განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/---19
განაჩენი
საქართველოს სახელით
26.02.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის- თნათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - გი------ ნა-----–--ლის
ადვოკატი - ირ--- იჩ-----ძის
კანონიერი წარმომადგენელის - ირ-- ნა------–--ლის
მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი------ ნა-----–--ლი;
მამის სახელი: და-----;
დაბადებული: 02.10.2---–;
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე;
რეგისტრირებული: ქ. გურჯაანი, აღმაშენებლის ქ. N9-;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის ჩიხი N--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი.
კვალიფიკაცია: გი------ ნა-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 26 მარტს დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. გურჯაანში მდებარე ე.წ. ,,ბაბოს“ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ ნა-----–--ლი თავს დაესხა ერ---–- ჯი------–--ლს, რომელსაც სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დაეუფლა მის კუთვნილ ორ ცალ მობილურ ტელეფონსა და 200 ლარს, რითაც ერ---–- ჯი------–--ლს მიაყენა 310 ლარის მატერიალური ზიანი.
გი------ ნა-----–--ლს 2019 წლის 29 მარტს წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2019 წლის 29 მარტს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 26 მარტს დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. გურჯაანში მდებარე ე.წ. ,,ბაბოს“ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ ნა-----–--ლი თავს დაესხა ერ---–- ჯი------–--ლს, რომელსაც სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და დანის გამოყენებით , სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დაეუფლა მის კუთვნილ ორ ცალ მობილურ ტელეფონსა და 200 ლარს, რითაც ერ---–- ჯი------–--ლს მიაყენა 310 ლარის მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ყაჩაღობა - თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე გო----- არ---ძემ განაცხადა, რომ 2019 წლის 26 მარტს ქ. გურჯაანში დაახლოებით 11:00 საათზე შემთხვევით შეხვდა თავის თანასოფლელს ერ---–- ჯი------–--ლს და მისთვის უცნობ გი- ეპ----–--ლს. ერ---–-მ სთხოვა დახმარება, მას უნდოდა გარდაცვლილი დედის დანატოვარი ოქროს ბეჭდის დალომბარდება. ერ---–-ს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, გი- ეპ----–--ლი კი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და მისი პასპორტით ვერ დაალომბარდებდა ნივთს. მოწმე გაჰყვა ლომბარდში თენგოსთან და მისი პასპორტით დაალომბრდეს ბეჭედი. ერ---–-ს მისცეს 285 ლარი. ისინი წავიდნენ იუსტიციის სახლში, ერ---–-ს პასპორტი უნდა აეღო.
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე თე----- ნა----–--ლმა განაცხადა, რომ მას ქ. გურჯაანში, ნონეშვილის ქ.N19 აქვს ძვირფასი ლითონის მიმღები ლომბარდი. 2019 წლის 26 მარტს, მასთან მივიდა ერ---–- ჯი------–--ლი, მას სურდა დედის დანატოვარი ოქროს რგოლის დალომბარდება. ბეჭედი, რომ მისი დედის იყო მისთვის ცნობილია, რადგან ერ---–-ს დედას თავის სიცოცხლეში ჰქონდა იგივე ბეჭედი მოწმესთან დალომბარდებული.
ერ---–-ს ახლდა მოწმისათვის უცნობი პიროვნება, ერ---–-ს არ ჰქონდა პასპორტი და მოწმეს სთხოვა მასთან ერთად მოსული პიროვნების სახელზე გაეფორმებინათ დოკუმენტები, მაგრამ ეს მოქალაქე იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოწმემ უარი უთხრა, ასევე ურჩია მოეყვანა საქართველოს მოქალაქე. ერ---–- გარეთ გავიდა და მალე დაბრუნდა გო----- არ---ძესთან ერთად. მოწმემ გო-----ს სახელზე ჩაიბარა ოქროს რგოლი და ერ---–-ს გადასცა 285 ლარი.
3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე გი- ეპ----–--ლმა განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს ქ. გურჯაანში, გურამიშვილის ქ.N---ში. დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიცნო ერ---–- ჯი------–--ლი ე.წ. ,,ბებოს ბაღში’’, სადაც იკრიბებიან დღიურად მომუშავე მუშები და ელიან რომ ვინმემ დაიქირაოს. 2019 წლის 26 მარტს მოწმე 9:00 საათზე მივიდა ,,ბებოს ბაღში’’. იქ ნახა ერ---–- ჯი------–--ლი, რომელმაც სთხოვა წაჰყოლოდა ლომბარდში, რადგან სურდა ოქროს რგოლის დალომბარდება, მაგრამ არ ჰქონდა პასპორტი. მოწმე გაჰყვა ქ. გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე არსებულ ლომბარდში, მაგრამ ნივთის დალომბარდებაზე უარი უთხრეს, რადგან მოწმე არ არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ ერ---–-მ ნახა მოწმისათვის უცნობი პიროვნება, რომლის სახელზეც დაალომბარდა ნივთი და აიღო 285 ლარი. შემდეგ მოწმე და ერ---–- წავიდნენ იუსტიციის სახლში, რადგან ერ---–-ს განცხადება უნდა შეეტანა პასპორტის ასაღებად. იუსტიციის სახლში ერ---–-ს შეხვდა გი------ ნა-----–--ლი, მოწმეს იგი გააცნო ერ---–-მ. ერ---–-მ მოწმეს შესთავაზა დაელიათ ალკოჰოლი და ისინი წავიდნენ აგრარულ ბაზარში არყის და საკვების საყიდლად. გი------ ნა-----–--ლი დარჩა იუსტიციის სახლში. იგი დაპატიჟა ერ---–-მ და უთხრა ნახევარ საათში ,,ბაბოს ბაღში’’ მოსულიყო. მოწმემ და ერ---–-მ იყიდეს ბაზარში სამი ნახევარლიტრიანი არაყი, თევზი და ვაშლი. მოწმე და ერ---–- წავიდნენ ,,ბაბოს ბაღში’’ სადაც ელოდათ გი------ ნა-----–--ლი. მოწმემ და ერ---–-მ დაიწყეს არყის დალევა, გი------ თითქმის არ სვამდა. შემდეგ გი------მ უთხრა მოწმეს, რომ ერ---–-სთან ჰქონდა სალაპარაკო და ისინი დაეტოვებინა მარტო. ერ---–-ს გაუკვირდა გი------ს საქციელი. მოწმემ ორივე დატოვა და სახლში წავიდა, რომელიც სადაც სვამდნენ იქიდან ახლოს მდებარეობს და დაიძინა. შემდეგ მასთან სახლში აღელვებული ერ---–- მივიდა და მისი ტელეფონიდან პოლიციაში დარეკა. შემდეგ გაიგო, რომ ერ---–- უცემიათ და ფული წაურთმევიათ. ვინ სცემა ერ---–- და ფული ვინ წაართვა მოწმეს არ დაუნახავს.
4. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმედ დაკითხულმა დაზარალებულმა ერ---–- ჯი------–--ლმა განაცხადა, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში. 2019 წლის 26 მარტს დაახლოებით 9:00 საათზე შეხვდა ნაცნობს გი- ეპ----–--ლს გურჯაანში არსებულ მუშათა ბირჟაზე. მან სთხოვა გი- ეპ----–--ლს მისი პასპორტით დაელომბარებინა დედის დანატოვარი ოქროს რგოლი, რადგან თვითონ მას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. წავიდნენ ქ. გურჯაანში ნონეშვილის N19-ში არსებულ ლომბარდში, მაგრამ ნივთი ვერ დაალომბარდეს, რადგან გი- ეპ----–--ლი არის სხვა ქვეყნის მოქალქე. შემდეგ იქვე ქუჩაში შემთხვევით ნახა თავისი თანასოფლელი გო----- არ---ძე და მისი პასპორტით დაალომბარდა ნივთი და აიღო 285 ლარი. დაზარალებული და გი- ეპ----–--ლი წავიდნენ იუსტიციის სახლში, რათა დაზარალებულს განცხადება შეეტანა პირადობის მოწმობის ასაღებად. იუსტიციის სახლში შეხვდა გი------ ნა-----–--ლი, რომელსაც 5 წელია იცნობს. გი------ ნა-----–--ლი გააცნო გი- ეპ----–--ლსაც. გი------ ნა-----–--ლმა შესთავაზა დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. დაზარალებული დასთანხმდა და შეთანხმდნე ნახევარ საათში შეხვედროდნენ ,,ბაბოს ბაღში’’. დაზარალებული და გი- ეპ----–--ლი წავიდნენაგრარულ ბაზარში, სადაც იყიდეს სამი ნახევარლიტრიანი ჭაჭის არაყი, მაღაზიაში თევზი და ვაშლი. როდესაც მივიდნენ ,,ბაბოს ბაღში’’ იქ დახვდათ გი------ ნა-----–--ლი. სამივე ჩავიდნენ რკინიგზისკენ არსებულ ნაძვნარში და იქ არსებულ ბეტონის ფილაზე გაშალეს სუფრა და დაიწყეს დალევა. დაზარალებული და გი- ეპ----–--ლი სვამდნენ არაყს, გი------ არ სვამდა. ერთი ბოთლი არყის დალევის შემდეგ გი------მ უთხრა გი- ეპ----–--ლს წასულიყო და მარტო დაეტოვებინა ის და დაზარალებული, რადგან სალაპარაკო ჰქონდა. შემდეგ გი------მ დაზარალებულს უთხრა წასულიყვნენ ლიანდაგების გასწვრივ მდებარე მიტოვებული შენობისაკენ, რადგან ისეთი საქმე ჰქონდა, რომ არ უნდოდა ვინმეს მოესმინა. როდესაც შევიდნენ ამ შენობაში, გი------ ნა-----–--ლმა დანის მუქარით დაზარალებულს წაართვა 200 ლარი, ორი ცალი ნოკიას ფირმის ტელეფონი და სხვადასხვა დოკუმენტები, კერძოდ: ლიბერთი ბანკის სიმბარათები, დედის გარდაცვალების მოწმობა. გი------ ნა-----–--ლმა წააქცია დაზარალებული და ხელებით და ფეხებით დაუწყო ცემა. დაზარალებულმა მოიკრიბა ძალა, წამოდგა, ხელი ჰკრა და ეკლიან ბუჩქებში ჩააგდო გი------ ნა-----–--ლი. მოიშორა რა გი------ ნა-----–--ლი, დაზარალებული გაიქცა და მივიდა იქვე მცხოვრებ გი- ეპ----–--ლის სახლში, საიდანაც გი-ს ტელეფონით დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.
5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე და---- ყო--–--ლმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. 2019 წლის 29 მარტს მან გამოკითხა დაზარალებული ერ---–- ჯი------–--ლი, რომელსაც გი------ ნა-----–--ლმა წაართვა 200 ლარი, ტელეფონები და სცემა.
6. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე და---- და---–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. 2019 წლის 26 მარტს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ მოხდა ყაჩაღობის ფაქტი. მან გამოკითხა დაზარალებული ერ---–- ჯი------–--ლი საავადმყოფოში, რომელმაც დაადასტურა, რომ დანის მუქარით გი------ ნა-----–--ლმა წაართვა 200 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, ბანკის სიმბარათები და სცემა.
7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ბე-- ახ--–---რ-- განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში პოლიციის უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 26 მარტს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, მოქალაქე ერ---–- ჯი------–--ლი ითხოვდა დახმარებას. მისი განცხადებით - ის, გი- ეპ----–--ლი და გი------ ნა-----–--ლი იმყოფებოდნენ ,,ბაბოს ბაღის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც გი------ ნა-----–--ლმა ერ---–- ჯი------–--ლს წაართვა თანხა 200 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, ბანკის სიმბარათები და სცემა.
8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე გუ---- კ--------–---–-- განაცხადა, რომ იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 29 წლის სტაჟით. მის მიერ გაიცა დასკვნა ერ---–- ჯი------–--ლის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ, კერძო: ერ---–- ჯი------–--ლი 2019 წლის 26 მარტს მიღებული ტრამვის გამო მკურნალობას იტარებდა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალში“ 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 30 მარტამდე, დიაგნოზით: მრავლობითი ტრამვები დაუზუსტებელი, მწვავე სუბდურული ჰემატომა. მარცხენა ქუთუთოს და პერიოკულარული არის დაჟეჟილობა. მარცხენა მუხლის ზედაპირული ტრამვა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე თა---- ზე----–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 30 წლის სტაჟით. საქმის გარემოების მიხედვით გი------ ნა-----–--ლი 2019 წლის 26 მარტს ქ. გურჯაანში თავს დაესხა ერ---–- ჯი------–--ლს და დანის მუქარით გასტაცა ფული და ნივთები. 2019 წლის 30 მარტს გაიცა დასკვნა გი------ ნა-----–--ლის მიმართ, რომლის მიხედვით გი------ ნა-----–--ლს აღენიშნება ზრდა ტუჩის არეში ზედაპირული ჭრილობა, ასევე ნაჭდევები ზედა ტუჩის, ნიკაპის და მარცხენა წვივის არეში, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა წინამხრის არეში აღენიშნება მრავლობითი ხაზოვანი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს, ანუ 2019 წლის 26 მარტს. გი------ ნა-----–--ლის განმარტებით ხაზოვანი ნაჭდევები მიღებული აქვს კატისაგან 2019 წლის 26 მარტს.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე და---- მო----–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტად, ექსპერტად მუშაობის 13 წლის სტაჟით. 2019 წლის 03 აპრილს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N40/დ, რომლის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და ეკუთვნის ერ---–- ჯი------–--ლს.
11. ბრალდებულმა გი------ ნა-----–--ლმა მოწმის სახით დაკითხვაზე განაცხადა უარი და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მან ნამდვილად სცემა ერ---–- ჯი------–--ლს, რადგან დედის მისამართით შეაგინა მას, მაგრამ არც დანით დამუქრებია და არც ფული არ წაურთმევია.
მართლსაწინააღმდეგოდ ქონების დაუფლება ნიშნავს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, თავდამსხმელის მფლობელობასა და განკარგვაში ნივთის გადასვლას ისე, რომ თავდამსხმელს აქვს საშუალება თავისი ნების შესაბამისად განკარგოს დაუფლებული ქონება.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ქონების დაუფლება ან ქონების დაუფლების განზრახვა წარმოადგენს ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების აუცილებელ ნიშანს. ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების განზრახვის გამოხატვის ან ქონების დაუფლების სისრულეში მოყვანა, ქმედების დაწყებისთანავე ყაჩაღობას წარმოადგენს თუ ამ ქმედებას თან ახლავს დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე და ამ საფრთხეს დაზარალებული გააცნობიერებს.
სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მოწმეების ჩვენებებით, საქმეზე დართული მტკიცებულებებით, როგორიცაა ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, ტრასოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდია დასტურდება, რომ გი------ ნა-----–--ლმ ჩაიდინა ყაჩაღობა და ერ---–- ჯი------–--ლს დანის გამოყენებით, მუქარით და ცემის შედეგად წაართვა ფულადი თანხა 200 ლარი და ორი მობილური ტელეფონი.
ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით
1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე გო----- არ---ძემ განაცხადა, რომ 2019 წლის 26 მარტს ქ. გურჯაანში დაახლოებით 11:00 საათზე შემთხვევით შეხვდა თავის თანასოფლელს ერ---–- ჯი------–--ლს და გი- ეპ----–--ლს. ერ---–-მ სთხოვა დახმარება, მას უნდოდა გარდაცვლილი დედის დანატოვარი ოქროს ბეჭდის დალომბარდება. ერ---–-ს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, გი- ეპ----–--ლი კი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და მისი პასპორტით ვერ დაალომბარდებდა ნივთს. მოწმე გაჰყვა ლომბარდში თენგოსთან და მისი პასპორტით დაალომბრდეს ბეჭედი. ერ---–-ს მისცეს 285 ლარი. ისინი წავიდნენ იუსტიციის სახლში, ერ---–-ს პასპორტი უნდა აეღო.
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე თე----- ნა----–--ლმა განაცხადა, რომ მას ქ. გურჯაანში, ნონეშვილის ქ.N19 აქვს ძვირფასი ლითონის მიმღები ლომბარდი. 2019 წლის 26 მარტს, მასთან მივიდა ერ---–- ჯი------–--ლი, მას სურდა დედის დანატოვარი ოქროს რგოლის დალომბარდება. ბეჭედი, რომ მისი დედის იყო მისთვის ცნობილია, რადგან ერ---–-ს დედას თავის სიცოცხლეში ჰქონდა იგივე ბეჭედი მოწმესთან დალომბარდებული.
ერ---–-ს ახლდა მოწმისათვის უცნობი პიროვნება, ერ---–-ს არ ჰქონდა პასპორტი და მოწმეს სთხოვა მასთან ერთად მოსული პიროვნების სახელზე გაეფორმებინათ დოკუმენტები, მაგრამ ეს მოქალაქე იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოწმემ უარი უთხრა, ასევე ურჩია მოეყვანა საქართველოს მოქალაქე. ერ---–- გარეთ გავიდა და მალე დაბრუნდა გო----- არ---ძესთან ერთად. მოწმემ გო-----ს სახელზე ჩაიბარა ოქროს რგოლი და ერ---–-ს გადასცა 285 ლარი.
3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე გი- ეპ----–--ლმა განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს ქ. გურჯაანში, გურამიშვილის ქ.N---ში. დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიცნო ერ---–- ჯი------–--ლი ე.წ. ,,ბებოს ბაღში’’, სადაც იკრიბებიან დღიურად მომუშავე მუშები და ელიან რომ ვინმემ დაიქირაოს. 2019 წლის 26 მარტს მოწმე 9:00 საათზე მივიდა ,,ბებოს ბაღში’’. იქ ნახა ერ---–- ჯი------–--ლი, რომელმაც სთხოვა წაჰყოლოდა ლომბარდში, რადგან სურდა ოქროს რგოლის დალომბარდება, მაგრამ არ ჰქონდა პასპორტი. მოწმე გაჰყვა ქ. გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე არსებულ ლომბარდში, მაგრამ ნივთის დალომბარდებაზე უარი უთხრეს, რადგან მოწმე არ არის საქართველოს მოქალაქე. შემდეგ ერ---–-მ ნახა მოწმისათვის უცნობი პიროვნება, რომლის სახელზეც დაალომბარდა ნივთი და აიღო 285 ლარი. შემდეგ მოწმე და ერ---–- წავიდნენ იუსტიციის სახლში, რადგან ერელკეს განცხადება უნდა შეეტანა პასპორტის ასაღებად. იუსტიციის სახლში ერ---–-ს შეხვდა გი------ ნა-----–--ლი, მოწმეს იგი გააცნო ერ---–-მ. ერ---–-მ მოწმეს შესთავაზა დაელიათ ალკოჰოლი და ისინი წავიდნენ აგრარულ ბაზარში არყის და საკვების საყიდლად. გი------ ნა-----–--ლი დარჩა იუსტიციის სახლში. იგი დაპატიჟა ერ---–-მ და უთხრა ნახევარ საათში ,,ბაბოს ბაღში’’ მოსულიყო. მოწმემ და ერ---–-მ იყიდეს ბაზარში სამი ნახევარლიტრიანი არაყი, თევზი და ვაშლი. მოწმე და ერ---–- წავიდნენ ,,ბაბოს ბაღში’’ სადაც ელოდათ გი------ ნა-----–--ლი. მოწმემ და ერ---–-მ დაიწყეს არყის დალევა, გი------ თითქმის არ სვამდა. შემდეგ გი------მ უთხრა მოწმეს, რომ ერ---–-სთან ჰქონდა სალაპარაკო და ისინი დაეტოვებინა მარტო. ერ---–-ს გაუკვირდა გი------ს საქციელი. მოწმემ ორივე დატოვა და სახლში წავიდა, რომელიც სადაც სვამდნენ იქიდან ახლოს მდებარეობს და დაიძინა. შემდეგ მასთან სახლში აღელვებული ერ---–- მივიდა და მისი ტელეფონიდან პოლიციაში დარეკა. შემდეგ გაიგო, რომ ერ---–- უცემიათ და ფული წაურთმევიათ. ვინ სცემა ერ---–- და ფული ვინ წაართვა მოწმეს არ დაუნახავს.
4. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმედ დაკითხულმა დაზარალებულმა ერ---–- ჯი------–--ლმა განაცხადა, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში. 2019 წლის 26 მარტს დაახლოებით 9:00 საათზე შეხვდა ნაცნობს გი- ეპ----–--ლს გურჯაანში არსებულ მუშათა ბირჟაზე. მან სთხოვა გი- ეპ----–--ლს მისი პასპორტით დაელომბარებინა დედის დანატოვარი ოქროს რგოლი, რადგან თვითონ მას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. წავიდნენ ქ. გურჯაანში ნონეშვილის N19-ში არსებულ ლომბარდში, მაგრამ ნივთი ვერ დაალომბარდეს, რადგან გი- ეპ----–--ლი არის სხვა ქვეყნის მოქალქე. შემდეგ იქვე ქუჩაში შემთხვევით ნახა თავისი თანასოფლელი გო----- არ---ძე და მისი პასპორტით დაალომბარდა ნივთი და აიღო 285 ლარი. დაზარალებული და გი- ეპ----–--ლი წავიდნენ იუსტიციის სახლში, რათა დაზარალებულს განცხადება შეეტანა პირადობის მოწმობის ასაღებად. იუსტიციის სახლში შეხვდა გი------ ნა-----–--ლი, რომელსაც 5 წელია იცნობს. გი------ ნა-----–--ლი გააცნო გი- ეპ----–--ლსაც. გი------ ნა-----–--ლმა შესთავაზა დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. დაზარალებული დასთანხმდა და შეთანხმდნე ნახევარ საათში შეხვედროდნენ ,,ბაბოს ბაღში’’. დაზარალებული და გი- ეპ----–--ლი წავიდნენაგრარულ ბაზარში, სადაც იყიდეს სამი ნახევარლიტრიანი ჭაჭის არაყი, მაღაზიაში თევზი და ვაშლი. როდესაც მივიდნენ ,,ბაბოს ბაღში’’ იქ დახვდათ გი------ ნა-----–--ლი. სამივე ჩავიდნენ რკინიგზისკენ არსებულ ნაძვნარში და იქ არსებულ ბეტონის ფილაზე გაშალეს სუფრა და დაიწყეს დალევა. დაზარალებული და გი- ეპ----–--ლი სვამდნენ არაყს, გი------ არ სვამდა. ერთი ბოთლი არყის დალევის შემდეგ გი------მ უთხრა გი- ეპ----–--ლს წასულიყო და მარტო დაეტოვებინა ის და დაზარალებული, რადგან სალაპარაკო ჰქონდა. შემდეგ გი------მ დაზარალებულს უთხრა წასულიყვნენ ლიანდაგების გასწვრივ მდებარე მიტოვებული შენობისაკენ, რადგან ისეთი საქმე ჰქონდა, რომ არ უნდოდა ვინმეს მოესმინა. როდესაც შევიდნენ ამ შენობაში, გი------ ნა-----–--ლმა დანის მუქარით დაზარალებულს წაართვა 200 ლარი, ორი ცალი ნოკიას ფირმის ტელეფონი და სხვადასხვა დოკუმენტები, კერძოდ: ლიბერთი ბანკის სიმბარათები, დედის გარდაცვალების მოწმობა. გი------ ნა-----–--ლმა წააქცია დაზარალებული და ხელებით და ფეხებით დაუწყო ცემა. დაზარალებულმა მოიკრიბა ძალა, წამოდგა, ხელი ჰკრა და ეკლიან ბუჩქებში ჩააგდო გი------ ნა-----–--ლი. მოიშორა რა გი------ ნა-----–--ლი, დაზარალებული გაიქცა და მივიდა იქვე მცხოვრებ გი- ეპ----–--ლის სახლში, საიდანაც გი-ს ტელეფონით დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.
5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე და---- ყო--–--ლმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. 2019 წლის 29 მარტს მან გამოკითხა დაზარალებული ერ---–- ჯი------–--ლი, რომელსაც გი------ ნა-----–--ლმა წაართვა 200 ლარი, ტელეფონები და სცემა.
6. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე და---- და---–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლად. 2019 წლის 26 მარტს სამმართველოსი სემოვიდა შეტყობინება, რომ მოხდა ყაჩაღობის ფაქტი. მან გამიკოთხა დაზარალებული ერ---–- ჯი------–--ლი საავადმყოფოში, რომელმაც დაადასტურა, რომ დანის მუქარით გი------ ნა-----–--ლმა წაართვა 200 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, ბანკის სიმბარათები და სცემა.
7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ბე-- ახ--–---რ-- განაცხადა, რომ იგი მუშაობს შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში პოლიციის უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 26 მარტს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, მოქალაქე ერ---–- ჯი------–--ლი ითხოვდა დახმარებას. მისი განცხადებით - ის, გი- ეპ----–--ლი და გი------ ნა-----–--ლი იმყოფებოდნენ ,,ბაბოს ბაღის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც გი------ ნა-----–--ლმა ერ---–- ჯი------–--ლს წაართვა თანხა 200 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, ბანკის სიმბარათები და სცემა.
8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე გუ---- კ--------–---–-- განაცხადა, რომ იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 29 წლის სტაჟით. მის მიერ გაიცა დასკვნა ერ---–- ჯი------–--ლის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ, კერძო: ერ---–- ჯი------–--ლი 2019 წლის 26 მარტს მიღებული ტრამვის გამო მკურნალობას იტარებდა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალში“ 2019 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 30 მარტამდე, დიაგნოზით: მრავლობითი ტრამვები დაუზუსტებელი, მწვავე სუბდურული ჰემატომა. მარცხენა ქუთუთოს და პერიოკულარული არის დაჟეჟილობა. მარცხენა მუხლის ზედაპირული ტრამვა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე თა---- ზე----–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 30 წლის სტაჟით. საქმის გარემოების მიხედვით გი------ ნა-----–--ლი 2019 წლის 26 მარტს ქ. გურჯაანში გი------ ნა-----–--ლი თავს დაესხა ერ---–- ჯი------–--ლს და დანის მუქარით გასტაცა ფული და ნივთები. 2019 წლის 30 მარტს გაიცა დასკვნა გი------ ნა-----–--ლის მიმართ, რომლის მიხედვით გი------ ნა-----–--ლს აღენიშნება ზრდა ტუჩის არესი ზედაპირული ჭრილობა, ასევე ნაჭდევები ზედა ტუჩის, ნიკაპის და მარცხენა წვივის არეში, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა წინამხრის არეში აღენიშნება მრავლობითი ხაზოვანი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს, ანუ 2019 წლის 26 მარტს. გი------ ნა-----–--ლის განმარტებით ხაზოვანი ნაჭდევები მიღებული აქვს კატისაგან2019 წლის 26 მარტს.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე და---- მო----–-–--ლმა განაცხადა, რომ იგი მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტად, ექსპერტად მუშაობის 13 წლის სტაჟით. 2019 წლის 03 აპრილს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N40/დ, რომლის მიხედვით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და ეკუთვნის ერ---–- ჯი------–--ლს.
11. ბრალდებულმა გი------ ნა-----–--ლმა მოწმის სახით დაკითხვაზე განაცხადა უარი და საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მან ნამდვილად სცემა ერ---–- ჯი------–--ლს, რადგან დედის მისამართით შეაგინა მას, მაგრამ არც დანით დამუქრებია და არც ფული არ წაურთმევია.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაზარალებულს აყენებს ჯანმრთელობის დაზიანებას, მიუხედავად დაზიანების ხარისხისა. მუქარად ჩაითვლება ნებისმიერი მოქმედება, რომელიც დაზარალებულს შეუქმნის ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რეალურ შიშს. ერ---–- ჯი------–--ლის ჩვენებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ნივთმტკიცების ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გი------ ნა-----–--ლმა ერ---–- ჯი------–--ლის მიმართ გამოიყენა ძალადობა, დანის გამოყენებით ხელი ჩაუყო ჯიბეში, ამოაცალა თანხა და ორი მობილური ტელეფონი, შემდეგ წააქცია მიწაზე და ხელებით და ფეხებით მრავალჯერადი დარტყმით სცემა, რის შედეგადაც ერ---–- ჯი------–--ლმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ასევვე დადასტურებულია, რომ ბრალდებული დაზარალებულ ერ---–- ჯი------–--ლს ცივი იარაღით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შემდეგაც ერ---–- ჯი------–--ლს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რომელსაც თან ახლავს სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, წარმოადგენს ყაჩაღობას. ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოულოდნელად თავს დაესხა დაზარალებულ ერ---–- ჯი------–--ლს, დანით დაემუქრა, წაართვა თანხა, მობილური ტელეფონები და სცემა.
ამრიგად მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ ნა-----–--ლმა ჩაიდინა ყაჩაღობა, მაშასადამე, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც პირის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ ნა-----–--ლმა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულ გი------ ნა-----–--ლის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა
საქმის არსებით სხდომაზე განხილვის დროს სასამართლოზე არ გამოვლინდა რაიმე ისეთი საპროცესო დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ ნა-----–--ლის ქმედების შემამსუბუქებელი გარემოება მის მიერ ჩადენილი ქმედების ნაწილობრივ აღიარება, ითხოვს პატიებას. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, მოქმედებით გამოვლენილი მართლწინააღმდეგობის ხასიათს, მოვალეობათა დარღვევის სახეს და ზომას, ქმედების განხორციელების ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გი------ ნა-----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურ შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. გი------ ნა-----–--ლი არის 16 წლის. მის მიმართ ვრცელდება საქართველოს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათები. აღნიშნული კოდექსი უშვებს შესაძლებლობას არასრულწლოვანი პირების მიმართ გამოვიყენოთ განრიდება. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სასამართლომ მიზანშუწონილად მიიჩნია გი------ ნა-----–--ლის მიმართ განრიდების გამოყენება. ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ დადგენილი შეღავათი. ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გი------ ნა-----–--ლის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიება როგორიცაა პირობითი მსჯავრი.
გი------ ნა-----–--ლი არ არის ნასამართლები. მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და გამოყენებულ იქნას პირობითი მსჯავრი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. გი------ ნა-----–--ლის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა, რომელიც უნდა გაუქმდეს.
2. ნივთმტკიცებები:
ერ---–- ჯი------–--ლის ტანსაცმელი(ქურთუკი, მოლურჯო ჯინსის შარვალი, სპორტული ზედატანი, სპორტული ფეხსაცმელი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
,,ნოკიას’’ ფირმის თეთრი მობილური ტელეფონი ,,ჯეოსელის’’სიმბარათი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ასფალტის ნატეხები, ქაღალდი, შავი ფლაკონი თეთრი სახურავით, სანთებელა,ღილი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ელექტრო დამტენი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ლიბერთი ბანკის სამი ბარათი, ლითონის მონეტები, (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
რუხი ფურცელი, იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სამახსოვრო ბარათი, გირავნობის ხელშეკრულება, ნ. თე--------–--ლის გარდაცვალების მოწმობა, ნ. თე--------–--ლის დაზღვევის ბარათი, ექსპრეს ქარდი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გირავნობის ხელშეკრულების ასლი 26.03.2019 წ, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შეინახოს საქმის შენახვის ვადით.
გი------ ნა-----–--ლის ნერწყვის ნიმუში (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ერ---–- ჯი------–--ლის ნერწყვის ნიმუში (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ ნა-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი .
2. გი------ ნა-----–--ლს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ გი------ ნა-----–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წელი და 4(ოთხი) თვე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი და 4(ოთხი) თვე.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით გი------ ნა-----–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს.
4. გი------ ნა-----–--ლს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 28 მარტის 19:00 საათიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის მოხდაში მოხდილად.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
5.1. ერ---–- ჯი------–--ლის ტანსაცმელი(ქურთუკი, მოლურჯო ჯინსის შარვალი, სპორტული ზედატანი, სპორტული ფეხსაცმელი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.2. ,,ნოკიას’’ ფირმის თეთრი მობილური ტელეფონი ,,ჯეოსელის’’სიმბარათი ( რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.3. ასფალტის ნატეხები, ქაღალდი, შავი ფლაკონი თეთრი სახურავით, სანთებელა, ღილი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ელექტრო დამტენი- დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.4. ლიბერთი ბანკის სამი ბარათი, ლითონის მონეტები, (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.5. რუხი ფურცელი, იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სამახსოვრო ბარათი, გირავნობის ხელშეკრულება, ნ. თე--------–--ლის გარდაცვალების მოწმობა, ნ. თე--------–--ლის დაზღვევის ბარათი, ექსპრეს ქარდი (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.6. 26.03.2019 წლის გირავნობის ხელშეკრულების ასლი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შეინახოს საქმის შენახვის ვადით.
5.7. გი------ ნა-----–--ლის ნერწყვის ნიმუში (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5.8. ერ---–- ჯი------–--ლის ნერწყვის ნიმუში (რომელიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე