განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100120003415036
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/07-20 29 იანვარი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:
პროკურორი -ნ--–- ო----------ძე;
დაცვის მხარე - მ------ნ ნ-----–--–---–ი;
ბრალდებული - ბ--------ნ ვ--–-------ს ძე ქ--------ძე (დაბადებული 1--- წლის 5 ივნისს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ც--–------–ი, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ც--–------–ი, თავისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ--------ნ ქ--------ძემ მეუღლეს ნ----- თ------–---–ს უმიზეზოდ აგინა, შემდეგ აიღო მაგიდიდან პლასტმასის თეფში და ესროლა მას, თუმცა ნ----- თ------–---–მა სახეზე აიფარა ხელი და თეფში დავარდა იატაკზე. გაღიზიანებული ბ--------ნ ქ--------ძე მივარდა ნ----- თ------–---–ს და ხელით ძლიერად მოქაჩა თმები, იმავდროულად რამდენჯერმე თავითა და სხეულით მიაჯახა კედელს და ფეხი ერთხელ დაარტყა თეძოზე, ნ----- თ------–---–ი ყვიროდა და ითხოვდა შველას. მის ყვირილზე სამზარეულოში შემოვიდნენ ა-------ი ქ--------ძე და მ---ა წ---–-----ი, რომლებიც შუაში ჩაუდგნენ ნ----- თ------–---–ის და ბ--------ნ ქ--------ძეს და არ მისცეს ამ უკანასკნელს საშუალება გაეგრძელებინა ძალადობა მეუღლის ნ----- თ------–---–ის მიმართ. ბ--------ნ ქ--------ძის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ----- თ------–---–მა თავის, ტანის და თეძოს არეში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ბ--------ნ ქ---------მ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ნ----- თ------–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი იმყოფება ქორწინებაში 2007 წლიდან ბ--------ნ ქ--------ძესთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს ერთ სახლში და ერთად ეწევიან საერთო საყოფაცხოვრებო და ოჯახურ მეურნეობას. ბ--------ნ ქ--------ძე ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე დააძინა ბავშვები და თვითონაც დაწვა დასაძინებლად. ცოტახნის შემდეგ ბ--------ნ ქ--------ძემ სამზარეულოში მიიღო არაყი, რის შედეგადაც ძალიან დათვრა. იმის შიშით რომ ბ--------ნ ქ--------ძე უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა და არ მიეყენებინა შეურაცხყოფა, ის მას ყურადღებას არ აქცევდა. ბ--------ნ ქ--------ძემ დაუწყო გინება. ნ----- თ------–---–მა ჰკითხა მიზეზი, თუ რატომ ლანძღავდა, რის გამოც ბ--------ნ ქ--------ძე უცებ წამოხტა სკამიდან, აიღო სკამიდან პლასტმასის თეფში და ესროლა, ნ----- თ------–---–მა სახეზე აიფარა ხელი, რომ არ მოხვედროდა და დავარდა დაბლა. ამ დროს ეცა თმებში და მოქაჩა ძლიერად, შემდეგ კედელზე მიახეთქა ორჯერ ან სამჯერ, თეძოს არეში დაარტყა ფეხი ერთხელ, რის გამოც ნ----- თ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამის შემდეგ იგი ცდილობდა თავის დაღწევას და ყვირილით ითხოვდა შველას, რა დროსაც ბ--------ნ ქ--------ძეს ჩამოეკაწრა ცხვირზე. ბ--------ნ ქ--------ძემ ნ----- წააქცია ძირს, რა დროსაც გააშველეს მაზლმა, ა------- ქ--------ძემ და მისმა მეუღლემ მ---ა წ---–-----მა.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
2.4. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ----- თ------–---–ი არის ბრალდებულ ბ--------ნ ქ--------ძის მეუღლე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (ა-------ი ქ--------ძის, მ---ა წ---–-----ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნ----- თ------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ბრალდებულ ბ--------ნ ქ--------ძის დაკავების ოქმი, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ალკოტესტის ქვითარი და ოქმი და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--------ნ ქ--------ძემ 2019 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 07:30 საათზე, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ბ--------ნ ქ--------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დანიშნული აქვს საარსებო შემწეობა, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------ნ ქ--------ძეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--------ნ ქ--------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. ბ--------ნ ქ--------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. ბ--------ნ ქ--------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 11 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 იანვრის ჩათვლით.
4. ბ--------ნ ქ--------ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი