განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4536-19 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა--------------------- კ---------, დაბადებული------–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული:------–---- გ.შ-----–---------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები:------–---- კ-----------------–--
ადვოკატი - ი-----–--------
თარჯიმანი --------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–---------------ს, თ---–----------------------------------–--------------------–---- თანამშრომლების მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები ------------------ და N------, რომელთა თანახმადაც მოძალადეს, ა-----------------ს ერთი თვით აეკრძალა მსხვერპლთან, თავის დედასთან, მ-------------------- და დებთან, ა----------------- და ვ----------------------- მიახლოება. კერძოდ, ა-----------------ს აეკრძალა მიახლოება იმ ადგილთან, სადაც მსხვერპლები ცხოვრობენ.
2019 წლის 30 აგვისტოს, ღამით, დაახლოებით 22:54 საათზე,------–--–-, შ-----–---------------–- მყოფ მ----------------- დაურეკა შვილმა, ა-----------------მა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 02:22 საათისთვის,------–--–-, შ-----–---------------–-, მ------------------ საცხოვრებელ სახლში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ მ------------------ შვილები, ა----------------------------------------, მივიდა ა-----------------ი და ოჯახის წევრებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებით ა-----------------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ მ------------------ ჩვენებით, ყავს სამი შვილი, ა--------------, ა-----------------ი, ვ-------------------- და ცხოვრობს მათთან ერთად შ-----–---------------–-. ა-----------------ი დაახლოებით ხუთი წელია მათთან აღარ ცხოვრობს, რადგან ერთმანეთთან კონფლიქტი აქვს ქონების გამო. 2----–-–---------------ს ა-----------------ი მივიდა მათთან და მიაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ა------------ მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის მიუხედავად, ა-----------------ი 2----–-–------------- ბოლოს მაინც მივიდა მათთან და მათ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც კვლავ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
დაზარალებულ ვ--------------------- ჩვენებით, ცხოვრობს დედასთან, მ-------------------- და დასთან, ა----------------- ერთად. ა-----------------ი არის მისი ძმა, რომელიც ცხოვრობს სხვაგან და რომელთანაც ურთიერთობა არ აქვს იმის გამო, რომ სვამს და შემდეგ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათ შორის კონფლიქტი უკავშირდება ქონებრივ საკითხებს. 2----–-–---------------ს, ა-----------------ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მათ სახლში ჩხუბით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც მისი მოთხოვნის საფუძველზე გამოწერა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 31 აგვისტოს მისი ძმა კვლავ მივიდა მათთან ნასვამ მდგომარეობაში, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ისევ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
დაზარალებულ ა--------------ს ჩვენებით, ა-----------------ის არის მისი ძმა, რომელთანაც ქონებრივ საკითხებზე უთანხმოების გამო აქვს ცუდი ურთიერთობა. თავად ცხოვრობს დედასთან, მ-------------------- და დასთან, ა----------------- ერთად, ხოლო მისი ძმა ცხოვრობს ცალკე. 2----–-–---------------ს ა----------- მივიდა მათთან ნასვამი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მისი ძმის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 31 აგვისტოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა-----------------ი კვლავ მივიდა მათთან და მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა, რის გამოც გამოიძახა პოლიცია.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: ემ--–---------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, N--------------- და N------ შემაკავებელი ორდერები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულმა ა-----------------მა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 31 აგვისტოს მივიდა მისი დედის და დების საცხოვრებელ სახლში და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის/წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას.
მხარეთა მიერ სადაო არ გამხდარა გარემოება, რომ ა-----------------ი და დაზარალებულები (----------------------------------------------------------- არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები, ასევე სადაო არ გამხდარა გარემოება, რომ ა-----------------ის მიმართ 2----–-–----------------------–-----–----------------------- და N------ შემაკავებელი ორდერები, რითაც მას აეკრძალა დედასთან და დებთან მიახლოება, მათთან კომუნიკაციის დამყარება. დაზარალებულების გარდა ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ მიუხედავად მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერისა, 2019 წლის 31 აგვისტოს მაინც მივიდა დაზარალებულების საცხოვრებელ მისამართზე - შ-----–---------------–- და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათთან მისვლით გამოწვეულ დარღვევაზე კი განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებული იყო ქონებრივ საკითხებზე, რომელიც რამდენიმე წელია არსებობს მათ შორის.
მართალია მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს ა------------ მხრიდან მისი დების და დედის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერი შეურაცხყოფის საკითხს, თუმცა აღნიშნული არის მიზეზი, რის გამოც დაზარალებულებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და რის გამოც გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ხოლო შემდეგ დაირღვა სწორედ ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პატივი და ღირსება არის დაცული სამართლებრივი სიკეთე როგორც საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით. არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს სხვას, ხოლო თუ მათ შორის არსებობს რაიმე სახის უთანხმოება, აღნიშნული უნდა გადაწყვიტონ ცივილური მეთოდებით, პირადი შეთანხმებით და თუ ეს შეუძლებელია, სამართლებრივი გზით. ის გარემოება, რომ ა----------- ოჯახის წევრები არ აძლევდნენ მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას, არ ამართლებს მას იმ საკითხში, რომ მივიდა და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლო დამატებით განმარტავს იმასაც, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შემაკავებელი ორდერით პირს აკრძალული აქვს მსხვერპლთან მიახლოება და მასთან კომუნიკაციის დამყარება, ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა სახეზე იქნება მაშინაც, თუ ის ყოველგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების გარეშე მიუახლოვდება მათ და დაამყარებს კომუნიკაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული უდაო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ა-----------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა-----------------ის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ა-----------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-------------------------–-–------------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი