განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/17-20 (011141119003)
საქმე 140100120003418046
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ--------- ლ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - უ–---- კ------–---–- (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ--------------–---------)
ადვოკატი - მ--- გ-------–-–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ------------------------–--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელის დალევის გამო შელაპარაკებისას მთვრალმა უ–---- კ------–---–მა დედას - ზ----- კ------–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. დაზარალებულმა ზ----- კ------–---–მა და მოწმეებმა: ბრალდებულის მამამ - უ–---- კ------–---–მა, დამ - ნ----- კ------–---–მა და მეუღლემ - ნ---- ხ---–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2020 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი);
3.2. ბრალდებულმა უ–---- კ------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება (2020 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი);
3.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ზ----- კ------–---–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ზ----- და უ–---- კ------–---–ების საძინებელი ოთახის გამყოფი კარის მინა არის დაზიანებული და ნამსხვრევები იატაკზეა მოფანტული, რაც ამოიღეს. ზ----- კ------–---–-ს მითითებით, სწორედ აღნიშნული მინა ჩაამსხვრია უ–---- კ------–---–მა მუშტით, რაც დაარტყა ზ----- კ------–---–ს სახეში (2020 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი, ს.ფ. 60-70);
3.4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ზ----- კ------–---–მა მიუთითა, რომ მან თავისი და თავისი მეუღლის - უ–---- კ------–---–ების საძინებელი ოთახის კარი მიუხურა უ–---- კ------–---–ს და არ უშვებდა ოთახში, რა დროსაც კარის მეორე მხრიდან უ–---- კ------–---–მა ზ----- კ------–---–-ს მიმართულებით მოიქნია მუშტი, ჩაამსხვრია მინა და დაარტყა მინის უკან მდგარ ზ----- კ------–---–ს თვალისა და შუბლის არეში (2020 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი, ს.ფ. 60-70);
3.5 სასამართლოში გამომძიებლებმა თ----- კ-------მ, ზ------ ტ---------–---–მა და პ------ ხ--------–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე. ზ------ ტ---------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გასვლისას დაზარალებულ ზ----- კ------–---–ს სახეზე ეტყობოდა დაზიანებაც (2020 წლის 13 მარტის სხდომის ოქმი);
3.6 უდავოდ მიჩნეული და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია უ–---- კ------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: მართალია დაზარალებულმა და ბრალდებულის ახლო ნათესავებმა არ მისცეს ჩვენება და სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიც ირიბია (დაზარალებულის ჩვენების ნაწილში), მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები პირდაპირი მტკიცებულებებია, სადაც დაზარალებული მიუთითებს ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის ხერხს - კარის მინის ჩამტვრევით მისთვის ხელის დარტყმას (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 გადაწყვეტილება), რაც დასტურდება ამავე ოქმების მიხედვით ჩამსხვრეული მინითა და ძირს დაყრილი ნამსხვრევებით. აღნიშნული მტკიცებულებები სრულად შეესაბამება უდავოდ მიჩნეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით უ–---- კ------–---–ს მარჯვენა პირველი თითის ზედაპირზე აღენიშნება სწორკიდეებიანი ნაკვეთი ჭრილობა (ს.ფ. 178-179), ხოლო ზ----- კ------–---–ს - შუბლის, მარჯვენა ქუთუთოსა და საფეთქლის მიდამოზე - უსწორო ფორმის ნაჭდევები (ს.ფ. 192-193). ბრალდებულის დის მობილური ტელეფონის ნომრიდან შეტყობინების მიხედვით, ზ----- კ------–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა, რის გამოც დაზარალებულს სისხლი მოსდის (ს.ფ. 2) ზ----- კ------–---–-ს სახეზე დაზიანება დაადასტურა მოწმე ზ------ ტ----------–---–მაც;
3.7 ყოველივე ზემოაღნიშნული ერთობლიობაში გაანალიზებით უტყუარად ადასტურებს, რომ ზ----- კ------–---–-ს სახეზე არსებული დაზიანება გამოწვეულია სწორედ უ–---- კ------–---–-ს მიერ მინის ჩამსხვრევითა და ზ----- კ------–---–-სათვის ხელის განზრახ დარტყმით. დაზიანებების ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა ფიზიკური ტკივილის განცდაც.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ უ–---- კ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს. შემამსუბუქებელი გარემოებებია მის სოციალური და ეკონომიური პირობები - სოციალურად დაუცველია, ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზეც;
4.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი უ–---- კ------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უ–---- კ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათით;
სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ უ–---- კ------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მთლიანად მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - მინის ნამსხვრევები - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი