განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
130100119003285617
დავის ტიპი
178 3 დ
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/215-19

№ 0381-1019001

ხ-–--რის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.01.2020 წელი ქ. ხ-–--რი

 

ხ-–--რის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--------------------------–-–--ლი, დაბადებული 1-.0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.ხ-–--რი, ცხინვალის ქ.N50-ში.

ადვოკატი- ვალერიან სამსონიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ-----------–-–--ლმა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 1- ოქტომბერს ღამის საათებში, ქ,ხ-–--რში, ბორჯომის ქ.N28-ში მდებარე თურქულ სასადილოს ტეროტორიაზე, გ-----------–-–--ლმა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, დ-------------–-–--ლს აშკარად გასტაცა ფულადი თანხა. კერძოდ, თურქული სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე გ-----------–-–--ლმა ყელის არეში ხელის მოჭერის გზით წააქცია დ-------------–-–--ლი, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად გასტაცა ფულადი თანხა 30 ლარის ოდენობით და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

ე.ი. გ-----------–-–--ლმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა გ-----------–-–--ლის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: მ------------ძის, ი----------–--ლის, მ-----------–--ლის, ნ-----------იას გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დ-------------–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ-------------–-–--ლის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია გ-----------–-–--ლის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ-----------–-–--ლმა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ-----------–-–--ლს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ-----------–-–--ლმა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 გ-----------–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა არაერთი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ განიცდის და ნანობს ჩანადენის გამო.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------–-–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

2.სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-----------–-–--ლს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან;

3. გაუქმდეს გ-----------–-–--ლის მიმართ ხ-–--რის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

4. ნივთიერი მტკიცებულება:- დ-------------–-–--ლის სპორტული ზედატანი, რაც ინახება შსს ხ-–--რის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–--რის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი