გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/222--19
27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - დ---------------ე
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ-----------–----ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01------/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ---------------ის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული თარიღის - 2-.0-.1--- წლის ნაცვლად 2-.0-.1--- წლის, ასევე, მამის სახელის მ--–------ის ნაცვლად გ------ით შესწორების თაობაზე (იხ. დაზუსტებული სარჩელი; ს.ფ.41-49).
2.1. მოპასუხეების პოზიცია
2.1.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.1.2. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მარტს დ---------------ემ №00---------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მისი დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის „1--- წლის 2- სექტემბრის“ შესწორება „1--- წლის 2- სექტემბერზე“, ასევე მოითხოვა მამის გრაფაში მონაცემების შესწორება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №00---------7 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ---------------ის 2018 წლის 16 მარტის №00---------7 განცხადება და უარი ეთქვა დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გრაფაში დაბადების თარიღისა და მამის გრაფაში მონაცემის შესწორებაზე. ამავე გადაწყვეტილებით მხარეს განემარტა მისი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ოფიციალური გაცნობის დღიდან, ერთი თვის ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობა.
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დ---------------ეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 13 აგვისტოს და იგი არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №00---------7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 162-165);
- გადაწყვეტილების ჩაბარების დადასტურების ფურცელი (ს.ფ. 202);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №01/2-5101 წერილი (ს.ფ. 200).
3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 0- ივლისს მიღებულ იქნა №0------/დ დასკვნა, რომლითაც მოქალაქის კანონიერ მონაცემებად განისაზღვრა - დ---------------ე,დაბადებული 1--- წლის 2- სექტემბერს, ლ--------ში, პ/ნ 0----------. გაუქმდა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დ---------------ის სახელზე გაცემული პირადობის №1-------- მოწმობა და №1-------- პასპორტი მიზეზით - „არასწორი დაბადების თარიღი“.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დ---------------ის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 12 ნოემბერს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის №0--------/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ---------------ის 2018 წლის 12 ნოემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 0- ივლისის №0------/დ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 0- ივლისის №0------/დ დასკვნა (ს.ფ. 20--210);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის №0--------/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 211-213).
3.1.3. 2018 წლის 10 დეკემბერს დ---------------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა შესწორების განხორციელება მის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, დაბადების თარიღში 2-.0-.1--- წლის ნაცვლად 2-.0-.1--- წლის მითითება და მამის სახელის მ--–------ის შესწორება გ------ით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; უარი ეთქვა განმცხადებელ - დ---------------ეს დაბადების №1-- სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღის 2-.0-.1----ზე და მამის სახელის ,,გ------ი‘’-ზე შესწორების თაობაზე უსაფუძვლოს გამო. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არ მოიძებნა წერილობითი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დ---------------ის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გრაფაში დაბადების თარიღისა და მამის მონაცემების შეცდომით მითითების ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 104);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-18).
3.1.4. 2018 წლის 24 დეკემბერს დ---------------ემ №2----- ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2019 წლის 22 იანვარს №1---- დაზუსტებული განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის
2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისი დაბადების თარიღის შესწორება 2-.0-.1--- წელზე, ხოლო მამის სახელის მ--–------ის შესწორება გ------იზე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01------/გ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ---------------ის 2018 წლის 24 დეკემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი (2019 წლის 22 იანვრის №1---- დაზუსტებული განცხადება); ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება; დ---------------ის 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადება თავის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის - „2-.0-.1---წ.“ თარიღზე „2-.0-.1---წ.“-ზე და მამის სახელის „მ--–------“ სახელზე „გ------ი“-ზე შესწორების თაობაზე, დარჩა განუხილველი. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვინაიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დ---------------ეს ახალ განცხადებასთან ერთად არ წარუდგენია და ვერც სამსახურმა მოიძია ინფორმაცია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა (მტკიცებულებათა) თაობაზე, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უარი უნდა ეთქვა 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადების არსებითად განხილვაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 24 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 30-31);
- 2019 წლის 22 იანვრის განცხადება (ს.ფ. 32);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01------/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-14).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01------/გ გადაწყვეტილება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ---------------ის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული თარიღის - 2-.0-.1--- წლის ნაცვლად 2-.0-.1--- წლის, ასევე, მამის სახელის მ--–------ის ნაცვლად გ------ი-ზე შესწორების თაობაზე.
6.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიზანია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებს. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ უფლებამოსილებას „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მარტს დ---------------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მისი დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის „1--- წლის 2- სექტემბრის“ შესწორება „1--- წლის 2- სექტემბერზე“, ასევე მოითხოვა მამის გრაფაში მონაცემების შესწორება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №00---------7 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ---------------ის 2018 წლის 16 მარტის განცხადება და უარი ეთქვა დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გრაფაში დაბადების თარიღისა და მამის გრაფაში მონაცემის შესწორებაზე. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დ---------------ეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 13 აგვისტოს და იგი არ გაუსაჩივრებია.
ასევე, დადგენილია, რომ დ---------------ემ 2018 წლის 10 დეკემბერს კვლავ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა შესწორების განხორციელება მის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, დაბადების თარიღში 2-.0-.1--- წლის ნაცვლად 2-.0-.1--- წლის მითითება და მამის სახელის მ--–------ის შესწორება გ------ით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს დ---------------ეს, დაბადების №1-- სააქტო ჩანაწერში დაბადების თარიღის 2-.0-.1----ზე და მამის სახელის გ------ი-ზე შესწორების თაობაზე
უსაფუძვლოს გამო; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01------/გ გადაწყვეტილებით კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ---------------ის 2018 წლის 24 დეკემბრის №2----- ადმინისტრაციული საჩივარი (2019 წლის 22 იანვრის №1---- დაზუსტებული განცხადება); ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება; დ---------------ის 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადება დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის - „2-.0-.1---წ.“ თარიღზე „2-.0-.1---წ.“-ზე და მამის სახელის „მ--–------“ სახელზე „გ------ი“-ზე შესწორების თაობაზე, დარჩა განუხილველი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01------/გ გადაწყვეტილებით, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დ---------------ეს ახალ განცხადებასთან ერთად არ წარუდგენია და ვერც სამსახურმა მოიძია ინფორმაცია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა (მტკიცებულებათა) თაობაზე, სამსახურს უარი უნდა ეთქვა 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადების არსებითად განხილვაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.
შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ძალაში შესვლის დღიდან სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიუხედავად, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობის (განცხადების არსებითი განხილვის, დაკმაყოფილების მოთხოვნა) პირობებში, მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს რამდენად კანონშესაბამისია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი განცხადების არსებითად განხილვაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის
შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ისე, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი ხელახლა განიხილება, თუ გარემოებები და ფაქტები, რომლებსაც განმცხადებელი საფუძვლად უდევს ხელახალ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნას, თავის დროზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა, თუ დაინტერესებულმა პირმა თავის დროზე იცოდა ამ ფაქტების თაობაზე და გარემოებების შესახებ და არ განუცხადებია ამის თაობაზე როდესაც საკითხი წყდებოდა, მას უფლება არა აქვს ამ გარემოების თაობაზე შემდგომში მიუთითოს და მოითხოვოს მათი გათვალისწინებით საკითხის ხელახლა განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დ---------------ის 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადებას არ ერთვოდა ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია, მოპასუხემ სწორად უთხრა განცხადების არსებით განხილვაზე მოსარჩელეს უარი.
6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, დ---------------ის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური