გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1802100190033-7357(2/926-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
მოსარჩელე: ს----------–-----------------–---------------–-------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------–----------------------------------–---------------–--------------–ო
წარმომადგენელი: თ------–-–----ე
მოპასუხე: შპს ,,ე---------------“
წარმომადგენელი: ნ-----------ე
დავის საგანი: გ------------ის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ე--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გ------------ის მიყენებული ზიანის - 4------- ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის პოზიცია:
ს----------–-----------------–---------------–-------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------–----------------------------------–---------------–--------------–ოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2017 წლის 01 ივნისს (საველე აქტი) შემოწმებული იქნა შპს ,,ე---------------ს“ მიერ 500 კვ. ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის, ანძიების მშენებლობისათვის გაცემული 2--- წლის 2- მაისის #2- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობები შესრულება, რის შემდეგაც გაირკვა, რომ სამუშაოების შედეგად მოხსნილია მიწის ნაყოფიერი ფენა და აღრეულია მიწის გრუნტთან და ფუძექანებთან, რაც წარმოადგენს ზემოთაღნიშნული ეკოლოგიური-ექსპერტიზის დასკვნის 13-ე პირობის, ,,მშენებლობის ეტაპზე უზრუნველყოს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენების და კულტივაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 3- დეკემბრის 42- დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით 2017 წლის 08 ივნისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #035957, ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 7---- მუხლით და განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოს. აღნიშნული საქმის შესწავლის შემდეგ სასამართლომ შპს ,,ე---------------“ ცნო სამართალდამრღვევად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 7---- მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი. შპს ,,ე---------------ს“ მიერ ნიადაგის დეგრადაციის შედეგად გ------------ის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4------- ლარი, თანახმად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის 3-- დადგენილების, ტექნიკური რეგლამენტის გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტებისა. შპს ,,ე---------------“ ვალდებულია სახელმწიფოს აუნაზღაუროს მიყენებული ქონებრივი ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შპს ,,ე----------------“ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხომაზე არ სცნო სარჩელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები; მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ავითარებს დელიქტური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით, რომლის ლეგალურ დეფინიციას საქარღველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს. მართალია კანონმდებელი ადგენს პასუხისმგებლობას ნებისმიერი განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუმცა დელიქტთან დაკავშიებული ნორმები არეგულირებენ ზიანის მიყენების კონკრეტულ შემთხვევებს. სამოქალაქო სამართლებრივ დელიქტად ითვლება დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია არა ხელშეკრულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან, რაშიც იგულისხმება ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი, ფიზიკური ტრამვა, ცილისწამება, პირადი თავისუფლების, საკუთრების უფლებისა და კომერციული ინტერესების შეზღუდვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, მოპასუხის ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
საგულისხმოა ასევე, ისიც რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2017 წელს, საველე აქტი შედგა 2017 წლის 01 ივნისს, ხოლო სასამართლომ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გაამოიტანა 2017 წლის 04 ივლისს. გ------------ის მიყენებული ზიანის გამოანგარიშება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცნობილი გახდა სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად გ------------ის მიყენებული ზიანის შესახებ. აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ------------ის მიყენებული ზიანის გამონგარიშება უნდა მოახდინოს იმ დროს, როდესაც ცნობილი გახდება მისთვის ზიანის არსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი განხორციელდა 2017 წელს, ხოლო ზიანის გამოანგარიშება მოხდა ორწელიწადნახევრის შემდეგ, ანუ ყოველგვარი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად შეუძლებელია განისაზღვროს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმდებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წელს და დამდგარ შედეგს შორის, 2019 წელს როდესაც ზიანის გამოანგარიშება განხორციელდა. ამასთან საქმეს არ ერთვის ზიანის მიყენების ფაქტის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არც სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის დადგენილებაში და არც სამართალდარღვევის აღმოჩენის მომენტისთვის შედგენილ სხვა ადმინისტრაციულ აქტში არ არის მითითებული ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ, სარჩელს თან ერთვის მხოლოდ 2019 წლის 19 ნოემბერს შედგენილი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების დოკუმენტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 08 ივნისის გ-----------–----ი ზ------------–----ს დ--------------ს ა---------–-თ რ---------–ი სამმართველოს გ-----------–----ი ინსპექტირების განყოფილების უფროსი ინსპექტორის ია ჩაჩანიძის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N------ ოქმის თანახმად შპს ,,ე---------------“ მიცემული იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებასში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 7---- მუხლის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი N------;
3.1.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის დადგენილებით, შპს ,,ე---------------“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 7---- მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის N4-------- დადგენილება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ე---------------ს“ მიერ გ------------ის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 4------- ლარი.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე, 3-7-ე, 414-ე, 992-ე, მუხლები; საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------ დადგენილებით დამტკიცებული „გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ ტექნიკური რეგლამენტი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის გ------------ის ზიანის მიყენების ფაქტს და აღნიშნავს, რომ შპს „ე--------------ს“ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გადახდილი აქვს 2017 წლის 04 ივლისის N4-------- დადგენილებით მისთვის დარიცხული 5000 ლარი. სისრულეშია მოყვანილი ადმინისტრაციული სახდელის მიზანი, რომელიც პრევენციულ და აღმზრდელობით ღონისძიების სახეს ატარებს. განსახილველ შემთხვევაში მხარე არ ეთანხმება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას.
2--- წლის 2- მაისის N2- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირველი პირობის შესაბამისად, შპს „ენერგოტანსი“ თავის საქმიანობას არ ახორციელებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი ექსპლუატაციის ეტაპზე შემარბილებელი ღონისძიებების შესაბამისად. ამავე დასკვნის მე-13 პირობის შესაბამისად, შპს „ენერგოტანსი“ თავის საქმიანობას ახორციელებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ზიანის გამომწვევ მიზეზებს და კონკრეტულ ოდენობას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
საქმეში წარმოდგენილია, გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების, მდგომარეობის შემოწმების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზინიას გამოანგარიშების დოკუმენტი, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ მე-2 მუხლის შესაბამისად, შპს ,,ე---------------ს“ ეკოლოგიური ექსპერტიზით დადგენილი პირობების დარღვევით საქმიანობის შედეგად მიწის ფენის მოხსნის, მიწის გრუნტთან და ფუძექანებთან აღრევით მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 4------- ლარი.
შპს ,,ე--------------ის“ მიერ 500 კვ. ძაბვის ქ-------------–-----ის ელექტროგადამცემი ხაზის, ანძების მშენებლობისას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიწის ნაყოფიერი ფენის დაზიანებით გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრა-გამოანგარიშების აქტის თანახმად გამოვლინდა, რომ საწარმომ დაარღვია ნებართვით გათვალისწინებული პირობები და 2--- წლის 2- მაისის #2- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მე-13 პირობის შესაბამისად, შპს ,,ე---------------“ თავის საქმიანობას არ ახორციელებდა ეკოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული პირობით, რის შედეგად გ------------ის მიყენებული ზიანის დაანგარიშებული ოდენობა შეადგენს 4------- ლარს.
მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის შესაბამისადაც დასტურდება, რომ მისი ქმედებით გარემოს ზიანი არ მისდგომია. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ე---------------“ მიჩნეულია სამართალდამრღვევ პირად და მის ქმედებას მოყვა მიწის ნაყოფიერი ფენის დაზიანება, აღრევა მიწის გრუნტთან და ფუძექანებთან, რამაც გამოიწვია გ------------ის ზიანის მიყენება.
მოპასუხე აპელირებს იმის თაობაზე, რომ შპს ,,ე--------------“ 2017 წლის 04 ივლისის დადგენილებით გადახდილი აქვს მისთვის დარიცხული 5000 ლარი. სისრულეშია მოყვანილი ადმინისტრაციული სახდელის მიზანი, რომელიც პრევენციულ და აღმზრდელობით ღონისძიების სახეს ატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 792 თანახმად, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გ-----------–----ი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ საქმეში დავის საგანია გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა იყოს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ შპს ,,ე---------------ს“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი - მისი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი შპს ,,ე---------------ს“ ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის თანახმად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის დადგენილებით, შპს ,,ე---------------“ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 792 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ თავისთავად ამ ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა არ ადასტურებს გ------------ის ზიანის მიყენებას და ამის თაობაზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სხვა მტკიცებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის საქმიანობა ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს და დაწესებულია ლიმიტი, თუ რა კატეგორიის მიწის ფენის მოხსნა დაიშვება. ამგვარი რეგულირების მიზეზი არის სწორედ ის, რომ ნაყოფიერი მიწის ფენის მოხსნამ, გრუნტთან აღრევამ და ფუძექანებთან ზიანს აყენებს გარემოს. რაც შეეხება გ------------ის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელის მხრიდან გამოყენებულია საქართველოს მთავრობის 2----–-–------------------ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“. ხოლო შპს ,,ე---------------ს“ ეკოლოგიური ექსპერტიზით დადგენილი პირობების დარღვევით საქმიანობის შედეგად მიწის ფენის მოხსნის, მისი მიწის გრუნტთან და ფუძექანებთან აღრევით მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 4------- ლარი. გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრა-გამოანგარიშების აქტის თანახმად გამოვლინდა, რომ საწარმომ დაარღვია ნებართვით გათვალისწინებული პირობები და 2--- წლის 2- მაისის N2- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მე-13 პირობის შესაბამისად, შპს ,,ე---------------“ თავის საქმიანობას არ ახორციელებს მიწის ფენის გამოყენების ნორმების დაცვით;
ამდენად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის შემადგენლობის სამივე ნიშანი, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს ,,ე--------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფიო ბაჟის 1 328.63 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 53-ე, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სახელმწიფო ს------–---ო დ-–-------–---ს - გ-----------–----ი ზ------------–----ს დ--------------ს ა---------–-თ რ---------–ი სამმართველოს სარჩელი შპს ,,ე---------------ს“ წინააღმდეგ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ე--------------“ სახელმწიფო ს------–---ო დ-–-------–---ს - გ-----------–----ი ზ------------–----ს დ--------------ს ა---------–-თ რ---------–ი სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 4------- ლარის ანაზღაურება;
3. შპს ,,ე--------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1 328.63 ლარის გადახდა, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22; ანგარიშის სახაზინო კოდი: 300 783-50;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა