განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 05010011900333815-
საქმე N 1-417-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
21. 02. 2020 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე - ბოლქვაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: შო----------
დაცვის მხარე
დამცველი: გო--------------–--ლი
თარჯიმანი: ზუ-------------–ია
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------
ბრალდებული: და------------–--ლი
მამის სახელი: ვ-–-
დაბადებული: 2-.11.1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ძ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2-----–-–-----------------ს, ნა----–-------ა დროებით საცხოვრებლად არასრულწლოვან შვილთან და–----------ან ერთად ჩამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძი----ში მცხოვრებ და------------–--ლთან, სადაც მას არ მოეწონა იქ არსებული პირობები და მიუხედავად და------------–--ლის წინააღმდეგობისა, იმავე დღეს მეგობრის დამხარებით დატოვა და------------–--ლის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულზე განაწყენდა და------------–--ლი და იმავე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა ნა----–-------ას მიერ, მასთან დროებით შესანახად დატოვებულ სამ ჩანთაში მოთავსებული, კუთვნილი 19432 ლარის ღირებულების ტანსცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, წიგნები, რვეულები, პასპორტი და ფულადი თანხა 1000 (ათასი) აშშ დოლარი, რითაც მისი ქმედებით დაზარალებულ ნა----–-------ას მიაყენა 19 432 (ცხრამეტიათასოთხას ოცდათორმეტი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.
2.1. ბრალდებულმა და------------–--ლმა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ თავი დამნაშავედ ცნო დაზარალებულ ნა----–-------ას ნივთების ცეცხლის წაკიდებით განადგურებაში, თუმცა არ დაეთანხმა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას და განმარტა, ნა----–-------ა გაიცნო საიტის მეშვეობით, ერთი წელი ჰქონდა მიმოწერა და საუბარი. ნა----–-ამ მისი ნდობა დაიმსახურა, სთხოვდა მასთან წაყვანას. მან დაუჯერა და ჩამოსასვლელი ფული გაუგზავნა ნა----–-------ას, რომელმაც უთხრა, რომ მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით ჩამოვიდოდა მასთან, დროებით არა. ბავშვის ჩამოყვანაზეც დათანხმდა. ნა----–-ამ იცოდა მისი პირობების შესახებ და აპირებდნენ სახლის ერთად ,,გარემონტებას". ნა----–-------ას იგი თბილისში დახვდა და წამოვიდნენ სოფელში, რომელსაც ქონდა ორი ჩემოდანი, ერთი პატარა სპორტული ჩანთა და ბავშვის ჩანთები. ნა----–-ას იმავე დღესვე შეეცვალა ხასიათი და უთხრა, რომ უკან დაბრუნება უნდოდა, რაზეც მან უარი უთხრა თანხის უქონლობის გამო. მან ნა----–-ას განუცხადა, რომ პოლიციას გამოიძახებდა და მათი თანდასწრებით წაეღო ნივთები. ნა----–-ას მეგობრის მისვლის შემდეგ, ამ უკანასკნელს უთხრა, რომ წამოსულიყო ნივთების წასაღებად, რაზეც ნა----–-ამ ისტერიკული ყვირილი დაიწყო. მისმა მეგობარმა დახურა ა/მანქანის კარები და წავიდნენ. ამაზე ანერვიულდა და შეურაცხყოფის ნიადაგზე დაწვა ნა----–-ას ნივთები, დარჩენილი ნივთები კი პოლიციაში მიიტანა. მისი ვარაუდით დაახლოებით 2000 ლარამდე იქნება ნივთების ღირებულება. თავს დამნაშავედ ცნობს, რადგან ანერვიულების ნიადაგზე დაწვა ნივთები, ზიანს ანაზღაურებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ მხოლოდ მის მიერ დასახელებული თანხის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა ნა----–-ა რ--ამ განმარტა, რომ საიტის მეშვეობით გაიცნო და------------–--ლი, რომელმაც შესთავაზა ერთობლივი ცხოვრება. ერთ წელზე მეტი ჰქონდათ მიმოწერა და შეთანხმდნენ, რომ ჩამოვიდოდა რაიონში. ყოფილი მეუღლისგან აიღო ნებართვა შვილის საზღვარგარეთ ერთი წლით წამოყვანაზე. და------------–--ლთან ჩამოსვლამდე მუშაობდა ფერმაზე და ხელფასი 500 დოლარი ჰქონდა. იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და 8 წლის ბავშვთან ერთად ჩამოფრინდა თბილისში, მარტო ბავშვის პასპორტი 100 აშშ დოლარი დაუჯდა. თან ქონდა 1000 აშშ დოლარი, ორი დიდი ჩემოდანი, ბავშვის ორი ზურგჩანთა, ხელჩანთა და პატარა ჩანთა საბუთებისთვის. აეროპორტში დახვდა და------------–--ლი, რის შემდეგაც თავის შვილთან ერთად წამოვიდნენ თა----–---–ის სახლში. ყველა ჩამოტანილი ნივთი მიიტანა ამ უკანასკნელის სახლში. ფული საფულეში ჰქონდა, ხოლო საფულე - პირად ჩანთაში საბუთებთან ერთად. და------------–--ლი მარტო ცხოვრობდა და ისეთი ანტისანიტარია დახვდა, მიხვდა, რომ ამ პირობებში ბავშვს ვერ დატოვებდა და ეჩხუბა და----ს. და----მა ჯერ უთხრა ენახა ადამიანი, ვინც წასვლაში დაეხმარებოდა, მერე განუცხადა, რომ მხოლოდ პოლიციის ნებართვით შეძლებდა წასვლას. მან დაურეკა ნაცნობს ნე-------–----ძეს, რომელიც ჩამოვიდა ტაქსით და სთხოვა გზაზე დახვედრა. ბავშვთან ერთად იგი ჩაჯდა ტაქსში, და------------–--ლი კი ექაჩებოდა და ეუბნებოდა სახლში დაბრუნებულიყო, აგრესიას გამოხატავდა მის მიმართ. ტაქსის მძღოლმა ურჩია კონფლიქტის თავდან ასაცილებლად პოლიციაში მისვლა. ვერაფერის წამოღება ვერ მოასწრო, ვარაუდობდა, რომ მივიდოდა მისი ნაცნობი და შეძლებდა ნივთების წამოღებას. პოლიციაში მისვლის შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი ნივთების განადგურების შესახებ. მისი განმარტებით მას ჩანთაში ქონდა 10 ცალი კაბა, 10 ცალი ჯინსი, ქურთუკები ზამთრის და შემოდგომის, ფეხსაცმელები, ყველაფერი მისთვის და ბავშვისთვის, ყველა სეზონისთვის. ნა----–-------ას ჩვენებით მათთან ტანსაცმელი ძვირი ღირს. და------------–--ლის ქმედებით მას მიადგა 5500 აშშ დოლარის ზიანი, ასევე დაეწვა ჩანთაში არსებული 1000 დოლარი. ყველაფერი კომპაქტურად ჰქონდა ჩალაგებული ჩემოდანში, დიდი ტანსაცმელებისთვის ვაკუუმის ცელოფნები ჰქონდა ნაყიდი, ტანსაცმლების უმეტესობა იყო ახალი. და------------–--ლმა მხოლოდ ბავშვს დაუბრუნა სათამაშო და ორი ზურგჩანთა. ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 5500 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე თანხას 1000 აშშ დოლარს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნე-------–----ძემ განმარტა, რომ ყაზახეთში დადის სამუშაოდ და ნა----–-------ა იქ გაიცანო. ეს უკანასკნელი იქ ცხოვრობს და მუშაობს. 6 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე დაუკავშირდა ნა----–-ა და სთხოვა დახმარება, მისამართიც მისწერა სმს-ით. ნა----–-ამ სთხოვა დამხარებოდა სოფლიდან წამოსვლაში, ბილეთის ყიდვაში, ასევე უთხრა, რომ ჰქონდა 1000 დოლარი, რომელიც ეყოფოდა სახლში დასაბრუნებლად. ნა----–-ა ბავშვთან ერთად იყო. მან ტაქსით მიაკითხა ნა----–-ას და------------–--ლის სოფელში, რომელიც გზაზე დახვდა ბავშვთან ერთად. ნა----–-ა იყო შეშფოთებული, ჩაჯდა მანქანაში და უთხრა, რომ ნივთები ჰქონდა წამოსაღები. მანქანასთან მივიდა და------------–--ლი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნა----–-ას წასვლას, ნა----–-ას კი, არ უნდოდა დარჩენა. კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო ტაქსის მძღოლმა აამუშავა ა/მანქანა და წავიდნენ. იმ დროისათვის ნა----–-ას არ მიეცა იმის საშუალება, რომ მისი ნივთებისთვის სახლში შესულიყო და წამოეღო. ამიტომ ნა----–-ამ მიმართა პოლიციას დასახმარებლად, რათა და------------–--ლის სახლიდან წამოეღო თავისი კუთვნილი ნივთები, საბუთები და ფული. პოლიციაში გახდა მათთვის ცნობილი ნა----–-ა კუთვნილი ტანსაცმლის დაწვის თაობაზე და------------–--ლის მიერ.
2019 წლის 07 სექტემბრის ამოღების ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ და------------–--ლისაგან ამოღებული იქნა 2 ცალი ჩანთა ე.წ. ,,რუკზაკი’’ და თოჯინა, ასევე ჩანთებში მოთავსებული ნივთები: თეთრი ფერის პლანშეტი თავისი ჩიხოლით, რუხი ფერის ერთი წყვილი წინდა, ყვითელი ფერის ერთი წყვილი წინდა, ბავშვის ერთი წყვილი ხელთათმანი, ბავშვის ვარდისფერი ბოტასები, ბავშვის ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, ჯინსის შარვლი, 3 ცალი წიგნი, სათვალე, ქაღალდის 2 ცალი წებო, საღებავის ნაკრები, თავისივე ფუნჯით, პლასტელინის კოლოფი, ფლომასტერების ნაკრები, ფანქრებისა და სათლელების ნაკრები, წიგნის სადგამი, ტელეფონის სატენი და ყუსასმენები, სათამაშო მოციმციმე ბურთი, პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული სამედიცინო ისტორიითა და პოლისით, ერთი ცალი ბლოკნოტი, ნაჭრის საფულე, 5 ლარიანი კუპიურა, რუხი ფერის წინდები, საცურაო კამერა, საცურაო გასაბერი ლეიბი, სტაფილოსფერი ყურსასმენი, წითელი ფერის თერმოსი, 8 ცალი წვენის დასალევი მილი, 6 ცალი ფანქარი, საშლელი და მუყაოს კოლოფი, რომელშიც ჩაყრილია თხილის მარცვლები, მუყაოს კოლოფი, რომელშიც ჩაყრილია თეთრი ფერის ზღვის ნიჟარები, ბავშვის კაბა და შარვალი /იხ. ს.ფ. 16-2-/.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 07 სექტემბრის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ოზურეთის მუნიციპლიტეტის სოფელ ძი----ში მცხოვრები და------------–--ლის საცხოვრებელ მისამართზე, რომლის საკარიდამო ნაკვეთში, ეზოში შესასვლელია რკინის ერთფრთიანი კარების მეშვეობით. დაახლოებით 20-25 მეტრში მდებარეობს ორსრთულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის გვერდით, დაახლოებით 30 მეტრში არის ჩამქრალი ცეცხლის კერა. აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 5 მეტრში, ნიადაგზე მოთავსებულია პლასტმასის ერთლიტრიანი მწვანე ფერის ბოთლი, რომელშიც ასხია მოყვითალო ფერის სითხე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ნამწვის ნიმუშები და 1 ლიტრიანი ბოთლი, რომელშიც ჩასხმულია მოყვითალო ფერის სითხე /იხ. ს.ფ. 29-50/.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 09 სექტემბრის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს და------------–--ლისგან ამოღებული, ნა----–-------ას მიერ დატოვებული 2 ცალი ჩანთა ე.წ. ,,რუკზაკი’’ და თოჯინა, ასევე ჩანთებში არსებული ნივთები. ნა----–-------ამ ნივთები ამოიცნო გვარეობითი ნიშნებით, აღწერილობით და ფერით, ხოლო თოჯინა ამოიცნო ზომით და მოყვანილობით /იხ. ს.ფ. 59-60/.
საგამოძიებო ექსპერტიმენტის 2019 წლის 13 სექტემბრის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, ორომ საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი მივიდნენ ოზურგეთის მუნიციპლიტეტის სოფელ ძი----ში და------------–--ლის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ჭიშკრიდან დაახლოებით 30-35 მეტრში მდებარეობს ორსართულინი საცოხვრებელი სახლი, ხოლო სახლის გვერდით დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს ჩამქრალი ცეცხლის კერა. და------------–--ლის განმარტებით, ამ ადგილზე მან დაწვა ნა----–-------ას კუთვნილი სამი ცალი ჩანთა. ჩანთების დაწვის შემდეგ, რკინის ოთხკუთხედი ფორმის სამი ცალი ნაწილი გადააგდო საკარმიდამო ნაკვეთის უკანა მხარეს წყლის არხში. დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი მივიდნენ საკარმიდამო ნაკვეთის უკანა მხარეს არებული რკინის მავთულბადესთან და გავიდნენ ეზოდან, რის შემდეგაც წლის საწრეტი არხიდან ამოღებული იქნა რკინის ოთხკუთხედი ფორმის დეტალი. და---- დვალიშვილის განმარტებით, ეს რკინის დეტალი არის მის მიერ ნა----–-------ას ჩანთების დაწვის შემდეგ დარჩენილი ნაწილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა ოთხკუთხედი ფორმის რკინის დეტალი და ორი გრძელი რკინა /იხ. ს.ფ. 83-95).
ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 15 ნოემბრის N1221 დასკვნით, თანდართული ფოტოცხრილით დასტურდება, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ერთ ცალ ბოთლში არსებული სითხე მოცულობით 399,8 მლ. არის ნავთობპროდუქტი - ბენზინი /იხ. ს.ფ. 141-143).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 5-, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 2-824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 202-1/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლოს მიაჩნია, რომ და------------–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ და------------–--ლის ბრალეულობას.
2.3. სხვისი ნივთის განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით
ბრალდებულმა და------------–--ლმა მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ნა----–-------აზე განაწყენებულმა, თავის საკარმიდამო ეზოში, ბენზინი დაასხა და დაწვა ნა----–-------ას მიერ, მასთან დატოვებული, ამ უკანასკნელის კუთვნილ სამ ჩანთაში მოთავსებული ნივთები და ფულადი თანხა.
აღნიშნული და ზემოთმითითებული, მხრეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ და------------–--ლმა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა დაზარალებულ ნა----–-------ას კუთვნილი ნივთები და თანხა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი გო--------------–--ლი სასამართლო სხდომაზე მიუთითებს, რომ და------------–--ლის მოქმედებით არავის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არც ვინმეს ქონებას, გარდა ნა----–-------ას ნივთებისა, საფრთხე არ შექმნია, ამიტომ ცალკეული საგნისათვის ცეცხლის წაკიდება, ვერ დაკვალიფიცირდება საყოველთაოდ საშიშ საშუალებად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, და------------–--ლს ბრალდება წარდგენილი აქვს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისათვის და არა სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი ნივთის განადგურებისათვის, როგორც ამაზე აპელირებს დაცვის მხარე.
2.4. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
დაზარალებულმა ნა----–-------ამ მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ და---- თა-----–---–ის სახლიდან წამოსულმა, ამ უკანსკნელთან დროებით შესანახად დატოვა მისი კუთვნილი სამი ცალი ჩანთა, რომლებშიც მოთავსებული ჰქონდა 5000 აშშ დოლარის ტანსაცმელი, სხვადასხვა ნივთები, პირადობის დამადატურებელი დოკუმენტები და ფულადი თანხა 1000 (აშშ) დოლარის ოდენობით.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც და------------–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის როგორც პირველი, ასევე მეორე ნაწილებით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ მითითებული მუხლის ორივე ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშანია - მნიშვნელოვანი ზიანი. და------------–--ლი არ უარყოფს ცეცხლის წაკიდებით ნა----–-------ას ნივთების განადგურებას, თუმცა სადავოდ ხდის დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს, ასეთ ვითარებაში კი, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოთხოვნა და------------–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, გადაკვალიფიცირების თაობაზე, რადგან საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილიც მოიცავს მნიშვნელოვან ზიანს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ და------------–--ლი არ უარყოფს ზიანის მიყენების ფაქტს და გამოთქვამს მზადყოფას მის ანაზღაურებაზე, თუმცა არა დაზარალებულის მიერ დასახელებული ოდენობით, არამედ 2000 ლარის ოდენობით, რაც ფაქტიურად მნიშვნელოვან ზიანს წარმოადგენს.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა და------------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
და------------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ნასამართლევი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ და------------–--ლი ფაქტიურად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ამდენად, და------------–--ლს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრ--ენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, და------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ და------------–--ლმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, და------------–--ლს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
და------------–--ლისაგან ამოღებული ნივთები: 2 ცალი ჩანთა ე.წ. ,,რუკზაკი’’ და თოჯინა, თეთრი ფერის პლანშეტი თავისი ჩიხოლით, რუხი ფერის ერთი წყვილი წინდა, ყვითელი ფერის ერთი წყვილი წინდა, ბავშვის ერთი წყვილი ხელთათმანი, ბავშვის ვარდისფერი ბოტასები, ბავშვის ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, ჯინსის შარვლი, 3 ცალი წიგნი, სათვალე, ქაღალდის 2 ცალი წებო, საღებავის ნაკრები, თავისივე ფუნჯით, პლასტელინის კოლოფი, ფლომასტერების ნაკრები, ფანქრებისა და სათლელების ნაკრები, წიგნის სადგამი, ტელეფონის სატენი და ყუსასმენები, სათამაშო მოციმციმე ბურთი, პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული სამედიცინო ისტორიითა და პოლისით, ერთი ცალი ბლოკნოტი, ნაჭრის საფულე, 5 ლარიანი კუპიურა, რუხი ფერის წინდები, საცურაო კამერა, საცურაო გასაბერი ლეიბი, სტაფილოსფერი ყურსასმენი, წითელი ფერის თერმოსი, 8 ცალი წვენის დასალევი მილი, 6 ცალი ფანქარი, საშლელი და მუყაოს კოლოფი, რომელშიც ჩაყრილია თხილის მარცვლები, მუყაოს კოლოფი, რომელშიც ჩაყრილია თეთრი ფერის ზღვის ნიჟარები, ბავშვის კაბა და შარვალი, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულ ნა----–-------ას, უნდა დარჩეს მის მფლობელობაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნამწვის ნიმუშები და პლასტმასის ერთი ცალი ბოთლი მასში არსებული სითხით, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს, ხოლო საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი ოთხკუთხედი ფორმის და ორი ცალი ოვალური ფორმის რკინის დეტალი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-2-0-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-7-ე, 2-9-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. და------------–--ლი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ და------------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მსჯავრდებულ და------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული ეთ---- თა----–---–ის (პ/ნ 3-----------, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ოზურგეთი, ა----–-----–-------------–-, საკადასტრო კოდით - N2-.2-.5-.2-5 გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,დანაშაულის პრ--ენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. და------------–--ლისაგან ამოღებული ნივთები: 2 ცალი ჩანთა ე.წ. ,,რუკზაკი’’ და თოჯინა, თეთრი ფერის პლანშეტი თავისი ჩიხოლით, რუხი ფერის ერთი წყვილი წინდა, ყვითელი ფერის ერთი წყვილი წინდა, ბავშვის ერთი წყვილი ხელთათმანი, ბავშვის ვარდისფერი ბოტასები, ბავშვის ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი, ჯინსის შარვლი, 3 ცალი წიგნი, სათვალე, ქაღალდის 2 ცალი წებო, საღებავის ნაკრები, თავისივე ფუნჯით, პლასტელინის კოლოფი, ფლომასტერების ნაკრები, ფანქრებისა და სათლელების ნაკრები, წიგნის სადგამი, ტელეფონის სატენი და ყუსასმენები, სათამაშო მოციმციმე ბურთი, პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული სამედიცინო ისტორიითა და პოლისით, ერთი ცალი ბლოკნოტი, ნაჭრის საფულე, 5 ლარიანი კუპიურა, რუხი ფერის წინდები, საცურაო კამერა, საცურაო გასაბერი ლეიბი, სტაფილოსფერი ყურსასმენი, წითელი ფერის თერმოსი, 8 ცალი წვენის დასალევი მილი, 6 ცალი ფანქარი, საშლელი და მუყაოს კოლოფი, რომელშიც ჩაყრილია თხილის მარცვლები, მუყაოს კოლოფი, რომელშიც ჩაყრილია თეთრი ფერის ზღვის ნიჟარები, ბავშვის კაბა და შარვალი, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულ ნა----–-------ას, დარჩეს მის მფლობელობაში.
4.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნამწვის ნიმუშები და პლასტმასის ერთი ცალი ბოთლი მასში არსებული სითხით, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
5. საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი ოთხკუთხედი ფორმის და ორი ცალი ოვალური ფორმის რკინის დეტალი, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარინა კიკნაძე