განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/1---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ალიკა ლეგაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - გი------ ბე---–--ლის
ადვოკატ - ომ---- ხა----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი------ ბე---–--ლი;
მამის სახელი: ელ------;
დაბადებული: 15.07.1----–--–-;
პირადი ნომერი: 2----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შრ----;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შრ----.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გი------ ბე---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 05 სექტემბერს, ქ. ლაგოდეხში, ზაქათლის ქ. №1-–- მდებარე „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ მაღაზიაში, გი------ ბე---–--ლი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მაღაზიის გამყიდველებსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორებს, რის გამოც, ადგილზე მისული შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მოხდა გი------ ბე---–--ლის დაკავება ადმინისტრაციული წესით, რა დროსაც მან ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, არ აძლევდათ შესაძლებლობას შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილეს ლე--- მა-------ძეს.
გი------ ბე---–--ლი 2019 წლის 05 სექტემბერს 01:25 საათზე, დააკავეს და 2019 წლის 06 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 05 სექტემბერს, ქ. ლაგოდეხში, ზაქათლის ქ. №1-–- მდებარე „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ მაღაზიაში, გი------ ბე---–--ლი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მაღაზიის გამყიდველებსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორებს, რის გამოც, ადგილზე მისული შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მოხდა გი------ ბე---–--ლის დაკავება ადმინისტრაციული წესით, რა დროსაც მან ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, არ აძლევდათ შესაძლებლობას შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილეს ლე--- მა-------ძეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეების - გი------ ლო-------ძის, და---- ბა---–-–--ლის, ვა---– შუ-----ძის, მი----– შუ-----ძის, ლე--- მა-------ძის გამოკითხვის ოქმები, გი------ ბე---–--ლის დაკავების ოქმი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოში წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გი------ ბე---–--ლმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
ქმედების 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ადგილი ჰქონდეს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ამასთან, უნდა არსებობდეს მის მიერ წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზანი. ქმედებას უნდა ახლდეს ძალადობა ან ძალადობის მუქარა.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ გი------ ბე---–--ლმა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ლე---ი მა-------ძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
შესაბამისად, გი------ ბე---–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ ბე---–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდებული გი------ ბე---–--ლი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
სასჯელის სახეც და ზომაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და დაენიშნოს სასჯელი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ გი------ ბე---–--ლის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გი------ ბე---–--ლს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 4000 (ოთხი ათასი) ლარი, რომლის სრულ გადახდამდე შეეფარდა პატიმრობა. გი------ ბე---–--ლის მიერ აღკვეთის ღონისძიება გირაო 2019 წლის 11 სექტემბერს უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ ბე---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადერნისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
2. გი------ ბე---–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-2019 წლის 05 სექტემბრის 01:25 საათიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
4. გი------ ბე---–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1(ერთი) თვის ვადაში ელ------ ბე---–--ლს(პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს გი------ ბე---–--ლის(პ/ნ 2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 11 სექტემბერს გადახდილი თანხა 4000 (ოთხი ათასი ლარი) ლარი. შემოსავლის ორდერი-1------. სისხლის სამართლის საქმე N0-----------.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე