განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/31-20
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ მ----------------,ბრალდებულ ტ------–--------–---–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------–--------–---–-- (პირადი #1----------) - დაბადებულის 1--- წლის 1---ვლისს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ბ---–----- რაიონის სოფელ რ---------–-, მ-----უჩა #--ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ტ------–--------–---–-- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, თბილისში ჯ----------–-- ქუჩაზე, ტ------–--------–---–--, რომელიც მართავდა ,,ტოიოტას‘‘ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით B--------, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და, ყოველგვარი ობიექტური ხელშემშლელი პირობების გარეშე, დაეჯახა მ-----–----------- მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა ,,შევროლეტს‘‘, სახელმწიფო ნომრით A--------.
მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მ-----–----------- და მისმა მგზავრმა ლ------------------ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ტ------–--------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ტ------–--------–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ტ------–--------–---–--, დაზარალებულების: მ-----–-----------ა და ლ------------------, მოწმეების: კ-------------------------, ნ-------–-----, ლ--–-----------–-–---–-------------, ი--------–--–---–--, ს-----------------–---–--- და მ--------–-------- გამოკითხვის ოქმებით; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით; სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის #------- დასკვნით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის #----- დასკვნით; სამედიცინო ექსპერტიზების #---------, #--------- და #--------- დასკვნებით; სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით - დადასტურებულად მიიჩნია ტ------–--------–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ------–--------–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ტ------–--------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, ტ------–--------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ------–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ტ------–--------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ერთი ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე