განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
330100120003446105
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/376-20

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ მ-----–---------ის,ბრალდებულ - გ----------------ს,ადვოკატ - ლ-–----------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ-----------------------------ს (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------------------------------------------------ში ) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ა-----------–-–---–-ს, ბ-------------–----ს, ზ------------------ის, ა-–-------------------ის, ე-----------------ის, ჯ----------------ის, ნ------------–--ის, ბრალდებულ გ----------------ს გამოკითხვის ოქმებით; სს „ლ--------------დან“ ამოღებული დოკუმენტაციით; კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებებით, თანდართულ მასალასთან ერთად; სს „ლ--------------დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით; ვიდეოკამერების ჩანაწერებით; სს „ლ--------------ს“ კორპორატიული სახელმძღვანელოთი; ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით; შეთანხმებით; შეტყობინებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე; გ----------------ს ახსნა-განმარტებით და გათავისუფლების ბრძანებით; სს „ლ--------------ს“ შიდა აუდიტის დასკვნით; თემატური რევიზიის აქტით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ----------------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

სს „ლ--------------ს“ დიდუბის ფილიალის ავტოლომბარდის ექსპერტ-შემფასებელმა გ----------------მ, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, მაშინ როდესაც კრედიტთან დაკავშირებით არსებული საკომისიო თუ სხვა სახის ხარჯის დაფარვა ხდებოდა კრედიტის თანხიდან და უკვე შემდგომ პერიოდში - უშუალოდ ბანკის მიერ საკუთარი ხარჯით, სს „ლ--------------ს“ კლიენტებს მიაწოდა განზრახ არასწორი ინფორმაცია მათი მხრიდან თითქოსდა საკომისიო თუ სხვა ხარჯების დაფარვის თაობაზე. ხსენებული ხერხის გამოყენებით, 2018 წლის 05 აპრილიდან - იმავე წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, გ----------------, მოტყუებით, ბანკის კლიენტებისთვის კრედიტის დამტკიცების/გაცემის საკომისიო თანხისა და სხვა ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სს „ლ--------------ს“ 21 კლიენტის კუთვნილ ფულად თანხას ჯამში 4 392 ლარს, კერძოდ:

1. ა-–-------------------ის (პირადი N5----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 05.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 84 ლარს;

2. ე-----------------ის (პირადი N6----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 05.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 280 ლარს;

3. ჯ----------------ის (პირადი N5----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 11.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 125 ლარს;

4. ნ------------–--ის (პირადი N2----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 12.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 193 ლარს;

5. ნ--------------–---–-ს (პირადი N0----------; (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 13.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 155 ლარს;

6. თ---------------–---–-ს (პირადი N2----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 12.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 90 ლარს;

7. დ---------------ის (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 23.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 100 ლარს;

8. ა-–----------–--ის (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 25.04.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 65 ლარს;

9. კ-----–-–--–--ის (პირადი N3----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 28.06.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 275 ლარს;

10. თ--------------------ის (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 28.06.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2------1) კუთვნილ 240 ლარს;

11. მ----------------ის (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 30.06.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 88 ლარს;

12. თ------------------ს (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 04.07.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 100 ლარს;

13. გ---------–--------------ის (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 14.07.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 50 ლარს;

14. დ----------–------ს (პირადი N0----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 19.07.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 265 ლარს;

15. ვ-–-------------–--ის (პირადი N3----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 23.07.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 300 ლარს;

16. ბ-------------ის (პირადი N5----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 07.08.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 417 ლარს;

17. ტ------–-–-–--–---–-ს (პირადი N0----------- ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 18.09.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 200 ლარს;

18. ე------------–-–---–-ს (პირადი N-----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 21.09.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 350 ლარს;

19. გ----------------–---–-ს (პირადი N1----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 24.09.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 300 ლარს;

20. რ---------------ის (პირადი N0----------; (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 02.10.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 305 ლარს;

21. ა-----–------–--–--ის (პირადი N3----------; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 07.08.2018, სესხისა და გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულების ნომერი: 2-------) კუთვნილ 400 ლარს.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

გ----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან - ცხრა წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს გ----------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულებს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და გამოთქვამს მზაობას სრულად ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გ----------------ს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს „ლ--------------დან“ (20.03.2019 წელს და 25.04.2019 წელს) ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმზე (06.05.2019) თანდართული დოკუმენტაცია; სამ ტომარაში დალუქული, 2015-2016-2017 წლების გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სს „ლიბერთი ბანკს“;

2018 წლის გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულებები, მასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ელექტრონული დისკი, რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო 20 (ოცი) ელექტრონული დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, გ----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს „ლ--------------დან“ (20.03.2019 წელს და 25.04.2019 წელს) ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმზე (06.05.2019) თანდართული დოკუმენტაცია; სამ ტომარაში დალუქული, 2015-2016-2017 წლების გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სს „ლიბერთი ბანკს“;

2018 წლის გირავნობის (სალომბარდე) ხელშეკრულებები, მასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ელექტრონული დისკი, რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო 20 (ოცი) ელექტრონული დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე