გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.03.2020
საქმის ნომერი
140310020003416764
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310020003416764

საქმე № 3/6-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: გ------- ქ-–--–-–---–ი

წარმომადგენელი: გ--------- ქ-------------ე

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ე----- ქ-----ე, ბ---, ვ---- და ე----- ხ-----------ეები

წარმომადგენელი: ე----- ხ----–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე 1238 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ე----- ქ-----ის (პირ. № 2----------), ბ--- (პირ. № 2----------), ე----- (პირ. № 2----------) და ვ---- (პირ. № 2----------) ხ-----------ეების თანასაკუთრებაში № 6--0--4--9-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 ნოემბრის № 8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, გ------- ქ-–--–-–---–ს (პირ. № 2----------) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, საიდანაც ნაწილი აღრიცხული აქვს თავის სახელზე. მან მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს კუთვნილი 147 მ2 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია რეგისტრირებული აქვთ მესამე პირებს.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სადავო ადგილზე გ------- ქ-–--–-–---–ს საკუთრება არ გააჩნია. ეს ტერიტორია ეკუთვნოდათ შ-----–-–---–ებს, რაც საბჭოთა მეურნეობის გადაწყვეტილებით გადაეცათ ხ-----------ეებს. მათ სახელზე ამ ნაკვეთის რეგისტრაციამდე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომ მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო მონაკვეთიც ეკუთვნოდათ ხ-----------ეებს. ამ აქტზე ხელს აწერს თვით გ------- ქ-–--–-–---–იც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. კ---------ის მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1967 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით, იმის გამო, რომ გ------- ქ-–--–-–---–ი ცხოვრობდა კ--------გამოღმა, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი ბინიდან დაშორებულია და მოვლა-პატრონობა უძნელდება, მისი განცხადების თანახმად, მოეცვალა მ-------–---თ ნაკვეთი ი----- შ-----–-–---–ისეულ ნაკვეთში, ზომით 0,10 ჰა;

 

მტკიცებულება: კ---------ის მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1967 წლის 15 ნოემბრის № 822 ბრძანება (ს. ფ. 90).

 

3.2.2. კ---------ის თემის საკრებულოს (შ--------ი) 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ეწერა ვ---- ქ-–--–-–---–ი - გადახაზულია და წერია გ------- ქ-–--–-–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ვ---- (ოჯახის უფროსი. გადახაზულია, გარდაიცვალა), გ------- (ვაჟიშვილი), ე----- (რძალი), ი---- (შვილიშვილი), ჯ------- (შვილიშვილი) ქ-–--–-–---–ები, ლ---- ც---–---ე (შვილიშვილის შვილი), ე----- ქ-–--–-–---–ი (შვილიშვილის შვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის 1/2 (100 მ2), მიწის ფართობი მითითებული არ არის. კ---------ის თემის საკრებულოს სოფელ კ---------ის (შ--------ი) 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ვ---- ქ-–--–-–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: ზონარგაყრილი წიგნით - 0,26 ჰა, ფაქტობრივად ფლობს - 0,19 ჰას. ეძლევა ახლად გასაცემი - 1,06 ჰა, სულ - 1,25 ჰა;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2016 წლის 11 თებერვლის № AA2016005613-03 საარქივო ცნობა (ს. ფ. 92).

 

3.2.3. ამ საარქივო ცნობის, ასევე სხვა საარქივო ცნობისა და კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე, გ------- ქ-–--–-–---–ის სახელზე 2016 წლის 4 აპრილს № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე 1579 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდი ---------------------------------------------------------------------------------------------------------.

 

3.2.4. კ---------ის მეხილეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1988 წლის 6 ივნისის ბრძანებით, ზ------- ხ-----------ეს მოეცვალა 0,06 ჰა მდინარე კ--------ის ნაპირზე ი----- შ-----–-–---–ისეული 2 ნაკვეთი;

 

მტკიცებულება: კ---------ის მეხილეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის 1988 წლის 6 ივნისის № 1/51 ბრძანება (ს. ფ. 159).

 

3.2.5. კ---------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ კ---------ის (შ--------ი) 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ზ------- ხ-----------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ზ------- (ოჯახის უფროსი), ე-----ი (ცოლი), გ------- (ვაჟიშვილი, გადახაზულია, დაეწერა ცალკე კომლად), კ---- (ვაჟიშვილი) და ბ--- (შვილიშვილი) ხ-----------ეები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1986-1987 წლებში 70 მ2 საცხოვრებელი სახლი და 1986-1990 წლებში - 0,28 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

კ---------ის თემის საკრებულოს (შ--------ი) 1996-2006 წლებში კომლის უფროსად ჩაწერილია ზ------- ხ-----------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ე----- (მეუღლე), კ---- (ვაჟიშვილი), ვ---- (რძალი), ბ--- (შვილიშვილი) და ე----- (შვილიშვილი) ხ-----------ეები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის 1/2 (40 მ2), მიწის ფართობი მითითებული არ არის.კ---------ის თემის საკრებულოს სოფელ კ---------ის (შ--------ი) 1992 წლის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით ზ------- ხ-----------ეს პირად საკუთრებაში ერიცხება მიწის ფართობი: ზონარგაყრილი წიგნით - 0,28 ჰა, ფაქტობრივად ფლობს - 0,28 ჰას, ეძლევა ახლად გასაცემი - 0,97 ჰა, სულ - 1,25 ჰა;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2015 წლის 10 ივნისის № AA2015038620-04 საარქივო ცნობა (ს. ფ. 66).

 

3.2.6. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 23 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ე----- ქ-----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და კასპის არქივის 2015 წლის 10 ივნისის № AA2015038620-04 საარქივო ცნობაში ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია.

 

ოქმს ხელს აწერს გ------- ქ-–--–-–---–იც;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 23 ოქტომბრის № 00359 ოქმი (ს. ფ. 78-81).

 

3.2.7. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 23 ოქტომბრის № 00359 ოქმი, საჯარო რეესტრის შესაგებელსა და მასზე თანდართულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, გ------- ქ-–--–-–---–ს უშუალოდ ჩაბარდა 2020 წლის 6 თებერვალს;

 

მტკიცებულება: მოსარჩელისადმი მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლების გზავნილი, საფოსტო სამსახურის ჩაბარების ხელწერილი - უკუგზავნილი (ს. ფ. 134-135).

 

3.2.8. მითითებული საარქივო ცნობისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე, 2018 წლის 1 ნოემბერს № 6--0--4--9-- საკადასტრო კოდით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე 1238 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა ე----- ქ-----ის, ბ---, ვ---- და ე----- ხ-----------ეების სახელზე;

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 ნოემბრის № 8------------05 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 82-85).

 

3.2.9. გ------- ქ-–--–-–---–ისა და ე----- ქ-----ის № 6--0--4--2-- და № 6--0--4--9-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს. ე----- ქ-----ის საკუთრებას ემიჯნება № 6--0--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიც;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2020 წლის 22 იანვარს მომზადებული სიტუაციური გეგმა (ს. ფ. 131).

 

3.2.10. გ------- ქ-–--–-–---–მა 2019 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თავის საკუთრების მომიჯნავედ 147 მ2 იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რაც მთლიანად წარმოადგენს ე----- ქ-----ის № 6--0--4--9-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს;

 

მტკიცებულება: ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს. ფ. 86-130), საჯარო რეესტრის 2019 წლის 3 ოქტომბერს მომზადებული სიტუაციური გეგმა (მწვანე ფერის გრაფიკული აღნიშვნა, ს. ფ. 136).

 

3.2.11. გ------- ქ-–--–-–---–ის მიერ დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა იმგვარადაა წარდგენილი, რომ რეგისტრაციის შემთხვევაში, № 6--0--4--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთით მდებარე ე----- ქ-----ის კუთვნილი ნაკვეთის ნაწილი მთლიანი ნაკვეთისაგან მოწყვეტილი და ცალკე უფლების ობიექტად აღქმად მიწის ნაკვეთად რჩება;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 3 ოქტომბერს მომზადებული სიტუაციური გეგმა (წითელი და მწვანე ფერის გრაფიკული აღნიშვნა, ს. ფ. 136).

 

3.2.12. ე----- ქ-----ისა და გ------- ქ-–--–-–---–ის დაზუსტებული რეგისტრაციები (ე. წ. წითელი ფენა) არ ემთხვევა საჯარო რეესტრში დაცულ, ა-–---------- შ-----–-–---–ისა და გ------- ქ-–--–-–---–ის სახელზე არსებულ სისტემური აღწერის დურეგისტრირებელ, დაუზუსტებელ მონაცემებს (ე. წ. ყვითელ ფენას);

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2020 წლის 22 იანვარს მომზადებული სიტუაციური გეგმა (ს. ფ. 164).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ე----- ქ-----ის საკუთრებაში № 6--0--4--9-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და კასპის არქივის 2015 წლის 10 ივნისის № AA2015038620-04 საარქივო ცნობაში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა დადასტურებულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 23 ოქტომბრის ოქმით, რაც გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის, რომლის სისწორესაც თავისი ხელის მოწერით ადასტურებს თვით გ------- ქ-–--–-–---–ი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, ე----- ქ-----ის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციით მის საკუთრებაში სამხრეთით მოექცა თუ არა გ------- ქ-–--–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს ერთმანეთის მომიჯნავედ საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები; ე----- ქ-----ემ კი უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამ რეგისტრაციით კი მის საკუთრებაში მოექცა გ------- ქ-–--–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.

 

მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი, სადაც ასახულია სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი (ე. წ. ყვითელი ფენა) და მხარეთა მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემები (ე. წ. წითელი ფენა), რომლებიც ერთმანეთთან არსებით თანხვედრაში არ არის.

 

როგორც აღინიშნა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 23 ოქტომბრის № 00359 ოქმით დადგინდა ე----- ქ-----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზსა და კასპის არქივის 2015 წლის 10 ივნისის № AA2015038620-04 საარქივო ცნობაში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო 2018 წლის 1 ნოემბერს ე----- ქ-----ის საკუთრებაში უძრავი ნივთის რეგისტრაციას.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის (2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედ.) მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ნორმის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კ---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 23 ოქტომბრის № 00359 ოქმი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.

 

შესაბამისად, მასში მოყვანილი გარემოებები გ------- ქ-–--–-–---–თან მიმართებაში უტყუარად და დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული; მით უფრო, რომ ადგილზე დათვალიერებაში უშუალოდ მონაწილეობდა და ამ აქტში მოყვანილი გარემოებების სისწორეს ხელმოწერით დაეთანხმა თვით გ------- ქ-–--–-–---–ი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სისტემური აღწერის დაუზუსტებელი, დაურეგისტრირებელი (ე. წ. ყვითელი ფენა) და მხარეთა მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემები (ე. წ. წითელი ფენა) ერთმანეთთან არსებით თანხვედრაში არ არის, და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 23 ოქტომბრის № 00359 ოქმით დადგინდა ე----- ქ-----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზსა და კასპის არქივის 2015 წლის 10 ივნისის № AA2015038620-04 საარქივო ცნობაში ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, სასამართლოს დაუდასტურებლად მიაჩნია მოსარჩელის მითითება, რომ ე----- ქ-----ის საკუთრებაში მოექცა გ------- ქ-–--–-–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები გ------- ქ-–--–-–---–თან მიმართებაში არ ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველიც.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 120 ლარი, საიდანაც მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 20 ლარი.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი 120 ლარიდან 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გ------- ქ-–--–-–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---------ში მდებარე 1238 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ე----- ქ-----ის, ბ---, ე----- და ვ---- ხ-----------ეების თანასაკუთრებაში № 6--0--4--9-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 1 ნოემბრის № 8------------05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გ--------- ქ-------------ის მიერ 2019 წლის 10 ივნისს ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 (ასოცი) ლარიდან (საგადახდო დავალება № 0, რეფერენსი 2692418982) 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გ------- ქ-–--–-–---–ს დაუბრუნდეს გ--------- ქ-------------ის მიერ 2019 წლის 10 ივნისს ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 (ასოცი) ლარიდან (საგადახდო დავალება № 0, რეფერენსი 2692418982) 20 (ოცი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი