გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
340370520003505401
კატეგორია
დავის ტიპი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით
თარიღი
05.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340370520003505401

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.03.2020 ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ნინო ნადაშვილი

მოსარჩელე გ--- კუ-----შვილი,მოსარჩელის წარმომადგენელი შ--–----------–-–---–--

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი - მი----– აფ–------ი

დაინტერესებული პირი - ჟ--- ოს--–--ლი,დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის მი----– აფ–------ის მიერ 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელის- მი----– აფ–------ის მიერ 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი #0----- ;

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაინტერესებულ პირთან - ჟ--- ოს--–--ლთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2010 წელს- ან------ კუ-----შვილი და 2016 წელს- მა------ კუ-----შვილი. მეუღლეები 2018 წლის ნოემბრიდან დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში თავის მშობლებთან. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ბავშვები ხან მამასთან და ხან დედასთან ცხოვრობენ.

2020 წლის 6 თებერვალს ბავშვები მამასთან იმყოფებოდნენ. საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე მისი შვილი მა------ ცუდად გახდა და დედას კითხულობდა. ჟ--- ოს--–--ლი ფრანგულ სამედიცინო ცენტრ ,,კახეთის იონში“ მუშაობს. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ 6 თებერვალს დიალეზის დღე იყო, ამიტომ ჟ--- ოს--–--ლს სამსახურში გვიანობამდე მოუწევდა დარჩენა, ამიტომ მოსარჩელემ მასთან სამსახურში მანქანით მისვლა და მისი ბავშვებთან წამოყვანა გადაწყვიტა. განყოფილებაში შეიტყო, რომ ჟ--- სამსახურიდან წასული იყო.

მოსარჩელის მითითებით, მან მობილურზე დაურეკა ჟ---ს და ჰკითხა, თუ სად იყო, რაზეც უპასუხა, რომ სამსახურში იყო. მოსარჩელემ განუმარტა, რომ ისიც მის სამსახურშია და სად იყო, რა დროსაც ჟ---მ ტელეფონი გათიშა ისე, რომ ვერ მოასწრო ვერც იმის თქმა, რომ ბავშვი ავადაა, არც შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის, და არც დამუქრებია მას, მიუხედავად აღნიშნულისა, პოლიციამ მის მიმართ შეადგინა შემაკავებელი ორდერი #0----- , რომელიც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა, ვინაიდან ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჟ--- ოს--–--ლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი.

მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 28 თებერვალს შსს გურჯანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ/გამომძიებელმა მი----– აფ–------მა კვლავ შეადგინა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის თანახმად, თითქოს მოსარჩელე მსხვერპლს- ჟ--- ოს--–--ლს სისტემატიურად აკონტროლებს და არ აძლევს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი ჟ--- ოს--–--ლს არ უთვალთვალებს, არც აკონტროლებს არც დაურეკია მისთვის, მას შეგნებულად უწერენ შემაკავებელ ორდერს, რომ შემდგომ დაარღვევინონ და მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ. ეს გარემოება იქიდან ჩანს, რომ 2020 წლის 28 თებერვალს შეუდგინეს შემაკავებელი ორდერი, შემდეგ შეგნებულად გაგზავნეს მასზე გაფორმებული იარაღის მისატანად იმ დროს, როცა ჟ--- ოს--–--ლი იმყოფებოდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, რათა დაერღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რაც არ გამოუვიდათ და დროულად მიხვდა.

 

2. მოპასუხისა და დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარე წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ გასაჩივრებული #0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამიტომ მისი გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს

 

2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

დაინტერესებულ პირს- ჟ--- ოს--–--ლს წერილობითი მოსაზრებები არ წარმოუდგენია.

სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი ყოფილი მეუღლე გ--- კუ-----შვილი ნასამართლევია მის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ იგი მუდმივად უთვალთვალებს, უცდის სამსახურთან, აკონტროლებს მის გადაადგილებას, ურეკავს და მიმართავს მუქარის შემცველი, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გამონათქვამებით. 2020 წლის 06 თებერვალს მოსარჩელემ სამსახურში ეჭვიანობის ნიადაგზე ისეთი ვითარება შეუქმნა , რომ იძულებული გახადა, სამსახურისთვის თავი დაენებებინა. მუქარის და მუდმივი თვალთვალის გამო ქუჩაში მარტო გადაადგილების ეშინია, ამიტომ იძულებულია სახლში იყოს ან ოჯახის წევრების თანხლებით გადაადგილდეს .

 

1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე და დაინტერესებული პირი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ან------ და მა------ კუ-----შვილები. მეუღლეები 2018 წლის ნოემბერში დაცილდნენ ერთმანეთს. დაინტერესებული პირი ცხოვრობს მშობლებთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ჩ----–--ში. ამავე სოფელში ცხოვრობს მოსარჩელეც. მშობლების ურთიერთშეთანხმებით არასრულწლოვანი შვილები ხან მამასთან და ხან დედასთან იმყოფებიან.

2020 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა გ------ ნა–--–-–--ლმა შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი №0----- და შემაკავებელი ორდერი №0----- გ--- კუ-----შვილის მიმართ, მსხვერპლი ჟ--- ოს--–--ლზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერი გაუქმდა.

2020 წლის 28 თებერვალს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა მი----– აფ–------მა გამოსცა #0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ--- კუ-----შვილის მიმართ, მსხვერპლი - ჟ--- ოს--–--ლი. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ჟ--- ოს--–--ლის განცხადება, და ამ განცხადების საფუძველზე გ--- კუ-----შვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151 პრიმა მუხლის 1 ნაწილით გამოძიების დაწყების ფაქტი.

 

შემაკავებელი ორდერის თანახმად, ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. შემაკავებელი ორდერის დამტკიცდა შემდეგი პირობით:

ა) მოძალადეს აკერძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მხვერპლი იმყოფება; გ)მოძალადეს აეკრძალა მსხვეპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. ე) მოძალადეს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა, ზ) მოძალადეს აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება; თ) მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი. ი) მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2020 წლის 28 თებერვლის №0----- შემაკავებელი ორდერი.

- შემაკავებელი ორდერის ოქმი

-გურჯაანის რაიონული სასამართლოს 14.02.2020 წლის გადაწყვეტილება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ--- კუ-----შვილის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავი ეხება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ. მითითებული ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.

ზემოაღნიშნული მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა, ხოლო ამავე მუხლის ,,ვ1” ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს. ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

თავის მხრივ, მითითებული მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის წევრად, მოიაზრება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო „თ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის მი----– აფ–------ის მიერ 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემულია #0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადის გ--- კუ-----შვილის მიმართ, იმ მოტივით, რომ ის ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ჟ--- ოს--–--ლზე. შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ჟ--- ოს--–--ლის მიმართვის საფუძველზე, შემდეგი პირობებით: ა) მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მხვერპლი იმყოფება; გ)მოძალადეს აეკრძალა მსხვეპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) მოძალადეს აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. ე) მოძალადეს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა, ზ) მოძალადეს აეკრძალოს იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება; თ) მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი. ი) მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ--- კუ-----შვილის მხრიდან ჟ--- ოს--–--ლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, რის გამოც იგი საჭიროებს შემაკავებელი ღონისძიებების გამოყენებით დაცვას. მოძალადე წარსულში გასამართლებულია მსხვერპლის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე და სასჯელი მოხდილი აქვს თავისუფლების აღკვეთის სახით. მსხვერპლის მითითებით, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მოსარჩელე მუდმივად უთვალთვალებს, უცდის სამსახურთან, აკონტროლებს მის გადაადგილებას და კავშირებს, მიმართავს მუქარის შემცველი, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გამონათქვამებით, არასასურველი კომუნიკაციის შიშით ჟ--- ოს--–--ლი იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, მან თავი დაანება სამსახურს და ქუჩაში მხოლოდ ოჯახის წევრების თანხლებით გადაადგილდება, რაც მსხვერპლში იწვევს დამთრგუნველ განცდას.

 

ამასთან, ჟ--- ოს--–--ლის განცხადების საფუძველზე 2020 წლის 21 თებერვალს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება N 0----------- სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151 პრიმა მუხლის 1 ნაწილით, გ--- კუ-----შვილის მიმართ. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

 

ამდენად, გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერი გამოიცა სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე გამოძიების დაწყების/მიმდინარეობის პროცესში. ასეთ შემთხვევაში კი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ--- კუ-----შვილის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ--- კუ-----შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ მი----– აფ–------ის მიერ 2020 წლის 28 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი # 0----- ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი