გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 05031001-003137541
N 3/141-1-წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.01.2020 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე - ალ--------------------–აძე,მოსარჩელის წარმომადგენელი - თი------------–-–-ილი,მოპასუხე - სა------------------------------–----------------------------------–--–------
წარმომადგენელი-გი--------------–აძე
მოპასუხე - ქე----------------ძე,მოპასუხე -სა-–--------------–--ე,მოპასუხე - ნი--------------–აძე,მოპასუხის წარმომადგენელი - მა----–--------–აძე,დავის საგანი : ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილების- ქე-----------------ს, სა-–--------------–--ისა და ნი-------------–-ძის უფლების რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. სასარჩელო მოთხოვნა არ სცნო მოპასუხეების ქე-----------------ს, სა-–--------------–--ისა და ნი-------------–-ძის კანონიერმა წარმომადგენელმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2----–-–------------------------------ წერილის თანახმად გურიის რეგიონულ არქივში დაცული ოზურგეთის რაიონის ბა---------------–--------------–-–---- საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით, თა----------------------–---------–-–---–ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: გო----–-–---–--------------------- (სევერიანის) ასული ოჯახის უფროსი, გო----–-–---–----–----–------ს ასული - შვილი, გადახაზულია, აღნიშნულია: გამოიყო. ალ---------------------------------–-ძე - შვილიშვილი გამოიყო კომლად 1-92 წ/30/12.
1---------–-–--–---------–---–----- მონაცემებში კომლს 1-86-1-90 წლებში ერიცხება 05 ჰა მიწის ფართობი, სახლის აგების წელია 1----
ალ---------------------------------–-ძე 1-86-1-95 წლებში ცალკე კომლად არ ირიცხება.
1----------–-–------------–-- წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ელ----–-------------–---------–-–---–-ს კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
გო----–-–---–----–----–------ს ასული - ოჯახის უფროსი, გადახაზულია, გადაეწერა დედის თა-----------–---–-ს კომლში 2002 წ/7/12
სუ------–------–-------------------ს ძე - შვილიშვილი
სუ------–------------–---------ეს ასული - შვილიშვილი
გი-------------ო - რძალი
სუ------–-------–---------------ეს ასული - შვილიშვილი
1-96-2--- წლებში საკომლო მონაცემებში კომლს 1-96 წელს ერიცხება - 0,75 ჰა, 1-97 წელს 1.0 ჰა მიწის ფართობი, სახლის აგების წელი აღნიშნული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ერვნული არქივის ცნობა (ს.ფ. 17-21)
3.2. 2----–-–------------------- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ალ--------------------–აძის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
განცხადებას თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და თანხმობა მასალები გადაგზავნოდა აღიარების კომისიას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–--------------------- გადაწყვეტილებით მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ---–- მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ალ--------------------–აძისა (პირადი ნომერი 3----------) და ,,თანამესაკუთრეების'' სახელზე. საკადასტრო კოდი: 26.2-.16.1--, წინა საკადასტრო კოდი: 26.2-.02.5--- (საფუძველი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--- წერილი N---------- დამოწმების თარიღი: 2---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ალ--------------------–აძის 2----–-–-----------------ს განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ 125-136)
- 2----–-–---------–----------–-------–-------------------1 (ს.ფ. 137)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 138-139)
3.3. 2----–-–---------–--- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ალ--------------------–აძემ (პირადი ნომერი 3----------) და მოითხოვა 26.2-.16.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა საარქივო ცნობა N--------- და კომლის წევრების კერძოდ; ნი-------------–-ძის (პირადი ნომერი 3----------), სა-–--------------–--ის (პირადი ნომერი 3----------) და ქე-----------------ს (პირადი ნომერი 3----------) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.
გურიის რეგიონული ოფისის N--------------- (25.07.1-) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ალ--------------------–აძის (პირადი ნომერი 3----------), ნი-------------–-ძის (პირადი ნომერი 3----------), სა-–--------------–--ის (პირადი ნომერი 3----------) და ქე-----------------ს (პირადი ნომერი 3----------) თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 26.2-.16.1--; საფუძველი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N--- და წერილი N---------- დამოწმების თარიღი: 2---------, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–---------–--- №------------ განცხადება (ს.ფ.141-146)
- გადაწყვეტილება N--------------- (ს.ფ 147)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 148-149)
- სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 1-86-1-95 წლებში ალ---------------------------------–-ძე ცალკე კომლად არ ირიცხება, ხოლო 1-96-2--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით ელ----–-------------–---------–-–---–-ს - ოჯახის უფროსი გადახაზულია, გადაეწერა დედის თა-------------–-–---–ის კომლში 2---–------, აღნიშნულიდან გამომდინარე 2----–-–---------------- შედგენილი გაყოფის აქტი ელ----–-------------–---------–-–---–-ს კომლიდან გამოყოფის თაობაზე ვერ გახდება კომლიდან ამორიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან საქართველოში საკოლმეურნეო კომლი არსებობდა 1-93 წლამდე, ხოლო 2002 წელს შედგენილი იქნა გამოყოფის აქტი, მაშინ როდესაც კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, მან არსებობა შეწყვიტა და კომლი არ სარგებლობდა საკოლმეურნეო კომლის სტატუსით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1-64 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1-93 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე 1-93 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად კომლი შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000წ. კანონით. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (132--ე, 1463-ე, 1514-ე მუხ.) შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ალ---------------------------------–-ძე წარმოადგენდა თა----------------------–----------------------–-–---–ის კომლის წევრს და იგი ცალკე კომლად არ გამოყოფილა, ამასთან მხარეთა მიერ სადაოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ალ--------------------–აძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქე------------------თან 2000 წლიდან და ამის შემდგეგ დაიბადნენ მათი შვილები, შესაბამისად ისინი ვერ იქნებოდნენ კომლის წევრები, ყოველივე ზემოთ აღნიშნულდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების რეგისტრაცია ქე-----------------ს, ნი-------------–-ძის და სა-–--------------–--ის თანასაკუთრებაში განხორციელებული იქნა კანონის დარღვევით, ვინაიდან არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი ალ--------------------–აძის კომლიდან გამოყოფის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით რა არის მიღებული და ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-8 და 21-ე მუხლები; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N 4 ბრძანებით დამტკიცებული, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N 4 ბრძანებით დამტკიცებული, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე და 96-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
6.4. ამავე მუხლის ”ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა დაინტერესებული პირის, 201- წლის 22 ივლისის განცხადება ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი უფლებამოსილი იყო წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაეწყო საქმის წარმოება.
6.6. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.
6.7. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილება- ქე-----------------ს, სა-–--------------–--ისა და ნი-------------–-ძის სახელზე უფლების რეგისტრაციის ნაწილში, შესაბამისობაში არ არის სასამართლოს მიერ მოხმობილ ნორმებთან და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, არამართებულად მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და არასწორად შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოხდა სადაო რეგისტრაცია.
6.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
6.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
6.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტი. შესაბამისად, მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქე------------------, სა-–--------------–--ეს და ნი-------------–-ძეს სოდარულად უნდა დაეკისროთ ალ--------------------–აძის სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ალ--------------------–აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 201- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილება ქე-----------------ს, სა-–--------------–--ისა და ნი-------------–-ძის უფლების რეგისტრაციის ნაწილში.
2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქე------------------, სა-–--------------–--ეს, და ნი-------------–-ძეს სოდარულად დაეკისროს ალ--------------------–აძის სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე