განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2391-18 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლი სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ--------------------------–---–- - დაბადებული------–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-------–--------------------------------------------------–--
ადვოკატი - ი---------–---–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
მ-------------–-–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ------------–---–თან. 2 წლის განმავლობაში მეუღლეები ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ შვილი - ლ------------–---–ი. დაახლოებით 10 წლის წინ, ბ------------–---–ის ხასიათისა და მისი მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მიზეზით, მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს.
2----–-–------------–ს, დაახლოებით 20:45 საათზე, ბ------------–---–ი შვილის ნახვისა და მისი წაყვანის მოთხოვნით მივიდა მ-------------–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე:------–--–-------------–------------------------------------------------–-. ვინაიდან ლ--------------–-–---–ს მამასთან წასვლა არ სურდა, მ-------------–-–---–ი მშობლებთან - ლ----------------------------–-–---–--თან ერთად გავიდა ზემოაღნიშნული ბინის სადარბაზოში და მოსთხოვა წასულიყო, რა დროსაც ბ------------–---–მა ყოფილ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმავდროულად, სახეში, კერძოდ, მარცხენა ლოყის არეში ხელი დაარტყა. აღნიშნულის შედეგად მ-------------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ------------–---–ი იყო აგრესიული და კვლავ ცდილობდა ყოფილი მეუღლისთვის დაზიანების მიყენებას, თუმცა დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
1.1. ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ჩვენებით, ბ------------–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც დაშორდა დაახლოებით 10 წლის წინ. მასთან ჰყავს საერთო შვილი, ლ------------–---–ი. დაშორების შემდეგ მისი ყოფილი მეუღლე ერთხელ იყო მათთან მისული, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში ხშირად ურეკავდა და ემუქრებოდა შვილის წართმევით. 2----–-–------------–ს, მათ საცხოვრებელ სახლში, ძმასთან, ბ-----------–---–თან ერთად, მივიდა ბ------------–---–ი. გარეთ გავიდა მშობლებთან, გ--------------–-–---–თან და ლ------------------–-–---–თან ერთად, რადგან ყოფილი მეუღლისგან მუქარას და თავდასხმას ელოდა. მშობლები დარჩნენ სახლის გასასვლელ კართან, ხოლო თავად ბ------------–---–ს ესაუბრებოდა მე-3 და მე-4 სართულებს შორის კიბეებზე. ბ------------–---–ი მართლაც დაემუქრა, რომ შვილს წაართმევდა და შელაპარაკებისას, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი, ამასთან, ხელზე ექაჩებოდა და ცდილობდა მისთვის სიგარეტი ჩაეწვა. როდესაც ბ--------–---–მა დაარტყა, იგრძნო ძლიერი ტკივილი და დაიყვირა. შემდეგ შებრუნდა სახლში, ჩაიცვა და წავიდა პოლიციის განყოფილებაში. მეორე დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა ვინაიდან იყო ძალიან ცუდად, სტკიოდა თავი და ჰქონდა გულისრევის შეგრძნება, გამოიძახა სასწრაფო დახმარება და დაუდგინდა ტვინის შერყევა.
მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებით, ბ------------–---–ი არის მისი შვილის, მ-------------–-–---–ის ყოფილი მეუღლე, რომელსაც მისი შვილი დაახლოებით ათი წლის წინ დაშორდა. მათ ჰყავთ საერთო შვილი, ლ------------–---–ი, რომელთანაც ბ--------–---–ს ურთიერთობა არ აქვს და არც მისი შვილისგან სმენია, რომ ყოფილი მეუღლე მას ემუქრებოდა შვილის წართმევით. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე იყო ზარი. როდესაც გავიდა, დახვდა ყოფილი სიძე, რომელმაც უთხრა, რომ მ-------------–-–---–ისთვის დაეძახა. მისი დანახვა მაშინვე არ ესიამოვნა და უპასუხა, რომ მ----------–-–---–ს მასთან საუბარი არ სურდა. ამასობაში მისმა მეუღლემ და შვილმაც გამოიხედეს და გავიდნენ, რათა ბ------------–---–ისთვის ეთქვათ, რომ წასულიყო. მ----------–-–---–ი რამდენიმე საფეხურით ჩავიდა კიბეზე ბ--------–---–თან სასაუბროდ, რა დროსაც გამოჩნდა ბ------------–---–ის ძმა, ბ-----------–---–ი. ცოტა ხანში გაიგო მ----------–-–---–ის სიტყვები: „ვაიმე, დამარტყა“, შემდეგ სახეზე ხელაფარებული სახლში შებრუნდა, ჩაიცვა და პოლიციაში წავიდა. ვინაიდან მათ სადარბაზოში არის სენსორული განათება და გარკვეულ პერიოდში სინათლე ქრება, დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. როდესაც გაიგო, რომ მის შვილს დაარტყეს, სახლიდან სამზარეულოს მცირე ზომის დანა აიღო, თუმცა მისმა მეუღლემ, ლ------------------–-–---–მა შეძლო მისი დაწყნარება და დანით ხელში გარეთ არც გასულა. მისი შვილის პოლიციაში წასვლის შემდეგ, ბ------------–---–ი ძმასთან ერთად, ავტომანქანით, წავიდა იმ მიმართულებით, საითაც მისი შვილი, ამიტომ ჩავიდა ეზოში და დაუძახა მათ, რომ შეჩერებულიყვნენ.
მოწმე ლ------------------–-–---–ის ჩვენებით, ბ------------–---–ი დაახლოებით 10 წლის წინ იყო მისი შვილის, მ-------------–-–---–ის მეუღლე. მათ ჰყავთ საერთო შვილი, ლ------------–---–ი, თუმცა ბ------------–---–ს ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია. 2----–-–------------–ს, მისი შვილიშვილის დაბადების დღის წინა დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, კარზე იყო ზარი, კარი მისმა მეუღლემ, გ--------------–-–---–მა გააღო, შემდეგ სახლში შებრუნდა და თქვა, რომ ბ------------–---–ი იყო მისული. გავიდნენ ყველანი ერთად და ბ--------–---–ს უთხრეს, რომ წასულიყო. მისი შვილი რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩავიდა მასთან სასაუბროდ, ხოლო თავად, მეუღლესთან ერთად, დარჩა ბინის შესასვლელ კართან. მას შემდეგ, რაც ბ--------–---–ს უთხრეს, რომ წასულიყო, მან დაიწყო მუქარა, ხოლო საუბრის დროს იმდენად ძლიერად დაარტყა მის შვილს ხელი სახეში, რომ მ----------–-–---–ს სახე მოეღრიცა. კონფლიქტს მათ გარდა ესწრებოდა ბ------------–---–ის ძმა, ბ-----------–---–ი და მეზობლებიც.
მოწმე ფ------------------ის ჩვენებით, ცხოვრობს მ-------------–-–---–ის და მისი მშობლების მეზობლად, ხოლო ბ------------–---–ს არ იცნობს. 2----–-–------------–ს, სახლიდან გააცილა ოჯახის წევრები, კარი ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკეტილი, როდესაც შემოესმა საშინელი წივილ-კივილის ხმა. იფიქრა, რომ მისი ოჯახის წევრებს დაემართა რაღაც და შეშინებული გამოვიდა, თუმცა ადგილზე დახვდა მისი მეზობლები, რომლებიც ვიღაცას ხმამაღლა უყვიროდნენ, სალანძღავი სიტყვებით მიმართავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წასულიყო. მათ არავინ ეპასუხებოდა და ეჩხუბებოდა. გაუკვირდა, როგორ იტანდა ის პირი ასეთ ლანძღვა-გინებას ისე, რომ არაფერს პასუხობდა. შემდგომში, აღნიშნულზე მეზობელს გამოელაპარაკა და მისგან გაიგო, რომ მათ სიძე აკითხავდა ბავშვის სანახავად, თუმცა ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ და სულ ასე ჩხუბობდნენ.
მოწმე ა---------–-----------–--ის ჩვენებით, მ-------------–-–---–ის ოჯახი ცხოვრობს მის მეზობლად. ბ------------–---–ს არ იცნობს და არც არასოდეს უნახავს. 2----–-–------------–ს იყო სახლში და ბანაობდა, რა დროსაც ლ------------------–-–---–მა საშველად დაუძახა. სახლიდან თითქმის სველი გავიდა და დაინახა, რომ კარში იდგა ლ------------------–-–---–ი და ცდილობდა შეეჩერებინა გ--------------–-–---–ი, რომელსაც ხელში მცირე ზომის სამზარეულოს დანა ეჭირა. მან ძალდაუტანებლად მოჰხვია გ----------–-–---–ს ხელი და სახლში შეიყვანა. როდესაც იკითხა რა მოხდა, უპასუხეს, რომ მ-------------–-–---–ის ყოფილი მეუღლე იყო მისული და მათ შორის ადგილი ჰქონდა კამათს. თუ რა სახის კამათი იყო, არ ჩაძიებია.
მოწმე ქ---------------–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 2----–-–------------–-, შემოწმებისას, მოქალაქე მ-------------–-–---–ს მუცლის და მარჯვენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მ-------------–-–---–ს შემოწმებისას სახის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მოწმე თ------------–---–ის ჩვენებით, ბ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 2----–-–------------–ს დაიწყო გამოძიება მ----------–-–--–ის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოკითხა მოწმეები - მ-------------–-–---–ი, ვ------------–--–---–-- ბ-----------–---–ი, ფ------------------ი, ა---------–-----------–--ე, ბრალდებულის სახით გამოკითხა ბ------------–---–ი, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მ-------------–-–---–თან და ბ------------–---–თან მიმართებით, გამოითხოვა ინფორმაციები და ასევე ჩაატარა სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. თ-------–---–-ს მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა.
მ-------------–-–--–--------–-–------------–-ს განცხადებით, მიმართა პოლიციას იმის შესახებ, რომ ბ------------–---–ი, რომელთანაც გაშორებულია 9 წელი და ჰყავს საერთო შვილი, ბოლო ორი თვეა აკითხავს საცხოვრებელ მისამართზე და ემუქრება. ასევე მიაკითხა 2----–-–------------–საც და დაემუქრა შვილის წართმევით, ასევე მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. განცხადებით მ-------------–-–---–ი ითხოვს პოლიციის მხრიდან რეაგირებას.
დაკავების ოქმის თანახმად, 2----–-–------------–-, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--–-------------–---–-- მიერ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, თ---–--–-------------–---------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ბ------------–---–ი, რომელსაც მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაკაწრები, რაც მისი განმარტებით, მიიღო ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დროს.
იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების თანახმად, ბ------------–---–ს 2----–-–------------–- აღენიშნებოდა მუქი ფერის, ასევე მოწითალო ფერის დაზიანებები ნაკაწრების და ნაჭდევების სახით, მარცხენა წინამხრის წინა და გარეთა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე. აღნიშნულ დაზიანებებზე ბ--------–---–ს პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვს და მისი განმარტებით, ზ/აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ოჯახური კონფლიქტის დროს.
1.2. დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე ბ-----------–---–ის ჩვენებით, ბ------------–---–ი არის მისი ძმა, რომელსაც 2----–-–------------–ს გაჰყვა ყოფილი მეუღლის სახლში, რადგან მეორე დღეს, მის ძმისშვილს, ლ------------–---–ს ჰქონდა დაბადების დღე და სურდათ, რომ მათთვის შეეთავაზებინათ დაბადების დღის გასართობ ცენტრში აღნიშვნა. მ----------–-–---–ის საცხოვრებელ კორპუსში ჯერ მისი ძმა შევიდა, ხოლო თავად, მანქანა გააჩერა. ამასობაში მოესმა წივილ-კივილის ხმაც და როდესაც ავიდა, დაინახა, რომ მ-------------–-–---–მა მის ძმას ჰკრა ხელი, რომლიც რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ჩაგორდა. მ----------–-–---–ი ცდილობდა დაერტყა ბ------------–---–ისთვის, ხოლო მისი ძმა ხელს იფარებდა და ცდილობდა მისთვის ხელის დაჭერას. კონფლიქტის დროს მ----------–-–---–ის მამა გამოვარდა დანით, რის გამოც, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იქაურობას გაეცალნენ, თუმცა რადგან უთხრეს, რომ გამოიძახეს პოლიცია, მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაელოდნენ პოლიციის მისვლას.
ბრალდებულ ბ------------–---–ის ჩვენებით, მ-------------–-–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაახლოებით 10 წლის წინ და ჰყავთ საერთო შვილი, ლ------------–---–ი. 2----–-–------------–ს, ძმასთან, ბ-----------–---–თან ერთად, მიაკითხა მ-------------–-–---–ს, რადგან მეორე დღეს ლ------------–---–ს ჰქონდა დაბადების დღე და სურდა შეეთავაზებინა დაბადების დღის გადახდა. როდესაც კარზე დააკაკუნა, კარი გ--------------–-–---–მა გააღო, შემდეგ სახლში შებრუნდა და გამოვიდა მ-------------–-–---–თან და ლ------------------–-–---–თან ერთად. მათ უთხრა, რომ ჰქონდა შეთავაზება, თუმცა აღნიშნულით არ დაინტერესდნენ, დაუწყეს ლანძღვა-გინება და წივილ-კივილი, ამასთან მ----------–-–---–მა კიბეებზე ჰკრა ხელი, რა დროსაც მისი ძმაც მივიდა. მ-------------–-–---–ი და მისი ოჯახი მის მიმართ იყვნენ აგრესიულები, ხოლო მისი ძმის დანახვაზე უფრო აგრესიულები გახდნენ. მას არანაირი სახის შეურაცხყოფა მისი ყოფილი მეუღლისთვის არ მიუყენებია, პირიქით, მ----------–-–---–მა უკბინა, დაკაწრა ფრჩხილებით და თავად მხოლოდ მის შეჩერებას ცდილობდა ხელის დაჭერის გზით. ამასობაში გ--------------–-–---–ი დანითაც გამოვიდა, რის შემდეგაც დატოვეს მათი საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა, ვინაიდან უთხრეს, რომ პოლიცია გამოიძახეს, დაელოდნენ მათ მოსვლას.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ბ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ბ------------–---–ს ბრალად ედება ყოფილი მეუღლისთვის, მ----------–-–---–ისთვის, მარცხენა ლოყის არეში ხელის დარტყმა. აღნიშნული გარემოება სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს დაადასტურა დაზარალებულმა და ასევე განმარტა, რომ ბ--------–---–ი მას ხელზე ექაჩებოდა და ცდილობდა მისთვის სიგარეტი ჩაეწვა. მ----------–-–---–ის ჩვენებით, დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე დღეს იყო იმდენად ცუდად, რომ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და დაესვა ტვინის შერყევის დიაგნოზი. მოწმე ლ------------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ დაინახა ბ--------–---–ის მხრიდან მისი შვილის მიმართ სახის არეში დარტყმის ფაქტი. ამასთან, დარტყმას ჰქონდა დიდი ხმა და იყო იმდენად ძლიერი, რომ მ----------–-–---–ს სახე მოეღრიცა. რაც შეეხება მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებას, მან განმარტა, რომ დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა გაიგო მისი შვილის სიტყვები: „ვაიმე, დამარტყა.“
სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს მ-------------–-–---–ის და ლ------------------–-–---–ის ჩვენებებს, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებიდან და წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთანაც, კერძოდ: მ-------------–-–--–--------–-–------------–-ს განცხადების თანახმად, მან მიმართა პოლიციას იმის შესახებ, რომ ბ------------–---–ი, რომელთანაც გაშორებულია 9 წელი, ბოლო ორი თვეა აკითხავს საცხოვრებელ მისამართზე და ემუქრება. ასევე მიაკითხა 2----–-–------------–ს, დაემუქრა შვილის წართმევით და მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. მიუხედავად მისი განცხადების ამგვარი შინაარსისა, მან სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ბ------------–---–ი მას არ აკითხავდა და მისი მხრიდან მუქარა ხორციელდებოდა ტელეფონის საშუალებით. მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებით, ბ--------–---–ის მხრიდან მისი შვილის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ არ სმენია. დაზარალებულ მ-------------–-–---–ის და მოწმეების - ლ----------------------------–-–---–--ის ჩვენებების თანახმად, ბ------------–---–ის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად, მ----------–-–---–ი იყო ავად, აწუხებდა თავის ტკივილი და გულისრევა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ტვინის შერყევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ----------–-–---–ს სახის არეში დაზიანებები არ აღენიშნება, ხოლო დაზიანებები მუცლის და მარჯვენა მხრის მიდამოში, რაც აღწერილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, არ არის მითითებული არც ბრალის შესახებ დადგენილებაში და არც დაზარალებულს განუცხადებია გამოძიების თუ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე.
სასამართლო მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ იმ პირობებში, როდესაც მ----------–-–---–ის და მისი მშობლების განმარტებით, ბ--------–---–ი ათი წლის განმავლობაში არ აკითხავდა შვილს და არ აინტერესებდა მისი მდგომარეობა, საინტერესოა რატომ ემუქრებოდა ის მ-------------–-–---–ს შვილის წართმევით? თუ ემუქრებოდა და ეს აშინებდა მ----------–-–---–ს, რის გამოც თავდაცვის მდგომარეობაში ვარდებოდა, როგორ მოხდა, რომ ამის შესახებ მისმა მშობლებმაც არ იცოდნენ? დაზარალებულის განმარტებით, ბ--------–---–ი ბავშვის წართმევას სამართლებრივი გზით არ ცდილობდა და თუ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბ--------–---–ი მას პირადად წაიყვანდა, ელემენტარული ზომები მაინც ხომ უნდა მიეღო, თუნდაც მშობლების გაფრთხილების გზით, რომ ბ--------–---–ს ჰქონდა ამგვარი განზრახვა და მისი არყოფნის შემთხვევაში ბავშვი მისთვის არ გაეტანებინათ. აღნიშნული ვერსიის დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა არანაირი გარემოება, რომ მ----------–-–---–ს მიღებული ჰქონდა რაიმე ზომა ბ--------–---–ის განზრახვაში ხელის შეშლისთვის. შესაბამისად, მ----------–-–---–ის იმგვარი განმარტება, რომ ის ბ--------–---–ის სანახავად გავიდა მშობლებთან ერთად იმის გამო, რომ მისგან ელოდა მუქარას და თავდასხმას, სასამართლოს მიაჩნია უსაფუძვლოდ. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს ის გარემოებაც, რომ მეორე დღეს იყო ლ------------–---–ის დაბადების დღე და ელემენტარულად, მათ ჯერ უნდა გაერკვიათ ბ--------–---–ის მისვლის მიზეზი, რაც თავად ბრალდებულის და მისი ძმის განმარტებით იყო ის, რომ სურდათ ბავშვისთვის დაბადების დღის აღნიშვნა. თუმცა გ--------------–-–---–ის ჩვენებით, მას თავიდანვე არ ესიამოვნა ბ------------–---–ის დანახვა და ცოლ-შვილთან ერთად გავიდა მის უკან გასაბრუნებლად.
სასამართლო ცხადია გვერდს ვერ აუვლის იმ გარემოებას - ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას ბ------------–---–სა და მ-------------–-–---–ს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, სასამართლოსთვის ბრალდებულის ვერსია უფრო დამაჯერებელია. გარდა იმისა, რომ მ----------–-–---–ს არ დაუდასტურდა იმ დაზიანებების არსებობა, რაც მისი განმარტებით მიიღო ბ--------–---–ის მხრიდან სახეში ხელის დარტყმის შედეგად, აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდებულმა ბ------------–---–მა და მისმა ძმამ, ბ-----------–---–მა განმარტეს, რომ მ----------–-–---–ი თავად ცდილობდა ბ--------–---–ისთვის დაზიანებების მიყენებას, ხოლო ბ--------–---–ი მისგან იცავდა თავს და ხელს უჭერდა. მათივე ჩვენებების თანახმად, გ--------–-–---–---- ოჯახი მათ მიმართ თავიდანვე იყვნენ აგრესიულები და ცდილობდნენ მათ გაგდებას, მოგვიანებით კი გ----------–-–---–ი დანით გამოვიდა მათ გასაგდებად. ბრალდებულის ამგვარი პოზიცია გამყარებულია ნეიტრალური მოწმის, ფ------------------ის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, დედა-შვილი (---- და ლ------------------–-–---–ები) ვიღაცას ხმამაღლა უყვიროდა, სალანძღავი სიტყვებით მიმართავდა და ეუბნებოდა, რომ წასულიყო, ხოლო მას, მეორე მხრიდან, საპასუხოდ არაფერი მოუსმენია, რამაც გააკვირვა კიდეც. ამასთან, თავად მ----------–-–---–ის და მისი მშობლების ჩვენებებით არის დადასტურებული, რომ მათ თავიდანვე არ ესიამოვნათ ბ------------–---–ის მისვლა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბ--------–---–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან მიმართებით, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გაცემულია შესაბამისი დასკვნაც, აღნიშნული ბრალდების მხარემ არ გამოიკვლია, თუმცა გამოიკვლია ბრალდებულის დაკავების ოქმი და იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დოკუმენტაცია, რომელთა თანახმად, ბ------------–---–ს დაკავებისას, მარჯვენა ხელზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ნაკაწრები, რაც მისი განმარტებით, მიიღო ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დროს, ხოლო იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების თანახმად, ბ------------–---–ს აღენიშნებოდა მუქი ფერის, ასევე მოწითალო ფერის დაზიანებები ნაკაწრების და ნაჭდევების სახით, მარცხენა წინამხრის წინა და გარეთა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე. აღნიშნულ დაზიანებები ბ--------–---–ის განმარტებით, მიიღო დაკავებამდე, ოჯახური კონფლიქტის დროს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბ------------–---–ი, არ გაქცეულა და როდესაც გაიგო, რომ მ----------–-–---–მა გამოიძახა პოლიცია, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაელოდა მათ მისვლას, ხოლო მოგვიანებით, იმავე ადგილას მოხდა მისი დაკავება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლო ვერ დარწმუნდა დაზარალებულ მ-------------–-–---–ის და მისი მშობლების ჩვენებების სანდოობაში, რაც არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და ამასთან, მათ ჩვენებებშიც არის უზუსტობები, სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოებას, რომ ბ--------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მ-------------–-–---–ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, სახის არეში დარტყმას.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც ბ------------–---–ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ბ------------–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------------- შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო და დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ბ------------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი გასაჩივრდება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი