განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100119003168804
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/4016-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: დ----- კ------ე

ადვოკატი: ლ--- ც---–---ე

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ბ----- ხ----–-–---–ი

მამის სახელი: ი----

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–--–-----------–----------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილი

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1---------–-

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ბ---- ხ----–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ბ---- ხ----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება, კერძოდ, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის თებერვალში შ-------------–----- დირექტორმა ბ---- ხ----–-–---–მა, იჯარით აღებული საწარმოო ხაზის გამოყენებით, თ---–--–--------------------–---------–--------------------ში, აწარმოა ლ---- ა-–----ის მიერ რეგისტრირებული N---------------- (საიდენთიფიკაციო N--------------------) სასაქონლო ნიშნებით უკანონოდ ნიშანდებული, 47 620 ცალი მაწონი, იოდიზირებული „---–-------------–-- (------------- 400 გრ. (კოდი 4------------), 157 496 ცალი მაწონი ბიფიდო „---–-------------–-- (------------- 400 გრ. (კოდი 4------------), 122 701 ცალი კეფირი ბიფიდო „---–-------------–-- (------------- 1000 გრ. 1,5% ბოთლით (კოდი 4------------) და 106 473 ცალი კეფირი. ბიფიდო „---–-------------–-- (------------- 500 გრ. 1,5% ბოთლით (კოდი 4------------), რომელიც 2018 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდში შეიტანა სამოქალაქო ბრუნვაში და გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- პ-----–---–--, განმარტა, რომ შ--------------–-----ს (ს/ნ 4--------) საქმიანობაზე დანიშნული იყო თემატური რევიზია. შემდეგ გამოძიების მიერ შემცირდა პერიოდი და მიიღეს კორექტირების აქტი. რევიზიის მიზანი იყო დადგენილიყო რეალიზებული პროდუქციის - იოდიზირებული „---–-------------–-- (------------- 400 გრ. მაწონი ბიფიდო „---–-------------–-- (------------- 400 გრ. კეფირი ბიფიდო „---–-------------–-- 1000 გრ. 1,5% ბოთლით და კეფირი ბიფიდო „---–-------------–-- (------------- 500 გრ. 1,5% ბოთლით, როგორც ერთეული სახეობების, ისე ჯამური რაოდენობა და ღირებულება 2018 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით პერიოდში. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ზემოაღნიშნული 4 დასახელების საქონლის ჯამური სარეალიზაციო ღირებულება შეადგენდა 168348 ლარს.

 

გარდა ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენებისა, ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები სასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნით, რევიზიის ცნობით, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალით, საქმეზე დართული სასაქონლო ნიშნებით, მომართვის წერილებით საქპატენტიდან და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბ---- ხ----–-–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება, კერძოდ, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბ---- ხ----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ----- ხ----–-–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000(ოთხიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბ---- ხ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ბ---- ხ----–-–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - „---–-----------------------------ს და “----------------------ს სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებულ რძის ნაწარმის შესაფუთი ტარა-მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

სასამართლოდან ამოღებული 11 ლაზერული დისკი და სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული პროდუქციის რეალიზაციის ამსახველი ელექტრონული ინფორმაცია 01 დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე