განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100120003445263
N1/21-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
27 თებერვალი, 2020 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ--------------ი
მამის სახელი: გ----
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თ--–---------------------–-----------–-
მცხოვრები: თ--–---------------------–-----------–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 12 დეკემბერს. დაახლოებით 17:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, რ--------------ი ისე, რომ არ ქონია ა-–-----------------------–-ს წინასწარი ნებართვა, მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ა-–-----------------------–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ა-–-----------------------–-ს ბინის ხელშეუხებლობა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რ--------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, რ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ--------------მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ რ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ რ--------------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
7. რ--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
8. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს 2019 წლის 13 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოოდ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი
9. რ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას რ--------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ა-------------–--–---ის (პირადი N 2----------) , ა--------------–-------–ის (პირადი N 2----------), ბ---–------------–-------–ის (პირადი N 2----------), თ-------–---–------ას (პირადი N 3----------), შ------------–--–---ას (პირადი N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
10. ნივთიერი მტკიცებულებები: პირადობის მოწმობის ჩასალაგებელი პოლიეთილენის ორი ცალი შალითა, ერთი ცალი ბლოკნოტი, მომწვანო ფერის საწვიმარი და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, დაუბრუდნეს კანონიერ მფლობელებს. ნივთიერი მტკიცებულება - პოლიეთილენის პარკი საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს.
11. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური