განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100120003451030
№1/12-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - ს---–---------------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: ს---–---------------–---–ი
მამის სახელი: ლ------
დაბადებული: 1----–-–---------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: გ-------------------–--------------
ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
კვალიფიკაცია: ს---–---------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს---–---------------–---–მა, გურჯაანის რაიონის ს------–------------–-, მეორეხარისხოვან გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ვაზ 2106-ის მარკის (სახელმწიფო ნომრით A------) ავტომობილით მოძრაობისას, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, ავტომობილს მართავდა რა მართვის უფლების გარეშე, გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით, დაძვრისას დაუგორდა იგი უკუსვლით, ვერ უზრუნველყო შეჩერება და შეეჯახა ამავე სოფელში მცხოვრებ ც-–----------–---–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
ს---–---------------–---–ს ჩადენილი ქმედებისთვის 2019 წლის 26 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს---–---------------–---–მა, გ-----------------------------–-------------ში, მეორეხარისხოვან გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ვაზ 2106-ის მარკის (სახელმწიფო ნომრით A------) ავტომობილით მოძრაობისას, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, ავტომობილს მართავდა რა მართვის უფლების გარეშე, გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით, დაძვრისას დაუგორდა იგი უკუსვლით, ვერ უზრუნველყო შეჩერება და შეეჯახა ამავე სოფელში მცხოვრებ ც-–----------–---–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - გ--–----------–---–ის, ლ--------------–---–ის, ნ--–----------–---–ის, თავად ბრალდებულ ს---–---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, კომპლექსური ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ს---–---------------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, ავტომობილს მართავდა რა მართვის უფლების გარეშე, გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით, დაძვრისას დაუგორდა იგი უკუსვლით, ვერ უზრუნველყო შეჩერება და შეეჯახა ამავე სოფელში მცხოვრებ ც-–----------–---–ს.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა დაკავშირებულია „საგზაო მოძრაობს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევასთან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტი ადგენს, რომ მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
ამასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დადგენილ წესებს არღვევს პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს---–---------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.
რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - გ--–----------–---–ის, ლ--------------–---–ის, ნ--–----------–---–ის, თავად ბრალდებულ ს---–---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, კომპლექსური ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ს---–---------------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები შეეჯახა ც-–----------–---–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შეესაბამება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ქმედებას პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ც-–----------–---–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი მძიმე ხარისხის, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს---–---------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---–---------------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ს---–---------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ს---–---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს---–---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ს---–---------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ს---–---------------–---–ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული. დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ბრალდებულთან პრეტენზია არ გააჩნია. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან. წარსულში ნასამართლევი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს---–---------------–---–ის მიმართებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალიწინებული შეღავათები. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---–---------------–---–ს უნდა ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლების მიღება სამი წლით.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ს---–---------------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.
2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ავტომანქანა ვაზ-2106 სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც ინახება საჯარიმო ავტოსადგომზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ავტომანქანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს---–---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 5 (ხუთი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ვაზ-2106 სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც ინახება საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი