განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
060100118002762507
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/184-18 #061080918002

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2019 წელი ქ.სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გე-–-------------------აძე (დაბადებული 1----–-–------------–------------------------ რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ს----------------–------------–----------)

 

ადვოკატი-ნე-------------ლია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გე-–-------------მ - ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 04 საათზე, გე-–-------------მ, წინა დღეებში მომხდარი კონფლიქტით განაწყენების ნიადაგზე, მის მეზობლად ქ. სამტრედიაში, ო----–-----------------–- მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში მყოფ დუ-----------------ეს, განზრახ მოკვლის მიზნით ხელთარსებული ცივი იარაღის- დანის არაერთხელ დარტყმით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მრავლობითი დაზიანებ, მათ შორის მუცლის წინა კედლის შემავალი ჭრილობის და გულმკერდის მარცხენა ნახევარში პლევრის ღრუში შემავალი სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, დუ-----------------ე სიკვდილს გადაურჩა.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.სასამართლოს დასკვნა გე-–-----------ძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმეების - ირ---–---------ჩიძის, ის----–----------ძის, ას-–----------ის, ლე-----------–--ლის და თვით გე-–-----------ძის გამოკითხვის ოქმებს, გ------------ის და დ-----------ძის ტანსაცმლის ამოღების ოქმებს, გ------------ის ტელეფონის ამოღების ოქმს, გ------------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გე-–-----------ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გე-–-------------ს ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - გე-–-------------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108- ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გე-–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გე-–-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გე-–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

გე-–-----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ გე-–-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 08 სექტემბრიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ბაღავაძისაგან ამოღებული სისხლისა და ფრჩხილის ნიმუში და დუ-----------------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბალიშის პირები, პირსახოცები, ზეწრები, გე-–-----------ძისაგან ამოღებული ტანსაცმელი, დუ-----------------ის ტანსაცმელი, გე-–-----------ძის მობილური ტელეფონი და სავიზიტო ბარათი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე