------, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მესაკუთრეს დ-------------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - "DETANK’’-ის მარკის ტრაქტორი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მესაკუთრეს ზ--------------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი