განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002604416
საქმე N 1-242-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
02.03. 2020 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნი----------ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: ნი--------ძე, მე----------------ია, ვლ------------------–აძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------
ბრალდებული: რე--------------–-ძე
მამის სახელი: გ--
დაბადებული: 2--09.1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლანჩხუთი, ჟო---------------------
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილი (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია)
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რე--------------–-ძემ დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის, წონით 0,00-2 გრამის შემცელი აბი, რომელსაც 2----–-–------------ ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.
1.2. 2----–-–------------------, დაახლოებით 17:00 საათზე ქ.ლანჩხუთში, მ------------ ქუჩაზე მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე რე--------------–-ძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ---------------ვს, კერძოდ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა წელზე, რის შემდეგაც მარცხენა გვერდის არეში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც ალ---------------ვმა მიიღო სიცოცხლისათვოს სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
1.3. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რე--------------–-ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია)
2.1. 2018 წლის 31 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ რე--------------–-ძის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა რე--------------–-ძემ საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ, ხოლო სსკ-ის 260 მუხლის პირველი ნაწილით თავი არ ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, რე--------------–-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დანაშავედ, კერძოდ თავი დამნაშავედ ცნო ალ---------------ვისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ნაწილში და უდავოდ მიიჩნია ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თავი დამნაშავედ არ ცნო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში. რე--------------–-ძემ აღიარა და მოინანია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების ამ ნაწილში საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა, რე--------------–-ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რე--------------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რე--------------–-ძის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში, კერძოდ, ალ---------------ვის, თე--------------იას, ფრ-----------------ის, გი-------–------ის, ვლ--------------–---–--–---–ის, თე----------------ს და გა-----------–---–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი დოკუმენტები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია რე--------------–-ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის - წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/0-/2016; Zyakun v.Ukraine, No. 3400-/0-, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 0-/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რე--------------–-ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია), რის გამოც რე--------------–-ძე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ.
ამდენად, რე--------------–-ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით.
4. რაც შეეხება რე--------------–-ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რე--------------–-ძეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ბრალდებულმა რე--------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ ექიმი შა-–-ა თვ--–----ე ლანჩხუთში გაიცნო. შა-–-ამ მის მეუღლეს ოპერაცია გაუკეთა, მერე მდგომარეობა გაურთულდა და იგი ეხმარებოდა, რამდენჯერმე გამოუგზავნა თანხა. ახლობლების მშობიარობასთან დაკავშირებითაც ურეკავდა შა-–-ას და სთხოვდა დახმარებას. თვითონ მუშაობს ააიპ-ში, რომელიც მდებარეობს ნ----–---–ის ქუჩაზე და 5 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში. ყოფილი პოლიციის თანამშრომელია და აქვს პოლიციელებთან ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა. გი----------------ეს არ იცნობს, არ უნახავს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ფიქრობს, რომ მოისყიდეს და ამიტომ დაასახელა იგი. ტელეფონის ნომერი 5----------- მაშინაც ჰქონდა და ახლაც აქვს. ნარკოტიკული საშუალებების მომხარებისათვის არასდროს ყოფილა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შა-–-ა (შ----) თვ--–----ემ განმარტა, რომ რე--------------–-ძესთან მეგობრობს. მუშაობდა მ------------–------ და ქუთაისიდან ჩამოდიოდა ლანჩხუთის საავადმყოფოში მძიმე შემთხვევების დროს, ოპერაციების გამო. რე--------------–-ძის მეუღლე მისი პაციენტი იყო. ამის შემდეგაც ჰქონდა ურთიერთობა რე--------ან. გი----------------ე ,,გრ-----–-ჩი’’ - ტაქსისტი იმ კლინიკის წინ იდგა, სადაც თვითონ მუშაობდა. უსარგებლია მისი მომსახურებით, ხანდახან გაუგზავნია სახლში ბავშვის წასაყვანად. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 5 ივნისს გი----------------ე არ უნახავს და არსად არ გაუშვია, რადგან საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, ცუდად იყო. რე--------------–-ძემ თანხა ჩაურიცხა მეუღლის ოპერაციასთან დაკავშირებით, მდგომარეობის გართულების გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მი----–-------მ განმარტა, რომ 2018 წლის 5 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და---------------ნ ერთად. მანქანა გააჩერეს ჟო-------ას ქუჩაზე, მაღაზია ,,ცე------------ან’’. რამდენიმე წუთის შემდეგ დაინახა, რომ ნ----–---–ის ქუჩიდან მოძრაობდა რე--------------–-ძე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს. და---------ძე მიესალმა ხმოვანი სიგანილით და რე-----მ ხელი დაუქნია. ამ დროს იმყოფებოდა მანქანაში და მათ შორის მანძილი იქნებოდა 15-20 მეტრი. რე-----ს ხელში ეჭირა თეთრი ფერის კონვერტი, დაახლოებით 20-25 სმ. რე--------------–-ძემ განაგრძო სვლა ქალაქის ცენტრის მიმართულებით. რე-----ს დანახვამდე, დაახლოებით 30 მეტრში შენიშნა ცენტრში, წრესთან გაჩერებული ყავისფერი ავტომანქანა ნომრი D------, რომელსაც ტაქსის ტრაფარეტი ჰქონდა. არ იყო ადგილობრივი ა/მანქანა. რე-----მ გაიარა დაახლოებით 30-40 მეტრი, მიუახლოვდა ამ მანქანას და გადააწოდა კონვერტი. მძღოლი არ ჩამოსულა თუმცა ჩანდა, რომ ჭაღარა იყო. ოძე მანქანასთან მცირე ხნით შეყოვნდა, გადააწოდა კონვერტი, რის შემდეგაც მძღოლმა დაძრა მანქანა და წავიდა სოფელ შ-------ის მიმართულებით. ამ დროს ისინი იდგნენ ადგილზე, ხოლო დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მიიღეს შეტყობინება, რომ D------ ნომრის მქონე ავტომანქანას გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ნომერი ემთხვეოდა იმ ყავისფერი ა/მანქანის ნომერს. შეტყობინება მიიღეს თანამშრომლისგან, მაგრამ მისი ვინაობის დასახელებას საჭიროდ არ მიიჩნევს, არ ახსოვს ვინ იყო ეს თანამშრომელი. წავიდნენ იმ ა/მანქანისკენ და დაახლოებით 5 წუთში მიუახლოვდნენ სოფელ შ-------თან, შეაჩერეს და რამდენიმე წუთში მივიდა რუ-------------–-ძეც. მძღოლს წარუდგინეს მოწმობები, უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციელები. მძღოლმა განაცხადა, რომ იყო გი----------------ე. რუ-------------–-ძემ აუხსნა შეჩერების მიზეზი, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, წარუდგინა დადგენილება გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, გააცნო ოქმი და დაიწყეს ჩხრეკა. გი----------------ემ განაცხადა, რომ მას არანაირი ნარკოტიკი არ გადაჰქონდა, მხოლოდ თეთრი ფერის კონვერტი ჰქონდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გადასცა რე--------------–-ძემ და სამკურნალო დანიშნულების წამალი, რომელიც უნდა ჩაეტანა ქუთაისში ვინმე შა-–-ა (შ----) თვ--–----ისათვის. გი----------------ის განმარტებით, ის გამოგზავნა შა-–-ა (შ----) თვ--–----ემ, რომლისთვისაც უნდა ჩაეტანა წამალი. ამოიღეს კონვერტი, რომლის გახნისას მასში აღმოჩნდა ქაღალდის პატარა ნაგლეჯში გახვეული აბები. დიდი ზომის აბზე ეწერა რიცხვი 8. ეს კონვერტი ზომით და ფორმით იყო ის კონვერტი, რომელიც ნანახი ჰქონდა რე--------------–-ძის ხელში. ამოიღეს აბები და დალუქეს გი----------------ესთან ერთად. ამის შემდეგ ჩატარდა გი----------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის პერანგის გულის ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ქაღალდის ნახევი, რომელზეც ეწერა ნომერი 5-----------, ხოლო შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. გი----------------ის განმარტებით, ეს ნომერი გამოატანა შა-–-ამ (შ----მ), რომელმაც უთხრა, რომ ეკუთვნოდა რე--------------–-ძეს და ამ ნომერზე უნდა დაკავშირებოდა რე-----ს თუკი ვერ ნახავდა ლანჩხუთის ცენტრში. დროის გასვლის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ ეს ის კონვერტი, რომელიც რე-----ს ხელში ეჭირა. მანქანაში სხვა კონვერტი რომ ყოფილიყო, მისთვის შესამჩნევი იქნებოდა, რადგან შეძლებისდაგვარად ხედავდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა და---------ძემ განმარტა, რომ 2018 წლის 5 ივნისს, 16:00 საათიდან 16:30 საათამდე მი----–-------სთან ერთად იმყოფებოდა ქალაქის ცენტრში. ა/მანქანა ,,შკოდა’’ გაჩერებული ჰყავდათ ჟო-------ას და ნ----–---–ის ქუჩებთან არსებულ წრესთან, მანქანის წინა ნაწილი მიმართული იყო ჟო-------ას ქუჩისკენ, რომლის ქვედა მხარეს არის ნ----–---–ის ქუჩა. იქვე, მანქანების სადგომზე იდგა უცნობი ა/მანქანა ტაქსი ნომრით D------, რომელსაც ჰქონდა დიდი ზომის ტრაფარეტი წარწერით ,,ქუთაისი’’. ტაქსი ზედა მხარეს იყო გაჩერებული, მათი მანქანიდან დაახლოებით 20 მეტრში. მოედანზე, დაახლოებით 15-20 მეტრში დაინახა მისი ნაცნობი რე--------------–-ძე, სიგნალი მისცეს და მიესალმნენ მას. ჩათვალა, რომ რე----- შეცბა. რე-----ს ხელში ეჭირა თეთრი ფერის, საშუალო ზომის კონვერტი, მყარი იყო და ამით მიხვდა, რომ კონვერტი იყო, გაიარა დაახლოებით 30-40 მეტრი, მივიდა ამ მანქანასთან და კონვერტი გადასცა ა/მანქანის მძღოლს. ეს მანქანა დაიძრა, წრეზე მობრუნდა და წავიდა შ-------ის მიმართულებით. 2 წუთის შემდეგ, ვა-----გ ივ-------ისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ა/მანქანა ,,მერსედესი’’ D------ მოძრაობდა შ-------ისკენ და ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამ ინფორმაციის გადმოცემის მომენტისთვის, ეს ავტომანქანა იმყოფებოდა მათი თვალთახედვის არეში. ამიტომ კავშირზე მყოფ ოპერატორს უთხრეს, რომ ისინი დაედევნებოდნენ. მანქანას გაჰყვნენ უკან და 3-4 წუთში, დაახლოებით 3 კილომეტრში შეაჩერეს სოფელ შ-------ში. ამ დროს მივიდა რუ-------------–-ძეც. განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მძღოლმა უთხრა, რომ იყო გი----------------ე, ტაქსიის მძღოლი ქუთაისიდან. წინადადებაზე, ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღდმეგო ნივთი, გი----------------ემ განაცხადა, რომ ჰქონდა კონვერტი, რომელშიც იდო წამალი, კონვერტი მისცა რე--------------–-ძემ და უნდა წაეღო ქ.ქუთაისში შა-–-ა თვ--–----ესთან. გი----------------ის განმარტებით, ქუთაისიდან გამოუშვა შა-–-ა თვ--–----ემ, უნდა ჩასულიყო ლანჩხუთში, საიდანაც რე--------------–-ძე გამოატანდა წამალს. მანქანაში აღმოჩენილი იქნა მხოლოდ ეს კონვერტი, ხოლო გი----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ფურცელი, რომელზეც ეწერა რე--------------–-ძის ტელეფონის ნომერი. გი----------------ემ განაცხადა, რომ ეს ნომერი მისცა შა-–-ა თვ--–----ემ იმ მიზნით, რომ დაერეკა რე--------ვის თუ ვერ მიაგნებდა მას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ის კონვერტი, რომელიც ორ-----–--ეს ხელში ეჭირა. რადგან მა-------ეს ისინი არ შეუნიშნავს, მანქანიდან არაფერი არ გადმოუგდია და სხვა კონვერტი არ ამოღებულა, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს არის ის კონვერტი, რომელიც გი----------------ეს გადასცა რე--------------–-ძემ და უნდა ჩაეტანა შა-–-ა თვ--–----ესთან. მოწმის განმარტებით, ივ-------- ა მოკლე დროში ინფორმაციის მოწოდება იმიტომ მოახერხა, რომ ალბათ გადამოწმებული ჰქონდა, როგორც ჩათვალა საჭიროდ ისე მოიქცა. მა-------ის მიერ მანქანის გაჩერების შემდეგ, სანამ ისინი გადმოვიდოდნენ ა/მანქანიდან, მივიდა რუ-------------–-ძეც, ფაქტიურად ერთად მივიდნენ. მერე ჩატარდა ჩხრეკა.
შსს ლანჩხუთის რაოინული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპქტორ-გამომძიებელმა ვა-----გ ივ--------ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ სამსახურში ყოფნის დროს, პირადი კონტაქტით, ტელეფონის საშუალებით მიიღო ინფორმაცია, რომ ქ.ლანჩხუთის ცენტრიდან შ-------ის მიმართულებით, კუთვნილი ა/მანქანით D------ მოძრაობს გი----------------ე, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. სატელეფონო საუბარი გაგრძელდა 30 წამი, რაც ჯგუფებს დაუყოვნებლივ აცნობა რაციით. უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა და უშუალო ხელმძღვანელმა და---------ძემ ეს ინფორმაცია გაიგო რაციით და დაუდასტურა, რომ აღნიშნულ მანქანას ხედავდა და დაედევნებოდა მას. აღნიშნულთან დაკავშირებით შეადგინა პატაკი, რომლის საფუძველზე გამოძიება დაიწყო ზვ------------ემ. შემთხვევის ადგილზე გავიდა რუ-------------–-ძე. შეტყობინების მიღებას და რაციით ინფორმაციის გადაცემას დასჭირდა დაახლოებით 40 წამი, ხოლო გამოძიების დაწყებას და მის გამოკითხვას - მაქსიმუმ 10 წუთი. პაკატში და გამოკითხვის ოქმში გი----------------ის პერსონალური მონაცემების სიზუსტე განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მან გადაამოწმა ეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში. მიღებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მანქანა მოძრაობდა ქალაქის ცენტრიდან შ-------ის მიმართულებით, ანუ მანქანა გადაადგილდებოდა. რეზო ორ-----–--ეზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზვ------------ემ დაადასტურა მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების ფაქტი და მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გი----------------ემ განმარტა, რომ ადრე ,,ბომონდის’’ სამშობიაროსთან ტაქსის მძღოლად მუშაობდა. შ---- ექიმი სამშობიაროში მუშაობდა და ხშირად დაჰყავდა სახლში. ბრალდებულს არ იცნობდა. იმ დღეს, შ----მ შესთავაზა ლანჩხუთში წასვლა, მისცა 40 ლარი და უთხრა, რომ ლანჩხუთის ცენტრში მისი კოლეგა რე--------------–-ძე მისცემდა საბუთებს, შ----მ თან გამოატანა ფურცელი, რომელზეც ეწერა რე-----ს ტელეფონის ნომერი, იმ შემთხვევაში თუ ვერ ნახავდა, ამ ნომერზე უნდა დაერეკა. რე--------------–-ძესთან მანამდე შეხება არ ჰქონია. იმყოფებოდა ,,მერსედესი’’-ს მარკის მანქანით, რომლის ტრაფარეტზე ეწერა ტელეფონის ნომერი და ქუთაისი. დაახლოებით 16:00 საათზე ჩავიდა ქ.ლანჩხუთში, მივიდა ,,ავერსის’’ აფთიაქთან, მობრუნდა უკან და გაჩერდა ლანჩხუთის ცენტრში, ტაქსებთან, მარცხენა მხარეს. ლანჩხუთთან კავშირი არა აქვს, იქ ტაქსით არ უმუშავია. იხედებოდა აქეთ-იქეთ, ამ პიროვნებამ (რე--------------–-ძემ) ტროტუარზე გამოიარა და დაუძახა ,,გრ-----–-ჩა, დამელოდე, მოვალო’’, ამ დროს მისგან დაახლოებით 15-20 მეტრში იმყოფებოდა და მაშინ რე-----ს კონვერტი არ ეჭირა. დაძახებიდან დაახლოებით 10 წუთში იმავე გზით, იქ მდებარე შენობების უკანა მხრიდან მივიდა და ხელში ეჭირა თეთრი ფერის კონვერტი. თვითონ მანქანაში მარტო იჯდა და ელოდებოდა საბუთების მიტანას. რე--------------–-ძე მივიდა მასთან, მან ფანჯარა ჩამოწია, დაუსახელა ვინაობა, რომ რე--------------–-ძე იყო, მისცა კონვერტი და უთხრა შ----სთვის ჩაეტანა. მათ შორის სხვა საუბარი არ ყოფილა, რე----- მიბრუნდა და წავიდა. მას კონვერტი არ გაუხსნია, რადგან შ----მ საბუთებზე გამოუშვა, კონვერტი დადო ,,კარობკის’’ გადამრთველთან, აამუშავა მანქანა, წრეზე მობრუნდა და ქუთაისისკენ წავიდა. წამოსვლიდან დაახლოებით 2-3 წუთში, დაახლოებით 500 - 800 მეტრის გავლის შემდეგ, დაურეკა შ----მ ,,მაგაში წამალია, დედაჩემისთვის მინდა და აუცილებლად ჩამომიტანეო’’. ამ მომენტში ,,შკოდამ’’ გადაუჭრა გზა, უთხრეს გაეჩერებინა ა/მანქანა, ხიდზე გადასვლამდე გააჩერა, გადმოვიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ,,მაქ წამალი არისო’’. კონვერტი ხელში არ აუღია და არც გადაუგდია, როგორც დადო, ისე იდო. პოლიციელებმა უთხრეს, რომ მანქანა უნდა გაეჩხრიკათ, რაზეც დათანხმდა, ,,მე ვუთხარი კი ბატონო, აგერ არის კონვერტი-თქო’’ და მან მისცა ეს კონვერტი. ამის შემდეგ მანქანა გაჩხრიკეს და სხვა რამე არ უნახავთ. მხოლოდ ეს კონვერტი ამოიღეს, რომელიც რე--------------–-ძემ გადასცა. კონვერტის ამოღების შემდეგ პოლიციელები მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით ნარკოტიკი ჰქონდა, ,,მე ვუთხარი რა ნარკოტიკი, კონვერტი მაქვს საბუთებითო’’. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ის ქაღალდი, რომელიც შ----მ მისცა და რე--------------–-ძის ტელეფონის ნომერი ეწერა. შემდეგ ამოიღეს ავტომანქანა და დალუქეს. პოლიციის შენობაში სამი პიროვნებიდან ამოიცნო რე--------------–-ძე, რომელმაც მას კონვერტი გადასცა. იცოდა, რომ კონვერტში საბუთები უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოართმევდა მას.
შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა რუ-------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა რე--------------–-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოების ფაქტი, ასევე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ზვ------------ემ, ვა-----გ ივ-------ის პატაკის საფუძველზე. საქმეში ჩაერთო ხელმძღვანელის დავალებით, პირადი მანქანით წავიდა იმ მიმართულებით, საითკენაც გი----------------ე მოძრაობდა. გამოძიება დაიწყო გი----------------ის მიმართ, რომელიც გადაადგილდებოდა ,,მერსედესი’’-ს მარკის ავტომანქანით, რომელსაც ჰქონდა ტრაფარეტი. ეს მანქანა შეაჩერეს და---------ძემ და მი----–-------მ, რომლებიც ,,შკოდათი’’ მიჰყვებოდნენ მას. ,,მერსედესი’’-ს შეჩერებიდან თვითონაც მალევე მივიდა, პოლიციელებიც გადმოვიდნენ ,,შკოდიდან’’ და ფაქტობრივად ერთად მივიდნენ მა-------ესთან, თუმცა ჩხ---------------ემ მიასწრეს მისვლა. გი----------------ეს უთხრეს, რომ არსებული ინფორმაციით, მის მანქანაში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება, გი----------------ემ უარყო ნარკოტიკის ქონის ფაქტი და განაცხადა, რომ მხოლოდ რე--------------–-ძის მიერ მიცემული კონვერტი ჰქონდა. მანქანაში მძღოლი მარტო იყო. შემდგომ საუბარში, გი----------------ემ განმარტა, რომ შ----მ გამოაგზავნა ქუთაისიდან, რომლისთვისაც უნდა წაეღო ეს კონვერტი, იცოდა, რომ მასში შ---- თვ--–----ის დედის წამალი უნდა ყოფილიყო. ა/მანქანის ჩხრეკისას სხვა რამე არ აღმოჩენილა. გი----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ეწერა რე--------------–-ძის ნომერი, რომელიც მისცა შ----მ და უთხრა, რომ უნდა დაერეკა მისთვის, თუკი ის ადგილზე არ მივიდოდა. მოწმის განმარტებით, ა/მანქანა გაჩერებული იყო შ-------ში, ქალაქიდან რა მანძილზე არ იცის, ქალაქის ცენტრიდან გასასვლელს ლაშისღელეს დასახლებას ეძახიან, თუმცა პირველი სოფელი შ-------ია. ლანჩხუთის ცენტრიდან მანქანის გაჩერების ადგილი არ ჩანს. ორ-----–--ის პირადი ან საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. ორ-----–--ე ნახა სამმართველოს შენობაში, ვინ დაიბარა არ იცის და ამიტომ არ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა. ივ-------ის პატაკიდან მანქანის გაჩერებამდე დაახლოებით 10 წუთი გავიდა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო გი----------------ის მიერ, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ვა-----გ ივ-------ის 2----–-–------------- პატაკით ირკვევა, რომ არსებული ინფორმაციით, ვანის რაიონის სოფელ გორაში მცხოვრები 15.04.1----–--–--------------–----------- გრ-----–-ს ძე მა-------ე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-------ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილდება მის მიერ მართული, D------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა ,,მერსედესით’’ და თან აქვს ნარკოტიკული საშუალებები (იხ. ტომი I, ს.ფ. 2).
იმავე დღეს, 2----–-–------------ შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გი----------------ის მიერ მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (იხ. ტომი I, ს.ფ. 1).
გი----------------ის მიერ მართული, D------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა ,,მერსედესის’’ ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა, ავტომანქანის სალონში, სავარძლებს შორის არსებულ სიჩქარის გადამცემ კოლოფთან მოთავსებული თეთრი ფერის კონვერტი, რომელიც გი------ მა-------ის განმარტებით, მას ლანჩხუთის ცენტრში გადასცა რე--------------–-ძემ და უნდა ჩაეტანა ქ.ქუთაისში შა-–-ა (შ----) თვ--–----ისათვის. კონვერტში აღმოჩნდა მცირე ზომის ქაღალდის ნახევში გახეული მოთეთრო ფერის აბის ორი ცალი ნატეხი, რომელთაგან უფრო დიდი ზომის ნატეხზე აღინიშნება რიცხი ,,8’’. ამოღებული აბის ორი ცალი ნატეხი გახვეული იქნა იმავე ქაღალდში ნახევში, შემდეგ მოთავსდა იმავე კონვერტში და დაილუქა (იხ. ტომი I, ს.ფ. 8-16)
გი----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჭრელი ფერის გრძელსახელოიანი პერანგის გულის ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის ნახევი, რომელზეც წერია მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------. გი----------------ის განმარტებით, ქაღალდის ნახევი მასზე დაწერილი ნომრით გადასცა შა-–-ა (შ----) თვ--–----ემ და უთხრა, რომ ლანჩხუთის ცენტრში დახვდებოდა მეგობარი რე--------------–-ძე და გადასცემდა წამალს, ნომერი ეკუთვნოდა რე--------------–-ძეს და თუკი ვერ ნახავდა, ან ნომერზე დაერეკა მისთვის. ასევე გი----------------ის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ნოკის’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელზეც უკავშირდებოდა შა-–-ა (შ----) თვ--–----ე (იხ. ტომი I, ს.ფ. 26-29).
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ამოღებული იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-------ში, საავტომობილო გზის გვერდულზე გაჩერებული, გი----------------ის მიერ მართული, D------ სახელმწიფო ნომრის მქონე, რუხი ფერის ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა (იხ. ტომი I, ს.ფ. 37-40).
ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ გი----------------ემ სამი პირთა შორის ამოიცნო რე--------------–-ძე, რომელზეც განმარტა, რომ ამ უკანასკენლმა გადასცა მოთეთრო ფერის ქაღალდი კონვერტი ქ.ლანჩხუთის ცენტრში შა-–-ა თვ--–----ისთვის გადასაცემად (იხ. ტომი I, ს.ფ. 57-61).
რე--------------–-ძის თანხმობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების- ამოღების ოქმით ირკვევა, რომ რე--------------–-ძისაგან ამოღებული იქნა ,,სამსუნგი’’-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებულია თავისივე შალითაში (იხ. ტომი I, ს.ფ. 81-84).
2----–-–----------------------------------- დასკვნით დადგინდა, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი, გი----------------ის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით D------, ამოღებული 2 (ორი) ცალი ტაბლეტის ნატეხი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0,00-2 გრამის ოდენობით (იხ. ტომი I, ს.ფ. 99-102).
2018 წლის 11 ივნისის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------------- საფუძველზე, ქ. ლანჩხუთში, ნ.ჟო-------ას ქუჩა N 1---–----------------------------------ს ლანჩხუთის სერვისცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ოფიცრის მი----–-------–---–-საგან გამოთხოვილი იქნა, ამავე სერვისცენტრის შენობის გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერი 2----–-–------------- 15:50 საათიდან 17:00 საათზე. მი----–-------–ვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ განჩინებაში მითითებულია დრო - 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ჩანაწერები იწყება 5 ივნისის 15:50 საათიდან (იხ. ტომი I, ს.ფ. 135-137).
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 13 ივნისის ოქმით დასტურდება, რომ შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს შენობაში, ს---------------------ს ლანჩხუთის სერვისცენტრიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, DVD დისკზე არსებული ჩანაწერის დათვალიერების მიზნით, გახსნილი იქნა დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი DVD დისკი, რომელზეც არის ქ. ლანჩხუთში, ნ. ჟო-------ას ქუჩა N 1---–----------------------------------ს ლანჩხუთის სერვისცენტრის შენობის გარესათვალთვალო კამერის 2----–-–------------- ვიდეოჩანაწერი, რომელიც იწყება 2----–-–------------- 15:50 საათიდან და მთავრდება 17:00 საათზე. დროს აღნიშნულ პერიოდში ს---------------------ს ლანჩხუთის სერვის ცენტრის შენობის გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერზე ქ. ლანჩხუთის ცენტრში და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ფიქსირდება რე--------------–-ძე, ასევე ამ უკანასკნელის მიერ გი----------------ისათვის თეთრი ფერის ქაღალდის გადაცემის ფაქტი. დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა (იხ. ტომი I, ს.ფ. 138-139).
ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ შა-–-ა თვ--–----ისაგან აღებული იქნა ხელნაწერის და რიცხვების ნიმუშები (იხ. ტომი I, ს.ფ. 151-152).
ნიმუშის აღების ოქმებით ირკვევა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე რე--------------–-ძისგან აღებული იქნა ნერწყვის და სისხლის ნიმუშები (იხ. ტომი I, ს.ფ. 164-165, 167-170).
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის 10.0--2----–-–------------------------ დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ რე--------------–-ძის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები (იხ. ტომი I, ს.ფ. 174-1771).
ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ქუთაისში, ზ------------------------–--–--------------–------------–------------------ არქივის შენობიდან, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა შა-–-ა თვ--–----ის ხელმოწერით შესრულებული დოკუმენტაცია (იხ. ტომი II, ს.ფ. 170-173).
ამოღების ოქმით დგინდება, რომ ქუთაისში, ლ----------------------------–------------–-----------–------ კლინიკის არქივიდან, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა შა-–-ა თვ--–----ის ხელმოწერით შესრულებული სამედიცინო დოკუმენტაცია (იხ. ტომი II, ს.ფ. 200-203).
5. სასამართლო, რე--------------–-ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებას, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად არ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/0-/2016; Zyakun v.Ukraine, No. 3400-/0-, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 0-/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო აფასებს რა მტკიცებულებებს, რომლებიც გამოკვლეულ იქნა მხარეთა მონაწილეობით, განმარტავს, რომ რე--------------–-ძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ რე--------------–-ძემ დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის, წონით 0,00-2 გრამის შემცელი აბი, რომელსაც 2----–-–------------ ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.
მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში რე--------------–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული არც ერთი მოწმე არ უთითებს, რომ რე--------------–-ძემ უკანონოდ შეიძინა და პირადად, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.
საქმის ფაქტობრივი გარემობებებიდან ირკვევა, რომ 2----–-–------------ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-------ში აჩერებენ ,,მერსედესის’’ მარკის ა/მანქანას, ტაქსის ტრაფარეტით, სახელმწიფო ნომრით D------, რომლითაც მოძრაობს გი----------------ე. ჩხრეკის შედეგად ავტომანქანიდან იღებენ თეთრი ფერის კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბის ნატეხები. გი----------------ე აცხადებს, რომ აღნიშნულ დღეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქუთაისიდან ლანჩხუთში გამოგზავნა შა-–-ა (შ----) თვ--–----ემ იმ მიზნით, რომ ქ.ლანჩხუთში ცენტრში დახვდებოდა რე--------------–-ძე, რომელიც გამოატანდა საბუთებს. შა-–-ა (შ----) თვ--–----ემ თან გამოატანა ფურცელი, რომელზეც ეწერა რე--------------–-ძის ტელეფონის ნომერი, თუკი რე----- არ დახვდებოდა უნდა დაერეკა მისთვის. გი----------------ის განმარტებით, შეთანხმებისამებრ, ქ.ლანჩხუთის ცენტრში რე--------------–-ძემ მიუტანა თეთრი ფერის კონვერტი შა-–-ა (შ----) თვ--–----ისათვის გადასაცემად. რე--------------–-ძის მიერ, გი----------------ისთვის კონვერტის გადაცემის ფაქტზე მიუთითებენ ასევე პოლიციის თანამშრომლები: მი----–------- და და---------ძე, რომლებიც მათი განმრატებით, ამ დროს იმყოფებოდნენ ქ.ლანჩხუთის ცენტრში, ჟო-------ას ქუჩაზე.
ბრალდებული რე--------------–-ძე უარყოფს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტს, აცხადებს, რომ გი----------------ეს არ იცნობს, არ უნახავს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. რაც შეხეება შ---- (შა-–-ა) თვ--–----ეს, მასთან ურთიერთობა დაიწყო ლანჩხუთში, მეუღლის მკურნალობასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, მოწმე შა-–-ა თვ--–----ემ დაადასტურა, რომ მეგობრობს რე--------------–-ძესთან, მაგრამ უარყო შემთხვევის დღეს, 2018 წლის 5 ივნისს გი----------------ის ნახვისა და მისი სადმე გაგზავნის ფაქტი, რადგან იმ დღეს ცუდად იყო და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ასეთ ვიითარებაში კი სასამართლო ვერ გაიზიარებს გი----------------ის ჩვენებას, რომ იგი ქუთაისიდან შა-–-ა თვ--–----ემ გამოგზავნა ლანჩხუთში რე--------------–-ძის სანახავად და ამ უკანასკნელისაგან საბუთების წამოსაღებად, რადგან აღნიშნული ეწინაღმდეგება როგორც შა-–-ა თვ--–----ის, ასევე რე--------------–-ძის ჩვენებებს.
რაიმე სახის დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურდება 2----–-–------------ რე--------------–-ძის გი----------------ესთან შეხვედრის ფაქტს, გამოძიების მიერ ვერ იქნა მოპოვებული. მეტიც, ლანჩხუთში, ნ.ჟო-------ას ქუჩა N 1---–----------------------------------ს ლანჩხუთის სერვისცენტრის შენობის გარესათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 2----–-–------------- 15:50 საათიდან 17:00 საათზე დროის პერიოდში, ს---------------------ს ლანჩხუთის სერვის ცენტრის შენობის გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერზე ქ.ლანჩხუთის ცენტრში და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ფიქსირდება რე--------------–-ძე, ასევე ამ უკანასკნელის მიერ გი----------------ისათვის თეთრი ფერის ქაღალდის გადაცემის ფაქტი, ხოლო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 11 ივნისის ოქმით დასტურდება, რომ ს---------------------ს ლანჩხუთის სერვისცენტრიდან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივნისის განჩინებაში მითითებულ დროის პერიოდში - 2----–-–------------- 14:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩანაწერი ვერ იქნა მოპოვებული ტექნიკური ხარვეზის გამო, რადგან ჩაწერები იწყება 5 ივნისის 15:50 საათიდან. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ და---------ძის ჩვენებით ის და მი----–------- ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში, წრესთან იმყოფებოდნენ 16.00 საათიდან 16:30 საათამდე დროის მონაკვეთში და აღნიშნულ დროს დაინახეს რე--------------–-ძის მიერ ტაქსის მძღოლისათვის თეთრი კონვერტის გადაცემის ფაქტი.
საგამოძიებო ორგანოს არ დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილი - ქ.ლანჩხუთის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო სად მოხდა შემთხვევა, არ დაუდგენია გი----------------ის და პოლიციელთა ავტომანქანების ადგილმდებარეობა, არ გაურკვევია რა ობიექტები ესაზღვრებოდა იმ ტერიტორიას, სადაც გაჩერებული იყვნენ ხსენებული ა/მანქანები და იყო თუ არა ეს ობიექტები აღჭურვილი ვიდეოსათვალთვალო კამერებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული იყო თუ არა სადღეღამისო და მოედნის საკონტროლო ვიდეოკამერები, შესაბამისად, არ გამოუთხოვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა მხოლოდ სს ,,კრედო ბანკიდან’’ ინფორმაციის გამოთხოვამ შედეგი არ გამოიღო.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რე--------------–-ძისაგან ამოღებულ მობილურ ტელეფონში, აგრეთვე მასში ჩაწერილ კომპიუტერულ პროგრამებში და აპლიკაციებში არსებული ინფორმაციის დასადგენად, საქმეზე დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკნის პასუხი წარმოდგენილი არ არის. ასევე, შენაფუთ ქაღალდის კონვერტში მოთავსებულ ქაღალდის გახვეულ კონვერტზე და მასში არსებულ თეთრი ქაღალდის ნაკეცზე, აგრეთვე ბუპრენორფინის 2 ცალ ტაბლეტზე ადამიანის ბიოლოგიური მახასიათებელების დნმ-ის არსებობისა და დადებით შემთხვევაში, რე--------------–-ძის გენეტიკურ პროფილთან მისი იდენტურობის დადგენის მიზნით, დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ექსპერტიზის დასკვნის პასუხი ვერ იქნა წარმოგენილი. როგორც გამომძიებელმა რუ-------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, არცერთი ექსპერტიზის პასუხი არ მიუღიათ, მაშინ, როცა მოცემულ საქმეზე (საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა 2018 წლის 27 ივლისს, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზა - 2018 წლის 30 ივლისს) მითითებული ექსპერტიზების დანიშვნიდან გავიდა 1 წელი და 7 თვეზე მეტი.
მოცემულ საქმეზე 2018 წლის 30 ივლისს დაინიშნა ხელწერის ექსპერტიზა დასადგენად იმისა, გი----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, ქაღალდზე დაწერილი რე--------------–-ძის მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- შესრულებული იყო თუ არა შა-–-ა თვ--–----ის მიერ, თუმცა ვერც ამ შემთხვევაში მოიპოვა გამოძიებამ საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, დაუდასტურებელია გი----------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თვ--–----ემ ქუთაისიდან გამოატანა ქაღალდზე დაწერილი რე--------------–-ძის ტელეფონის ნომერი. საქმეში არ მოიპოვება მა-------ესა და თვ--–----ეს შორის სატელეფონო საუბრის ამსახველი დოკუმენტაცია, რაზედაც მიუთითებდა გი----------------ე.
ამასთან, შა-–-ა თვ--–----ის იმ არგუმენტის საწინააღმდეგოდ, რომ 2----–-–------------, მას გი----------------ე არ უნახავს და არც სადმე გაუგზავნია, რაიმე სახის მტკიცებულება (გი----------------ის ჩვენების გარდა) გამოძიებას არ მოუპოვებია, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოწმე შა-–-ა თვ--–----ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ შემთხვევის დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში მწოლიარე გი----------------ეს ფიზიკურად ვერ ნახავდა. საქმის მასალებში წარმოდგენილია ქუთაისის საავადმყოფო ,--------------ს ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების გამგის მიერ 2018 წლის 0- ივნისს გაცემული ცნობა, რომლითაც დასატურდება, რომ შა-–-ა თვ--–----ე მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში დიაგნოზით მწვავე კორონარული უკმარისობა. დიაგნოზიდან და მისი დაავდების ანამნეზიდან გამომდინარე, მისი გადაადგილება კატეგორიულად მიზანშეუწონელია.
7. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
8. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა პოლიციის თანამშრომლების: და---------ძის და მი----–------ის ჩვენებები და აღნიშნა, რომ მათ ჩვენებები წინააღმდეგობაშია გი----------------ის ჩვენებასთან. მიუთითა ასევე ხსენებულ პირთა ჩვენებების არაკონკრეტულობაზე. დაცვის მხარემ აღნიშნა იმის თაობაზეც, რომ გი----------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება რე--------------–-ძის და შა-–-ა თვ--–----ის ჩვენებებს.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
გი----------------ის ჩვენების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რე--------------–-ძემ თავის ჩვენებაში მიუთითა კონკრეტულ მოტივზე, რაც შესაძლოა ამოძრავებდა გი----------------ეს, რის გამოც იგონებდა ისეთ ფაქტებს, რასაც არ ჰქონია სინამდვილეში ადგილი. მან აღნიშნა, რომ გი----------------ეს არ იცნობს, არ უნახავს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ფიქრობს, რომ მოისყიდეს და ამიტომ დაასახელა იგი.
ამდენად, შეფასების საგანია და სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს გი----------------ის და პოლიციის თანამშრომლების: მი----–------ის და და---------ძის ჩვენებებს, რადგან მხოლოდ აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ 2----–-–------------ რე--------------–-ძემ მიაწოდა კონვერტი მა-------ეს, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება.
მოწმე მი----–------- მიუთითებს, რომ მანქანა გააჩერეს ჟო-------ას ქუჩაზე, მაღაზია ,,ცე------------ან’’, საიდანაც რამდენიმე წუთში დაინახა, რომ ნ----–---–ის ქუჩიდან მოძრაობდა რე--------------–-ძე. მოწმე და---------ძე კონკრეტულად აღნიშნავს, რომ 2----–-–------------, 16:00 საათიდან 16:30 საათამდე დროის პერიოდში, ა/მანქანა ,,შკოდა’’ გაჩერებული ჰყავდათ ჟო-------ას და ნ----–---–ის ქუჩებთან არსებულ წრესთან, მანქანის წინა ნაწილი მიმართული იყო ჟო-------ას ქუჩისკენ, რომლის ქვედა მხარეს არის ნ----–---–ის ქუჩა. ორ-----–--ე ამოდიოდა ნ----–---–ის ქუჩის მხრიდან, თუმცა მი----–------- მიუთითებს, რომ გი----------------ის ა/მანქანა მათგან 30 მეტრში იდგა, ხოლო მი----–------- აფიქსირებს, რომ აღნიშნული ა/მანქანა იდგა მათგან 20 მეტრში.
მოწმე გი----------------ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს, შა-–-ა (შ----) თვ--–----ის თხოვნით, დაახლოებით 16:00 საათზე ,,მერსედესი’’-ს მარკის ა/მანქანით ჩამოვიდა რა ქ.ლანჩხუთში, გაჩერდა ლანჩხუთის ცენტრში, ტაქსებთან. მოწმე მიუთითებს, რომ რე--------------–-ძე ორჯერ დაინახა, პირველად, ტროტუარზე გამოიარა და დაუძახა ,,გრ-----–-ჩა, დამელოდე, მოვალო’’, ამ დროს მისგან დაახლოებით 15-20 მეტრში იმყოფებოდა და მაშინ კონვერტი არ ეჭირა, ხოლო მეორედ, დაძახებიდან დაახლოებით 10 წუთში რე--------------–-ძე იმავე გზით, იქ მდებარე შენობების უკანა მხრიდან მივიდა და ხელში ეჭირა თეთრი ფერის კონვერტი. რე--------------–-ძე მივიდა მასთან, რა დროსაც მან ფანჯარა ჩამოწია, რე-----მ დაუსახელა ვინაობა და მისცა კონვერტი შ----სთვის გადასაცემად.
პოლიციის თანამშრომლები: მი----–------- და და---------ძე კი აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დღეს, ლანჩხუთის ცენტრში რე--------------–-ძე მხოლოდ ერთხელ, კონვერტით ხელში დაინახეს. კერძოდ და---------ძის ჩვენებით, მი----–-------სთან ერთად ავტომანქანა ,,შკოდით’’ იმყოფებოდა ქ.ლანჩხუთის ცენტრში, საჭესთან თვითონ იჯდა. დაინახა, რომ ნ----–---–ის ქუჩის მხრიდან ამოვიდა რე--------------–-ძე, რომელსაც სიგნალი მისცა და მიესალმა, მან გაიარა დაახლოებით 30-40 მეტრი, მივიდა იქვე გაჩერებულ ა/მანქანასთან - ტაქსთან, ნომრით D------ და ა/მანქანის მძღოლს მიაწოდა კონვერტი. ტაქსი დაიძრა და წავიდა შ-------ის მიმართულებით. მი----–------ის ჩვენებით, და---------------ნ ერთად ა/მანქანით გაჩერებული იყო რა ქ.ლანჩხუთის ცენტრში, ჟო-------ას ქუჩაზე, შენიშნა, რომ ნ----–---–ის ქუჩიდან მოძრაობდა რე--------------–-ძე, რომელიც მიესალმა მათ. 15-20 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ რე-----ს ხელში ეჭირა თეთრი ფერის კონვერტი, გაიარა დაახლოებით 30-40 მეტრი და მივიდა ცენტრში, წრესთან გაჩერებულ, ტაქსის ტრაფარეტის მქონე ავტომანქანასთან ნომრით D------, რომელთანაც მცირე ხნით შეყოვნდა და გადააწოდა კონვერტი, რის შემდეგაც მითითებული ა/მანქანის მძღოლი წავიდა სოფელ შ-------ის მიმართულებით.
ამდენად, პოლიციის თანამშრომლები: მი----–------- და და---------ძე მიუთითებენ, რომ რე--------------–-ძე დაინახეს მხოლოდ ერთხელ ნ----–---–ის ქუჩიდან მომავალი, რა დროსაც ხელში თეთრი ფერის კონვერტი ეჭირა, ხოლო გი----------------ე აღნიშნავს, რომ რე--------------–-ძე ორჯერ დაინახა, პირველად ტროტუარზე მიმავალმა დაუძახა ,,გრ-----–-ჩა დამელოდეო’’, რა დროსაც კონვერტი არ ეჭირა, ხოლო მეორედ რე--------------–-ძე იმავე გზით, იქვე მდებარე შენობების უკანა მხრიდან მივიდა და ხელში ეჭირა თეთრი ფერის კონვერტი.
საყურადღებოა ასევე გი----------------ის და პოლიციელთა ჩვენებები, მა-------ის მიერ მართული ავტომანქანის შეჩერების შემდეგაც.
გი----------------ე აღნიშნავს, რომ იგი ელოდებოდა საბუთების მიტანას. როცა ორ-----–--ემ კონვერტი მისცა, არ გაუხსნია, რადგან შ----მ საბუთებზე გამოუშვა, კონვერტი დადო ,,კარობკის’’ გადამრთველთან, აამუშავა მანქანა, წრეზე მობრუნდა და ქუთაისისკენ წავიდა. წამოსვლიდან დაახლოებით 500 - 800 მეტრის გავლის შემდეგ, დაურეკა შ----მ, ,,მაგაში წამალია, დედაჩემისთვის მინდა და აუცილებლად ჩამომიტანეო’’. ამ მომენტში ,,შკოდამ’’ გადაუჭრა გზა, ა/მანქანა გააჩერა, პოლიციელებმა უთხრეს ,,მაქ წამალი არისო’’ და მანქანა უნდა გაეჩხრიკათ, ,,მე ვუთხარი კი ბატონო, აგერ არის კონვერტი-თქო’’ და მისცა ეს კონვერტი. ამის შემდეგ მანქანა გაჩხრიკეს და მხოლოდ ის კონვერტი ამოიღეს, რომელიც რე--------------–-ძემ გადასცა. კონვერტის ამოღების შემდეგ კი, როცა პოლიციელები მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ არსებული ინფორმაციით მას ნარკოტიკი ჰქონდა, ,,მე ვუთხარი რა ნარკოტიკი, კონვერტი მაქვს საბუთებითო’’.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მი----–------ის ჩვენებით დასტურდება, სოფელ შ-------ში შეაჩერეს გი----------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მას არანაირი ნარკოტიკი არ გადაჰქონდა, ჰქონდა მხოლოდ თეთრი ფერის კონვერტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მისცა რე--------------–-ძემ და სამკურნალო დანიშნულების წამალი, რომელიც უნდა ჩაეტანა ქუთაისში ვინმე შა-–-ა (შ----) თვ--–----ისათვის. გი----------------ის განმარტებით, ის გამოგზავნა შა-–-ა (შ----) თვ--–----ემ, რომლისთვისაც უნდა ჩაეტანა წამალი.
უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის და---------ძის ჩვენებით დგინდება, რომ წინადადებაზე, ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღდმეგო ნივთი, გი----------------ემ განაცხადა, რომ ჰქონდა კონვერტი, რომელშიც იდო წამალი, კონვერტი მისცა რე--------------–-ძემ და უნდა წაეღო ქ.ქუთაისში შა-–-ა თვ--–----ესთან. გი----------------ის განმარტებით, ქუთაისიდან გამოუშვა შა-–-ა თვ--–----ემ იმისთვის, რომ ჩასულიყო ლანჩხუთში, საიდანაც რე--------------–-ძე გამოატანდა წამალს.
დეტექტივ-გამომძიებლის რუ-------------–-ძის ჩვენებით, გი----------------ემ განმარტა, რომ შ----მ გამოაგზავნა ქუთაისიდან, რომლისთვისაც უნდა წაეღო კონვერტი, რომელშიც შ---- თვ--–----ის დედის წამალი უნდა ყოფილიყო.
ამდენად, გი----------------ის ჩვენება, როცა აცხადებს, რომ ავტომანქანიდან კონვერტის ამოღების შემდეგ პოლიციელებს უთხრა, რომ ნარკოტიკი კი არა, კონვერტი ჰქონდა საბუთებით, წინააღმდეგობაშია მი----–------ის, და---------ძის და რუ-------------–-ძის ჩვენებებთან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, მათთვის გი----------------ისაგან გახდა ცნობილი, რომ იგი ქუთაისიდან გამოუშვა შა-–-ა თვ--–----ემ იმ მიზნით, რომ ლანჩხუთიდან რე--------------–-ძე გამოატანდა წამალს და მას ჰქონდა რე--------------–-ძის მიერ მიცემული კონვერტი, რომელშიც იდო სამკურნალო დანიშნულების წამალი და რომელიც უნდა ჩაეტანა ქუთაისში შა-–-ა (შ----) თვ--–----ესთან.
პოლიციელთა ჩვენებებს თუ გავიზიარებთ, გი----------------ისათვის ქუთაისიდან გამომგზავრებისთანავე იყო ცნობილი, რომ რე--------------–-ძეს უნდა გამოეტანებინა წამალი, თუმცა სასამართლოში მიცემული მთელი ჩვენების მანძილზე გი----------------ე მიუთითებდა საწინააღმდეგოს, იცოდა, რომ ლანჩხუთიდან რე--------------–-ძისგან უნდა წამოეღო საბუთები, ავტომანქანაში ელოდებოდა რე-----ს მიერ საბუთების მიტანას და მხოლოდ გზაში, შ----ს მიერ მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ კონვერტში იყო შ----ს დედის წამალი, რომელიც ქუთაისში უნდა ჩაეტანა.
თუკი ავტომანქანით მოძრაობის დროს გი----------------ისათვის, შ---- თვ--–----ისაგან გახდა ცნობილი, რომ მას შ----ს დედისათვის წამალი მიჰქონდა, რატომ განუცხადა პოლიციელებს, რომ ა/მანქანაში ჰქონდა მხოლოდ რე--------------–-ძის მიერ მიცემული კონვერტი საბუთებით და თუ მა-------ემ მართლა ეს უთხრა პოლიციელებს, მაშინ პოლიციის თანამშრომლები რატომ აპელირებენ გი----------------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ კონვერტში იყო შ----ს დედისთვის განკუთვნილი წამალი და საერთოდ, სად იკვეთება რე--------------–-ძის ბრალულობა.
ამდენად, ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების გამო, სასამართლოს აზრით, შეიქმნა ეჭვი, რაც ვერ გაბათილდა სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებებით.
საქმის გარემობები ქრონოლოგიურად შემდეგნაირად ვითარდება: უბნის უფროსი ინსპქტორ-გამომძიებელი ვა-----გ ივ-------ი აჩვენებს, რე--------------–-ძის მიმართ, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. მიიღო ინფორმაცია, რომ ქალაქ ლანჩხუთის ცენტრიდან შ-------ის მიმართულებით მოძრაობდა გი----------------ე, რომელიც რაციით დაუყოვნებლივ აცნობა ჯგუფებს, შეადგინა პატაკი, რომლის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება, გამოკითხული იქნა მოწმის სახით. გი----------------ის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა მონაცემთა ბაზაში და ყველა ამ მოქმედების განხორციელებას დასჭირდა სულ 10 წუთი. როცა ინფორმაცია მიიღო, იმ დროს მანქანა მოძრაობდა ქალაქის ცენტრიდან შ-------ის მიმართულებით მაშინ, როცა ვა-----გ ივ-------ს 2----–-–------------- პატაკში მითითებული აქვს, რომ არსებული ინფორმაციით, გი----------------ე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-------ში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილდება მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა ,,მერსედესით’’, სახელმწიფო ნომრით D------.
მიუხედავად იმისა, რომ ვა-----გ ივ-------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მიღებული ინფორმაციის შინაარსის თაობაზე არ ემთხვევა პატაკში დაფიქსირებულ ინფორმაციას, მან დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გი----------------ის მიერ მართული ავტომანქანა უკვე მოძრაობდა, როცა მან ინფორმაცია მიიღო. მი----–------- და და---------ძეც ადასტურებენ, რომ გი----------------ის ავტომანქანას დაედევნენ და სოფელ შ-------ში შეაჩერეს. კერძოდ, და---------ძის ჩვენებით დგინდება, რომ, როცა ტაქსი - ა/მანქანა ნომრით D------ დაიძრა და წავიდა შ-------ის მიმართულებით, 2 წუთის შემდეგ, ვა-----გ ივ-------ისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაედევნენ ტაქსს. ინფორმაციის გადმოცემის მომენტისთვის, ავტომანქანა იმყოფებოდა მათი თვალთახედვის არეში. მანქანას გაჰყვნენ უკან და 3-4 წუთში, დაახლოებით 3 კილომეტრში შეაჩერეს სოფელ შ-------ში. მი----–------ის ჩვენებით კი დასტურდება, როცა ხსენებული ა/მანქანის მძღოლი სოფელ შ-------ის მიმართულებით წავიდა, ისევ იმ ადგილზე იდგნენ, როცა დაახლოებით 2 წუთში მიიღეს შეტყობინება, რომ აღნიშნულ ავტომანქანას გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ წავიდნენ იმ მანქანის მიმართულებით, დაახლოებით 5 წუთში დაეწივნენ სოფელ შ-------თან და შეაჩერეს. კონვერტი, რომელიც ქ.ლანჩხუთის ცენტრში, მათი თვალთახედვის არეში გადასცა რე--------------–-ძემ გი----------------ეს, შ-------ში ამოიღეს.
საქმის მწარმოებელი გამომძიებელი - რუ-------------–-ძე თავის ჩვენებაში მიუთითებს, გი----------------ის მანქანა გაჩერებული დახვდა სოფელ შ-------ში, ქალაქიდან რამდენი კილომეტია არ იცის, თუმცა პირველი სოფელი შ-------ია. ლანჩხუთის ცენტრიდან მანქანის გაჩერების ადგილი არ ჩანს. ივ-------ის პატაკიდან ა/მანქანა დაახლოებით 10 წუთში გააჩერეს. ხედავდა, რომ პოლიციელებმა შეაჩერეს მა-------ე და გადმოვიდნენ მანქანიდან, თითქმის ერთად მივიდნენ, თუმცა ჩხ---------------ემ მიასწრეს მისვლა.
ამდენად, პოლიციის თანამშრომლების: მი----–------ის, და---------ძის და რუ-------------–-ძის ჩვენებებით დგინდება, რომ გი----------------ის ავტომანქანა უწყვეტად არ იმყოფებოდა მათი თვალთახედვის არეში, შესაბამისად, ისინი ვერ ადევნებდნენ თვალყურს გი----------------ის ავტომანქანის მოძრაობას დაძვრიდან (ქ.ლანჩხუთის ცენტრიდან) სოფელ შ-------ის ტერიტორიაზე მის შეჩერებამდე. პოლიციელები მიუთითებენ, რომ რე--------------–-ძემ გი----------------ეს გადასცა რა კონვერტი, ამ უკანასკნელმა ა/მანქანით დაიწყო მოძრაობა შ-------ის მიმართულებით, ხოლო ისინი დარჩნენ ადგილზე. ინფორმაციას, აღნიშნულ ავტომანქანაში ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ კი, პოლიციელები იღებენ მაშინ, როცა გი----------------ის მიერ მართული ავტომანქანა უკვე მოძრაობს სოფელ შ-------ის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, იწყებენ პოლიციელები ა/მანქანის დევნას, მიემართებიან სოფელ შ-------ისკენ და გი----------------ის მიერ მართულ ავტომანქანას აჩერებენ სოფელ შ-------ში. გი----------------ე აჩვენებს, რომ ლანჩხუთიდან გამოსულს 2-3 წუთში დაურეკა შ----მ, რა დროსაც დაახლოებით 500-800 მეტრი ექნებოდა გავლილი, მალევე მივიდნენ პოლიციელებიც. მი----–------- და და---------ძე აღნიშნავენ, რომ მანქანის წასვლიდან, დაახლოებით 2 წუთის შემდეგ იღებენ რა ოპერატიულ ინფორმაციას, 5 წუთში ეწევიან გი----------------ეს, გამომძიებელი რუ-------------–-ძე მიუთითებს, რომ ივ-------ის პატაკიდან დაახლოებით 10 წუთში გააჩერეს ა/მანქანა, თუმცა გაზიარებული რომც იქნას ინფორმაციის მიმღების: ვა-----გ ივ-------ის და პოლიციელთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ დროის უმოკლეს პერიოდში მოხდა ოპერატიული ინფორმაციის როგორც მიღება, ასევე მისი გადამოწმება და გადაცემა, ცხადია, რომ გი----------------ის მიერ ქ.ლანჩხუთის ცენტრში ავტომანქანის დაძვრიდან, სოფელ შ-------ში მის შეჩერებამდე (თანაც დაუდგენელია სოფელ შ-------ში ავტომანქანის გაჩერების ზუსტი ადგილი) დროის პერიოდში, ამ უკანასკნელის ავტომანქანას პოლიციელები ვერ აკონტროლებდნენ, რადგან გი----------------ის მიერ მართული ავტომანქანის დევნას იწყებენ, ავტომანქანაში ნარკოტიკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, როცა ავტომანქანა უკვე გადაადგილდება სოფელ შ-------ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე (რაც დადასტურებულია 2----–-–------------- პატაკით) და სწორედ სოფელ შ-------ში აჩერებენ მას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გი----------------ე ვერ აკონკრეტებს სად, კონკრეტულად რა ადგილზე მოხდა მისი ავტომანქანის შეჩერება, რადგან ლანჩხუთის მკვიდრი არ არის და ლანჩხუთთან შეხება არ ჰქონია, თვით შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთა სამოქედო ტერიტორიასაც წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი შ-------ი, ვერ ასახელებენ გი----------------ის ავტომანქანის შეჩერების ზუსტ ადგილს. აღნიშნულზე, კონკრეტული განმარტა ვერც გამომძიებელმა გააკეთა.
გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა პოლიციელთა ჩვენებების ის ნაწილიც, სადაც მიუთითებენ, რომ შემთხვევის დღეს შენიშნეს ნაცნობი რე--------------–-ძე, რომელსაც და---------ძემ სიგნალი მისცა და პოლიციელები მიესალმნენ მას. რე--------------–-ძემ პოლიციელებს ხელი დაუქნია, თუმცა მათ დანახვაზე შემცბარმა, მათი თვალთახედვის არეში გაიარა დაახლოებით 20-30 მეტრი და გააგრძელა გზა ტაქსის მიმართულებით, მივიდა მათგან დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით გაჩერებულ ტაქსთან და მძღოლს- გი----------------ეს გადასცა კონვერტი.
პოლიციელთა ჩვენებების მიხედვით (აღსანიშნავია ჩვენების მიცემის დროს, კითხვაზე რუ-------------–-ძის პასუხი: ,,თუ იქ მოძრაობდა რე--------------–-ძე დაინახავდა პოლიციის თანამშრომლებს’’) გამოდის რე--------------–-ძემ იცოდა, რომ ავტომანქანა, რომელშიც პოლიციელები ისხდნენ, გაჩერებული იყო გი----------------ის ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრში, აქედან გამომდინარე იცოდა, რომ იმყოფებოდა პოლიციელთა თვალთახედვის არეში და ასეთ დროს რე--------------–-ძის მიახლოება გი----------------ის ავტომანქანასთან და კონვერტის (ნარკოტიკული საშუალებით) მიწოდება გი----------------ისათვის, კვლავ წარმოშობს ეჭვს პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა-სარწმუნოობაზე და შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში რე--------------–-ძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
ამასთან, თუკი პოლიციელებმა დაინახეს, რომ რე--------------–-ძემ მიაწოდა კონვერტი გი----------------ეს, რომელიც დაიძრა მის მიერ მართული ავტომანქანით და ამ ა/მანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ქაღალდის ნახევში მოთავსებული აბის ნატეხები, ცხადია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთიერების აღმოჩენის და ამოღების მიზნით არსებობდა რე--------------–-ძის მიმართ ჩხრეკის ჩატარების დასაბუთებული ვარაუდი, თუმცა რე--------------–-ძეს ისე წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რომ საგამოძიებო ორგანოს არ ჩაუტარებია არც მისი პირადი და არც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. აღნიშნული კი, სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს გამომძიებელმა ახსნა იმ გარემოებით, რომ ორ-----–--ე სამმართველოს შენობაში ნახა, მაგრამ ვინ დაიბარა არ იცოდა და ამიტომ არ ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა.
შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ვა-----გ ივ-------ის ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ არ არის ცხადი თუ რა სახის სამართლებრივი საფუძვლით მოიპოვა ის ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მიაწოდა. მოწმემ მხოლოდ ზოგადად მიანიშნა, რომ სამსახურში ყოფნის დროს, პირადი კონტაქტით, ტელეფონის საშუალებით მიიღო ინფორმაცია, ამასთან, აღნიშნა, რომ ინფორმატორი ძირითადად ლანჩხუთში ჩადენილ ქმედებაზე აწვდიდა ინფორმაციას, ხოლო ქუთაისში დაწყებულსა და ლანჩხუთში გაგრძელებულზე - არა. ასეთ ვითარებაში გაუგებარი რჩება, რა საფუძვლით მიიღო ვანის რაიონის სოფელ გ-----–---–------------------ მა-------ის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ვა-----გ ივ--------ა, მაშინ, როცა გიორგ მა-------ის განმარტებით, მას ლანჩხუთთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ამასთან, ვა-----გ ივ-------ის ხელთ არსებულ ინფორმაციაში საერთოდ არ ფიგურირებს რ----- ორ-----–--ე და არ იკვეთება მისი შემხებლობა გი----------------ისაგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან. პოლიციის თანაშრომელმა - მი----–-------მ ჯერ აღნიშნა, რომ შეტყობინება მიიღო თანამშრომლისგან, რომლის ვინაობის დასახლებას საჭიროდ არ მიიჩნევს, შემდეგ მიუთითა, რომ ამ თანამშრომლის ვინაობა არ ახსოვს, ხოლო მოწმე - და---------ძემ დააკონკრეტა, რომ შეტყობინება მიიღო ვა-----გ ივ-------ისგან. ამდენად, ხსენებულმა პირებმა „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მისცეს ჩვენება სასამართლოს. მოწმეებს არ დაუკონკრეტებიათ საიდუმლო თანამშრომლის (კონფიდენტის) მიერ იყო თუ არა ეს ინფორმაცია მიწოდებული და იყო თუ არა მასთან კონტრაქტი გაფორმებული, მიუთითეს რა ვითარებაში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, თუმცა ვერ დააკონკრეტეს თავად ინფორმაციის მიმწოდებელმა რა ფაქტობრივი გარემოებები დაინახა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ამ ნაწილშიც შეედარებინა აღნიშნული ჩვენებების სარწმუნოობა.
ასეთი სახის ჩვენების შეფასების სტანდარტთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობას საქმეზე Lüdi v. Switzerland, სადაც განიმარტა, რომ „... არც გამომძიებელ მოსამართლეს და არც სასამართლოებს არ ჰქონდათ საშუალება ან სურვილი, დაეკითხათ ტონი (ფარული აგენტი), როგორც მოწმე, და დაეპირისპირებინათ, რაც მათ საშუალებას მისცემდა, ტონის ჩვენებანი ბ-ნი ლუიდის განცხადებებისათვის შეედარებინათ; მეტიც, არც ბატონ ლუიდის და არც მის ადვოკატს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე საშუალება არ ჰქონდათ, დაეკითხათ იგი ან ეჭვი შეეტანათ მის საიმედოობაში. ამის გაკეთება მაინც შესაძლებელი იქნებოდა ისეთი გზით, რომელიც გაითვალისწინებდა პოლიციის ორგანოთა კანონიერ ინტერესს მათი აგენტის დაცვის მიმართ, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმეებში, რათა მათ შეძლებოდათ მისი დაცვა და იგი კვლავ გამოეყენებინათ მომავალში. დაცვის უფლებები ისეთი ხარისხით შეიზღუდა, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა სასამართლიანი სასამართლო. აქედან გამომდინარე, დაირღვა მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან ერთობლიობაში.“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ:ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ასევე ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებული არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.
ამდენად, ზემოთ განხილული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს გააჩნია საქმეში წარმოდგენილი გი----------------ის ჩვენების (პირდაპირი მოწმედაც რომ იქნას განხილული) საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რე--------------–-ძის მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მხოლოდ გი----------------ის წინააღმდეგობრივი ხასიათის ჩვენება, რომელიც არ არის თანმიმდევრული და კონკრეტული, არ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, არ შეიძლება გახდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში რე--------------–-ძის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოწმეების - მი----–------ის და---------ძის, რუ-------------–-ძის ჩვენებებს (ასევე, დანარჩენი მოწმეების ჩვენებები) ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები, რადგან მათი თვალთახედვის არეალს გასცდა გი----------------ის ავტომანქანა, როცა დაიწყო მოძრაობა - ქ.ლანჩხუთის ცენტრიდან სოფელ შ-------ის ტერიტორიაზე მის შეჩერებამდე, ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება მოწმის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. ამასთან პოლიციელების ჩვენებები არ არის განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით და ასევე, წინააღმდეგობრივია როგორც გი----------------ის ჩვენებასთან, ისე საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, შესაბამისად, დასახელებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად სადავო ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცბულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ რე--------------–-ძემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. უფრო მეტიცწარდგენილი ბრალდება ემყარებოდა პოლიციელთა ჩვენებებს, რომელთა უტყუარობის დასამტკიცებლად, მოცემულ შემთხვევაში, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ მომხდარა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, სასამართლოს აზრით, ვერ პასუხობს მტკიცებულების უტყუარობის მითითებულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რე--------------–-ძის ბრალეულობას მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ რე--------------–-ძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
10. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რე--------------–-ძე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–------------------ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ასევე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამარღლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რე--------------–-ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარდგენილ ბრალდებაში. რე--------------–-ძეს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
11. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რე--------------–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
12. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რე--------------–-ძე არ არის ნასამართლევი, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რე--------------–-ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2----–-–------------------ მოქმედი რედაქცია) უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ რე--------------–-ძეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ ყოფილა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-274-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე და 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რე--------------–-ძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. რე--------------–-ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 03 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუგინდეს 3 (სამი) წელი.
3. გაუქმდეს მსჯავრდებულ რე--------------–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მსჯავრდებულ რე--------------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული გ-- ორ-----–--ის პ/ნ 2---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობით 2753 კვ.მ. მდებარე ქ.ლანჩხუთში საკადასტრო კოდი 27.0-.45.0--. გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგი სახით:
4.1. გი----------------ის მიერ მართული, ,,მერსედესი’’-ს მარკის D------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტის ნატეხები ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი წონით 0,278 გრამი, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განადგურების მიზნით.
4.2. გი----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქაღალდის ნახევი წარწერით 5-----------, უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4.3. რე--------------–-ძისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს რე--------------–-ძეს.
4.4. შპს ,--------------დან ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაცია და შ-----------–--ის’’ კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაცია, განცხადებები და შრომის ხელშეკრულებები, დაუბრუნდეს შესაბამისად, შპს ,------------- და შ-----------–--ის’’ კლინიკას.
4.5. რე--------------–-ძისგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
4.6. შა-–-ა თვ--–----ისაგან აღებული ხელწერისა და ხელმოწერის ნიმუშები, უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4.7. გი----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს გი----------------ეს.
4.8. გი----------------ის მიერ მართული, ,,მერსედესი’’-ს მარკის D------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელიც დგას შსს ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს გი----------------ეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს.
6. რე--------------–-ძეს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარინა კიკნაძე