გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
0-.0-.20-0 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე: ე----- ო---------ი, წარმომადგენელი: თ------ თ--------ი;
მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი: მ------ ზ--------–-–--ლი; ა---- ჩ--------ი;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელე მოითხოვს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA 2-------0-9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მის ხელთ არსებული სატრანსპორტო საშუალების ვაზ 2---, შასის ნომერი 0------, ძრავის ნომერი 3----- რეგისტრაცია.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მისი მარწმუნებლის მფლობელობაში არსებული ,,ვაზ 2---" მარკის (შასის ნომერი - 0------; ძრავის ნომერი - 3-----), შემოყვანილი იქნა საქართველოს ტერიტორიაზე 1994 წლის 28 ნოემბერს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ავტომობილი შემოყვანილი იქნა რ-----– გ---------ის მიერ, მისი გარდაცვალების შემდგომ მისამა მემკვიდრემ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილების საფუძველზე საკუთრების უფლება გადასცა ე----- ო---------ს. 2--- წლის 1------- მოსარჩელემ №1------ განცხადებით მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოთხოვნით.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1-------ს №5---------- წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სატრანსპორტო საშაულების მფლობელმა ვერ წარადგინა სატრანსპორტო საშუალების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს საზღვრის კვეთა არის განხორციელებული რუსეთის რესპუბლიკიდან დეკლარაციის წარდგენა შეუძლებელია. სსიპ მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA2-------0-9 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა წარმომადგენლმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, 2--- წლის 1------- მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ მომსახურების სააგენტოს მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზედაც სსიპ მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1-------ს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე----- ო---------ის წარმომადგენელს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA 2-------0-9 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, სატრანსპორტო საშულება ,,ვაზ 2---" მარკის (შასის ნომერი - 0------; ძრავის ნომერი - 3-----) რეგისტრირებული არ არის, წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნას და წარდგენილი არ არის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე----- ო---------ის წარმოამდგენელმა თ------ თ--------მა 2--- წლის 1------- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალება - ,,ვაზ 2---" მარკის (შასის ნომერი - 0------; ძრავის ნომერი - 3-----) რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის - დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის 2--- წლის 1-------ს №MIA5---------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ავტომანქანის რეგისტრაციაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოეთხოვა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 77-89, 96-107);
- სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის 2--- წლის 1-------ს №MIA5---------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 53-56)
3.1.2. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის - დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის 2--- წლის 1-------ს №MIA5---------- გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA2-------0-9 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია, ,,ვაზ 2---" მარკის (შასის ნომერი -0------; ძრავის ნომერი - 3-----) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ე----- ო---------ის წარმოამდგენელის თ------ თ--------ის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს. ფ. 128-129);
-სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის MIA2-------0-9 გადაწყვეტილება (ს. ფ. 61-66);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.2 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA 2-------0-9 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ავტომობილი შემოყვანილი იქნა რ-----– გ---------ის მიერ, მისი გარდაცვალების შემდგომ მისმა მემკვიდრემ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილების საფუძველზე საკუთრების უფლება გადასცა ე----- ო---------ს. საქართველოს საზღვრის კვეთა განხორციელებულია რუსეთის რესპუბლიკიდან ლეგალური გზით. რაც შეეხება საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, შეუძლებელია ვინაიდან 2004 წლამდე არსებული ყველა დოკუმენტაცია განადგურებულია.
მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რეგისტრაციის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას, თუმცა დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მე-11 მუხლით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს ე----- ო---------ის წარმომადგენლის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე----- ო---------ის წარმომადგენლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვარის №150 ბრძანება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე----- ო---------ის წარმომადგენელმა თ------ თ--------მა 2--- წლის 1------- განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალება - ,,ვაზ 2---" მარკის (შასის ნომერი - 0------; ძრავის ნომერი - 3-----) რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის - დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის 2--- წლის 1-------ს №MIA5---------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ავტომანქანის რეგისტრაციაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოეთხოვა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის - დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის 2--- წლის 1-------ს №MIA5---------- გადაწყვეტილება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA2-------0-9 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაცია წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას და დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის მესამე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია ეს არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სამსახურში დადგენილი წესით პირველადი დარეგისტრირება (აღრიცხვაზე აყვანა), სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა. ამავე ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პირველად რეგისტრაციისათვის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) დათვალიერების აქტი;დ) განცხადება (დანართი 2); ე) კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) შიდა ტრანზიტი, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია ან დროებითი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,ვაზ 2---" (შასის ნომერი 0------; ძრავის ნომერი - 3-----) მარკის ავტომანქანა რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, ე----- ო---------ის მოთხოვნა წარმოადგენს პირველადი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ" ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია განხორციელდება, თუ საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება: ა) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ან დამოწმებული: ა.ა) სააღრიცხვო ბარათით, სარეგისტრაციო ჩანაწერით, ტრანსპორტის სარეგისტაციო მოწმობით ან/და ტექნიკური ტალონით; ა.ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ა.გ) ერთობლივი განცხადებით (დანართი N1); ა.დ) უფლების გადაცემის ბარათით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად წარმოდგენის შემთხვევაში); ა.ე) ამ ინსტრუქციის მე–40 მუხლით განსაზღვრული წესით დამოწმებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით; ბ) საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი, გამოცემული ან/და დამოწმებული: ბ.ა) სასამართლო აქტით; ბ.ბ) გადაწყვეტილებით; ბ.გ) განკარგულებით; ბ.დ) ბრძანებით; ბ.ე) აუქციონის ოქმით; ბ.ვ) საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგებით; ბ.ზ) სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული/გამოცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირზე დაბრუნება; ბ.თ) მიღება–ჩაბარების აქტით; ბ.ი) საბაჟო დეკლარაციით; ბ.კ) საკუთრების ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი სხვა სამართლებრივი აქტით; გ) საკუთრების უფლების წარმოშობის ამსახველი ნოტარიუსის მიერ გაცემული ან დამოწმებული სანოტარო აქტით; დ) რეგისტრირებული გირავნობისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის და 283–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით განსაზღვრული უფლების მქონე მოგირავნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში აღრიცხვის ან რეალიზაციის განხორციელების თაობაზე, მოგირავნის განცხადებითა და გირავნობის ხელშეკრულებით; ე) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაცემული დოკუმენტით; ვ) გაკოტრების მმართველის ან ლიკვიდატორის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შედგენილი ან/და გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით; ზ) ქარხანა–დამამზადებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ინვოისით ან/და მიღება–ჩაბარების აქტით; თ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის შეძენასთან დაკავშირებით სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა–ანგარიშით. ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.
მითითებული ბრძანების 25-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ: ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდავა; გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურები; დ) რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადსტურებელი დოკუმენტები; ე) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ვერ დგინდება ამ წესის მე-8 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები; ვ) ვალდებულების მქონე დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს დაკარგული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით აღდგენას; ზ) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს ამ ინსტრუქციით მასზე დაკისრებული უფლებამოვალეობების შეუსრულებას; თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე----- ო---------ის წარმომდგენლის მიერ რეგისტრაციის მოთხოვნისას, რაიმე დოკუმენტი რომელიც ავტომანქანის საკუთრების უფლების შეძენას დაადასტურებდა არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია. მის მიერ ასევე არ წარმოდგენილა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან ასეთი ვალდებულების წარმოუშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები) რომლის უფლებამოსილებასაც მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელემ მოპასუხე სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვერ წარუდგინა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის - დეპარტამენტის სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის 2--- წლის 1-------ს №MIA5---------- გადაწყვეტილება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს ავტომანქანის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მოეთხოვა ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლია ყველა მნიშვნელობის მქონე გარემოება, ამასთან დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად არ არსებობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA 2-------0-9 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
ამდენად, ე----- ო---------ის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2--- წლის 1-----–--ის №MIA 2-------0-9 გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა კანონიერად სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-17, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე----- ო---------ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი