განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/102-20 (011150120003)
საქმე 140100120003483684
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 მარტი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ---- დ-----–---–- (დაბადებული 1----–-–------------, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული გ----–---------------------------------------–---------, მცხოვრები გ----–---------------–------–---------ში)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა ზ---- დ-----–---–მა 2020 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 01:20 საათზე, გორში, გმირების ქ. #21-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო მთვრალმა ზ---- დ-----–---–მა დედას - ზ------ დ-----–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელ-ფეხი და ცოცხი ბეჭებში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ---- დ-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ზ------ დ-----–---–-ს, მ----- დ-----–---–-ს, ვ-–-------- გ---–--–---–ის და სხვათა გამოკითხვისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ზ---- დ-----–---–-ს მიმართ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ--- მ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ---- დ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, ოჯახურ მდგომარეობას - კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ამასთან, რადგან წინა განაჩენით ანალოგიური დანაშაულისათვის ზ---- დ-----–---–-სათვის დანიშნულმა რეალურმა სასჯელმა შედეგი ვერ გამოიღო, ამჯერად არასაპატიმრო ან პირობითი მსჯავრის გამოყენება მიზანშეუწონელია. მართალია, წინა განაჩენით ზ---- დ-----–---–- მსჯავრდებულია სსკ-ის 111,150-ე მუხლითაც, მაგრამ ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვლება რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დამძიმების საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის მსჯავრდებულის საუარესოდ განმარტება დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---- დ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 15 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ცოცხი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი