გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2020
საქმის ნომერი
020310519003190449
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310519003190449

საქმე N3/169-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - კ--- შ--–--

წარმომადგენელი - ვ---------------------

 

მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ა----–-–---

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ლ--–- ჭ----------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 13 აგვისტოს N12 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა კ--- შ--–--ს ნაწილში;

 

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139,99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კ--- შ--–--ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს N563 განკარგულების ბათილად ცნობა;

 

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139,99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კ--- შ--–--ს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 27.02.2020წ. სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 27 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა N8----------- განაცხადი, რომლითაც წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139, 99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. წარმოების ფარგლებში, დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების პროცესის მიმდინარეობისას, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს გადაუგზავნა საქმის მასალები კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. კ--- შ--–--მ 2019 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, როგორც მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებელი. კომისიამ განიხილა კ--- შ--–--ს განცხადება, თუმცა 2019 წლის 19 აგვისტოს N563 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფლებაზე, იმ საფუძვლით, რომ კ--- შ--–--ს განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მოცულია ეკალ-ბარდებით და არ ფიქსირდება სარგებლობის ფაქტი.

 

მოსარჩელის მითითებით, კ--- შ--–--ს ოჯახი განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე ფლობდა და ამუშავებდა, მიწის ნაკვეთზე შეიტანა მიწის ფენა ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების მიზნით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხის მითითებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კ--- შ--–--ს განცხადებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის (თვითნებურად დაკავებული) ადგილზე დათვალიერებით, არ დადასტურდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, რაც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დასადასტურებლად სავალდებულო პირობაა, აღინიშნული შეიძლება გამოიხატოს ნერგების განთავსებით, მიწის დამუშავებით, შემოღობვის სიძველით და სხვა.

 

მოპასუხის მითითებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ვერ დააფიქსირა მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტი, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მესამე პირის პოზიცია

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე კ--- შ--–--ს ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, რის გამოც ვერ ჩაითვლება თვითნებურად დამკავებლად. ამასთან, მიწის ნაკვეთი თანასაკუთრებას წარმოადგენდა, რის გამოც მათი თანხმობის გარეშე არ ჰქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიმართვის უფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

კ--- შ--–--მ 2018 წლის 27 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139, 99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

მარეგისტრირებელი ორგანოს ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლეოდა განცხადებაზე დართულ ნახაზზე წარდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კ--- შ--–--ს განცხადება, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

 

კ--- შ--–--მ 2019 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლითაც მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139, 99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

კ--- შ--–--მ განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, მოწმეების: დ------–--–-------------------------------–------------–-------–--–-----–------------------ ერთობლივი განცხადება.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ (შემადგენლობა: გ-----------–----------------–----------–-–-----------) 2019 წლის 09 აგვისტოს შეადგინეს მიწის დათვალიერების ოქმი. კომისიის წევრების მითითებით, ადგილზე დაათვალიერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139,99 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთი კ--- შ--–--ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა, არ არის შემოკავებული, მოცულია ეკალ-ბარდებით, არ ფიქსირდება მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 13 აგვისტოს N12 საოქმო გადაწყვეტილებით, კ--- შ--–--ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კომისიის ოქმში მითითებულია, რომ აზრი გამოთქვეს გ-----------–-----------------–-----------------–--------------------------------–-–------------ და აღნიშნეს, რომ ვინაიდან კ--- შ--–--ს განცხადებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი არ იყო შემოკავებული, მოცულია ეკალ-ბარდებით და არ ფიქსირდება მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ დააკმაყოფილებდა კ--- შ--–--ს მოთხოვნას.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს N563 განკარგულებით, კ--- შ--–--ს მოთხოვნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139,99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გ--–---–----------მ დაადასტურა, რომ კ--- შ--–--ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- საკუთრებაში ერიცხება მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის 16 სექტემბრის ცნობა გასცა იმის დასადასტურებლად, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე მიწის ნაკვეთს 2006 წლიდან ფლობს, რადგან მისი საკუთრების მომიჯნავედ მდებარეა.

 

მოწმედ დაკითხულმა დ------–--–--მ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც კ--- შ--–-- საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა და 2009-2010 წლებში დაათმობინეს, მანამდე მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა.

 

მოწმედ დაკითხულმა ფ--–-------–--–მა განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც კ--- შ--–-- საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ეკუთვნოდა მის ბაბუას, შემდეგ მამას და ამჟამად კ--- შ--–--ს სარგებლობაშია.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 5999 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ:4------------ით, კ--- შ--–--ს, ბ-------- შ--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებაა. მითითებული უძრავი ნივთის წინა საკადასტრო კოდი იყო:4-----------.

 

კანონიერ ძალაში შესული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 8000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 20 იანვრამდე ბ-------- შ--–--ს, კ--- შ--–--ს, დ------–--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

 

2019 წლის 30 დეკემბერს 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთმა მესაკუთრემ დ------–--–--მ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და დაარეგისტრირა განცხადება 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.

 

4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, კერძოდ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–--–- მდებარე 8000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 2010 წლის 20 იანვარს სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 06 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მისი აღსრულების შედეგად, 2014 წლის 29 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 5999 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ: 4------------ით, კ--- შ--–--ს, ბ-------- შ--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებად დარეგისტრირდა. მითითებული უძრავი ნივთის წინა საკადასტრო კოდი იყო:4-----------; ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2002 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ:4------------ით, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა. მითითებული უძრავი ნივთის წინა საკადასტრო კოდი იყო:4-----------.

 

2010 წლის 20 იანვრამდე ბ-------- შ--–--ს, კ--- შ--–--ს, დ------–--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრების უფლებით, 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 8000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყო ორ ნაწილად, 5999 კვ.მ და 2002 კვ.მ. მიწის ნაკვეთებად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კ--- შ--–--ს განცხადება, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

 

სასამართლო მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი), თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული წესის 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, მიწის ნაკვეთის ერთობლივად თვითნებურად დაკავების შემთხვევაში, განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი თვითნებურად დამკავებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში, კომისია იხილავს მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის და სხვა შესაბამისი პირის (პირების) საერთო საკუთრების უფლების აღიარების საკითხს.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო(აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

 

დადგენილია, რომ კ--- შ--–--მ 2018 წლის 27 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139, 99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კ--- შ--–--ს განცხადება, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

 

კ--- შ--–--მ კომისიაში წარდგენილ განცხადებას განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ, მოწმეთა ერთობლივი განცხადება. კ--- შ--–--მ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) თვითნებურად აქვს დაკავებული.

 

სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებაზე. კერძოდ, 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 8000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 20 იანვრამდე ბ-------- შ--–--ს, კ--- შ--–--ს, დ------–--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

 

2019 წლის 30 დეკემბერს 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ერთ-ერთმა მესაკუთრემ დ------–--–--მ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და დაარეგისტრირა განცხადება 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.

 

4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, კერძოდ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–--–- მდებარე 8000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 2010 წლის 20 იანვარს სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 06 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მისი აღსრულების შედეგად, 2014 წლის 29 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 5999 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ: 4------------ით, კ--- შ--–--ს, ბ-------- შ--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებად დარეგისტრირდა. მითითებული უძრავი ნივთის წინა საკადასტრო კოდი იყო:4-----------; ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2002 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ: 4------------ით, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა. მითითებული უძრავი ნივთის წინა საკადასტრო კოდი იყო:4-----------.

 

2010 წლის 20 იანვრამდე ბ-------- შ--–--ს, კ--- შ--–--ს, დ------–--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრების უფლებით, 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 8000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყო ორ ნაწილად, 5999 კვ.მ და 2002 კვ.მ. მიწის ნაკვეთებად. 5999 კვ.მ. მიწის ნაკვეთი კ--- შ--–--ს, ბ-------- შ--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებას, ხოლო 2002 კვ.მ. - სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილების სასამართლოში წარმოდგენასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მითითებულ გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებები კომისიაში კ--- შ--–--ს განცხადების განხილვისას გამოკვლეული არ ყოფილა, თუმცა ადმინისტრაციული წარმოებისას დაშვებული ხარვეზი შესაძლებელია სასამართლოშიც აღმოიფხვრას, 2013 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება არ ანაცვლებს ადმინისტრაციულ წარმოებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების ხარვეზი არ არის არსებითი და სამართალწარმოების ფარგლებშიც ფაქტობრივი გარემოების დადგენა და შეფასება შესაძლებელია.

 

სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, ამჟამად კ--- შ--–--ს, ბ-------- შ--–--ს და ე-------–-–---ს თანასაკუთრებად რეგისტრირებულ 5999 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად, მისი ოჯახის მართლზომიერ საკუთრებას წარმოადგენდა და რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. შესაბამისად, განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დამკავებელი ვერ იქნებოდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კ--- შ--–--ს მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, ის ვერ ჩაითვლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად.

 

სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 13 აგვისტოს N12 საოქმო გადაწყვეტილება კ--- შ--–--ს ნაწილში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--–- მდებარე 2 139,99 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კ--- შ--–--ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 აგვისტოს N563 განკარგულება კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

მოსარჩელის მიერ მოცემულ საქმეზე წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.კ--- შ--–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: ფატი ფურცხვანიძე