განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100120003473109
საქმე N1/13-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზ----- შ--–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ-------- გ----–---
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №049101119002 საქმე
ბრალდებულ ტ-------- გ----–---- მიმართ
მამის სახელი: გ-------–-
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უ-----–---;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი: 0----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა- საქართველო, ა--------–-----, ს------–- პ------–- ტ---–-
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა- საქართველო, ა--------–-----, ს------–- პ------–- ტ---–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.ტ-------- გ-------–-ს ძე გ----–---მ, 2--- წლის 10 ნ--------- დაახლოებით 1-:3- საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტ---–-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და ხელის არეში შეშის ნაჭრის დარტყმით იძალადა შვილზე - ფ----- გ----–---ზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( 2020 წლის 0- თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი, (ს.ფ.90 – 95).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.ტ-------- გ----–---მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.დაზარალებულ ფ----- გ----–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 10 ნ--------- ჩამოვიდა ქალაქ თბილისიდან ბიძის დაკრძალვაზე, დაკრძალვის შემდეგ მისმა ნათესავებმა უთხრეს რომ დედამისი, ნ----- ტ--–--–-–---–-, იყო ცუდად და უნდა მოენახულებინა. იქნებოდა დაახლოებით 1-:3- საათი როდესაც ავიდა მასთან სახლში, ამბროლაურის რაიონის სოფელ პირველ ტ---–-ში, სახლში დახვდნენ მამა ტ-------- გ----–---, ძმები გ-------– და კ---- გ----–---ები, მათი მეუღლეები ზ---- კ----ხიძე და თ------ უ---–---–---–-. სახლში მისვლის შემდეგ ის ესაუბრებოდა დედამისს, ნ----- ტ--–--–-–---–-, რომელიც იყო შეუძლოდ და იმყოფებოდა საწოლში, მან დედას შესთავაზა ქალაქ თბილისში წაყვანა შესაბამისი მკურნალობის ჩატარებისა და მასზე მზრუნველობის მიზნით. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა მისი მამა ტ-------- გ----–---, რომელმაც განუცხადა რომ აქაც კარგად უვლიანო, ფ----- გ----–---მ კვლავ გამოხატა დედის თბილისში წაყვანის სურვილი და სთხოვა მამას დათანხმებოდა ამ საკითხში. მის თხოვნაზე მამამისი, ტ-------- გ----–--- გაბრაზდა, აიღო შეშის ნაჭერი და ჩაარტყა თავისა და ხელის მიდამოებში, აღნიშნულს ესწრებოდნენ ფ----- გ----–---- ძმები და რძლები, რომლებიც ცდილობდნენ მათ გაშველებას. ინციდენტის შემდეგ ის გამოვიდა სახლიდან, დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. (ს.ფ. 18–20);
6.მოწმის სახით დაკითხული გ-------– გ----–---- (ბრალდებულის შვილი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და განჩინებით პრეიუდიცულად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2--- წლის 10 ნ--------- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---------–- იყო ბიძამისის, ჯ----– ტ--–--–-–---–-ს დაკრძალვა, დაკრძალვაზე ასევე ჩამოსული იყო მისი ძმა, ფ----- გ----–---. მასთან არ აქვს ახლო ურთიერთობა, ვინაიდან მას და მის მეორე ძმას კ---- გ----–---ს უმიზეზიდ ედავება მამის ქონებაზე. აღნიშნული ინციდენტის გამო არც მათ და არც მის მშობლებს არ აქვთ აქტიური კავშირი ფ----- გ----–---სთან. საღამოს, მას შემდეგ რაც დამთავრდა დაკრძალვის პროცესია, ის, მისი ძმა კ---- გ----–--- და მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ სახლში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტ---–-ში, დაახლოებით 17:00 საათზე (ზუსტი დრო არ ახსოვს) სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ფ----- გ----–---, ამ დროს გ-------– გ----–--- მის მეორე ძმასთან ერთად იმყოფებოდა ეზოში. ფ-----ი შევიდა სახლში მშობლების სანახავად, ცოტახანში გაიგონა გინებისა და ლანძღვის ხმა, ფ----- გ----–--- აგინებდა მშობლებს. ტ-------- გ----–---მ ვერ მოითმინა შვილისგან მსგავსი შეურაცხყოფა და შეშის ნაჭერი მოუქნია შვილს თავისა და ხელის არეში, ინციდენტის შემდეგ მოახერხა ჩარევა და მათი გაშველება, მცდელობის მიუხედავად ფ----- გ----–--- წინააღმდეგობას უწევდა მათ, საბოლოოდ მისი სახლიდან გამოყვანა შეძლეს მეზობლებმა, რომელებიც ხმაურის შემდეგ მოვიდნენ ტ-------- გ----–---- სახლში. (ს.ფ.23-25);
7.2--- წლის 23 დ--------- დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ტ-------- გ----–---მ დანაშაული ჩაიდინა 2--- წლის 10 ნ--------- დაახლოებით 1-:3- საათზე (ს.ფ.65-67);
8.ს--- ლ---- ს----------–-- ს----–----- სასამართლო ე------------- ე---------–- ბიუროს 2--- წლის 27 ნ--------- № 0-------- დასკვნით, 2--- წლის 11 ნ--------- ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ფ----- გ----–---ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევების, სისხლჩაქცევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთდ აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგეებიან შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღებს (ს.ფ.50-54);
9. შ----------------------------------------–------–--------" მიერ 2--- წლის 12 დ--------- გაცემული N1-09 ცნობის თანახმად ირკვევა, რომ ტ-------- გ-------–-ს ძე გ----–--- შპს „ქ----------------------------------–------–-------“- ში აღრიცხვაზე არ იმყოფება (ს.ფ.1- )
10.ტ-------- გ----–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების ფ----- გ----–----ა და გ-------– გ----–---- 2--- წლის 10 ნ--------- გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების კ---- გ----–----, ზ---- კ----ხიძის, თ----- უ---–---–---–-ს, ლ--–- ს---------- 2--- წლის 11 ნ--------- გამოკითხვის ოქმებით; მოწმე თ------ ს----------, 2--- წლის 1- დ--------- გამოკითხვის ოქმით; დაზარალებულ ფ----- გ----–---- 2--- წლის 05 დ--------- გამოკითხვის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ე------------- დასკვნით; დადგენილებით სამედიცინო ე------------- დანიშვნის შესახებ; ცნობით ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; ნასამართლეობის ცნობით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შესახებ; განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შესახებ და სხვა
11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ტ-------- გ----–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
13.სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ-------- გ----–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
14. ტ-------- გ----–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
15.ტ-------- გ----–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული, წლების განმავლობაში ღირსეულად ეწეოდა პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას (არ არის ნასამართლები), მის მიერ ჩადენილი ქმედება მიაჩნია მისთვის შეუფერებელ და უღირს საქციელად, შესაბამისად აღიარებს და გულწრფელად ინანიებს მას, ხასიათდება დადებითად, ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შესაბამის ფულად შემწეობას, მის მიერ ჩადენილ ქმედებას წინ უძღოდა დაზარალებულისაგან მაპროვოცირებელი გარემოების შექმნა.
სასჯელის დასაბუთება:
1-. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ტ-------- გ----–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ტ-------- გ----–---- მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ხასიათდება დადებითად, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არის სუფთა წარსულის მქონე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ტ-------- გ----–---- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით .
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბრალდებული ტ-------- გ----–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პ------–- ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 ( ერთი ) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
2. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ტ-------- გ----–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. გაუქმდეს ბრალდებულ ტ-------- გ----–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ლ. ასათიანის N14)
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი