გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2020
საქმის ნომერი
190310019003261199
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-3---1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1-.02.---- წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ----------

მოსარჩელე - შპს ,,ჰ------",წარმომადგენელი - ჯ------ მ--------ი,მოპასუხე - გ--------ის მუნიციპალიტეტის მერია,გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური,წარმომადგენელი- მ---- კ--------, ა------- ყ----–---–ი,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- სამშენებლო საქმიანობაზე მითითების, 201- წლის 1- ო---------ის №3- შემოწმების აქტის, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის №4- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების, გ--------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 2- ო---------ის №0----3- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

მოსარჩელის მითითებით, შპს ,,ჰ------ს" საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება, მდებარე: გ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი თ--–---ი, ს. კ. 8-.0-.1-.31-, სადაც გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა თითქოს ჩაატარეს შემოწმება და დაადგინეს უნებართვო მშენებლობის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევის ფაქტი, რის გამოც ეს უკანასკნელი დაჯარიმდა. დადგენილება დაჯარიმების შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიაში, რაც 201- წლის 2- ო---------ის გ--------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის №0----3- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მითითებით, აქტის გამოცემისას დაირღვა მისი გამოცემის კანონით დადგენილი წესი.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი და მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 0--------–ის გადაწყვეტილების საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის მიზნით, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 201- წლის 3- სექტემბერს მოსარჩელეს მიეცა მითითება ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოსადგად. ზედამხედველობის სამსახურის მითითებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში შემოწმების შედეგად 201- წლის 1- ო---------ის №3- შემოწმების აქტით დადგინდა, რომ პასუხისმგებელმა პირმა მითითების საფუძველზე ვერ წარადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, მშენებლობის ნებართვა/შეთანხმება, რის გამოც, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 1- ო---------ის №4- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილებით, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

მოპასუხე გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- მითითებით, შპს ,,ჰ------ს" მოეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვა-შეთანხმების წარდგენა. მითითების შესასრულებლად განისაზღვრა სამი დღის ვადა. მითითება ჩაბარდა ვიდადი ისაევს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 43-55);

-გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- სექტემბერის №3- მითითება (ს. ფ. 1--1-);

3.1.2. მოსარჩელემ ვერ წარადგინა 201- წლის 3- ს---------ის №3- მითითებით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია (მშენებლობის ნებართვა, შეთანხმება).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 43-55);

-გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ №3- შემოწმების აქტი (ს. ფ. 1-);

3.1.3. გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- მითითების შეუსრულებლობის გამო, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ №4- დადგენილებით, შპს ,,ჰ-------" დაჯარიმდა 1000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 43-55);

გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ №4- დადგენილება (ს. ფ. 17);

3.1.4. გ--------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- მითითება, 201- წლის 1- ო---------ის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ №3- შემოწმების აქტი და გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ №4- დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საჩივრით, რაც გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 201- წლის 2- ო---------ის №0----3- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ვერ იქნა ავტოსამრეცხაოს მშენებლობის ნებართვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-1-);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 43-55);

- ადმინისტრაციული საჩივარი (ს. ფ. 1--20);

-გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 201- წლის 2- ო---------ის №0----3- გადაწყვეტილება(ს. ფ. 21 );

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისას მისი გამოცემის წესის დარღვევისა და რუსთავის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ იმავე დავაზე.

მოპასუხეები გასაჩივრებულ აქტებს მიიჩნევენ კანონიერად.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ ვერც სასამართლოში წარმოადგინა ავტოსამრეცხაოს მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,ჰ-------ს" წარმომადგენლის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. 7. სამართლებრივი შეფასება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- სამშენებლო საქმიანობაზე მითითება, 201- წლის 1- ო---------ის №3- შემოწმების აქტი, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის №4- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილება, გ--------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 2- ო---------ის №0----3- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების წესებს, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. აღნიშნული დადგენილების 3--ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ამავე ნორმის 31-ე მუხლით კი დადგენილია მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენცია. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათადანო სანქციას - დაჯარიმებას ითვალისწინებს (2-.9 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი), მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (2-.2 მუხლი), მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად (მე-1- მუხლის „ღ" ქვეპუნქტი), მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით (2-.5 მუხ.), უკეთუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ (2-.9 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ჰ------ს" საკუთრებაში ერიცხება 1000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, გ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი თ--–---ში, ს. კ. 8-.0-.1-.31-, სადაც ნებართვის გარეშე აგებული რკინის კონსტრუქციით ახორციელებს ავტოსამრეცხაოს საქმიანობას. 2--- წლის 0-----------ს №0------ მიმართვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ავტომანქანების მომსახურების ობიექტის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭიროა მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება არასასოფლოზე და ქ-------–---ს მერიიდან თანხმობის მიღება. (ს. ფ. 79) ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; მითითებული ნორმის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულობელობა გამოწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა 1000 ლარით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეული წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში მშენებლობის კონტროლი, დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან სამშენებლო საქმიანობაზე დარღვევების გამო ობიექტი მფლობელს ეძლევა მითითება არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- მითითებით, შპს ,,ჰ------ს" მოეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვა-შეთანხმების წარდგენა. მითითების შესასრულებლად განისაზღვრა სამი დღის ვადა. მითითება ჩაბარდა ვიდადი ისაევს, თუმცა მოსარჩელეს გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- სექტემერის №3- მითითებით განსაზღვრულ ვადაში ტექნიკური დოკუმენტაცია - მშენებლობის ნებართვა არ წარუდგენია. შპს ,,ჰ-------ს" დირექტორმა გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა მშენებლობის გაცემის მიზნით, რაზედაც 2--- წლის 2- ი--–------------3 წერილით ეცნობა, რომ დაინტერესებული მხარის მიერ სრულყოფილად არ ყოფილა წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე წარდგენილი არ იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობა. (მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2--- წლის 0-----------–ის სასამართლო სხდომის ოქმი 1-:27 საათი), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 2--ე მუხლის მე-1- და მე-14 ნაწილების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა აღნიშნულ ნორმათა დაცვით, შპს ,,ჰ-------ს" მიმართ შედგა მითითება გ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელ თ--–---ის ტერიტორიაზე არსებულ რკინის კონსტრუქციის (ავტოსამრეცხაოს) ტექნიკური დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვა-შეთანხმების წარდგენის შესახებ. სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა სამი დღის ვადა, ხოლო 201- წლის 1- ო----------ს შედგა გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ №3- შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მითითების შეუსრულებლობა, რასაც კანონით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით მოჰყვა სამართალდამრღვევისათვის სანქციის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჰ-------ს" დირექტორს რაიმე დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის თაობაზე არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული - გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- სამშენებლო საქმიანობაზე მითითების, 201- წლის 1- ო---------ის №3- შემოწმების აქტის, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის №4- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონით დადგენილი წესის დარღვევის თაობაზე, ასეთი სასამართლო სხდომაზე არ დადასტურებულა. სასამართლო ვერ გაიზიარებს და დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმავე დავაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ვინაიდან დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 0--------–ის №3-3-5-1- გადაწყვეტილებით, შპს ,,ჰ-------ს" წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ--------ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის რ----------ის 2--- წლის 1- ო----------ს №0------- წერილი, გ--------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 3- ივლისის №4- შემოწმების აქტი, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 3- ივლისის №4- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილება, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2--- წლის 2----------------- საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ჰ------ს" დასახელებული გადაწყვეტილების შემდეგ არც ზედამხედველობის ორგანოში და არც სასამართლოში ტექნიკური დოკუმენტაცია, მშენებლობის ნებართვა-შეთანხმება არ წარუდგენია. უფრო მეტიც ნებართვის მისაღებად მოსარჩელეს 2--- წელს მოეთხოვა მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება არასასოფლოზე და ქ-------–---ს მერიიდან თანხმობის მიღება, რაც არ განუხორციელებია. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას ჯარიმის ოდენობის სხვადასხვაობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2--- წლიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემამდე დარღვევა არ გამოსწორებულა, ხოლო დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია შეიცვალა. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურს წარმომადგენელს დადგენილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა სანქციის იმ ფარგლებში რომელიც მოქმედებდა მისი გამოცემისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 3- ს---------ის №3- სამშენებლო საქმიანობაზე მითითება, 201- წლის 1- ო---------ის №3- შემოწმების აქტი, გ--------ის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 201- წლის 1- ო---------ის №4- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილება შესაბამისად არ არსებობს გ--------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 201- წლის 2- ო---------ის №0----3- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სართლებრივი საფუძველი. ამდენად, შპს ,,ჰ-------ს" დირექტორის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. 8. საპროცესო ხარჯები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე მუხლის მეორე ნაწილით, 2-7-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ჰ-------ს" წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ-------–---, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი