განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/832-19 (№059210619002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ც--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-------–- შ--–--- ძე ქ--------- - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, ს-–----–------–---–----- განათლებით, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ-------–--------------------------------------–-----------------------; მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ-------–----------------------;
ადვოკატი - გ------- დ---–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი;
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 21 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----–-–--–-, გ-------–- ქ---------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეზობლად მცხოვრებ ზ------ ხ----–--–----, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ურთიერთშეპალარაკებით შეურაცხყოფილმა და განხორციელებული ძალადობით განაწყენებულმა გ-------–- ქ---------მ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ზ------ ხ----–--–-- მოკვლა. ამ მიზნით იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე გ-------– ქ---------მ თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოიტანა სანადირო თოფი და ესროლა ჟ----- მ---------–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ ზ------ ხიდეშელს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა ჭრილობები მუცლის წინა ზედაპირზე, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი ბრმა ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი, მუცლის წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში მარჯვნივ, ლავიწშუა ხაზზე ტერფის ძირიდან 108.5 სმ-ის დაშორებით, მარჯვენა საზარდულის არტერიის, მარჯვენა ბარძაყის ძვლის თავის მოტეხილობის, მარჯვენა ბარძაყის ვენის დაზიანებით, რის შედეგადაც ზ------ ხ----–--–- გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ გ-------–- ქ---------- აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ა---------– ხ----–--–--, ზ------ მ---------–--, მ------ ქ----------, ა---------– ქ----------, ვ----–- გ----–-–---–--, დ----------–--------, შ----- თ--------, ქ------- შ------------, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ე-–----- ფ--------- ჩვენებები, მოწმე ჟ----- მ---------–-- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლ----------–---–-- გამოკითხვის ოქმი, მოწმე თ----- ხ----–--–-- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ-------- ფ---------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ--- ე------ გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლ---- ბ-------- გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ---------------- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოილუსტრაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოილუსტრაციითა და ამოღებული სანადირო თოფი, ზ------ ხ----–--–-- გვამის დათვალიერების ოქმი, ფოტოილუსტრაციით, ზ------ ხ----–--–-- გვამიდან ტანსაცმლისა და უცხო სხეულის ამოღების ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა გ-------–- ქ---------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-------–- ქ---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;
3. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ გ-------–- ქ---------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებას და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ასევე გასათვალისწინებელია მისი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს. აღსანიშნავია, რომ ქმედების ჩადენის დროს გ-------–- ქ---------ს არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ გ-------–- ქ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------–- ქ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
გ-------–- ქ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ-------–- ქ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
სსიპ 112-ის სამსახურის კომპიუტერული ბაზიდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ СD-R დისკზე და ინფორმაცია ბეჭდური სახით - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გ-------– ქ----------აგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის გულებისა და ხელის თითების ანაწმენდის ნიმუშები, გ-------– ქ----------აგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, გ-------– ქ---------- პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში, გ-------– ქ---------- თავის არიდან აღებული თმის ნიმუშები, ზ------ ხ----–--–-- გვამიდან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის გულებისა და ხელის თითების ანაწმენდის ნიმუშები, ზ------ ხ----–--–-- გვამიდან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები, ზ------ ხ----–--–-- გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მცირე ზომის ხის ჯოხი, ბრალდებულ გ-------– ქ---------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული კანის ნაღჭის ანაბეჭდის ნიმუშები, ზ------ ხ----–--–-- გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული კანის ნაღჭის ანაბეჭდის ნიმუშები, ზ------ ხ----–--–-- გვამიდან ამოღებული ლითონის ოვალური ფორმის უცხო სხეული, 28 მმ კალიბრის „ИЖ-17» მოდელის ერთლულიანი სანადირო თოფის ლულიდან აღებული ანაწმენდები და 16 მმ კალიბრის “ТОЗ- БМ“ მოდელის ორლულიანი სანადირო თოფის ლულიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს;
გ-------– ქ----------აგან ამოღებული ტანსაცმელი: მოშავო ფერის სპორტული გრძელსახელოებიანი ზედა მოსაცმელი; მოლურჯო-მოშავო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური; მოშავო ფერის სპორტული სქელი შარვალი; ერთი წყვილი მოშავო ფერის მაღალყელიანი რეზინის ჩექმა; ერთი წყვილი მოშავო ფერის წინდა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ზ------ ხ----–--–-- გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი: მონაცრისფრო ფერის მოკლესახელოებიანი პერანგი; შავი ფერის ჯინსის ნაჭრის შარვალი, თავისივე ტყავის ქამრით; მოშავო ფერის, მოყავისფრო ფერის ჩანართებიანი ტრუსი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი წყვილი მოშავო ფერის წინდა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი წყვილი მოშავო ფერის რეზინის ჩექმები - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 28 მმ კალიბრის „ИЖ-17» მოდელის ერთლულიანი სანადირო თოფი - გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
ა---------– ქ---------- საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის დროს ამოღებული: 16 მმ კალიბრის “ТОЗ-БМ“ მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი; ტყავის სავაზნე; 30 (ოცდაათი) ცალი მასრა და ერთი ცალი ვაზნა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური