განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
200100119003306238
დავის ტიპი
276 2
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003306238

N1/309-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

 

27 თებერვალი, 2020 წელი თელავი

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

 

სახელმწიფო ბრალმდებელი, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი - შ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ი-------------–---–ი

მამის სახელი: მ-----

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ----------------------–----------

მცხოვრები: ქ----------------------–----------

 

დავოკატი - უ–--------–--–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ი-------------–---–ი 2019 წლის 8 ოქტომბერს მოძრაობდა ქ. ახმეტაში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,კახეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ბე ემ ვეთი“ სახელმწიფო ნომრით A--------. მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, ხოლო შემდეგ გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვეითებს მ-------------–---–სა და ნ--------------–---–ს. შეჯახების შედეგად მ-------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ნ--------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მ-------------–---–ისა და ნ-------------–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დაკვნით, ვიდეოჩანაწერით და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ი-------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ი-------------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

7. ი-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

8. ი-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

9. ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით A--------, დალუქულ მდგომარეობაში ინახება ავტოსაჯარიმო ტერმინალზე, ავტომანქანა „ჰონდა“, სახელმწიფო ნომრით W--------- დალუქულ მდგომარეობაში ინახება ავტოსაჯარიმო ტერმინალზე, ი-------------–---–ის ტანსაცმელი, დალუქული ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

10. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ავტომანქანა „ბმვდან“ სახელმწიფო ნომრით A-------- ამოღებული მიკრონაწილაკები, დალუქული ინახება შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში, ი-------------–---–ის სისხლის ნიმუში, ნ-------------–---–ის სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს.

11. DVD დისკი და მასში ჩაწერილი ვ--–----------------ის კუთვნილი რესტორანი კახეთის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური