განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100119003030491
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2541-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორის – ნ----- ქ-----–---–ის

ბრალდებულების – ს------ გ-------ის და ვ-------- გ-------ის

ადვოკატის – დ---- ფ---------ის

თარჯიმნის - ი---- ე------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ს------ ა------ის ძე გ-------ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებულია), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-------------–------------–--------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

– ვ-------- ა------ის ძე გ-------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ქ------–--–-------------–------------–--------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------ გ-------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-------- გ-------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ს------ გ-------ის და ვ-------- გ-------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ს------ გ-------ი და მ----- კ--–----- დაახლოებით 19 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ქ------–--–-------------–------------–--------------------------------ში. ამავე მისამართზე მათთან ერთად ცხოვრობდა ს------ გ-------ის ძმა - ვ-------- გ-------ი.

 

2019 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, ს------ გ-------მა მ----- კ--–-----ს გულმკერდის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც მ----- კ--–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ------–--–-------------–------------–--------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მ----- კ--–-----ს მეუღლის ძმამ - ვ-------- გ-------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მ----- კ--–-----ს მარჯვენა ხელზე მოჰკიდა ხელი, მოუჭირა და ძალის გამოყენებით შეეცადა ბინიდან გაყვანას, რა დროსაც მ----- კ--–----- წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ვ-------- გ-------მა მ----- კ--–-----ს გულმკერდის არეში ერთხელ ჰკრა ხელი და მ----- კ--–-----მ დაკარგა წონასწორობა. ამ დროს ს------ გ-------მა ძმის დახმარების მიზნით, მ----- კ--–-----ს ერთხელ დაარტყა ხელი მარჯვენა მხრის არეში. ვ-------- გ-------ის და ს------ გ-------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მ----- კ--–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ს------ გ-------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, ხოლო ვ-------- გ-------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება - ს------ გ-------ის და ვ-------- გ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს------ გ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო ვ-------- გ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ს------ გ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით 19 წელია, რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ----- კ--–-----სთან. მისთვის არც მას და არც მის ძმას - ვ-------- გ-------ს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ. თანაცხოვრების პერიოდში ცოლ-ქმარს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, თუმცა მათი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მ----- კ--–----- გახდა აგრესიული და ყველაფერზე ადვილად ღიზიანდებოდა.

 

2019 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, ს------ გ-------ის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი სურათის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ----- კ--–-----მ დაუწყო მას ჩხუბი, გამოიყვანა მეზობლად მცხოვრები რ----- ი------ი, რომელსაც ადანაშაულებდა მათ შორის არსებული კონფლიქტის მიზეზში, რადგან რ----- ი------მა წაიყვანა ს------ გ-------ი პოლონეთში სამუშაოდ. მ----- კ--–-----მ რ----- ი------ის თანდასწრებით განაგრძო ჩხუბი და ს------ გ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი წაუჭირა ყელში, თუმცა რ----- ი------ი ჩადგა მათ შუაში და შეძლო მათი გაშველება, რის შემდეგაც მ----- შევარდა სამზარეულოში და დაიწყო ჭურჭლის მსხვრევა. ს------ს ესროლა საშაქრე, შემდეგ წყლით სავსე ვედრო. ის და რ----- ი------ი ცდილობდნენ მის დამშვიდებას, თუმცა უშედეგოდ, რადგან მ----- არაადეკვატური იყო. ხმაურზე თავისი ოთახიდან გამოვიდა მ-----– ბ------------ი, რა დროსაც რ----- ი------ის და მ-----– ბ------------ის თანდასწრებით მ----- კ--–----- ს------ს დაემუქრა დაჭერით, კერძოდ, უთხრა, რომ მკლავზე ჰქონდა დაზიანება/სილურჯე, რომელსაც მის წინააღმდეგ გამოიყენებდა და პოლიციას დააჭერინებდა. შემდეგ მ-----მ დაურე-- თავის დას - ა--- კ--–-----ს და უთხრა, რომ ქმარს შორდებოდა და მის წასაყვანად ადგილზე მისულიყო, რის შემდეგაც შევიდა თავის ოთახში და მისი დის მისვლამდე იქიდან აღარ გამოსულა. მ----- კ--–-----მ ნივთების ნაწილი იმავე დღეს წაიღო, ხოლო ნაწილი ნივთების წასაღებად მივიდა მეორე დღეს - 2019 წლის 25 აპრილს, რა დროსაც ს------მ უთხრა, რომ ჯერ მას დაებრუნებინა მისი და მისი დისშვილის - მ-----– ბ------------ის კუთვნილი ფული და ოქროს ნივთები და მერე წაეღო თავისი ნივთები, რაზეც მ----- კ--–-----მ დაიწყო ყვირილი, გახდა აგრესიული და მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით, ასევე ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. მ-----ს ყვირილზე მისი ძმა - ვ-------- გ-------ი გამოვიდა თავისი ოთახიდან და ს------ს მიმართა, რომ მის პროვოკაციას არ აჰყოლოდა, ასევე მ----- კ--–-----ს უთხრა, რომ აეღო მისი ნივთები და წასულიყო. აღნიშნულზე მ----- კ--–----- უფრო მეტად გაღიზიანდა, დაიწყო ყვირილი და ვ-------- გ-------ს ესროლა ჯერ მურაბის ქილა, რომელიც მოხვდა წარბთან, ხოლო შემდეგ ნაგვის ვედრო. იგი ასევე შეეცადა ვ-------- გ-------ისთვის ცომის საბრტყელებლის ჩარტყმას, თუმცა მან და მისმა დამ - ა--- კ--–-----მ შეძლეს მისი წართმევა. ს------ გ-------ის თქმით, მ----- კ--–----- იყო არაადეკვატურ მდგომარეობაში - ყვიროდა უცენზურო სიტყვებს, იმუქრებოდა - „გაგანადგურებთო“, „შენ და შენს ძმას დავაჭერინებო“, „მიწასთან გაგასწორებთო“, მასთან ნორმალური საუბარი შეუძლებელი იყო, რის გამოც მან მ----- კ--–-----ს და მის დას - ა--- კ--–-----ს მოჰკიდა ხელი და გაიყვანა გარეთ. მოგვიანებით ფანჯრიდან დაინახა, რომ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მისული მათ კორპუსთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ვ-------- გ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი ძმის - ს------ გ-------ის მეუღლე - მ----- კ--–-----, რომელთან ერთადაც ერთ სახლში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, არის ძალიან კონფლიქტური ადამიანი, რის გამოც იგი ყოველთვის ცდილობდა, მისგან თავი შორს დაეჭირა. მ----- კ--–-----სთვის მას არასდროს მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ს------ გ-------ს განუხორციელებია თავისი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა.

 

2019 წლის 24 აპრილს, კონფლიქტის დროს, იგი სახლში არ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა სახლში, დახვდა არეულობა, რაზეც მისმა ძმამ - ს------ გ-------მა უთხრა, რომ მ----- კ--–-----მ დაამტვრია რაღაც ნივთები.

 

2019 წლის 25 აპრილს, იგი იმყოფებოდა თავის ოთახში, რა დროსაც მ----- კ--–-----ს ყვირილზე გავიდა სამზარეულოში და ნახა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მისი ძმისთვის ყელში ხელის წაჭერას და თან უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მან ძმას უთხრა, რომ მ-----ს პროვოკაციას არ აჰყოლოდა და გარიდებოდა, რაზეც მ----- გახდა კიდევ უფრო აგრესიული, მათ შორის ვ--------ის მიმართაც, კერძოდ, მას ესროლა ჯერ მურაბის ქილა, რაც მოხვდა წარბთან და განიცადა ძლიერი ტკივილი, ხოლო შემდეგ ესროლა ნაგვის ვედრო. იგი ასევე ცდილობდა მისთვის ცომის საბრტყელებლის ჩარტყმას, რისი საშუალებაც მათ შუაში მდგომმა ს------მ და ა--- კ--–-----მ არ მისცეს. მისი თქმით, მ----- კ--–-----სთან ფიზიკური შემხებლობა საერთოდ არ ჰქონია, მათ შორის, მისი მხრიდან მ-----სთვის ხელის მოკიდებას და სახლიდან გაყვანას ადგილი არ ჰქონია. მათ ორივეს - მ----- კ--–-----ს და ა--- კ--–-----ს მისმა ძმამ - ს------ გ-------მა მოკიდა ხელი და მან გაიყვანა გარეთ. მოგვიანებით ფანჯრიდან დაინახა, რომ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მისული მათ კორპუსთან. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, მ----- კ--–-----ს მარჯვენა მკლავზე აღენიშნებოდა დაზიანებები/დალურჯებები, რაზეც მ----- მის ძმას - ს------ გ-------ს ემუქრებოდა, რომ უჩივლებდა და იტყოდა, რომ აღნიშნული დაზიანება მან მიაყენა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ----- კ--–-----, რომელმაც განმარტა, რომ იგი ს------ გ-------თან დაახლოებით 19 წელი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათთან ერთად ასევე ცხოვრობდნენ მეუღლის ძმა ვ-------- გ-------ი და მეუღლის დის შვილი მ-----– ბ------------ი.

 

2019 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს სხვა ქალთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რის გამოც იგი „ჩავარდა ისტერიკაში“ და სიტყვიერი შელაპარაკებისას მეუღლემ - ს------ გ-------მა ხელი ჰკრა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა დაზიანება არ მიუღია. მეუღლის მხრიდან ხელის კვრის დროს, სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ ის და მისი მეუღლე, ხოლო შემდეგ, მან თავის სახლში გაიყვანა მეზობლად მცხოვრები რ----- ი------ი, რომელმაც მისი მეუღლე სამუშაოდ წაიყვანა პოლონეთში. იგი რ----- ი------ს იმაში ადანაშაულებდა, რომ მეუღლის მხრიდან ღალატს იგი მის პოლონეთში წასვლას უკავშირებდა. ამის შემდეგ, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი გაგრძელდა რ----- ი------ის თანდასწრებით, რა დროსაც გადაწყვიტა მეუღლისაგან წასვლა. წასვლისას ს------მ უთხრა, რომ მეორე დღეს მისულიყო ნივთების წასაღებად.

 

მეორე დღეს - 2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, იგი დაბრუნდა მეუღლის საცხოვრებელ სახლში თავისი ნივთების წასაღებად, სადაც იმყოფებოდნენ მისი და - ა--- კ--–-----, რომელიც მასზე ადრე იყო მისული, ს------ გ-------ი და მაზლი - ვ-------- გ-------ი. ამ უკანასკნელმა დაუწო ყვირილი „შენ ინტრიგანო, ვერაფერს წაიღებ, გაეთრიე ჩემი სახლიდანო“, შემდეგ კი მკლავზე მოუჭირა ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება. ვ--------ი ასევე დაეჯაჯგურა და შეეცადა მის გარეთ გაყვანას. იმავდროულად მისი მეუღლე - ს------ გ-------იც ეუბნებოდა, რომ წასულიყო სახლიდან და ხელი ჰკრა გულმკერდის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იგი წინააღმდეგობას უწევდა და ეუბნებოდა, რომ არ წავიდოდა სახლიდან, რაზეც მისი მაზლი - ვ-------- გ-------ი გაღიზიანდა და დასარტყმელად კვლავ გაიწია მისკენ, თუმცა მისი მეუღლე და ა--- კ--–----- ჩადგნენ მათ შუაში და არ მისცეს დარტყმის შესაძლებლობა. აღნიშნული კონფლიქტისას, თავადაც ჰკრა ხელი მაზლს, რადგან თავს იცავდა, თუმცა მისთვის მურაბის ქილა არ უსვრია. მას შემდეგ, რაც ის და მისი და, მეუღლემ და მაზლმა გამოაგდეს სახლიდან, დის ტელეფონის ნომრიდან დარეკა 112-ში და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციასთან ერთად ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელთაც აღმოუჩინეს მას სამედიცინო დახმარება. მ----- კ--–-----ს განმარტებით, მეუღლისა და მაზლის მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი მის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას. მან ასევე განმარტა, რომ ბრალდებულების მიმართ აქვს „ძალიან დიდი პრეტენზია“ და მოითხოვს მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელის დანიშვნას.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 25 აპრილის #--- პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, მ----- კ--–-----ს მარცხენა ყვრიმალის არეში აღენიშნება მცირე ზომის ექსკორიაცია. მარჯვენა წინამხრის არეში ორი ექსკორიაცია. პაციენტი უჩივის გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობას, მოხრჩობის გრძნობას და სხვა, უკავშირებს ნერვულ სტრესს - კონფლიქტს მეუღლესთან.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე მ----- კ--–-----ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ნაკაწრების და ნაჭდევების სახით, კერძოდ: ნაჭდევები მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, ხოლო ნაკაწრები - მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში: უკანა ზედაპირზე და ქვემო მესამედში. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით: „2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქმარმა და ქმრის ძმამ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემეს ხელით“. შესამოწმებელი უჩივის ტკივილს თავის, გულმკერდის არეში და ნეკნების მიდამოებში.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შეყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა #----------ის მონაცემებით, ვ-------- გ-------ს 2019 წლის 26 აპრილს 00:31 სთ. თბილისის დმი. გარეგანი შემოწმებით სხეულზე, კერძოდ, სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრი მარცხნივ საფეთქლიდან ლოყაზე ხაზოვანი ფორმის, ზომით დაახლოებით 4-5სმ. შვეული მიმართულების, მოწითალო ფერის, ზედაპირიდან ამოწეული. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის განსაზღვრა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ვ-------- გ-------ის გადმოცემით აღნიშნული დაზიანება მიიღო ოჯახური კონფლიქტის დროს ძმის მეუღლის მხრიდან.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი ე-- ჩ---–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

დაცვის მხარის მოწმემ - მ-----– ბ------------მა, რომელიც არის ბრალდებულების დის შვილი და ცხოვრობს მათთან ერთად ერთ სახლში, განმარტა, რომ მეუღლეებს - მ----- კ--–-----ს და ს------ გ-------ს მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც იწვევდა მ-----ს აგრესიული ქცევა და ეჭვიანობა. ს------ გ-------ის მხრიდან მეუღლის მიმართ არც სიტყვიერ და მით უფრო ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არასდროს ჰქონია. ვ-------- გ-------ს რძალთან - მ----- კ--–-----სთან ურთიერთობაში ყოველთვის შორის ეჭირა თავი, რათა კონფლიქტში არ მიეღო მონაწილეობა. ბრალდებულების მხრიდან მ----- კ--–-----ს მიმართ არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არასდროს ჰქონია.

 

2019 წლის 24 აპრილს, საღამოს, კომპიუტერთან ჩაეძინა, რა დროსაც გამოაღვიძა მ----- კ--–-----ს ხმამ, რომელიც ისტერიულად ყვიროდა. იგი გავიდა სამზარეულოში და ნახა დამტვრეული ჭურჭელი და იატაკზე ვედროდან დაღვრილი წყალი. როგორც გაარკვია, ეჭვიანობის ნიადაგზე მ----- უცენზურო სიტყვებით მიმართავდა ს------ს, ხოლო ს------ ცდილობდა მის დამშვიდებას. ს------ს მხრიდან სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ინციდენტის დროს, გარდა მისი, მ----- კ--–-----სა და ს------ გ-------ისა, სახლში იმყოფებოდა აგრეთვე მეზობელი რ----- ი------ი. მ----- კ--–-----მ პირადი ნივთები ჩაალაგა ჩანთაში, რაშიც თვითონაც დაეხმარა და წავიდა სახლიდან. წასვლამდე მისი და რ----- ი------ის თანდასწრებით მ----- კ--–----- ს------ გ-------ს ემუქრებოდა, რომ ხელზე ჰქონდა დაზიანება, პოლიციას გამოიძახებდა და აღნიშნული დაზიანების მიყენებას მას დააბრალებდა. იმ დღით მ----- კ--–-----მ წაიღო ნივთების ნაწილი, თუმცა ნაწილზე მ----- და ს------ შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს წაიღებდა. ამასთან, ს------ გ-------ი მ-----სგან მოითხოვდა ქორწინების ბეჭდისა და ასევე მ-----– ბ------------ის ოქროს ნივთებისა და თანხის დაბრუნებას.

 

2019 წლის 25 აპრილს, მ-----– ბ------------მა სახლში დაბრუნებისას, საძინებელთან ნახა დაყრილი ნაგავი და გატეხილი მურაბის ქილა, ასევე ნახა, რომ ვ-------- გ-------ს საფეთქლის არეში ჰქონდა გაწითლებული, რაზეც ვ-------- გ-------მა უთხრა, რომ მ----- კ--–-----მ ესროლა მურაბის ქილა. იმავე საღამოს ს------ და ვ--------ი პოლიციამ დააკავა, ხოლო მეორე დღეს მ----- კვლავ მივიდა მათთან, რომელიც იყო აგრესიულ მდგომარეობაში და უთხრა, რომ ნივთების წაღებაში თუ ხელს შეუშლიდა, ასევე თუ არ მისცემდა რ----- ი------თან არსებულ ს------ გ-------ის თანხას, საბუთებს და ოქროს ჯვარს, მათაც (მ-----– ბ------------ს და რ----- ი------ს) დააჭერინებდა, რის შემდეგაც მან ყველა ნივთი წაიღო, რისი წაღებაც სურდა.

 

ბრალდებულების და დაზარალებულის მეზობელმა, დაცვის მხარის მოწმე რ----- ი------მა განმარტა, რომ მეზობლად მცხოვრებ ცოლ-ქმარს - ს------ გ-------ს და მ----- კ--–-----ს ჰქონდათ ჩვეულებრივი/ნორმალური ურთიერთობა. ს------ გ-------ს ჰქონდა უფრო მშვიდი/გაწონასწორებული ხასიათი, ხოლო მ----- კ--–-----ს ფეთქებადი ხასიათი და მცირე მიზეზიც ჰყოფნიდა კამათისთვის. მ----- კ--–----- გ-------ების ოჯახს არად აგდებდა და „მუქთახორებს“ უწოდებდა. ს------ გ-------ის და ვ-------- გ-------ის მხრიდან მ----- კ--–-----ს მიმართ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არასდროს ჰქონია.

 

2019 წლის 24 აპრილს, მ----- კ--–-----მ იგი გაიყვანა თავისთან სახლში, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლ-ქმარს შორის იყო დაძაბული ვითარება. მ----- იყო ემოციურ, აღელვებულ მდგომარეობაში და ს------ გ-------თან არსებულ უთანხმოებაში მას ადანაშაულებდა, რადგან მან წაიყვანა ს------ პოლონეთში სამუშაოდ. კამათისას მ----- კ--–-----მ დივანზე მჯდომ ს------ გ-------ს ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც იგი ჩადგა მათ შუაში და შეძლო მ-----ს გამოცალკევება. შემდეგ მ----- შევარდა სამზარეულოში და დაიწყო ჭურჭლის დამტვრევა, ასევე გადმოაგდო წყლით სავსე ვედრო. შემდეგ დაახლოებით ხუთი-ათი წუთი რ-----ი გავიდა სახლში, რადგან იყო სველი, ხოლო როდესაც კვლავ დაბრუნდა, მ----- კ--–----- უკვე თავის ნივთებს აგროვებდა. გარდა მ----- კ--–-----სი და ს------ გ-------ისა, სახლში იყო აგრეთვე ბრალდებულების დისშვილი მ-----– ბ------------ი, რომელიც იმავე სახლში ცხოვრობდა. ეს უკანასკნელი ეხმარებოდა მ----- კ--–-----ს ნივთების ჩალაგებაში. მოწმის განმარტებით, იმ დღით ს------ გ-------ის მხრიდან მ----- კ--–-----ს მიმართ მისი თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არც მ-----ს უთქვამს, რომ ს------ გ-------ის მხრიდან მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წლის 24 აპრილს, როდესაც მ----- კ--–-----მ მას დაუძახა და გაიყვანა, მან მ-----ს მკლავზე შენიშნა დაზიანება დალურჯების სახით, რაზეც იმავე საღამოს სახლიდან წასვლამდე ს------ გ-------ს მისი თანდასწრებით დაემუქრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა და იტყოდა, რომ ს------მ მიაყენა.

 

2019 წლის 25 აპრილს, იგი მ-----– ბ------------თან ერთად იმყოფებოდა ნაცნობთან. სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ მ----- კ--–----- იჯდა სადარბაზოში და ტიროდა, თუმცა მიზეზი არ უკითხავს. ადგილზე მისულები იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აღნიშნულის შემდეგ მას ს------ და ვ-------- გ-------ები აღარ უნახავს, თუმცა მ-----– ბ------------ისაგან იცის, რომ ვ-------- გ-------ს სახეზე ჰქონდა დაზიანება, რაც მიიღო მ----- კ--–-----ს მხრიდან ქილის სროლის შედეგად. მოწმის განმარტებით, მ----- კ--–----- მასაც ემუქრებოდა, რომ თუ არ გადასცემდა ს------ გ-------ის მიერ მასთან შენახულ ნივთებს, მასაც დააჭერინებდა პოლიციას.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ს------ გ-------ის და ვ-------- გ-------ის მიერ მ----- კ--–-----ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ს------ გ-------მა და ვ-------- გ-------მა ნამდვილად ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაულები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2019 წლის 24 აპრილს ცოლ-ქმარს - მ----- კ--–-----ს და ს------ გ-------ს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი და ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, რაც გაგრძელდა მეორე დღეს 2019 წლის 25 აპრილს, ამჯერად უკვე ერთის მხრივ, მ----- კ--–-----სა და მეორეს მხრივ, მის მეუღლესა და მაზლს შორის. კონფლიქტის მონაწილე პირებიდან დაზარალებულმა - მ----- კ--–-----მ მიუთითა, რომ 2019 წლის 24 აპრილს მეუღლის - ს------ გ-------ის მხრიდან, ხოლო 2019 წლის 25 აპრილს, მეუღლისა და მაზლის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულებმა კი მიუთითეს, რომ მ----- კ--–-----ს მიმართ მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია არც 2019 წლის 24 აპრილს და არც 25 აპრილს. ამ ფონზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დამატებითი მტკიცებულებებით - დაცვის მხარის მოწმეების - რ----- ი------ის და მ-----– ბ------------ის ჩვენებებით აშკარად დასტურდება, რომ 2019 წლის 24 აპრილს, დაზარალებულ მ----- კ--–-----სა და ბრალდებულ ს------ გ-------ს შორის ვითარება იყო უკიდურესად დაძაბული, აგრესიული, კონფლიქტური, რაც გამოწვეული იყო მ----- კ--–-----ს მხრიდან მეუღლის მიმართ ეჭვიანობით. აღნიშნული კონფლიქტისას მ----- კ--–-----მ მიიღო გადაწყვეტილება - გაშორებოდა მეუღლეს, რასაც თან ახლდა უკიდურესად გამწვავებული ვითარება, იგი იმყოფებოდა ძლიერ აღელვებულ, გაღიზიანებულ და გაუწონასწორებელ მდგომარეობაში, კერძოდ: ყვიროდა, იძახდა უცენზურო სიტყვებს, რაც კი მოხვდებოდა ხელში - ამტვრევდა, ამსხვრევდა, ისროდა საშაქრეს, წყლით სავსე ვედროს, ცდილობდა მეუღლისთვის ყელში ხელის წაჭერას. იგივე გრძელდებოდა მეორე დღეს - 2019 წლის 25 აპრილს, როდესაც იგი თავისი ნივთების წასაღებად მივიდა მეუღლის საცხოვრებელ სახლში, კვლავ უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მეუღლეს, ჩხუბობდა, ისროდა ჯერ მურაბის ქილას, შემდეგ კი ნაგვის ვედროს მაზლის მიმართულებით. ამ დროს, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბრალდებულები ცდილობდნენ მის დამშვიდებას. ზემოაღნიშნული შექმნილი ვითარების დასადასტურებლად, გარდა ბრალდებულების ჩვენებისა, 2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდთან მიმართებაში, სასამართლო ეყრდნობა აგრეთვე კონფლიქტის შემსწრე პირების - რ----- ი------ის და მ-----– ბ------------ის ჩვენებებს. მართალია, აღნიშნული პირები კონფლიქტს თავიდან ბოლომდე არ შესწრებიან, მაგრამ არც მ----- კ--–-----ს გარდა უთითებს ვინმე ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, კერძოდ, მეზობელი რ----- ი------ი კონფლიქტის დაწყების შემდეგ შევიდა მათთან, ასევე, შემდეგ, მცირე დროით დატოვა კონფლიქტის ადგილი, ხოლო იმავე სახლში მცხოვრები პირი - მ-----– ბ------------ი ხმამაღალი ყვირილის ფონზე გამოვიდა ოთახიდან, თუმცა მათ მიერ აღწერილი გარემოებები ცალსახად ადასტურებენ, რომ მ----- კ--–----- იყო გაუწონასწორებელ და არაადეკვატურ მდგომარეობაში. რ----- ი------მა ასევე აღნიშნა, რომ მისი თანდასწრებით მ----- კ--–-----მ ს------ გ-------ს ყელშიც კი წაუჭირა ხელი. მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია, იგი კონფლიქტს თავიდან ბოლომდე არ ესწრებოდა, თუმცა იქ არსებული ვითარება არ მიუთითებდა ს------ გ-------ის მხრიდან რაიმე ძალადობის ფაქტზე და არც თავად მ-----ს უთქვამს მისთვის, რომ ს------ გ-------ი ძალადობდა მასზე. 2019 წლის 25 აპრილს კვლავ შექმნილია ისეთი ვითარება, როდესაც შეუძლებელია ურთიერთობის მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში გარკვევა, როგორც ბრალდებული ს------ გ-------ი აღნიშნავს, „შეუძლებელი იყო მ-----სთან ნორმალური საუბარი“, რის გამოც მან მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით გაიყვანა იგი სახლიდან. სწორედ აღნიშნულით უნდა აიხსნას მ----- კ--–-----ს მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაჭდევის სახით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის მხრიდან მ-----სთვის ხელის მოკიდება და ძალის გამოყენებით სახლიდან გაყვანა, მიზნად ისახავდა არა მ----- კ--–-----ს მიმართ ძალადობას და ფიზიკური ტკივილის მიყენებას (რაც არის ოჯახში ძალადობის მაკვალიფიცირებელი ნიშანი), არამედ კონფლიქტური სიტუაციის აღკვეთას. ამასთან, მართალია, მ-----– ბ------------ი 2019 წლის 25 აპრილს, დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის კონფლიქტის დროს სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა მან აღწერა ის ვითარება, რაც სახლში დაბრუნებულს დახვდა, კერძოდ, სახლში დაბრუნებისას მან ნახა გატეხილი მურაბის ქილა, დაყრილი ნაგავი, ასევე ნახა, რომ ვ-------- გ-------ს სახეზე, საფეთქლის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რაც, როგორც ვ--------მა უთხრა, მიიღო მ----- კ--–-----ს მიერ მურაბის ქილის სროლის შედეგად. ვ-------- გ-------ის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობას ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ვ-------- გ-------ს 2019 წლის 26 აპრილს 00:31 სთ. თბილისის დმი. გარეგანი შემოწმებით სხეულზე, კერძოდ, სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრი მარცხნივ საფეთქლიდან ლოყაზე ხაზოვანი ფორმის, ზომით დაახლოებით 4-5სმ. შვეული მიმართულების, მოწითალო ფერის, ზედაპირიდან ამოწეული. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს იმ დღით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული საუბრობს „ხელის კვრაზე“, მაშინ, როცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ----- კ--–-----ს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, შესაბამისად, აღნიშნული დაზიანებების მიყენების დროს გამოყენებული უნდა ყოფილიყო ისეთი საგანი, რაც ამგვარი თვისებების მქონე იქნებოდა, თუმცა თავად დაზარალებული მის მიმართ ამგვარი საგნის გამოყენების შესახებ არაფერს საუბრობს, შესაბამისად, აღნიშნული დაზიანებების მიყენება ბრალდებულებს ვერ შეერაცხებათ. რაც შეეხება ნაჭდევს, როგორც უკვე აღინიშნა, იგი უნდა აიხსნას ს------ გ-------ის მხრიდან დაზარალებულისთვის ხელის მოკიდებით და შესაძლო ძალის გამოყენებით გარეთ გაყვანით, რასაც არც ს------ გ-------ი უარყოფს, რადგან შექმნილ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მ----- კ--–-----ს შემთხვევის ადგილიდან გაყვანა იყო ერთადერთი გამოსავალი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვისათვის.

 

შექმნილი ვითარება უკიდურესად დაძაბული რომ იყო, ამაზე მიუთითებს მ----- კ--–-----ს ემოციური მდგომარეობაც, რაზეც თავად დაზარალებულიც უთითებს და აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა „ისტერიკაში“, რაც თავის მხრივ დასტურდება ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2019 წლის 25 აპრილის #--- პაციენტის სამედიცინო ბარათით, რომლის თანახმად, მ----- კ--–----- უჩივის გულის ფრიალს, ჰაერის უკმარისობას, მოხრჩობის გრძნობას და სხვა, უკავშირებს ნერვულ სტრესს - კონფლიქტს მეუღლესთან.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მ----- კ--–-----ს მხრიდან მკვეთრად გამოხატულ დაინტერესებას ბრალდებულების დასჯით, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, მისი ინტერესი არის არა ის, რომ ბრალდებულებმა პასუხი აგონ განხორციელებული ძალადობის გამო და ძალადობა არ დარჩეს შეფასებისა და რეაგირების გარეშე, არამედ იგი მოითხოვს, რომ ორივე ბრალდებული იყოს უმკაცრესად დასჯილი. თვალსაჩინოა, რომ მ----- კ--–----- ცოლ-ქმარს შორის შექმნილი ვითარებით არის უკიდურესად გაღიზიანებული და როგორც ქმრის, ისე მაზლის მიმართ ამოძრავებს შურისძიების გრძნობა, რათა „ასეთი მოქცევის“ გამო დაუსჯელები არ დარჩნენ ისინი. მ----- კ--–-----ს ზემოაღნიშნული გამოკვეთილი პირადი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან მოვლენები არის გაზვიადებული და გადამეტებულად წარმოჩენილი, რის გამოც მისი ჩვენება ვერ შეფასდება, როგორ ობიექტური და რეალური, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და სანდოობის კრიტერიუმებს და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ და ვ-------- გ-------ები უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------ გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ს------ გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ს------ გ-------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. ვ-------- გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ვ-------- გ-------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6. ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

7. ს------ და ვ-------- გ-------ებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი