განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
190100120003404319
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1-16-20

№02107121900-

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი 2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - თეა გოგიძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ლ----------------–---–---------------–-----0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 12001044288, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი სოფელი გამარჯვება, 23-ე ქუჩა N1;

 

ადვოკატის ეთერი მჭედლიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით - ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ.

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 06 დეკემბერს, ღამის საათებში, გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში სკოლის ქუჩაზე მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ლევანი კოტორაშვილმა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანი შვილების - თამარი და მარიამ კოტორაშვილების და მათივე თანდასწრებით, მეუღლის - სალომე კოტორაშვილის მიმართ, კერძოდ: მას შემდეგ რაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლევან კოტორაშვილი მეუღლეს და შვილებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მეუღლე კი სთხოვდა დამშვიდებულიყო, ის გახდა კიდევ უფრო აგრესიული, ღუმელიდან გადმოაგდო ჭურჭელი, რაშიც ბავშვის საკვებს უმზადებდა დედა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელის სახის არეში დარტყმით, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეუღლის ცემის შემდეგ, მან ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილების მიმართ. თამარი კოტორაშვილს ხელის სახის არეში დარტყმითა და ლოყაზე კბენით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მარიამ კოტორაშვილს კი ხელის სახის არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ასევე გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ.

 

ლევან კოტორაშვილის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: თეა გელაშვილის, რომანოზ გელაშვილის, ქეთევან შეშაბერიძის, პაატა წახნაკიას, ნიკოლოზ გაბახაძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის- სალომე კოტორაშვილის, არასრულწლოვანი თამარი კოტორაშვილის, არასრულწლოვან მარიამ კოტორაშვილის გამოკითხვის ოქმები მიღებული ინფორმაცია; ბრალდებულის დაკავების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოცხრილი, საქმეში არსებული მასალათა და ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, 2019 წლის 06 დეკემბერს, ღამის საათებში, გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში სკოლის ქუჩაზე მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ლევანი კოტორაშვილმა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანი შვილების - თამარი და მარიამ კოტორაშვილების და მათივე თანდასწრებით, მეუღლის - სალომე კოტორაშვილის მიმართ, კერძოდ: მას შემდეგ რაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლევან კოტორაშვილი მეუღლეს და შვილებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მეუღლე კი სთხოვდა დამშვიდებულიყო, ის გახდა კიდევ უფრო აგრესიული, ღუმელიდან გადმოაგდო ჭურჭელი, რაშიც ბავშვის საკვებს უმზადებდა დედა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელის სახის არეში დარტყმით, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეუღლის ცემის შემდეგ, მან ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილების მიმართ. თამარი კოტორაშვილს ხელის სახის არეში დარტყმითა და ლოყაზე კბენით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მარიამ კოტორაშვილს კი ხელის სახის არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ასევე გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ლევან კოტორაშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტები პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის ლევან კოტორაშვილის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.

4.3. ბრალდებულ ლევან კოტორაშვილის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და ,,გ“ ქ/პ - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ლევან კოტორაშვილის მიერ საპატიმრო ადგილას გატარებული პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას გაეაზრებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მაგრამ უნდა მოხდეს მისი პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში იგი გარკვეულ კონტროლს იქნება დაქვემდებარებული პრობაციის ორგანოების მიერ, ხოლო თუ მისი მხრიდან კვლავ ექნება ადგილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდება და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აღსრულდება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის გამოსაცდელი ვადის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ლევან კოტორაშვილს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“, ,,ბ“,და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 0-(სამი) წელი.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ლევან კოტორაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლევან კოტორაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0-(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 0-(სამი) წელი.

 

2. ლევან კოტორაშვილის პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 07 დეკემბრიდან 2020 წლის 19 თებერვლის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში;

 

3. ლევან კოტორაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. ,,დანაშაულის პრევენცია, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლევან კოტორაშვილს დაეკისროს მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით;

 

5. ლევან კოტორაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი