განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003284090
N1/218-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო ბერიძე
გამოძიების N------------
ბრალდების მხარე:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი: შალვა ნიკვაშვილი
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: ნატო ტორიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ნ-------------–---–-
თ----------------–-
ბრალდებული:
სახელი: ა-–------------–---–ი
მამის სახელი: ზ----
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–--------–----–----------------–--–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა-–------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 18:40 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე სუპერმარკეტ „მაგნიტში", ა-–------------–---–მა და გ--–-----–---–მა, ჯგუფურად სცემეს ამავე მარკეტში მომუშავე გ--------------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ა-–------------–---–ი 2019 წლის 15 ოქტომბერს 23:50 საათზე დააკავეს და 2019 წლის 17 ოქტომბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალდებული:
სახელი: გ--–-----–---–ი
მამის სახელი: ა------
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–--------–----–----------------–--–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ--–-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 18:40 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე სუპერმარკეტ „მაგნიტში", ა-–------------–---–მა და გ--–-----–---–მა, ჯგუფურად სცემეს ამავე მარკეტში მომუშავე გ--------------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ--–-----–---–ი 2019 წლის 15 ოქტომბერს 23:30 საათზე დააკავეს და 2019 წლის 17 ოქტომბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ ვერ დაადგინა:
ა-–------------–---–ის მიერ გ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა.
1. ცემა ანუ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
(ა-–------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი)
1.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ გ--------------–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ყვარლის რაონის სოფელს შილდაში მდებარე სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მუშაობს. 2019 წლის 15 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მაღაზიაში იმყოფებოდ, რა დროსაც მაღაზიაში მასთან მივიდნენ ა-–------------–---–ი და გ--–-----–---–ი. გ--–-----–---–მა მას დაუწყო ჩხუბი, ხელი საყელოში წაავლო. გ--–-----–---–ს გ--------------–---–მა გაუწია წინააღმდეგობა, გაუძალიანდა მას. ა-–------------–---–ი აშველებდათ. გაშველების მიზნით გარეთ გაათრია, ახსოვს რომ ა-–------------–---–მა ფეხი ამოუქნია, მაგრამ მოხვდა თუ არა არ ახსოვს. ა-–------------–---–ის მოქმედებების შედეგად გიორგი გოგიაშვილმა განიცადა თუ არა ტკივილი ამის შესახებ სასამართლოზე სხდომაზე რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.
1.2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ი--–----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოლარედ. 2019 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს საათებში, მაღაზიაში ხმაური შემოესმა. დაინახა, რომ გ--–-----–---–ს გ--------------–---–ზე საყელოში ჰქონდა ხელი მოკიდებული. თავიდან გაშველდნენ, მაგრამ მერე ჩხუბი სხვა სექციაში გააგრძელეს. გ--------------–---–ი ძირს ეგდო. ა-–------------–---–ი და გ--–-----–---–ი ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. გ--------------–---–ი გაიქცა. შემდეგ გაშველდნენ.
1.3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნ-----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“. 2019 წლის 15 ოქტომბერს გ--–-----–---–ი ხმამაღალი საუბრით შევიდა მაღაზიაში. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია. შემდეგ დაინახა, რომ გ--–-----–---–ს გ--------------–---–ის საყელოზე ევლო ხელი. მეტი არაფერი დაუნახავს. დაინახა, რომ გ--------------–---–ი გაიქცა. ა-–------------–---–მა გაქცეულ გ--------------–---–ს ფეხი ამოუქნია, თუმცა მოხვდა თუ არა არ დაუნახავს.
1.1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეების შ----------------–---–ის ლ--–----------–---–ის, ნ-----------–---–ის, თ-----------–---–ის, ჩვენებით დადასტურდა რომ2019 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდნენ სუპერმარკეტ "მაგნიტში" ასრულებდნენ სამსახურებრივ მოავლეობას და დაინახეს როგორ მოუვიდათ კონფლიქტი გ--–-----–---–სა და გ--------------–---–ს. თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებს ა-–------------–---–ის მხრიდან გ--------------–---–ის მიმართ გახორციელებულ რაიმე ძალადობას ან ცემას.
1.4. მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადასტურებულია, რომ „პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, გ--------------–---–ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (TANIS AND OTHERS v. TURKEY) შეიძლება „გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი - არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა-–------------–---–ის მიერ გ--------------–---–ის ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, დანაშაულის შემადგენლობას ქმნის მხოლოდ ორი წინაპირობის ერთობლივად არსებობის პირობებში: ქმედება - ფიზიკური ძალადობა (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი - დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ქმედება გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტი (ძალადობა), მეორე შემთხვევაში კი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე დარტყმას სხვა პირის სხეულზე (ცემა).
ძალადობის შედეგი უნდა გამოიხატოს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილში. სამედიცინო განმარტების შესაბამისად, ტკივილი არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ დაზიანებას უკავშირდება, ანუ ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.
დანაშაულის შემადგენლობის თითოეული სავალდებულო ნიშანი - ქმედებაც და შედეგიც, დადასტურებული უნდა იყოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ ა-–------------–---–მა ფეხი მოიქნია, თუმცა არ არის დადასტურებული, ა-–------------–---–ის მოქმედების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, ასევე არ არის დადგენილი, გ--------------–---–ს ფეხი მოხვდა თუ არა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თავისუფალი თხრობის რეჟიმში გ--------------–---–მა დეტალურად აღწერა კონფლიქტის დროს არსებული მდგომარეობა, მან განმარტა, რომ ა-–------------–---–მა ფეხი ნამდვილად მოუქნია, თუმცა არ ახსოვს მოხვდა თუ არა, ფიზიკური ტკივილის შესახებ კი რაიმე განმარტება თავისთავად არ გაუკეთებია, ვინაიდან თავად ქმედებაც ვერ დაადასტურა. ამასთან, გ--------------–---–ს არ განუცხადებია, რომ ა-–------------–---–ის მხრიდან, ფეხის ერთხელ ამოქნევის გარდა, მის მიმართ რაიმე სხვა მართლსაწინააღმდეგო ძალადობრივ მოქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი. აღნიშნულის შემდგომ, გ--------------–---–ს პროკურორის მიერ წაეკითხა გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენების თითქმის სრული ნაწილი, რაც დაზარალებულმა ასევე დაადასტურა თანხმობით, კერძოდ, განაცხადა, რომ ეთანხმებოდა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.
თუმცა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასა და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობა გამოიკვეთა. ფაქტობრივად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლომ დაზარალებულისაგან მიიღო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. რითაც დაზარალებულმა თავადვე დააყენა ეჭვქვეშ მის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების სინამდვილე. სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების დემონსტრირების ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს, მოწმისათვის იმ გარემოების შეხსენება, რაც სასამართლოზე ჩვენების მიცემის დროს მას დაავიწყდა. აქედან გამომდინარე, გამოძიებაში მიცემული ჩვენება მოწმემ სასამართლოში დაკითხვისას სრულად უნდა გაახმოვანოს. მხოლოდ დადასტურება, იმისა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არის სწორი, ვერ იქნება დამაჯერებელი, მაშინ, როდესაც სასამართლოში დაკითხვისას მოწმე გამოძიებაში მიცემულ ჩვენებისგან სრულიად განსხვავებულად აღწერს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. სასამართლოს აღნიშნული წინააღმდეგობა მიაჩნია არსებითად. შესაბამისად, გ--------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად ა-–------------–---–ის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს. ვინაიდან გ--------------–---–ის მიერ სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენება არ არის საკმარისად ნათელი და დამაჯერებელი.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას“. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი კი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს, კონკრეტულ შემთხვევაში, ძალადობრივი მოქმედებები ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს დადასტურებული, როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების მიერ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული, კერძოდ, სასამართლო გამოძიებისას დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და შესაძლოა არსებულიყო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, თუმცა ბრალდების მხარის მიერ მსგავსი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება ფიზიკური ტკივილის განცდას, მის დასადასტურებლად „სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაცია“ შეიძლება იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტის დასკვნა, რაც შექმნის ტკივილის, როგორც დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის თანახმად, გ--------------–---–ს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება, ხოლო თავად დაზარალებულის ჩვენება ა-–------------–---–ის ბრალდების ნაწილში არაერთმნიშვნელოვანია. დაზარალებულს სასამრთლოში ჩვენების მიცემის დროს არაფერი უთქვამსა ა-–------------–---–ის მხირდან მისა მიმართ გახორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ძალადობაზე რასაც შესაძლოა გამოეწვია ტკივილი.
ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ი--–----------–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის მიუთითებს, რომ „ა-–------------–---–ი და გ--–-----–---–ი გ--------------–---–ს ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს“. აღნიშნული ინფორმაციას ადასტურებს მხოლოდ ი--–----------–---–ი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხული დანარჩენი მოწმეები შ----------------–---–ი, ლ--–----------–---–ი, ნ-----------–---–ი, თ-----------–---–ი ჩვენებებით, რომლებიც უშუალოდ შეესწრენ შემთხვევის ფაქტს და გაშველებაში მონაწილეობდნენ. ასევე თავად დაზარალებული გ--------------–---–ის ჩვენებით ა-–------------–---–ის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ძალადობის ან ცემის ფაქტი არ დასტურდება. გარდა ამისა, ი--–----------–---–ი მის მიერ მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ ა-–------------–---–ის მხრიდან გ--------------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა ხელ-ფეხის არაერთ დარტყმას. მისი ჩვენება ამ ნაწილში არ არის ნათელი, წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწეების ჩვენებებთან. მოწმე არ აღწერს თითოეულ დარტყმას და სასამართლოს მოსაზრებით ვერც აღწერდა, ვინაიდან თავად დაზარალებული ა-–------------–---–ის მხრიდან ფეხის ამოქნევის ერთადერთ ფაქტზე ამბობს. ამდენად, ი--–----------–---–ის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია არ შეესაბამება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გამოკვლეულ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ი--–----------–---–თან ერთად იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მათ არ დაუნახავთ ა-–------------–---–ის მხრიდან გ--------------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადასტურდა ა-–------------–---–ის მიერ გ--------------–---–ის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.
სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ა-–------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 ოქტომბერს, ყ-----–--------–----–----------------–-–--–---ში მდებარე სუპერმარკეტ „მაგნიტთან“ დაზარალებულმა გ--------------–---–მა ნ----- (სესილი) ბაწილაშვილს მიმართა „სად გარბიხარ, ნათი, ნადირო“. ეს გაიგონა იქვე მყოფმა გ--–-----–---–მა, რის გამოც განაწყენდა გ--------------–---–ზე. სამუშაო საათებში, მაშინ როდესაც იქ იმყოფებოდა მომსახურე პერსონალი და მომხმარებელი, შევიდა სუპერმარკეტ „მაგნიტში“, მივიდა გ--------------–---–თან და აგრესიულად, ყვირილით მიმართა „რა დაუძახე ნ-----სო“. ამავე დროს გ--------------–---–ს საყელოში მოკიდა ხელი და მოქაჩა. გ--------------–---–მა, თავის დაცვის მიზნით, წააქცია გ--–-----–---–ი. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში მყოფი პერსონალი ცდილობდა გ--–-----–---–ის დამშვიდებას, იგი კვლავ აგრძელებდა გ--------------–---–ის მიმართ ძალადობას და უქნევდა მას ხელებს და ფეხებს.
აღნიშნული მოქმედების შედეგად სუპერმარკეტ „მაგნიტში“, სამუშაო საათებში, დაირღვა ჩვეული სავაჭრო ურთიერთობები. საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა მაღაზიის პერსონალს და მომხმარებელს. აგრეთვე, წაიქცა მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი, გადაყირავდა თარო და დაიბნა თაროზე განთავსებული გასაყიდი პროდუქტი.
სასამართლომ ვერ დაადგინა:
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურდა, გ--–-----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად გ--------------–---–მა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
(გ--–-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილი)
ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით
1.2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ გ--------------–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“. მასთან ერთად მუშაობდა მოწმე ნ--------–--–-–---–ი, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა და არის მისი ნათესავი. 2019 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა მაღაზიაში. მაღაზიაში შევიდნენ ა-–------------–---–ი და გ--–-----–---–ი და პირდაპირ მისკენ წავიდნენ. გ--–-----–---–მა ჩხუბი დაიწყო, საყელოში წაავლო ხელი. თან უყვიროდა, „რა დაუძახე ნ-----სო“. გ--------------–---–ი გაუძალიანდა მას. გ--–-----–---–მა ხელი შემოუქნია, სავარაუდოდ ხელი მოხვდა, მაგრამ სად არ ახსოვს, ეტკინა. თვითონაც თავის დაცვის მიზნით გ--–-----–---–ს ფეხებში მოკიდა ხელი და წააქცია, გელამ ფეხი ამოარტყა. თუმცა მიუთითებს, რომ ფეხის დარტყმა იყო უმნიშვნელო, ხოლო ფეხის დარყტმის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილის არ აღნიშნავს. გ--–-----–---–ის მიერ მასზე გახორციელებული ძალადობის შედეგად სხეულის რაიმე დაზიანება არ მიუღია. „მაგნიტის“ თანამშრომლები და ა-–------------–---–ი აკავებდნენ როგორც გ--------------–---–ს, ასევე გ--–-----–---–ს და ცდილობდნენ გაეშველებინათ ისინი.
1.3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ი--–----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოლარედ. 2019 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს საათებში, მაღაზიაში ხმაური შემოესმა. დაინახა, რომ გ--–-----–---–ს გ--------------–---–ზე საყელოში ჰქონდა ხელი მოკიდებული. თან ყვიროდა. თავიდან გაშველდნენ, მაგრამ მერე ჩხუბი სხვა სექციაში გააგრძელეს. გ--–-----–---–ი ურტყამდა გ--------------–---–ს. გ--------------–---–ი გაიქცა. შემდეგ გააშველეს.
1.4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე შ----------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“. 2019 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს საათებში მაღაზიიდან საწყობში შედიოდა, როდესაც დაინახა, რომ გზის ქვემოთა მხრიდან გ--–-----–---–ი მორბოდა და ყვიროდა, „რა დაუძახე ნ-----სო“. გ--–-----–---–ი მაღაზიაში შევიდა და გ--------------–---–ს საყელოში მოქაჩა. ცოტა ხნის შემდეგ გ--------------–---–ი მაღაზიიდან გარეთ გაიქცა. შემთხვევის დროს მაღაზიაში თანამშრომლები და მომხმარებლები იყვნენ.
1.5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ლ--–----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“. 2019 წლის 15 ოქტომბერს, საღამოს საათებში მაღაზიაში იყო, როდესაც კარში გაბრაზებული გ--–-----–---–ი შევიდა. მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და გ--–-----–---–ს უკან გაჰყვა. გ--–-----–---–ი გ--------------–---–ისკენ წავიდა, საყელოში წაავლო ხელი და უყვიროდა, „რა დაუძახე ნ-----სო“. ძიძგილაობა დაიწყეს, ორივე გადაცვივდნენ. გაშველებაში თავად ლ--–----------–---–იც წაიქცა. გ--–-----–---–იც და გ--------------–---–იც ხელებს იქნევდნენ, მაგრამ კონკრეტული დარტყმის მომენტები არ დაუნახავს. შემთხვევის დროს მაღაზიაში გარდა თანამშრომლებისა, მომხმარებლებიც იყვნენ.
1.6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნ-----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“. 2019 წლის 15 ოქტომბერს გ--–-----–---–ი ხმამაღალი საუბრით შევიდა მაღაზიაში. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია. შემდეგ დაინახა, რომ გ--–-----–---–ს გ--------------–---–ის საყელოზე ევლო ხელი. მათ გაშველებაში, თანამშრომელი ლ--–----------–---–ი წაიქცა, ამიტომ მეტი არაფერი დაუნახავს, გარდა იმისა, რომ გ--------------–---–ი გაიქცა. შემთხვევის დროს მაღაზიაში თანამშრომლები და მომხმარებლები იყვნენ.
1.7. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე თ-----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „მაგნიტში“. 2019 წლის 15 ოქტომბერს, მაღაზიაში ხმაური შემოესმა, დაინახა, რომ ჩოჩქოლი იყო, გ--–-----–---–ს გ--------------–---–ისთვის საყელოში ჰქონდა ხელი ჩავლებული და ექაჩებოდა. თ-----------–---–ი და მაღაზიის სხვა თანამშრომლები გ--–-----–---–ს ამშვიდებდნენ. შემთხვევის დროს მაღაზიაში თანამშრომლები და მომხმარებლები იყვნენ.
1.8. მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადასტურებულია, რომ „პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, გ--------------–---–ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
1.9. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა ი-–---–-------–---–მა, ვ---------------–-–---–მა, ბ------------–-–---–მა, გ-------------------–---–მა და ი-------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ შესრულებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი ჯანმრთელობა.
საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდეს და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცულობის გარანტია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითოეული მოქალაქის ღირსეული ქცევა.
ხულიგნობა მოქმედებაში გამოიხატება და მას ერთობლივად სამი სავალდებულო ნიშანი ახასიათებს: პირი უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს, ამ ქმედებით საზოგადოების აშკარა უპატივცემულობას უნდა გამოხატავდეს და აღნიშნულ ქმედებას უნდა ჩადიოდეს ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენებით.
ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ პირმა უხეშად დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, რაც დამოკიდებულია ქმედების ჩადენის ადგილზე, დროზე, ვითარებაზე და სხვა გარემოებებზე. პირის ქცევები უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ყვირილით, ასევე უშუალოდ ძალადობრივი ქმედებებით.
ხულიგნური ქმედება არის უმოტივო ან მისი მოტივი არის ძალიან მცირე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ გ--–-----–---–ი მცირე მიზეზით, ყვირილით შედის სუპერმარკეტში, ხმამაღლა მიმართავს მარკეტის თანამშრომელს. გამოხატავს აგრესიულობას. მიუხედავად იმისა, რომ გ--–-----–---–ის დამშვიდებას ცდილობენ სუპერმარკეტის თანამშრომლები, იგი მაინც აგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს, მართლსაწინააღმდეგო ძალადობას სჩადის მარკეტის თანამშრომლის გ--------------–---–ის მიმართ. არ ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ სუპერმარკეტში იმ მომენტში იმყოფებიან როგორც მარკეტის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--–-----–---–ი არაფრად აგდებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს, უპირისპირდება მას, რითაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ მაღაზიაში იმყოფებოდა, როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებელი და მათ ჩვეულებრივ სავაჭრო ურთიერთობას უშლიდა ხელს.
გ--–-----–---–ის მიერ ხულიგნური ქმედების მცირე მნიშვნელობას განაპირობებს, ის გარემოება, რომ კონფლიქტამდე, გ--–-----–---–სა და გ--------------–---–ს შორის რაიმე ურთიერთობა არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გ--–-----–---–ის მოქმედებაში პირად მოტივს გამორიცხავს. გ--------------–---–ისთვის ფაქტობრივად გაურკვეველი დარჩა რამ გამოიწვია გ--–-----–---–ის აგრესია, ვინაიდან დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ნ--------–--–-–---–თან ჰქონდა მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა და მისთვის არ მიუმართავს ისე, რომ ამას ნ-----ს ან სხვისი აგრესია გამოეწვია.
ხულიგნობის სავალდებულო მესამე ნიშანია ქმედების ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენა. ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც კი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–-----–---–ის მიერ ძალადობა გამოიხატა გ--------------–---–ის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში - საყელოში მოქაჩვა და ხელის და ფეხის მოქნევა. თუმცა მის აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებებს, გ--------------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანება არ გამოუწვევია.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ--–-----–---–ისათვის ცნობილი იყო, რომ გ--------------–---–ი მუშაობდა სუპერმარკეტ „მაგნიტში“, იცოდა, რომ მაღაზიასა და გ--------------–---–ს შორის არსებობდა სამსახურებრივი ურთიერთვალდებულებები და კონკრეტულად შემთხვევის დროს გ--------------–---–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად ამისა, გ--–-----–---–მა არ გაითვალისწინა ეს გარემოება, არ გაითვალისწინა, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ხელს უშლიდა არა მხოლოდ, გ--------------–---–ს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაში, არამედ სუპერმარკეტის ნორმალურ ფუნქციონირებასაც. რასაც სასამართლო მიიჩნევს დადგენილ საზოგადოებრივ წესრიგად, რომელიც გ--–-----–---–მა თავისი მოქმედებით უხეშად დაარღვია.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ გ--------------–---–ი. ამასთან დადგენილია, რომ დაირღვა ასევე სუპერმარკეტ „მაგნიტის“ ინტერესი, ხულიგნობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირთა წრის, ასევე ერთი კონკრეტული პირის მიმართაც და თუ ბრალის დადგენილებაში მითითებული არ არის სხვა პირთა ინტერესების დარღვევის შესახებ, ეს არ გამორიცხავს გ--–-----–---–ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ, ქმედებას ჩადენილს ხულიგნობით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--–-----–---–მა ძალადობით ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა და სხვა სამართლებრივი საკითხები
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–-----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. ამიტომ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე. შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ გ--–-----–---–ი კონფლიქტის დროს ხელებს და ფეხებს იქნევდა. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ არის დადასტურებული, გ--------------–---–მა გ--–-----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი მოქმედებების შედეგად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და კონკრეტულად რომელი დარტყმის შედეგად. კერძოდ გ--------------–---–ი ადასტურებს რომ ხელის დარტყმის შედეგად განიცადა ტკივილი, თუმცა არ ახსოვს სად მოხვდა ხელი, ხოლო ფეხის დარტყმასთან დაკავშირებით არ ამბობს განიცადა თუ არა ტკივილი. ქმედების დანაშაულად დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად დანაშაულის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, რომელიც სასამართლოში გამოკითხვის დროს არ იყო ერთმნიშვნელოვანი და ხშირად ეყრდნობოდა ვარაუდებს. ზუსტად ვერ დაადასტურა სად მოხვდა ხელი და არცთუ დამაჯერებლად განმარტა, რომ მას ეტკინა, ვინაიდან ადვოკატის კითხვაზე ტკივილთან დაკავშირებით მან უპასუხა, რომ ტკივილი იყო წამიერი. მისი ჩვენების არადამაჯერებელმა ხასიათმა განაპირობა პროკურორის მიერ მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების დემონსტრირება, რომელიც დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ეთანხმება თუმცა სასამართლოში იგივე არ გაიმეორა. სასამართლო განმეორებით განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების დემონსტრირების ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს, მოწმისათვის იმ გარემოების შეხსენება, რაც სასამართლოზე ჩვენების მიცემის დროს მას დაავიწყდა. აქედან გამომდინარე, გამოძიებაში მიცემული ჩვენება მოწმემ სასამართლოში დაკითხვისას სრულად უნდა გაახმოვანოს. მხოლოდ დადასტურება, იმისა, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არის სწორი, ვერ იქნება დამაჯერებელი, მაშინ, როდესაც სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებული/მოწმე ვარაუდებით აღწერს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს და მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, არამედ სასამართლოში გამოკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებსაც. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, გ--------------–---–ს „პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად, სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ--–-----–---–მა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს გ--–-----–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე - ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაზე, რამდენადაც ა-–------------–---–ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა არ დადასტურდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ხულიგნობა.
სამართლებრივი შეფასება
1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა გ--–-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ გ--–-----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ხულიგნობა და სასამართლო სცნობს მას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
1. გ--–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
2. გ--–-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
2. გ--–-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
3. გ--–-----–---–ი წარსულში ნასამართლევია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის.
4. გ--–-----–---–ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–-----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს ჯარიმა, ჯარიმის ოდენობად კი უნდა განისაზღვროს 5000 ლარი.
ნივთმტკიცება, ყადაღა და სხვა საკითხები.
1. ა-–------------–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, რომლის სრულ უზრუნველყოფამდე დარჩა პატიმრობაში.
2. ა-–------------–---–ის მიერ გირაოს თანხა უზრუნველყოფილია ფულადი თანხით 2019 წლის 18 ოქტომბერს.
3. გ--–-----–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
4. 2020 წლის 20 იანვარს, არსებითი განხილვის სხდომაზე გ--–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაო 2000 (ორი ათასი) ლარით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--–-----–---–ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ--–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
გ--–-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 15 ოქტომბრის 23:30 საათიდან 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
გ--–-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ა-–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
განემარტოს ა-–------------–---–ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი