განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3766-19
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 11 თებერვალი, 2020 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-------------–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–------------------------------–---–ი (საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–--------------------------ში, მცხოვრები თ---–--–--------------------------ში).
ადვოკატები - კ-------------ა და დ-------------–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–-----------------–---–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. ა-–-----------------–---–მა იეჭვიანა ძმის ცოლის, მ---------------სა და მათი მეგობრის თ----------------ის ურთიერთობაზე. შედეგად, 2019 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ---–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ეზოში ა-–-----------------–---–მა სცემა რძალს, მ---------------ს. კერძოდ, ზურგისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, ასევე ზურგში ჩაარტყა ფეხი, მიაყენა სხეულის დაზიანება მარცხენა მხრის სახსრის, გულმკერდის, მარცხენა ლავიწზედა, მარჯვენა იღლიის ფოსოს და მარჯვენა წინა მხრის მიდამოებში. ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------სადმი მიყენებული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.2. 2019 წლის 16 მაისს, ღამის საათებში, ქ.------–--–---------------------------ში მდებარე N- საჯარო სკოლის ეზოში ა-–------------------–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე თანნაქონი დანა განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე მოუქნია თ----------------ეს და ჩაარტყა მუცლისა და გულმკერდის არეში, რის შემდეგადაც მიაყენა დაზიანება გულმკერდის წინა ზედაპირზე, მუცლის წინა კედელზე და შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის ღრუში. ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ისადმი მიყენებული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. აღნიშნულის შემდეგ ა-–-----------------–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო თ----------------ე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა შპს .--------–--------–-----–------–-’’, სადაც ექიმების კვალიფიციური დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ა-–-----------------–---–მა იეჭვიანა ძმის ცოლის, მ---------------სა და მათი მეგობრის თ----------------ის ურთიერთობაზე. შედეგად, 2019 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ---–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ეზოში ა-–-----------------–---–მა სცემა რძალს, მ---------------ს. კერძოდ, ზურგისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, ასევე ზურგში ჩაარტყა ფეხი, მიაყენა სხეულის დაზიანება მარცხენა მხრის სახსრის, გულმკერდის, მარცხენა ლავიწზედა, მარჯვენა იღლიის ფოსოს და მარჯვენა წინა მხრის მიდამოებში. ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------სადმი მიყენებული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
3.4. დაზარალებულმა მ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ----–-------–---–თან. ა-–-----------------–---–ი იყო მისი მაზლი. 2019 წლის 15 მაისს, დაბრუნდა სახლში, ჯ----– და ა-–-----------------–---–ი სტუმრებთან ერთად სვამდნენ. სტუმრები მალევე წავიდნენ. ჯ----–-------–---–ი მთვრალი იყო და ა-–-----------------–---–ი დაეხმარა მის დაძინებაში. თ----------------ესთან შეთანხმებული იყო, რომ სიგარეტზე უნდა წასულიყვნენ ერთად, დაურეკა და უთხრა, რომ მეუღლეს დააწვენდა და შემდგომ გადაურეკავდა. დაურეკა თ-------ეს და ერთმანეთს სკოლის ეზოში შეხვდნენ. თ----------------ესთან შეხვედრამდე, ეზოში ა-–-----------------–---–ი და მისი მეუღლე დაინახა, რომლებიც მანქანაში ისხდნენ, მივიდა მათთან და ჰკითხა რა ხდებოდა, ა-–---------ემ უპასუხა რომ სახლში მიდიოდნენ, ხოლო მან უთხრა, რომ თ----------------ეს უნდა შეხვედროდა და მასთან ერთად მაღაზიაში მიდიოდა. საუბრისას თ----------------ეც მივიდა და ა-–-----------------–---–ს გამოელაპარაკა, შემდეგ ორივე დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ. თ----------------ემ უთხრა, რომ ცუდ ხასიათზე იყო, რადგან გაიგო, რომ ა-–-----------------–---–ის ბებია საუბრობდა, თითქოს მათ შორის (მ---------------ს და თ----------------ეს შორის) სასიყვარულო ურთიერთობა იყო. მან უპასუხა, რომ ამ თემაზე თავად ესაუბრა ს-----------ეს და მოუყვა ყველაფერი, თუმცა სერიოზულად არ აღუქვია. ს-----------ეს დაურეკა აღნიშნულზე სალაპარაკოდ და უთხრა, რომ ეზოში შეხვედროდა მათ. ს-----------ემ ორივეს ურჩია, რომ რადგან ჯ----–ის ბებია მსგავს რამეს ამბობდა თავი შეეკავებინათ ერთმანეთის ნახვისგან. სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მეუღლემ - ჯ----–-------–---–მა დაურეკა და ჰკითხა სად იყო, უპასუხა, რომ ს-----------ესთან ერთად იყო. ის და ს-----------ე მივიდნენ სახლში. ჯ----–-------–---–ს სახლიდან უნდოდა გამოსვლა, თუმცა ს---მ არ მისცა საშუალება. სახლში ყოფნისას ხმაური გაიგო, გაიხედა და დაინახა ა-–-----------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გარეთ გაჰყოლოდა. მოულოდნელად ა-–-----------------–---–მა გინება და ცემა დაუწყო. ა-–---------ე მას და თ----------------ეს აგინებდა. ეკითხებოდა რა ხდებოდა, თუმცა ა-–---------ე არ პასუხობდა, ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შეძლო ა-–---------ესგან თავის დაღწევა, გაიქცა და ეზოში გამვლელი მანქანა გააჩერა. იმ ღამეს თავის მეგობართან მივიდა და იქ დარჩა. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მეუღლის ბებია - ი----------------–---–ი, რომელიც დახმარების ნაცვლად იმას ამბობდა, რომ უფრო მეტსაც იმსახურებდა, ხოლო ჯ----–-------–---–ი იმდენად მთვრალი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო. შემთხვევის შემდეგ მეგობართან - ნ---------–-------თან დარჩა. ძალიან ცუდად იყო, ზურგი სტკიოდა და სუნთქვა უჭირდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახა და სავადმყოფოში წავიდა. ექიმებს უთხრა, რომ წაიქცა, რადგან არ სურდა, რომ მომხდარი ყველას გაეგო. დილით პოლიციის თანამშრომლებმა დაურეკეს და დაკითხვაზე დაიბარეს, იკითხა რა ხდებოდა, თუმცა არ უპასუხეს. სწორედ მათგან გაიგო, რომ თ----------------ე დაჭრილი იყო და სიკვდილს ებრძოდა. ა-–-----------------–---–მა ბევრჯერ დაარტყა და ზუსტად სად არ ახსოვს. ბრალდებული მას მანქანაში ჩაჯდომამდე მისდევდა. თ----------------ისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არის ჭორები და სიმართლეს არ შეესაბამება. თ----------------ე და ის და-ძმასავით არიან. ერთად მუშაობენ და დროის დიდ ნაწილს ერთად ატარებენ. ა-–-----------------–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად, გარდა ფიზიკური ზიანისა მიადგა ასევე მორალური ზიანიც. ამ შემთხვევის შემდეგ ჯ----–-------–---–ს დაშორდა. ერთადერთი რაც სურს არის ის, რომ პ-----–---–--ის ოჯახთან არანაირი კავშირი აღარ ჰქონდეს. ა-–-----------------–---–სა და თ----------------ეს შორის მოხდა თუ არა რაიმე არ იცის. თ----------------ესთან ამ ყველაფრის შესახებ არ უსაუბრია და არ იცის ის ვინ დაჭრა. განყოფილებაში გარკვეული ვიდეო-ჩანაწერი აჩვენეს, თუმცა ხელი არ მოაწერა ოქმს, რადგან იქ მყოფთა სახეებს ვერ არჩევდა. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ გამომძიებელი დაუკავშირდა და სთხოვა განყოფილებაში მისვლა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გასაცნობად, თუმცა მან უარი განაცხადა განყოფილებაში მისვლაზე და უთხრა, რომ კონსულტაციას გაივლიდა ადვოკატთან. მოგვიანებით ის დაუკავშირდა გამომძიებელს და უთხრა, რომ მივიდოდა განყოფილებაში, რა დროსაც გამომძიებელმა განუმარტა, რომ დოკუმენტი ფოსტის მეშვეობით უკვე გაგზავნილი იყო მის საცხოვრებელ მისამართზე.
3.6. დაზარალებულმა თ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, სამსახურიდან ბრუნდებოდა, ეზოში მეზობლები ნახა, მათ შორის ა-–-----------------–---–იც. მიესალმა მათ და სახლში წავიდა. სახლიდან სასეირნოდ გვიან გამოვიდა N- სკოლის ეზოში გადავიდა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. სკოლის ეზოში მისთვის უცნობმა პირმა მობილური ტელეფონი სთხოვა, რაზეც უარი უთხრა, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შემდგომ ერთმანეთს თავი დაანებეს. ეზოდან გამოდიოდა და მიხვდა, რომ დაჭრილი იყო. მოწმის განმარტებით იგი ა-–-----------------–---–ს არ დაუჭრია და სხეულზე დაზიანებები უცნობმა პირმა მიაყენა. მ---------------სთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ასევე, მეგობრობს ა-–---------ე და ჯ----–-------–---–ებთან. მასზე და მ---------------ზე არსებული ჭორები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გაუგია, თუმცა სერიოზულად არ აღუქვია. მ--------------- მისთვის ოჯახის წევრია. ნარკოზის შემდეგ ინფორმაციის დამახსოვრება და მოვლენების გახსენება უჭირს. პალატაში ყოფნის დროს ბევრი წამალი გაუკეთეს მათ შორის - დიაზეპამი და სხვა საშუალებები შესაბამისად, იქ ყოფნისას იგი არაადეკვატური იყო და რას საუბრობდა არ ახსოვს. პალატაში რამდენიმე პირთან ერთად იწვა. თავისი დაჭრის ფაქტზე ოჯახის წევრებთანაც არ საუბრობს, რადგან არ სიამოვნებს. იმ პიროვნების სახე ვინც დაჭრა დღემდე ახსოვს და რომ შეხვდეს აუცილებლად იცნობს.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-----------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისი, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. რუტინულად გაატარა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა მისი ძმის - თ----------------ის დაჭრისა. ა-–---------ე და ჯ----–-------–---–ებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს. ისინი ერთმანეთს თავისუფალ დროს ხვდებიან. ასევე, ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს მ---------------სთან. მ--------------- იმ დღეს ნახა თუ არა ზუსტად არ ახსოვს. დაახლოებით 19:00 საათზე გაეღვიძა და ეზოში გავიდა, დაინახა, რომ თ----------------ე სამსახურიდან ბრუნდებოდა და სახლში წავიდნენ. შემდეგ ისევ ეზოში გავიდა, მეგობრებთან ერთად ლუდი დალია, ტელეფონზე საუბრობდა და სკოლის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. ყვირილი გაიგო და გაიქცა სკოლის ეზოსკენ, მისი ძმა დაინახა, რომელსაც სისხლი მოსდიოდა. შემდეგ მისი მეგობრებიც მივიდნენ და ეხმარებოდნენ. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაჭრილი თ----------------ე სასწრაფომ სავადმყოფოში გადაიყვანა და ოპერაცია გაუკეთდა. მის ძმას ბევრი სისხლი მოსდიოდა ცუდ მდგომარეობაში იყო. გარშემო ბევრი ხალხი ეხვია და დაზუსტებით არ შეუძლია თქვას მათ შორის ა-–-----------------–---–ი იყო თუ არა. ყვირილის გაგების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ თ----------------ე დახვდა. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე თ-------ე გონზე იყო, თუმცა არ უკითხავს რა შეემთხვა და ვინ დაჭრა, რადგან ხვდებოდა, რომ მკურნალობის პროცესში (პალატაში) მისი ძმა არაადექვატური იყო. შემდგომ თ----------------ემ უამბო რაც მოხდა და უთხრა, რომ იგი უცნობმა პიროვნებამ დაჭრა. ვ--------------–-–---–ს და მ-----–-------–---–ს იცნობს, საერთო სამეგობრო ჰყავთ. მისი ძმის დაჭრის შემდეგ რამდენჯერმე დაეკონტაქტნენ და თ-------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იკითხეს. თ----------------ე პალატაში დაახლოებით 6-7 პირთან ერთად იწვა.
3.8. მოწმე დ------–------–----ემ განმარტა, რომ მუშაობს N--ე საჯარო სკოლაში დარაჯის პოზიციაზე. 2019 წლის 15-16 მაისს სამსახურში იყო. დაინახა ორი გოგო, თ----------------ე და კიდევ ერთი ბიჭი, უთხრა, რომ ეზოში შესვლა არ შეიძლებოდა და ისინიც ხ-------------------კენ წავიდნენ. დაახლოებით 23:30 საათზე ყვირილის ხმა გაიგო, გავიდა გარეთ და დაჭრილი თ----------------ე ძმასთან ერთად დაინახა. წყლის მოსატანად შებრუნდა და რომ დაბრუნდა მთელი უბანი შემთხვევის ადგილზე იყო. სასწრაფო დახმარება და პოლიცია მალევე მივიდნენ. ბრალდებულს იცნობს და წელიწადნახევარია არ უნახავს. ტელევიზორს უყურებდა, ყვირილის ხმა, რომ გაიგო მაგიტომ გავიდა სკოლის ეზოში.
3.9. მოწმე ჯ---–-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის სკოლის საქმეთა მმართველი. ბრალდებულს იცნობს ბავშვობიდან. 2019 წლის 16 მაისს მის მეუღლეს დაურეკეს და სთხოვეს მანდატურის ოთახის გაღება. უთხრეს, რომ თ----------------ე დაჭრეს. არ იცის თ----------------ე ვინ დაჭრა. შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია.
3.10. მოწმე ნ------------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს გაიგო, რომ თ----------------ე დაჭრილი იყო და სავადმყოფოში გადაიყვანეს. სავადმყოფოს ეზოში საუბრობდნენ, თითქოს თ----------------ე ა-–-----------------–---–მა დაჭრა, თუმცა კონკრეტულად ვინ ამბობდა ამას არ იცის. მისი დაჭრის რეალური მიზეზი არ იცის. მოწმის განმარტებით, თ-------ესგან გადმოცემით იცის, რომ ა-–-----------------–---–ს მისი შვილისთვის დაზიანებები არ მიუყენებია. მ---------------ს და თ----------------ის შესახებ ჭორები გაუგია, თუმცა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება. თ----------------ე მკურნალობის კურსს დიდხანს გადიოდა და სავადმყოფოში არაადექვატურად საუბრობდა. სახლში სავარაუდოდ ჩამწერი მოწყობილობა იპოვეს.
3.11. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------------ემ. მან დამატებით განმარტა, რომ იმ დღეს, როდესაც თ----------------ეს ოპერაციას უკეთებდნენ მასთან მივიდა ა-–-----------------–---–ის მამა, რომელმაც თ-------ეს მდგომარეობა იკითხა და გამოჯანმრთელება უსურვა.
3.12. მოწმე ი------------ემ განმარტა, რომ არის თ----------------ის მამიდა. თ-------ეს დაჭრის ამბავი, რომ გაიგო სავადმყოფოში მივიდა. სწორედ მოისმინა საუბარი თითქოს თ----------------ე ა-–-----------------–---–მა დაჭრა. ვინ ამბობდა აღნიშნულს არ ახსოვს. შემთხვევას უშუალოდ არ შესწრებია. თ----------------ემ გამოჯანმრთელების შემდეგ თქვა, რომ იგი ა-–-----------------–---–ს არ დაუჭრია და ეს ყველაფერი იყო სისულელე. სატელეფონო ჩანაწერებში საუბრობს ბავშვების მიერ ერთმანეთის დახოცვაზე, თუმცა აღნიშნულს იმიტომ ამბობს, რომ მ---------------ს და თ----------------ის მიმართ არსებული ჭორების გაგების შემდეგ შიში გაუჩნდა, რომ მეგობრებს ერთმანეთი არ მოეკლათ.
3.13. მოწმე თ---–---------ემ განმარტა, რომ არის თ----------------ის ბებია. თ-------ე სახლიდან დაახლოებით 23:00 საათზე გავიდა. გინების ხმა გაიგო. ვინ შეიგინა არ იცის. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი შვილიშვილი დაჭრილი იყო. ის, რომ თ----------------ე თითქოსდა ა-–-----------------–---–მა დაჭრა მეზობლებისგან გაიგო. ამ თემაზე ი------------ესთან, რძალთან და შვილთან არ უსაუბრია და არ იცის თ----------------ე ვინ დაჭრა. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს და ხელი ისე მოაწერა გამოკითხვის ოქმს.
3.14. მოწმე ნ---------–-----ამ განმარტა, რომ ს-----------ე არის მისი შვილის ნათლია. იგი კარგად იცნობს ასევე თ----------------ეს. ჯ----–-------–---–ი და მისი მეუღლე არიან მეგობრები. 2019 წლის 15 მაისს მ---------------მ დაურეკა, რომ მასთან მიდიოდა. მ----, რომ მივიდა სახეზე ფერი არ ედო, ზურგი სტკიოდა და სუნთქვა უჭირდა. მ----მ უთხრა, რომ ა-–-----------------–---–მა სცემა. სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მ---------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები თავისი თვალით ნახა. იმ ღამეს მ--------------- მასთან დარჩა, ხოლო დილით განყოფილებაში დაიბარეს. თ----------------ის დაჭრის ამბავი ვისგან გაიგო არ ახსოვს, თუმცა იმ ღამეს, როდესაც მ---- მასთან იყო მან და მ---------------მ არაფერი იცოდნენ.
3.15. მოწმე თ-------------–---–მა განმარტა, რომ ნ---------–-----ა მისი რძალია. მ--------------- კი, მისი რძლის მეგობარი. მ---- მათთან სახლში გვიან მივიდა. ცუდად იყო და სასწრაფოს დახმარებას გამოუძახა. მ---------------მ უთხრა, რომ წაიქცა და ხელი სტკიოდა.
3.16. მოწმე თ-------------ემ განმარტა, რომ მეუღლემ - გ---------–---–მა დაურეკა და ჰკითხა თუ იყო შესაძლებლობა ა-–-----------------–---–ი მათთან დარჩენილიყო. დასთანხმდა და ა-–-----------------–---–ს საძინებელი დაუთმო. მისი მეუღლეც და ა-–-----------------–---–იც მშვიდად იყვნენ. მისმა დამ ა-–---------ეს ტანსაცმელი გაურეცხა. მეორე დღეს პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ტანსაცმელი ამოიღეს. პოლიციის განყოფილებაში უთხრეს, რომ ეთქვა თითქოს ა-–-----------------–---–ი დამნაშავე იყო, რატომ სთხოვდნენ აღნიშნულს არ იცის.
3.17. მოწმე ი----------------–---–მა განმარტა, რომ არის ა-–---------ე და ჯ----–-------–---–ების ბებია. 2019 წლის 15 მაისს, მასთან სახლში მივიდნენ ა-–-----------------–---–ი და მისი მეგობრები. ლუდს სვამდნენ. ა-–---------ეს და ჯ----–ს შელაპარაკება მოუვიდათ. შემდგომ მეზობელმა ი--------–-–---–მა უთხრა, რომ ა-–-----------------–---–ი მ---------------ს მისდევდა. მისი განმარტებით, მ------ს (მ---------------ს) ა-–---------ე იმიტომ გაუბრაზდა, რომ ჯ----–ი მთვრალი მარტო დატოვა. არც თვითონ სიამოვნებდა, როდესაც მ------ მთვრალ ჯ----–ს ტოვებდა.
3.18. მოწმე ი--------–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს, ა-–-----------------–---–ის სახლის წინ მდებარე მაღაზიაში მუშაობდა. ყვირილის ხმა გაიგო, ეზოში გავიდა და დაინახა, რომ ა-–-----------------–---–ი მ---------------ს მისდევდა. მ---------------მ მანქანა გააჩერა და ჩაჯდა. ა-–---------ე იქამდე მისდევდა, სანამ მ---- მანქანაში არ ჩაჯდა. მეზობელმა დაიყვირა, რომ თ----------------ე დაჭრეს. ავიდა შემთხვევის ადგილზე და დაჭრილი თ----------------ე დაინახა. თ-------ეს დაჭრის ამბავი ა-–-----------------–---–ის და მ---------------ს კონფლიქტის შემდეგ გაიგო. ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------ს მიმართ დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა მ--------------- გაქცევისას შველას ითხოვდა.
3.19. მოწმე ს---------------------მა განმარტა, რომ თ----------------ის საცოლე იყო. თ----------------ის დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს. მოგვიანებით გაიგო, რომ დაჭრეს. სავადმყოფოში მის სანახავად დადიოდა. თ-------ემ უთხრა, რომ არ ახსოვდა ვინ დაჭრა. არ იცოდა პალატა მოსასმენი აპარატურით, რომ იყო აღჭურვილი.
3.20. მოწმე თ-----------–---–---ემ განმარტა, რომ არის ექიმი. მისი განმარტებით, თ----------------ის პალატაში სხვა პაციენტი არ იწვა. თ----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელი იყო და მნახველებიც ჩვეულებრივად შედიოდნენ. თ----------------ეს ნარკოტიკული საშუალებებით არ მკურნალობდნენ. ოპერაცია დაჭრილს რ------------–---მა ჩაუტარა.
3.21. მოწმე ა--------–-–---–მა განმარტა, რომ მის სახლთან დამონტაჟებულია ვიდეო-კამერა, რომელიც ხ------------ ქუჩას უყურებს. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა აღნიშნული ჩანაწერი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოიღეს. ჩანაწერის გადაწერას მისი მეუღლე დაესწრო, რადგან თვითონ სამზარეულოში იმყოფებოდა. დისკების დალუქვას დაესწრო და ხელიც მოაწერა.
3.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა - გ------------–---–მა, ვ-–----------–---–----ემ, რ--------------მა, გ--–--------ემ, გ----------------------მა, ნ-----------მ, დ------------–---–მა, ლ-–--------ამ, თ---------------ემ, ნ---------–---–-----მა, გ----------------ემ, ნ-----–------------ემ, შო---------------–--ემ, ვ-------------–---–მა, თ----------------ემ, ი-----–--------–---–მა, ნ-----–-----–-----–---–მა და დ------------–--ემ ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობა და კანონთან შესაბამისობა.
3.23. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 მაისს, ქ. თბილისის დ-----------------------------------–---------------------–---- გამომძიებელ ი-----–--------–---–ის მიერ, ექსპერტების - ლ-–----------ისა და გ----------------ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი - მდებარე ქ. თბილისი, ხ-----------------------ში მდებარე N--ე საჯარო სკოლის ეზო. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა შავი ფერის სანთებელა მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და კენჭები მოწითალო ფერის ლაქებით. შემთხვევის ადგილი დასურათდა, რაც გადატანილ იქნა ერთ ლაზერულ დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
3.24. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ლ-–----------მა.
3.25. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 მაისს, ქ. თბილისის დ-----------------------------------–---------------------–---- გამომძიებელ თ----------------ის მიერ ქ. თბილისი, გ-------–---–----------------------, თ-------------ისგან ამოღებულ იქნა ა-–-----------------–---–ის ტანსაცმელი.
3.26. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 მაისს, ქ. თბილისის დ-----------------------------------–-----------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში გამომძიებელ ნ---------–---–-----ის მიერ ა-–-----------------–---–ის თანხმობით ამოღებულ იქნა ბრალდებულის ტანსაცმელი - შავი ფერის მაისური და სპორტული ფეხსაცმელები, რომლებიც მისი განმარტებით ეცვა 2019 წლის 15 მაისს.
3.27. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 17 მაისს, ქ. თბილისის დ---------------------- სამმართველოს გამომძიებელმა ნ-----–------------ემ მოწმე თ---------------ისაგან ამოიღო ავტომობილი ,---------------–--- სახელმწიფო ნომრით - Q--------.
3.28. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის დ-----------------------------------–---------------------–---- გამომძიებელ ვ-------------–---–ის მიერ, დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, ნ. ხ----------------------, ნ. ხ---------------------- და ნ-------------------------. რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
3.29 ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ი-----–----------ემ.
3.30. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 22 მაისს, ქ. თბილისის დ-----------------------------------–---------------------–---- ავტოსადგომზე დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით Q--------. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა: ერთი დანა, მოყავისფრო ფერის ანაწმენდები, ლურჯი ფერის ტილო მოყავისფრო ლაქებით, გასაღების მეტალის ლაქები, რაც კანონშესაბამისად დაილუქა, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები.
3.31. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ--------------ემ.
3.32. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ექსპერტმა ზ--------------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 17 მაისს, ბრალდებულ ა-–-----------------–---–ისგან მშვიდ და წყნარ ვითარებაში აიღო ნერწყვის ნიმუში.
3.33. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 5 ივნისის #--------- დასკვნის თანახმად,1-2-3. წარმოდგენილი ს.ს. „--–-----------------“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N--------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. მ--------------- ზემოაღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას 16.05.2019წ-ს 01:15სთ-დან - 03:00სთ-მდე, დიაგნოზით: გულმკერდის უკანა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმები. სამედიცინო საბუთების ჩანაწერების მიხედვით გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ აღენიშნებოდა ექსკორიაციები.
მოქ. მ---------------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (16.05.2019წ-ს) აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით: მარცხენა მხრის სახსრის, გულმკერდის (მარჯვენა ბეჭის მიდამოში, ბეჭის ხაზზე, მარჯვენა ბეჭისა და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის), მარცხენა ლავიწზედა, მარჯვენა იღლიის ფოსოს და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში. (ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობითი ნაწილში). აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
3.34. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------ემ.
3.35. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 27 იანვრის #--------- დასკვნის თანახმად,გენეტიკური და სეროლოგიური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი ლურჯი ფერის ტილო მოყავისფრო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა (მძღოლის) კარის ჯიბიდან...“ მოთავსებულ ტილოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2,4,5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–-----------------–---–ს (ობ. N34; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ც. ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა-–------------------------------–---–ის (დაბ. 1--0--1---წ) პირის ღრუდან...“), ხოლო ამავე ტილოზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. N3,6) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N3,6-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „...მოყავისფრო ფერის ლაქის ანაწმენდი 2 (ორი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ. N7; კონვერტში, წარწერით: „მოყავისფრო ფერის ლაქის ანაწმენდი 1 (ერთ) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მანქანაში საჭიდან“) გენეტიკური პროფილი თ----------------ის (ობ. N33; პაკეტი, წარწერით: „...თ----------------ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ. N8; კონვერტში, წარწერით: „მოყავისფრო ფერის ლაქის ანაწმენდი 1 (ერთი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მანქანაში საჭის წინ ე.წ. ტორპედოს ზედაპირიდან“) გენეტიკური პროფილი ა-–-----------------–---–ის (ობ. N34) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: „...ა-–-----------------–---–ის მაისური...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ. N9,10) გენეტიკური პროფილი ა-–-----------------–---–ის (ობ. N34) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: „...ა-–-----------------–---–ის ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ.11,12) და მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N14) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N11,12, 14-ში და მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებულ მოყავისფრო ლაქებში (ობ. 13) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „...თ-------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ა-------–---–ის ტან...“ მოთავსებულ შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. N15) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი თ----------------ის (ობ. N33) გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო ობ. N15-ის მინორულ წილში ვლინდება ა-–-----------------–---–ის (ობ. N33) გენეტიკური თანამონაწილეობა.
ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტზე (ობ. N16) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ჟაკეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N17) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს.
პაკეტში, წარწერით: „...(1) ერთი ცალი დანა ამოღებული წინა მარჯვენა კარის ჯიბიდან ...“ მოთავსებულ დანაზე სისხლი არ აღმოჩნდა. დანის პირზე არსებული ბიომასალის (ობ. N18) გენეტიკური პროფილი სავარაუდოდ პარციალურია, რის გამოც არ არის გამორიცხული ეკუთვნოდეს ა-–-----------------–---–ს (ობ. N34) ან მის ბიოლოგიურ ნათესავს. დანის ტარზე (ობ. N19) და ტარის სიღრმეში (ობ. N20) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „...სანთებელა მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ სანთებელაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N21) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N21-ის გენეტიკური პროფილი თ----------------ის (ობ. N33) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: „..მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, კენჭები მოწითალო ფერის ლაქებით....“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N22) და ქვის ფრაგმენტზე (ობ. N23) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----------------ე (ობ. N33).
პაკეტში, წარწერით: „...თ----------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N24-26), სპორტულ ზედა ჩასაცმელზე (ობ. N27,28), ქვედა საცვალზე (ობ. N30) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ----------------ეს (ობ. N33).
პაკეტში მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული სისხლის (ობ. N31) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N32) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი თ----------------ის (ობ. N33) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში მოთავსებული შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტი ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია, წინდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.
3.36. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------–---–მა.
3.37. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის #--------- დასკვნის თანახმად,როგორც ირკვევა „-------–---------–-----–-------- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------დან, თ----------------ე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 16.05.19წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობები, წვრილი ნაწლავის ევენტერაციით, კუჭის, ღვიძლის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებით ჯორჯალთან ერთად, ჰემოპერიტონეუმი, ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, სმუ, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, მარჯვენამხრივი ვნევმოთორაქსი.
სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: „...მუცლის წინა კედელზე ჭიპიდან მარცხნივ 2სმ-ზე აღენიშნება ნაკვეთი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა 4X2სმ., საიდანაც ევენტრირებულია წვრილი ნაწლავის მარყუჟები, რომელიც დაბინძურებულია წვრილი ნაწლავის და კუჭის შიგთავსით. მარცხნივ მედიოკლავიკულურ ხაზზე, მუცლის წინა ზედაპირზე მე-12 ნეკნის დონეზე, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა ზ. 4X2სმ. სწორი კიდეებით, ინტენსიურად სისხლმდენი. გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილისებური მორჩიდან 2სმ. ზემოთ ზედაპირული ჭრილობა, კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით.“
დაზიანება - გულმკერდის წინა ზედაპირზე მახვილისებური მორჩიდან 2სმ. ზემოთ ზედაპირული ჭრილობა, კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით - განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ჯანმრთელობის მოშლით, თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა, წარმოდგენილ სამედიცინიო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია.
დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის/საგნების მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.38. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
3.39. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ თ----------------ე და მისი ოჯახის წევრები ზოგადად საუბრობენ 2019 წლის 15 მაისს, ღამის საათებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ირიბად მიუთითებენ ა-–-----------------–---–სა და თ----------------ეს შორის არსებულ დაპირისპირებასა და ბრალდებულის მიერ თ----------------ის დაჭრაზე. ჩანაწერებში ა-–-----------------–---–ზე, როგორც მისთვის დაზიანებების მიმყენებელ პირზე პირდაპირ არც თ----------------ე არ საუბრობს. თ----------------ის ოჯახის წევრები ერთმანეთთან და დაზარალებულთან საუბრობენ, მხოლოდ იმაზე, რომ ის პირი ვინც თ----------------ე დაჭრა უკვე დაკავებულია და საფრთხე აღარ არსებობს. თ----------------ე საუბრობს მ---------------სა და ა-–-----------------–---–ს შორის მომხდარ კონფლიქტზე. ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მას პ-----–---–--ის ოჯახისათვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. კრებსების თანახმად, უტყუარად დასტურდება მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ თ----------------ის ცხოვრების წესი განსხვავდება და არ სურს სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. პირები, ვინც ფიგურირებენ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაში, არიან დაზარალებულების ოჯახის წევრები, რომლებიც მართალია ა-–-----------------–---–ს ირიბად მოიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, თუმცა აღნიშნული ჩანაწერებითაც ჩანს, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან და უშუალოდ არ შესწრებიან ფაქტს. ერთადერთი მოწმე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო არის თ----------------ე, რომელსაც არ სურს ამ თემაზე საუბარი. ამდენად, ის გარემოება, რომ აღნიშნულ კრებსებში სხვადასხვა პირები არაფორმალურ გარემოში ა-–-----------------–---–ს, როგორც დამნაშავეს მოიხსენიებენ, უტყუარად არ ადასტურებს ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე დაადგინოს ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.40. დაცვის მხარის მოწმემ გ--------------–---–მა განმარტა, რომ არის ბრალდებულის მამა. 2019 წლის 15 მაისს, შვილმა - ა-–-----------------–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ ჯ----–-------–---–თან შელაპარაკება მოუვიდა. მიაკითხა ა-–---------ეს და რადგან დაძაბული იყო თავისთან წაიყვანა. მეორე დღეს ა-–-----------------–---–ი დააკავეს. თ----------------ის დაჭრის ამბავი პოლიციაში გაიგო. მოწმის განმარტებით ჭორები მ---------------სა და თ----------------ის შესახებ გაუგია.
3.41. დაცვის მხარის მოწმემ ნ-----------ემ განმარტა, რომ ა-–-----------------–---–ი მისი სიძის შვილია. გ--------------–---–მა 2019 წლის 15 მაისს მათთან სახლში მიიყვანა. მამა-შვილი მშვიდად იყვნენ. მათთვის აღელვება არ შეუმჩნევია. თ----------------ეს არ იცნობს. ოჯახში საქმიანობდა სარეცხს რეცხავდა და ა-–-----------------–---–ის ტანსაცმელიც გარეცხა. მათთან სახლში დილით პოლიციელები მივიდნენ და ტანსაცმელი ამოიღეს. ა-–---------ემ რა ჩაიცვა დილით არ იცის. ტანსაცმელი, რომ იკითხა მაშინ მიხვდა, რომ მისი ტანსაცმელი გარეცხა.
3.42. დაცვის მხარის მოწმემ მ----------------ემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით Q-------- მას ეკუთვნის. ავტომობილი სიძეს ა-–-----------------–---–ს ათხოვა. ავტომობილის ამოღებისას მას არავინ დაკავშირებია.
3.43. დაცვის მხარის მოწმემ თ---------------ემ განმარტა, რომ არის ბრალდებულის მეუღლე. მის მეუღლეს და ჯ----–-------–---–ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 2019 წლის 15 მაისსაც იკამათეს, ცდილობდა დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. ა-–---------ეს სახლში წაყვანა უნდოდა, თუმცა არ გაჰყვა. მეუღლეს ავტომობილის დატოვებას სთხოვდა და ერთმანეთშიც შეკამათდნენ. დედამისმა დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი ტიროდა. ის სახლში წავიდა. დედამთილს დაურეკა, უთხრა, რომ ა-–---------ე და ჯ----–ი ჩხუბობდნენ და დაემშვიდებინა. მ--------------- იმ დღეს არ უნახავს. დილის 09:00 საათიდან სამმართველოდან ურეკავდნენ. დილით გაიგო თ----------------ის დაჭრის ამბავი, რა მოხდა არ იცის.
3.44. ბრალდებულმა ა-–-----------------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 15 მაისს მან და მისმა ძმამ - ჯ----–-------–---–მა სტუმრებთან ერთად დალიეს ალკოჰოლური სასმელი. მისი ძმა დათვრა და მ---------------ს მის დაძინებაში დაეხმარა. რძალთან შელაპარაკება მოუვიდა და თმები მოქაჩა, მ---- გაიქცა და თვითონაც გაეკიდა. მ---- მანქანაში ჩაჯდა და შემდგომ თავი დაანება. გზაში ბიჭები შეხვდნენ, ხმაური მოესმა, გავიდა და გაიგო, რომ თ----------------ე დაჭრილი იყო. ვ------ე ტაქსით წავიდა და მეუღლე დატოვა. მამამისს დაურეკა და იმ ღამით მასთან დარჩა. მობილური ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა და გაეთიშა. მეორე დილით პოლიციის განყოფილებაში თვითონ ჩავიდა. მ---------------ს და თ----------------ის შესახებ ჭორები განყოფილებაში გაიგო. თ-------ე და ს-----------ეები მათი ოჯახის წევრები არიან. თ----------------ეს მაშინ შეეხო, როდესაც სიბნელიდან სინათლისკენ გადმოჰყავდათ დაჭრილი (ეხმარებოდა მეგობრებს). მ--------------- შეეპასუხა უხეშად, რის შემდგომაც მოქაჩა სვიტერზე. ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა და მაგიტომ გარეცხეს. რატომ უნდა აბრალებდნენ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ იცის.
3.45. სასამართლო აფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები. ასევე, იმსჯელებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ თუ არა ა-–-----------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებს, კერძოდ:
3.46. სასამართლო თავდაპირველად აფასებს ა-–-----------------–---–ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც შეეხება თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტით ვერ დადასტურდა ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, კერძოდ:
3.47. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება დაზარალებულებისათვის ჭრილობების მიმყენებელი პირის ვინაობა. ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, ნაწილმა განმარტებები გააკეთა მხოლოდ შემთხვევის შემდეგ არსებულ ვითარებაზე, ნაწილმა გადმოცემით იცის თ----------------ის დაჭრის თაობაზე, ხოლო პოლიციელები, საავადმყოფოს პერსონალი და ექსპერტები ადასტურებენ მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობას, შესაბამისად, უშუალოდ დაზარალებულისათვის ჭრილობების მიყენების ვითარების აღდგენისა და მათი მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით, მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას და არ იძლევა ამ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას. მათ ჩვენებებში მითითებული ინფორმაცია (უშუალოდ დაჭრის თაობაზე) ეფუძნება სხვა პირების მონათხრობსა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი გამოკითხვის ოქმებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ დანის დარტყმის მომენტში, ჭრილობის მიმყენებელი პირის ვინაობა და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
3.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ----------------ემ ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა, ა-–-----------------–---–ის მიერ მისთვის დაზიანებების მიყენების (დაჭრის) ფაქტი და განმარტა, რომ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მისთვის უცხო პიროვნებამ. დაზარალებულმა განმარტა, რომ N--ე საჯარო სკოლის ეზოში გადაადგილებისას შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ პირთან, რომელმაც სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტის თვითმხილველი ერთადერთი მოწმე არის თავად დაზარალებული, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის საპირისპირო განმარტებებს აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ა-–-----------------–---–ის ტანსაცმელზე და მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის საჭეზე აღმოჩნდა თ----------------ის დნმ-ის პროფილი, თუმცა ეს გარემოება სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ბრალდებულისა და დაზარალებულის განმარტებითაც ისინი ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთთან მუდმივი კავშირი აქვთ მითუმეტეს, როდესაც ორივე მათგანი ადასტურებს იმ დღეს ერთმანეთის ნახვის ფაქტს და არცერთი მოწმე პირდაპირ არ გამორიცხავს ა-–-----------------–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას თ----------------ის დაჭრის შემდგომ. ბრალდებული თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ეხმარებოდა თავის მეგობრებს თ----------------ის გამოყვანაში. ა-–-----------------–---–ის შემთხვევის ადგილზე არ ყოფნის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ დაადასტურა ს-----------ემაც, რომელმაც განმარტა, რომ თ----------------ე შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა და ძალიან მალე ბევრი ხალხი შეიკრიბა, შესაბამისად, არ გამორიცხავს ბრალდებულის იქ ყოფნას.
3.49. სასამართლო ერთობლივად აფასებს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერებს და ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს და აღნიშნავს, რომ ვიდეო ჩანაწერებით, მისი დათვალიერების ოქმებით, მოწმეების - მ---------------სა და ვ-------------–---–ის ჩვენებებით არ დასტურდება ბრალდებულ ა-–-----------------–---–ის დამნაშავეობა (სსკ-ის 19,108-ე მუხლით), როგორც ამას ბრალდების მხარე უთითებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ჩანაწერებზე ჩანს მხოლოდ გარკვეული პირების გადაადგილება ნ--------------- ქუჩაზე, ვიდეო-ჩანაწერებში კონკრეტულად არ ჩანს მომენტი, როდესაც უშუალოდ განხორციელდა თ----------------ის დაჭრა. ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმებში გამოთქმულია სავარაუდო მოსაზრებები, მათ შორის იქ მყოფ პირთა ვინაობის თაობაზე, ამასთან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვიდეო ჩანაწერში არსებულ პირთა ვინაობას, რაც სასამართლო სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევისა და მოწმე მ---------------ს დაკითხვის შემდგომ კიდევ უფრო სათუო გახდა, რადგან ვიდეო ჩანაწერები საკმაოდ ბუნდოვანია და თითქმის შეუძლებელია იქ მყოფი პირების ვინაობის დადგენა, ამასთან მოწმე მ---------------მ განმარტა, რომ დათვალიერების ოქმში არსებული მონაცემები, რამდენჯერმე შეცვალა და უტყუარად ვერ უთითებდა ვიდეო ჩანაწერში არსებული პირების ვინაობას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ვიდეო ჩანაწერებში და დათვალიერების ოქმებში არსებული განმარტებები იქ არსებული პირების ვინაობის თაობაზე მთლიანად არის სავარაუდო და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც აღნიშნული მტკიცებულება უშუალოდ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის დასადასტურებლად სრულიად არარელევანტურია და მხოლოდ გარკვეული პირების გადაადგილებას ასახავს.
3.50. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებს სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ა-–-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების უარყოფის თვალსაზრისით არარელევანტურია და იგი შეეხება 2019 წლის 15 მაისს, დღის განმავლობაში და თ----------------ის დაჭრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით არაინფორმატიულია.
3.51. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად ვერ დგინდება, რომ 2019 წლის 15 მაისს, ქ. თბილისში, ნ.ხ-----------------------ში მდებარე N- საჯარო სკოლის ეზოში ეჭვიანობის ნიადაგზე ა-–-----------------–---–მა თ----------------ეს სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა დაზიანებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - თ----------------ემ განაცხადა, რომ დაზიანებები მას მიაყენა მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ხოლო სხვა მოწმეები პირდაპირ ვერ უთითებენ ა-–-----------------–---–ზე, როგორც დაზიანების მიმყენებელ პირზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის დადგენა.
3.52. რაც შეეხება ა-–-----------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას, მ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, კერძოდ:
3.53. ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ერთი მხრივ დასტურდება საქმეზე არსებული უტყუარი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნით), ხოლო მეორე მხრივ ამ მიმართებით საეჭვო გარემოებები არ არსებობს, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენებასა და ექსპერტიზის დასკვნას, ასევე ამყარებს ნეიტრალური მოწმის ი--------–-–---–ის ჩვენება, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ გარბოდა მ--------------- ყვირილით ,,მიშველეთო’’, ხოლო უკან მისდევდა ა-–-----------------–---–ი, რა დროსაც დაზარალებულმა გააჩერა გამვლელი შავი მანქანა ჩაჯდა და წავიდა, ბრალდებული კი, მისდევდა, სანამ ავტომობილში არ ჩაჯდა მ---------------. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარის შემდეგ იგი მიდის მეგობრის ნ---------–------- სახლში, სადაც იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ასევე ადასტურებენ მოწმეები - ნ---------–-----ა და თ-------------–---–ი. დაზარალებულის განმარტებით ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შემდეგ იგი დაუსხლტა მას და გაიქცა ეზოში, სადაც გააჩერა გამვლელი მანქანა, რომელსაც ჩაუჯდა და თავის მეგობართან ნ---------–-------თან მიყვანა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის განმარტებით შემთხვევა მოხდა 2019 წლის 15 მაისს, ღამის საათებში. სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე მ---------------ს კლინიკისთვის მიუმართავს 16.05.2019 წელს 01:15 საათზე. ამდენად, მ---------------მ კლინიკას მიმართა შემთხვევიდან მალევე. აღნიშნული დრო არის გონივრული დრო, რაც მას დასჭირდა მეგობართან მისასვლელად, სასწრაფოს გამოძახების, ადგილზე დახმარების გაწევისა და შემდეგ კლინიკაში გადაადგილებისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მიმართებით არათუ რაიმე ეჭვები წარმოიშობა, არამედ სასამართლოს დამატებით უმყარებს რწმენას, რომ დაზიანება მ---------------მ მიიღო სწორედ იმ დროს და ვითარებაში, როგორც ამას თავად დაზარალებული უთითებს. იმ შემთხვევაში თუ, სადავო შემთხვევიდან კლინიკისთვის მიმართვამდე გავიდოდა რამდენიმე დღე, შესაძლოა დამატებით გაჩენილიყო კითხვები დაზიანების მიყენების დროისა და ვითარების შესახებ, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამ მიმართებით რაიმე ეჭვი არ არსებობს და ბუნებრივია, რომ დაზარალებულმა დაზიანებული (მტკივნეული) ზურგი მისვლისთანავე აჩვენა თავის მეგობარ ნ---------–-------, რომელიც ასევე ადასტურებს მ---------------ს სხეულზე არსებულ დაზიანებებს. მ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ნაწილობრივ, ასევე დაადასტურა ბრალდებულმა ა-–-----------------–---–მა ჩვენების მიცემისას, როდესაც განმარტა, რომ თმები მოქაჩა დაზარალებულს.
3.54. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ მ---------------ს ჩვენებით, მოწმეების - ნ---------–-------, თ-------------–---–ის, ბრალდებულ ა-–-----------------–---–ის ჩვენებებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2019 წლის 5 ივნისის #--------- დასკვნით) უტყუარად დასტურდება ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად.
3.55. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ა-–-----------------–---–ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში (მ---------------ს მიმართ განხორცილებული ძალადობის ეპიზოდი) მითითებულ თარიღთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში შემთხვევის დღედ მითითებულია 2019 წლის 16 მაისი. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, რაც დაზუსტებული იქნა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. დაზარალებული ადასტურებს, რომ შემთხვევა მოხდა 2019 წლის 15 მაისს, ღამის საათებში. 2019 წლის 15 მაისზე, ღამის საათებზე საუბრობენ დანარჩენი მოწმეებიც ჩვენების მიცემის დროს. მ---------------ს სამედიცინო დოკუმენტაციითაც უტყუარად დასტურდება, რომ კლინიკას მიმართა 2019 წლის 16 მაისს, 01:15 საათზე. მოწმის განმარტებით მან ჯერ მეგობარს მიაკითხა, შემდგომ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და წავიდა სავადმყოფოში. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და მ---------------ს მიერ განხორციელებული მოქმედებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ ა-–-----------------–---–ის მიერ მ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი მოხდა 2019 წლის 15 მაისს, გარდამავალ პერიოდში, როდესაც 2019 წლის 16 მაისი თენდებოდა. ამით აიხსნება ის, გარემოება, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაცია და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები - დათარიღებულია 2019 წლის 16 მაისით, რაც ასევე დადასტურებულია საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
3.56. სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ თითქოს დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე და დაზარალებულისათვის უფლებების გაცნობის ოქმზე მ---------------ს ხელმოწერის არ არსებობა, გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის არ ყოლას და არის ბრალდებულის გამართლების საფუძველი, რაც იმთავითვე მცდარია. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ გამოიტანა მ---------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და ამოწურა ყველა გონივრული საშუალება მ---------------სთვის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებისა და დაზარალებულის უფლებების გაცნობის ოქმის ჩაბარების თაობაზე. ბრალდების მხარის წარმომადგენელმა დაურეკა და დაიბარა მ--------------- დადგენილების გასაცნობად, თუმცა დაზარალებული თავად არ მივიდა, ამის შემდეგ ფოსტის მეშვეობით მოხდა მისთვის აღნიშნული დადგენილების გაგზავნა (დაადასტურა ჩვენების მიცემის დროს), შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მათ შორის დაზარალებულის განმარტებით და დადგენილებაზე გაკეთებული შენიშვნით) უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდების მხარემ ამოწურა ყველა სამართლებრივი და გონივრული შესაძლებლობა დაზარალებულისათვის ჩაებარებინა დადგენილება. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულისათვის არ მოხდებოდა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობა და მისთვის უფლებების განმარტება, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის გამართლების სამართლებრივ საფუძველს ვერ შექმნიდა და ერთადერთი სამართლებრივი შედეგი რაც შეიძლება მოჰყოლოდა ამგვარ ქმედებას არის ის, რომ დაზარალებულს ედავა საკუთარი უფლებებისათვის (რაც მინიჭებული აქვს, როგორც დაზარალებულს) და რეალიზაციისათვის, თუ რა თქმა უნდა მისი, როგორც დაზარალებულის უფლებების შეზღუდვა იმგვარი ფორმით და მოცულობით მოხდებოდა, რაც კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებულ იქნა ყველა შესაძლებლობა დაზარალებულისათვის დადგენილების ჩასაბარებლად, თუმცა მისთვის დადგენილების ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო არა ბრალდების მხარის უყურადღებობით, არამედ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (დაზარალებული არ გამოცხადდა და ა.შ.), შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაზე მ---------------ს ხელმოწერის არ არსებობა ვერ ჩაითვლება საპროცესო ნორმის დარღვევად, საპირისპირო განმარტების პირობებშიც კი, აღნიშნული ვერ გამოიწვევდა ა-–-----------------–---–ის გამართლებას ოჯახში ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
4.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა ა-–-----------------–---–ის მიერ თ----------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს.
4.4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
4.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
4.7. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.8. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ა-–-----------------–---–ი და მ--------------- იყვნენ ოჯახის წევრები (დაზარალებული არის ბრალდებულის რძალი) აღნიშნული სადავოდ არც დაცვის მხარეს არ გაუხდია. ასევე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადასტურებული, რომ 2019 წლის 15 მაისს, ა-–-----------------–---–მა ფიზიკურად იძალადა მ---------------ზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა დაზიანებები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი.
4.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლითაც ა-–-----------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ა-–-----------------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო ითვალისწინებს ა-–-----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის (რძლის) მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა-–-----------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ---------------ს) ა-–-----------------–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მიეყენებინა ტკივილი), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის დაოჯახებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი) ა-–-----------------–---–ის ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/დაზარალებულის დაშინება) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.6. ამდენად, განაჩენის 5.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა-–-----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–-----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ა-–-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 მაისიდან.
4. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
სანთებელა, ანაწმენდები, კენჭები, სისხლის ნიმუში, დანა, ნერწყვის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
მობილური ტელეფონი, პლასტიკური ბარათი, სიგარეტის კოლოფი, ტანსაცმელები და ფეხსაცმელები, „------------- მარკის ავტომანქანა, ლურჯი ფერის ტილო, მანქანის გასაღები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
18 (თვრამეტი) ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე