განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
330100119003131371
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3639-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–- ა-------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ-–- გ-------- ძე გ------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დ---დებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მცხოვრები: თ---–---- დ--- კ--------ი, ნ---------–---–-- ქუჩა #---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ადვოკატი - ზ----- ტ--------

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 13 ივლისს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-, გ-----–---–-- ქუჩა #-, ბინა #4--–-, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვ-–- გ------ემ ურთიერთშელაპარაკების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ე-–--- გ------ეს, კერძოდ გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ე-–--- გ------ე წაიქცა, დაეცა ძირს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. 2019 წლის 13 ივლისს, 17:20:34 საათზე ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ინიციატორი ე-–--- გ------ე აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.2. შეტყობინებიდან რამდენიმე საათში გამომძიებელმა ი----- ქ-------–-–---–მა გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი ე-–--- გ------ე. დაზარალებულმა დაუდასტურა ,,112-ში გაცხადებული შეტყობინების შინაარსი ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. გამოკითხვის შემდეგ გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი და შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი. ორივე დოკუმენტს ე-–--- გ------ემ ხელი მოაწერა. ვ-–- გ------ემ შემაკავებელ ორდერს ხელი არ მოაწერა.

 

2.3. გამოკითხვის შემდეგ ე-–--- გ------ეს გაეწია სამედიცინო დახმარება.

 

2.4. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმმა თ-- გ----–---მ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 13 ივლისს, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ე-–--- გ------ეს. პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა ზედა კიდურში წინამხრის არეში დაჟეჟილობა და ასევე თეძოს არეში მარცხნივ დაჟეჟილობა. კლინიკური საუბრისას პაციენტმა განუცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ.

 

2.5. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით:

 

ა) 17.07.2019 წელს მოქალაქე ე-–--- გ------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის და მარცხენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები: „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N 713...-დან, ე-–--- გ------ეს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 13.07.2019წ, 20:24 საათზე. აფორიაქებულია,... არ იკითხება ჩანაწერი. მისივე გადმოცემით მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა, რის გამოც აღენიშნება დაზიანებები.

 

დ) შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 13 ივლისს, დილის საათებში, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის მიდამოში.“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა -გვ.2/2)

 

2.6.დაზარალებულმა ე-–--- გ------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის ვ-–- გ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.7. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო. დაცვის მხარის არგუმენტაციით, ვ-–- გ------ე 2019 წლის 13 ივლისს, იმყოფებოდა დედის ორმოცზე შ------–-, დაახლოებით 6 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში დ--- კ--------ში, ნ---------–---–-- ქუჩა #---–ი და დაკავებამდე იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს ობიექტურად ვერ განახორციელებდა ქ-------–--–-, გ-----–---–-- ქუჩა #-, ბინა #4--–- ყოფილ მეუღლეზე ე-–--- გ------ეზე ფიზიკურ ძალადობას.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ალიბის მოწმეები გ---–----- ო----–---–ი, ბ-------- ი--------–---–ი და ზ------- მ------–---–ი.

 

2.9. მოწმე გ---–----- ო----–---–ის ზეპირი ჩვენებით, მისი ძმა ვ-–- გ------ე მეუღლესთან ე-–--- გ------ესთან განქორწინების შემდეგ ცხოვრობს მოწმესთან სახლში, მისამართზე: დ--- კ--------ი, ნ---------–---–-- ქუჩა #---–ი. 2019 წლის 13 ივლისს, იყო დედის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე, ოჯახი, მათ შორის ბრალდებულიც, დღის დაახლოებით 2 საათზე გავიდნენ სასაფლაოზე, სადაც დაჰყვეს 15-20 წუთი და შემდეგ სტუმრებთან ერთად წავიდნენ შ------–- სარიტუალო დარბაზში, სადაც დაჰყვეს დაახლოებით ექვს საათამდე. ამის შემდეგ, ბრალდებული რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში წაიყვანა სახლში, დ--- კ--------ი, ნ---------–---–-- ქუჩა #---–ი. მოწმის ჩვენებით, ბრალდებული სახლიდან არსად გასულა და ეძინა გვიან ღამემდე, ვიდრე პოლიციელებმა არ დააკავეს.

 

2.10.დაკავების ოქმის მიხედვით, მართლაც, ვ-–- გ------ის დაკავება მოხდა გვიან ღამით, 14 ივლისს 01:55 საათზე დ--- კ--------ში, ნ---------–---–-- ქუჩა #--.

 

2.11. მოწმე ბ-------- ი--------–---–ის ზეპირი ჩვენებით, ვ-–- გ------ე არის მეუღლის ბიძა. 2019 წლის 13 ივლისს, იყო მეუღლის ბებიის ორმოცი. დაახლოებით ორი საათისათვის, ვ-–- გ------ე და სხვა ნათესავები დ--- კ--------ში, ნ---------–---–-- ქუჩა #---დან გავიდნენ სასაფლაოზე, სადაც დაჰყვეს რამდენიმე წუთი და შემდეგ ყველანი წავიდნენ შ------–- სარიტუალო დარბაზში მიცვალებულის მოსახსენიებელ სუფრაზე. მოწმის ჩვენებით სუფრაზე დაჰყვეს დაახლოებით ექვს საათამდე. ამ პერიოდში ბრალდებული არ გასულა მოწმის თვალთახედვის არედან. 6 საათისთვის გ---–----- ო----–---–მა ძმა ვ-–- გ------ე მთვრალ მდგომარეობაში წაიყვანა კ--------ში სახლში.

 

2.12. მოწმე ზ------- მ------–---–ის ზეპირი ჩვენებით, ვ-–- გ------ე არის დეიდაშვილი. 2019 წლის 13 ივლისს, იყო დეიდის გარდაცვალების მეორმოცე დღე. ოჯახის წევრები, ვ-–- გ------ე და ნათესავები დაახლოებით 2 საათზე, დ--- კ--------იდან გავიდნენ სასაფლაოზე, ხოლო შემდეგ შინდისის ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მიცვალებულის მოსახსენიებელ სუფრაზე. დაახლოებით 6 საათზე ყველანი დაიშალნენ. მოწმის ჩვენებით 2 საათიდან 6 საათამდე დროის მონაკვეთში, გარდაცვლილის შვილი ვ-–- გ------ე უწყვეტად, სტუმრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა შ------–-. 6 საათზე, გ---–----- ო----–---–თან ერთად, მთვრალი ვ-–- გ------ე წაიყვანა სახლში დ--- კ--------ში, ნ---------–---–-- ქუჩა #--.

 

2.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. განსახილველ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. სასამართლო მიმოიხილავს იმ არსებით საკითხებს, რამაც გააბათილა ბრალდების მხარის არგუმენტაცია ვ-–- გ------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით: 1. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ე-–--- გ------ემ ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდებულის ოჯახის სხვა წევრმა, დამ გ---–----- ო----–---–მა, რომელთანაც ცხოვრობდა ბრალდებული მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, მათ შორის 2019 წლის 13 ივლისსაც, კატეგორიულად განაცხადა, რომ 2019 წლის 13 ივლისს, საქმის მასალების და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს - საღამოს საათებში, საღამოს საათები ,,112“-ს შეტყობინების თანახმად არის 17:20:34 საათამდე პერიოდი, ვინაიდან ამ დროს ფიქსირდება ე-–--- გ------ის შეტყობინება, უწყვეტად იმყოფებოდა შ------–- სარიტუალო დარბაზში, ხოლო შემდეგ დ--- კ--------ში, ნ---------–---–-- ქუჩა #--. დაცვის მხარემ ასევე წარმოადგინა ალიბის სხვა მოწმეებიც ბ-------- ი--------–---–ი და ზ------- მ------–---–ი, რომლებმაც ცალსახად გამორიცხეს ვ-–- გ------ის გადაადგილება სხვა ლოკაციაზე გარდა მათ მიერ მითითებული ადგილებისა (შ--------------------–-----------------------------------------------–---–------------). მოწმეები კატეგორიულად და თანმიმდევრულად განმარტავენ, რომ მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ ბრალდებულთან ერთად და ვ-–- გ------ე მათი თვალთახედვის არედან არ გასულა. უფრო მეტიც, საღამოს ექვსი საათისათვის, როდესაც დასრულდა სუფრა და დატოვეს დარბაზი, ნასვამი ვ-–- გ------ე დამ გ---–----ი ო----–---–მა და ზ------- მ------–---–მა, სხვა ნათესავთან ერთად მიიყვანეს სახლში, სადაც მას ეძინა ღამის დაახლოებით ორ საათამდე. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა სხვადასხვა წერილობითი თუ ზეპირი მტკიცებულებები მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერის ოქმი, პაციენტის სამედიცინო ბარათი, დაკითხულ იქნენ მოწმეები თ.გ----–--- და ი.ქ-------–-–---–ი, რომლებიც ერთობლიობაში თითქოს ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს მოვლენების განვითარების, თუმცა ეს ჯაჭვი გაწყდა ალიბის მოწმეთა ჩვენებებით, ამ მოცემულობაში ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეცა ჩვენება და მოეხდინა ალიბის მოწმეთა დისკრედიტაცია, იყო ე-–--- გ------ე, რომელმაც ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით. 2. სასამართლოში ასევე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც თავისი შინაარსით გააჩინა ობიექტური კითხვები. პირველი კითხვა: დასკვნაში არ ფიქსირდება, რომ შესამოწმებელი პირი ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა თარჯიმანთან ერთად, მაშინ როდესაც, წერილობითი მტკიცებულებებით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და სხვა დოკუმენტებით, უტყუარად დასტურდება, რომ ე-–--- გ------ე არ ფლობს სამართლაწარმოების ენას. როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის გაცხადების დროს დაზარალებული სარგებლობდა რუსული ენის თარჯიმნის მომსახურებით. სასამართლოსთვის უცნობია ექსპერტიზაზე თარჯიმნის გარეშე, როგორ დამყარდა კლინიკური საუბრისას შესამოწმებელ პირთან ვერბალური კონტაქტი. მეორე კითხვა: ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებლის გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ 2019 წლის 13 ივლისს, დილით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და არა საღამოს, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, ამდენად გაურკვეველია, როდის მოხდა შესაძლო დანაშაული, ე-–--- გ------ის მიერ დანაშაულის დროსთან მიმართებაში პოზიციათა ცვალებადობა, აჩენს გონივრულ კითხვებს ამ პირის მიერ გაცხადებული ინფორმაციების სანდოობაში. სასამართლო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების როლს ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასათან ბრძოლის პროცესში, სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოძალადის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ვ-–- გ------ის ბრალეულობაში.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.3. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–- გ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–- გ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით ვ-–- გ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

 

3. ვ-–- გ------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა