განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003317718
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/595-19 27 იანვარი, 2020 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - რ--------- ლ-----ს,ადვოკატ - გ------- ჯ-------–---–ის,ბრალდებულ - მ--------- ღ---–----–---–ის
მონაწილეობით, Aღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011271019002 საქმე მ--------- გ---------- ძე ღ---–----–---–ის (დაბადებული 19---–-–------------------ პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ პ-------------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ--------- ღ---–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ პ-------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ--------- ღ---–----–---–მა, შელაპარაკებისას - შვილს გ------- ღ---–----–---–ს თავში ორჯერ დაარტყა შუშის გრაფინი, რის შედეგდაც გ------- ღ---–----–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა მ--------- ღ---–----–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მ--------- ღ---–----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, გ------- ღ---–----–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოცხრილით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მ--------- ღ---–----–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მ--------- ღ---–----–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მ--------- ღ---–----–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მ--------- ღ---–----–---–ს დღეისათვის არ აქვს მოხდილი გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განაჩენით, დამატებითი სასჯელის სახით, დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მაგრამ დღეის მდგომარეობით იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ და ადგილი არ აქვს დანაშაულის რეციდივს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------- ღ---–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. მ--------- ღ---–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. მ--------- ღ---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ოქტომბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, სისხლის ნიმუში, გრაფინი და თეფშის ფრაგმენტები - განადგურდეს.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე