განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
340100119003314785
დავის ტიპი
126
თარიღი
10.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003314785

№1/232-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მარტი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - გ-------------–--ის

ადვოკატ - თ------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: გ-------------–--ე

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ---------–-----–-------–---–--------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–-----–-------–---–--------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: გ-------------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 9 ოქტომბრიდან, მ----------–-–---–ი და გ-------------–--ე, იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, გ-------------–--ე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ნ---------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის მ----------–-–---–ის მიმართ, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და მას ეძახდა მეძავს და უწესო ქალს. გ-------------–--ის მხრიდან, მ----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ---------––-------------------ზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, გ-------------–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის, ნ---------------–---–ის თანდასწრებით, სცემა მეუღლეს, მ----------–-–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში, მრავალჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გ-------------–--ე 2019 წლის 3 ნოემბერს 04:50 საათზე დააკავეს და 2019 წლის 4 ნოემბერს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 9 ოქტომბრიდან, მ----------–-–---–ი და გ-------------–--ე, იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, გ-------------–--ე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის ნ---------------–---–ის თანდასწრებით, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის მ----------–-–---–ის მიმართ, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და მას ეძახდა მეძავს და უწესო ქალს. გ-------------–--ის მხრიდან, მ----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2. 2019 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ---------––-------------------ზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, გ-------------–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - გერის, ნ---------------–---–ის თანდასწრებით, სცემა მეუღლეს, მ----------–-–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში, მრავალჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა.

(სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ნ----------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ გ-------------–--ე მისი ყოფილი სიძე, კერძოდ, შვილის ყოფილი მეუღლეა. გ-------------–--ე და მ----------–-–---–ი დაახლოებით ერთი წლის წინ დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. გ-------------–--ე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ----------–-–---–ს.

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ---------------–---–ის და მ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ გ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 9 ოქტომბრიდან, მ----------–-–---–ი და გ-------------–--ე, იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, გ-------------–--ე, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის მ----------–-–---–ის მიმართ, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ეძახდა მეძავს და უწესო ქალს. გ-------------–--ის მხრიდან, მ----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მიმართვა. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ქმედებამ დანაშაულის შემადგენლობა შექმნას, აუცილებელია მას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ტანჯვას.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ნ----------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ გ-------------–--ე მისი ყოფილი სიძე, კერძოდ, მისი შვილის ყოფილი მეუღლეა. გ-------------–--ე და მ----------–-–---–ი დაახლოებით ერთი წლის წინ დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. გ-------------–--ე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ----------–-–---–ს. მათთან ერთად ცხოვრობდა მ----------–-–---–ის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც დედის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთხელ შეესწრო.

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ---------------–---–ის და მ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ გ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, ნ---------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ-------------–--ე, სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის მ----------–-–---–ის მიმართ, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ეძახდა მეძავს და უწესო ქალს. გ-------------–--ის მხრიდან, მ----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას. გ-------------–--ესთან და მ----------–-–---–თან ერთად ცხოვრობდა მ----------–-–---–ის არასრულწლოვანი შვილი, ნ---------------–---–ი, რომელიც არაერთხელ შეესწრო დედის - მ----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-------------–--ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

(2019 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი)

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ნ----------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ გ-------------–--ე მისი ყოფილი სიძე, კერძოდ, შვილის ყოფილი მეუღლეა. გ-------------–--ე და მ----------–-–---–ი დაახლოებით ერთი წლის წინ დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც შეიტყო გ-------------–--ე სცემდა კიდევაც მ----------–-–---–ს. 2019 წლის ოქტომბრის თვეში, გ-------------–--ემ სცემა მ----------–-–---–ს, თვითონ ფიზიკური ძალადობის შემთხვევას არ შესწრებია, მაგრამ მ----------–-–---–ს ხელებზე ნაკბენები ჰქონდა და მკურნალობა დასჭირდა.

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ---------------–---–ის და მ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ გ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 26 ოქტომბერს, გ-------------–--ემ, სცემა მეუღლეს, მ----------–-–---–ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში, მრავალჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ---------------–---–ის და მ----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ გ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, ნ---------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გ-------------–--ემ 2019 წლის 26 ოქტომბერს სცემა მ----------–-–---–ს. აღნიშნულ ძალადობას შეესწრო მ----------–-–---–ის არასრულწლოვანი შვილი - ნ---------------–---–ი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-------------–--ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-------------–--ემ ჩაიდინა:

 

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

 

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2019 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გ-------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გ-------------–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. მან საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ-------------–--ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, მათ შორის ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი. დაზარალებული ორივე შემთხვევაში ოჯახის წევრი - მეუღლეა. გ-------------–--ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიერ დანაშაულის ორივე ეპიზოდი ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ-------------–--ე იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, ამასთან, მის მიმართ არსებობს რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობა, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------–--ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გ-------------–--ეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

გ-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ოქტომბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და გ-------------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საბოლოოდ, გ-------------–--ეს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 ნოემბრის 04:50 საათიდან.

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი