განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100120003478993
saqme #1/31-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2020 წელი ქ . სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ ე-–----- ს----–---–--,ადვოკატ - ნ-----–---- თ---------–---–--,თა\რჯიმან - ნ--–- ს------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033010120002
ე-–----- ს----–---–-- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 3----------
დაბადებული - 0-.--.1--- წელი
განათლება - ა---------–- საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ს----------, ც--------- ქუჩა №---
ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------ს რაიონი, სოფელი გ-------–------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ე-–----- ს----–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, ს----------ს რაიონის, სოფელ გ-------–------ში მდებარე ს----–---–---- საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, ე-–----- ს----–---–--, თავის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით, ძალადობა განახორციელა შვილიშვილის - გ---–- ნ------–-–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა მიიღო განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, ე-–----- ს----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ე-–----- ს----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ე-–----- ს----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 25 თებერვალს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ე-–----- ს----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–----- ს----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე-–----- ს----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №1684 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; დადგენილება გ---–- ნ------–-–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ გ---–- ნ------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ზ------ ს----–---–--, მ--- ს----–---–--, დ--–- ს----–---–-- და ვ------- ო-----–------- გამოკითხვის ოქმები; გ---–- ნ------–-–---–-- ავადმყოფობის ისტორია; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2020 წლის 15 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის №000138420 დასკვნა; ე-–----- ს----–---–-- დაკავების ოქმი; ე-–----- ს----–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ე-–----- ს----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ე-–----- ს----–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ე-–----- ს----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე-–----- ს----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტიმ, შერიგებული არის დაზარალებულთან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული არის პენსიონერი და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–----- ს----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–----- ს----–---–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს ე-–----- ს----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”ს----------–--------–-” გადახდილი გირაოს თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - დ--–- ს----–---–- (პირადი №-----------).
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე-–----- ს----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 1 იანვრიდან - 2020 წლის 16 იანვრის ჩათვლით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, მსჯავრდებულ ე-–----- ს----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ე-–----- ს----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი