გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/094-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წ. დ. ადიგენი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
ადიგენის მუნიციპალიტეტში
მაგისტრატი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი
მოსარჩელე: სს „ფ----------------------–--“
წარმომადგენელი: გ---------------–---–ი
მოპასუხე: მ--–---- ს----–---–ი
წარმომადგენელი: მ------–----–---–ი
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება, დავალიანების დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ--–---- ს----–---–ს დაეკისროს დავალიანების 2918.40 ლარის გადახდა სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ, აღნიშნული არის სესხის ძირითადი თანხა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 17 ივლისს სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა მ--–---- ს----–---–მა სს „ფ----------------------–--საგან“ სესხად მიიღო 6000.00 (ექვსი ათასი) ლარი 07.27.2015-დან 08.08.2018-მდე, ანუ 1108 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 33.95%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
2016 წლის 09 აგვისტოს სს „ფ----------------------–--მ“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. მაგრამ ვინაიდან გამარტივებული წესით საქმის წარმოების ეტაპზე, მსესხებელმა ვალდებულება აღიარა ნაწილობრივ 5553.53 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხაზე გამოიცა გადახდის ბრძანება და მიექცა იძულებით აღსასრულებლად. ბრძანებაში მოცემული თანხის გადახდა დაასრულა 2019 წლის 08 თებერვალს. ხოლო მსესხებლის მიერ უარყოფილ იქნა აპლიკანტის - სს „ფ----------------------–--ს“ მიერ დაყენებული მოთხოვნა ნაწილობრივ 2918.40 ლარზე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 91.7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე N16-------.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბანკიდან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით, რაც გადახდილი აქვს სრულად, ასევე გადახდილი აქვს სარგებელი და საურავი, ვალდებულება შესრულებული აქვს მოსარჩელის წინაშე, მანვე განმარტა, რომ ძირი თანხა 5453.53 ლარი აღიარა და გადაიხადა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 17 ივლისს სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა მ--–---- ს----–---–მა სს „ფ----------------------–--საგან“ სესხად მიიღო 6000.00 (ექვსი ათასი) ლარი 07.27.2015-დან 08.08.2018-მდე, ანუ 1108 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 33.95%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· სესხის ხელშეკრულება N1---------------;
· N1--------------- სესხის ხელშეკრულების თავსართი;
3.1.2. 2016 წლის 09 აგვისტოს სს „ფ----------------------–--მ“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით მოთხოვნილი იყო სესხის ძირი 5453,53 ლარი, პროცენტი - 2773.29 ლარი, პირგასამტეხლო - 145.11 ლარი. გამარტივებული წესით საქმის წარმოების ეტაპზე, მსესხებელმა ვალდებულება აღიარა ნაწილობრივ 5553.53 ლარის ოდენობით, აღნიშნულ თანხაზე გამოიცა გადახდის ბრძანება და მიექცა იძულებით აღსასრულებლად. ბრძანებაში მოცემული თანხის გადახდა დაასრულა 2019 წლის 08 თებერვალს. ხოლო მსესხებლის მიერ უარყოფილ იქნა აპლიკანტის - სს „ფ----------------------–--ს“ მიერ დაყენებული მოთხოვნა ნაწილობრივ 2918.40 ლარზე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 91.7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე N16-------.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· სესხის ხელშეკრულება N1---------------;
· აღსრულების ეროვნულმა ბიუროს N16------- ბრძანება;
· აღსრულების ეროვნულმა ბიუროს N16------- გადაწყვეტილება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სს „ფ----------------------–--ს“ მიერ მ--–---- ს----–---–ის მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წესით საქმის წარმოებით დაყენებული იქნა მოთხოვნა 8471.93 ლარის დავალიანების გადახდევინების შესახებ, მათ შორის მოთხოვნის ძირითადი თანხა - 5453.53 ლარი, სარგებელი - 2773.29 ლარი, პირგასამტეხლო - 145.11 ლარი, სააპლიკაციო საფასური -100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ;
· განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
3.2.2. მ--–---- ს----–---–ის მიერ მოთხოვნა აღიარებული იქნა ნაწილობრივ და დაეკისრა დავალიანების გადახდა 5553.53 ლარის ოდენობით საიდანაც 5453,53 ლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, აპლიკაციის საფასურია 100 ლარი. მოპასუხის მიერ უარყოფილ იქნა 2918.40 ლარი - სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· სესხის ხელშეკრულება N1---------------;
· აღსრულების ეროვნულმა ბიუროს N16------- ბრძანება;
· აღსრულების ეროვნულმა ბიუროს N16------- გადაწყვეტილება;
3.2.3. მ--–---- ს----–---–მა დაკისრებული დავალიანება ბანკის წინაშე სესხის ძირი თანხა - 5453.53 ლარი სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ გადაიხადა სრულად 01/02/2019 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს ცნობა;
3.2.4. სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს „ფ----------------------–--ს“ მიერ მოთხოვნილი 2918.40 ლარი არ არის სესხის ძირი თანხა, არამედ წარმოადგენს სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჯამს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების და ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხეს სრულად გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-624-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცება, რომ მოპასუხეს ერიცხება ბანკის წინაშე ვალდებულება სესხის ძირი თანხის 29180.40 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
2015 წლის 17 ივლისს სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა მ--–---- ს----–---–მა სს „ფ----------------------–--საგან“ სესხად მიიღო 6000.00 (ექვსი ათასი) ლარი 07.27.2015-დან 08.08.2018-მდე, ანუ 1108 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა 33.95%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.00%-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
სს „ფ----------------------–--ს“ მიერ მ--–---- ს----–---–ის მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წესით საქმის წარმოებით დაყენებული იქნა მოთხოვნა 8471.93 ლარის დავალიანების გადახდევინების შესახებ, მათ შორის მოთხოვნის ძირითადი თანხა - 5453.53 ლარი, სარგებელი - 2773.29 ლარი, პირგასამტეხლო - 145.11 ლარი, სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი.
მ--–---- ს----–---–ის მიერ მოთხოვნა აღიარებული იქნა ნაწილობრივ და დაეკისრა დავალიანების გადახდა 5553.53 ლარის ოდენობით საიდანაც 5453,53 ლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, აპლიკაციის საფასურია 100 ლარი. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირისა და პროცენტის ნაწილში, არ აღიარა ვალდებულება და გადაწყვიტა, რომ თავის ინტერესებს დაიცავდა სასამართლოში მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებიდან ჯერ იფარება სარგებელი და პირგსამტეხლო, ხოლო შემდეგ ძირი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ აღიარა ვალდებულება მხოლოდ 5453,53 ლარის ფარგლებში, ბანკმა უპირობოდ არ მიიჩნია, რომ თანხა წარმოადგენდა ვალდებულების ძირ თანხას და დარიცხული თანხიდან გადაფარა ვალდებულება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის პროცენტი, პირგასამტეხლო სრულად და სესხის ძირი თანხის ნაწილი. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ უნდა შეასრულოს ვალდებულება 2918.40 ლარის ფარგლებში რაც არის სესხის ძირი თანხა. ისეთ პირობებში, როდესაც ბანკმა აღიარებული ძირი თანხის გადახდის დროს თანხა მიმართა პროცენტის და პირგასამტეხლოს დასაფარად, მოპასუხეს მოუსპო შედავების შესაძლებლობა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის გზით სადავო გაეხადა მხარეთა შორის ხელშეკრულებაში მითითებული პირობები. ამავე დროს ბანკმა დაიტოვა აღიარებული ვალდებულების შესრულების მოპასუხისათვის ხელმეორედ წარდგენის შესაძლებლობა, რაც სცილდება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მ--–---- ს----–---–მა დავალიანება 5453.53 ლარი სს „ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ გადაიხადა სრულად 01/02/2019 წლის მდგომარეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღიარებული ვალდებულების საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე მ--–---- ს----–---–ს არ ერიცხება ბანკის წინაშე სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება 2015 წლის 17 ივლისს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოპასუხის მიერ სესხის ძირი თანხა - 5453.53 ლარი გადახდილ იქნა სრულად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელეს შეუძლია სხვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მომართოს სასამართლოს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ფ----------------------–--ს“ სარჩელი მოპასუხე მ--–---- ს----–---–ის მიმართ დავალიანების 2918.40 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს (დ.ადიგენი, ზაზაშვილის ქ. №52) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ადიგენის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი