გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.02.2020
საქმის ნომერი
140210017001979533
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001979533

საქმე №2/894-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 თებერვალი, 2020 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორი რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - შპს „დ--–- 73“

წარმომადგენელი - ლ-–ა კ-–----–---–ი, დ---თ ბ---------ე

მოპასუხე - სს „სა---------–--ს რ-------ა“

წარმომადგენელი - ლ---ა გ------–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხე სს „სა---------–--ს რ-------ას“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „დ--–- 73“-ის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, სარჩელის დაზუსტების შედეგად - 164151.62 აშშ დოლარის ოდენობით.

1.2 მოპასუხე სს „სა---------–--ს რ-------ას“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „დ--–- 73“-ის სასარგებლოდ სს „პ--------ს ბანკიდან“ დაკავებული საგარანტიო თანხა 33 360.05 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2015 წლის 21 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გორის N2 მაღალი სამგზავრო ბაქნის კაპიტალური შეკეთება. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ შემყიდველმა არ აანაზღაურა ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხა - 167566.64 აშშ დოლარი. მოპასუხე დაეყრდნო შპს „ტ---------ს“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნას, რომლითაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად, თუმცა ამავე დასკვნის თანახმად, ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 140383.62 აშშ დოლარი. აღნიშნული დასკვნის თანახმად ერთ-ერთ ხარვეზს წარმოადგენდა ბეტონის სიმტკიცე, რომელიც არ შეესაბამებოდა B35 კლასს, რის საპირისპიროსაც ადასტურებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N006828816 დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ ბეტონის სიმტკიცე შეესაბამება B35 კლასს. ამავე საექპერტო ბიუროს 2019 წლის 19 ნოემბრის N007987318 დასკვნის მიხედვით მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ეს გარეშე შეადგინა 142005.63 აშშ დოლარი. შპს „ტ---------ს“ დასკვნის საფუძველზე დარღვეულია ბაქანის სიმაღლის პარამეტრები. აქვე აღნიშნულია, რომ შესაძლებელია მოცემული ხარვეზის ღირებულებით მაჩვენებელი გამოაკლდეს მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ თანხას და არ გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. შპს „ტ---------ს“ დასკვნის მიხედვით, ხარვეზსს ასევე წარმოადგენდა ბაქანის მონოლითური პირის ზედაპირის ადგილებში ატმოსფერული ნალექების დაგროვება, რაც გამოწვეული იყო ბაქანის საპროექტო ქანობებიდან გადახვევით, ასევე არ იყო სრული მოცულობით დასრულებული უსაფრთხოების ზონის მარკირება და მიწიქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედების სამღებრო სამუშაოები. ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსწორებას ადასტურებს შპს „ტ---------ს“ დირექტორის, თ. თ---–----ის 2016 წლის 28 ივნისის წერილი გაგზავნილი მოპასუხისათვის. სატენდერო კომისის 2016 წლის 05 სექტემბრის ოქმის საფუძველზე მოპასუხემ შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულება შესრულდა ჯეროვნად და მოპასუხემ სრულიად უსაფუძვლოდ წაიღო საბანკო გარანტია. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირე სასარჩელო მოთხოვნა 8223.71 ლარის ნაწილში და ამდენად,სასარჩელო მოთხოვნამ სარჩელის აღძვრის დროისთვის დოლარის ლართან მიმართებაში არსებული კურსის შესაბამისად შეადგინა 164151.62 აშშ დოლარი, ნაცვლად თავდაპირველად სარჩელით მოთხოვნილი 167566.64 აშშ დოლარისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. სს „სა---------–--ს რ-------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N შს/15-125 ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელე მხარემ შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ ბეტონის სიმტკიცე არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალიწინებულ მოთხოვნას, ასევე ხარვეზია ბაქანის მონოლითური ზედაპირის მოპირკეთებასთან დაკავშირებით, ბაქანის სიმაღლის პარამეტრები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც დასტურდება შპს „ტ---------ს“ 2017 წლის 17 ივნისის N 52/15 საექსპერტო დასკვნით. მოსარჩელე არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს შპს „ტ---------ს“ 2016 წლის 28 ივნისის წერილს, სადაც საუბარია, რომ დასრულებულია სამღებრო, უსაფრთხოების ზონის მარკირებასთან და ბაქანის მონოლითური ზედაპირის ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებული სამუშაოები. რაც შეეხება ბაქანის სიმაღლის ზომების დარღვევას, ორივე ლ---დაგთან მიმართებაში და ასევე ბეტონის სიმტკიცის საკითხს, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ჯეროვნად ვერ შეასრულა მოპასუხის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოპასუხემ კანონიერად შეწყვიტა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. იმის გამო, რომ მიმწოდებლის მიერ არაჯეროვნად შესრულდა შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ მან ვერც დამატებით მიცემულ ვადაში ვერ აღმოფხვრა ზედამხედველის მიერ გამოვლენილი შეუსაბამოებები, შემსყიდველმა კომპანიამ სრულიად კანონიერად გამოიყენა სს „პ--------ს ბანკის“ მიერ გაცემული N4647შს/15-125 საბანკო გარანტია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 21 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გორის N2 მაღალი სამგზავრო ბაქანის კაპიტალური შეკეთება.

 

ხელშეკრულების მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 167566.64 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

მხარეთა შეთანხმებით სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო შესრულებულ სამუშაოთა დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა№2, და ფორმა №3) და დამატებითი ღირებულების ანგარიშ - ფაქტურის წარდგენის საფუძველზე და ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 21 აპრილის № შს/15-125 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

 

3.1.2. მიმწოდებლის - შპს „დ--–- 73-ის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზნით სს „პ--------ს ბანკის“ მიერ გაიცა №შს/15-125 საბანკო გარანტია 14200.6 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს „პ--------ს ბანკის“ №4647 საბანკო გარანტია;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ტ---------ს“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად, თუმცა ამავე დასკვნის თანახმად ობიექტზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 140383.62 აშშ დოლარი. ერთ-ერთ ხარვეზს წარმოადგენდა ბეტონის სიმტკიცე, რომელიც არ შეესაბამებოდა B35 კლასს.

 

შპს „ტ---------ს“ დასკვნის საფუძველზე, დარღვეულია ბაქანის სიმაღლის პარამეტრები. დასკვნის მიხედვით ხარვეზსს ასევე წარმოადგენდა ბაქანის მონოლითური პირის ზედპირის ადგილებში ატმოსფერული ნალექების დაგროვება, რაც გამოწვეული იყო ბაქანის საპროექტო ქანობებიდან გადახვევით, ასევე არ იყო სრული მოცულობით დასრულებული უსაფრთხოების ზონის მარკირება და მიწიქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედების სამღებრო სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ტ---------ს“ 2016 წლის 17 ივნისის საექსპერტო დასკვნა;

- შპს „ტ---------ს“ დირექტორის თ. თ---–----ის 2016 წლის 28 ივნისის წერილი;

 

3.2.2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს “ 2016 წლის 18 დეკემბრის N006828816 დასკვნით, ბეტონის სიმტკიცე შეესაბამება B35 კლასს. ამავე საექპერტო ბიუროს 2018 წლის 19 ნოემბრის N007987318 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დღგ-ეს გარეშე შეადგინა 142005.63 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N006828816 დასკვნა;

- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ნოემბრის N007987318 დასკვნა;

 

3.2.3. სატენდერო კომისიის 2016 წლის 05 სექტემბრის ოქმის საფუძველზე მოპასუხემ შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სატენდერო კომისის 2016 წლის 05 სექტემბრის ოქმი;

 

3.2.4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულება შესრულდა ჯეროვნად და მოპასუხემ სრულიად უსაფუძვლოდ წაიღო საბანკო გარანტია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა - ასხნა განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „დ--–-73“-ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 648-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი;

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

6.2. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 21 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა გორის N2 მაღალი სამგზავრო ბაქანის კაპიტალური შეკეთება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 167566.64 აშშ დოლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობაა. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იყო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულები პირობების შეუსრულებლობა, კერძოდ შპს „ტ---------ს“ დასკვნით ფიქსირდება გარკვეული სახის ხარვეზები: დარღვეულია ბაქანის სიმაღლის პარამეტრები. დასკვნის მიხედვით ხარვეზსს ასევე წარმოადგენდა ბაქანის მონოლითური პირის ზედპირის ადგილებში ატმოსფერული ნალექების დაგროვება, რაც გამოწვეული იყო ბაქანის საპროექტო ქანობებიდან გადახვევით, ასევე არ იყო სრული მოცულობით დასრულებული უსაფრთხოების ზონის მარკირება და მიწიქვეშა გადასასვლელის კიბის უჯრედების სამღებრო სამუშაოები. ერთ-ერთ ხარვეზს წარმოადგენდა ბეტონის სიმტკიცე, რომელიც არ შეესაბამებოდა B35 კლასს. თუმცა სამეში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 დეკემბრის N006828816 და 2018 წლის 19 ნოემბრის N007987378 დასკვნები, რითაც დასტურდება, რომ ბეტონის სიმტკიცე შეესაბამება B35 კლასს, ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 142005.63 აშშ დოლრის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს გარეშე. შპს „ტ---------ს“ დირექტორის 2016 წლის 28 ივნისის წერილით დასტურდება, მოსარჩელის მიერ ზემოთ მითითებული ხარვეზების გამოსწორების ფაქტი.

 

რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას ბაქანის სიმაღლის ლიანდაგებთან მიმართებაში დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რკინიგზის მონაკვეთი, რომელზეც მიმდინარეობდა სამუშაოები, პარალელურად უწყვეტად ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, მოპასუხეს არ წარმოაუდგენია არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ხარვეზით რა ზიანი ადგებოდა ან შესაძლოა მიადგა მას, ან მგზავრების და ტვირთის გადაყვანა/გადაზიდვის უსაფრთხოებას. სასამართლო კვლავ აღნიშნავ, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 19 ნოემბრის N007987378 დასკვნით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 142005.63 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი დღგ-ს გარეშე.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, ამასთან არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელიც გადაწყვეტილებას ედება საფუძვლად. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მის მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი. აქედან გამომდინარე შპს „დ--–-73“-ის მოთხოვნა მოპასუხე სს „სა---------–--ს რ-------ისათვის“ სარჩელის დაზუსტების შედეგად 164151.62 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ არის კანონიერ საფუძველს მოკლებული. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ პირველი მოთხოვნა შეამცირა 8223.71 ლარით სასამართლო მთავარ სხდომაზე, რამაც თავდაპირველი მოთხოვნის ოდენობა განსაზღვრა 164151.62 აშშ დოლარით, სარჩელის აღძვრის დროისთვის დოლარის ლართან მიმართებაში არსებული კურსის შესაბამისად .

 

6.4. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის აპრილის თვეში. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მესამე მუხლით, სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 120 კალენდარული თვე. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2016 წლის ივნისის თვეში. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მაღალმა სიცხემ შეუშალა ხელი სამუშაოს დაგვიანებით შესრულებაში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, საიდანაც ირკვევა ჰაერის მაქსიმალური ტემპერტურის შესახებ ინფორმაცია, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ჰაერის ტემპერატურის ზრდა იყო თუ არა მიზეზობრივ კავშირში სამუშაოს დროულ დასრულებასთან. მხოლოდ მხარის ზეპირ ახსნა - განმარტებას კი სასამართლო ვერ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს მასზედ, რომ სამუშაოს დაგვიანებით შესრულება სარკინიგზო მიმოსვლის გამო მოხდა, ვინაიდან მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან უნდა ყოფილიყო ცნობილი შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ არაგონივრულად დიდი დრო მოანდომა მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.

 

6.5. საგარანტიო თანხის ნაწილში სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 21.31-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლში შეტანილი ცვლილებებით მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველი გამოიყენებს უპირობო საბანკო გარანტიას ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამავე შეთანხმებით, მიმწოდებელს 120 დღიანი ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%. ამასთან პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების ღირებულების 10% დღგ-ს გარეშე. მხარეთა შორის 2015 წლის 30 აპრილს გაფორმებული შეთანხმების 8.3 პუნქტი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში იძლევა შესაძლებლობას დარიცხული პირგასამტეხლო ანაზღაურდეს საბანკო გარანტიიდან. დადგენილია, რომ სს „პ--------ს ბანკის“ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია 14200.6 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე გარანტიით ბანკი უზრუნვეყოფს საგარანტიო თანხის გადახდას ბენეფიციარის - სს „სა---------–--ს რ-------ის“ წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების არაჯეროვანი (ვადის გადაცილება) შესრულებისათვის მოპასუხემ შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ Nშს/15-125 ხელშეკრულება და დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოახდინა საბანკო გარანტიიდან.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმებით ორჯერ - 2015 წლის 30 ნოემბრსა და 2016 წლის 28 აპრილს მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, პირგასმტეხლოს დარიცხვა მაინც მიმდინარეობდა და მისი დარიცხვის ათვლა დაიწყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით განსაზღვრული 120 დღიანი ვადის ამოწურვიდან. აქედან გამომდინარე მოპასუხის მიერ საგარანტიო თანხის წაღება არ არის კანონიერ საფუძველს მოკლებული და

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ შპს „დ--–- 73“-ის სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 187?3 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა.ბ. ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 164151.62 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი, ამასთან მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე მოთხოვნა შეამცირა 8223.71 ლარის ნაწილში, აქედან გამომდინარე დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ანგარიშში 4502 ლარის გადახდა, ამასთან, მოსარჩელეს სახემწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 123 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმეზე ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯიდან - 3227 ლარიდან, 1613.5 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელასამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-, 257-ე, 364-ე, 369-ემუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე სს „სა---------–--ს რ-------ას“ მოსარჩელე შპს „დ--–- 73“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 164 151.62 (ასსამოცდაოთხიათას ასორმოცდათერთმეტი აშშ დოლარი და სამოცდაორი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა;

3. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

4. მოპასუხე სს „სა---------–--ს რ-------ას“ მოსარჩელე შპს „დ--–- 73“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4502 (ოთხიათას ხუთას ორი) ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

5. მოსარჩელე შპს „დ--–- 73-ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 17 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი - 300833150, ბანკის კოდი - TRESGE22 გადახდილი 5000 (ხუთიათასი) ლარიდან 123 (ასოცდასამი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. მოპასუხე სს „სა---------–--ს რ-------ას“ მოსარჩელე შპს „დ--–- 73“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 1613.5 (ათასექვსასცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში დაჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე