გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-3---- გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი: ნ----- ქ---------ე
მოსარჩელე - გ------- ო-----------ე;
წარმომადგენელი - ა----- გ---------–---–ი;
მოპასუხე - ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულება,წარმომადგენელი: გ------- ს--------–--–ი;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელე მოითხოვს ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დ-–-------–--------------------------–-–------------------------------------–---- ბათილად ცნობას. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის წყალბურთელი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2--- წლის 12 სექტემბრიდან - დაკავების დღიდან განთავსებულია მარტო, არაადამიანურ პირობებში, მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. არ ეძლევა საჩივრების გაგზავნის უფლება, არაერთხელ დაექვემდებარა წამებას, არის მუქარა, იზღუდება მისი უფლებები. ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი აქვს ფოსტისა და გზავნილის მიღების-გაგზავნის შეზღუდვას, მასთან არ შედის სოციალური მუშაკი, რაც ადმინისტრაციის მხრიდან კანონის დარღვევაა. მოსარჩელე დაექვემდებარა სამი დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არაადამინურ მოპყრობასა და წამებას, მისგან ითხოვდნენ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალებას. სახალხო დამცველმა 2--- წლის 2-------------ს წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას წამების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა გამოძიება ჩატარდა ფორმალურად, ისე რომ არ გამოუკითხავთ მოსარჩელის გვერდით საკანში განთავსებული პატიმარი, არ დაარქივებულა მისი საკნისა და დერეფნის ჩანაწერები.
მოსარჩელის მიმართ სხვადასხვა სასამართლოების მიერ გამოტანილი იქნა სრულად გამამართლებელი განაჩენები, რის გამოც მასზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეუწყვიტეს ცხელი წყლის მიწოდება და ნახევარი საათი ამყოფეს სიცივეში მის მიერ საჩივრის წერის გამო. აღნიშნულზეც ფორმალურად მიმდინარეობდა გამოძიება და არავინ არ დასჯილა. მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამო, №6 დაწესებულების დირექტორის და სოციალური განყოფილების თანამშრომლის მიმართ, დისციპლინური სამართალწაროების მიზნით 2----–-–------------------- სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრს, საქმის შესწავლისას გამოიკვეთა მოსარჩელის კორესპოდენციის შინაარსის კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევის ფაქტი, რის გამოც ამ უკანასკნელთა მიმართ გამოყენებული იქნა მსუბუქი დისციპლინური სახდელები.
სახელმწიფო ყველა სტრუქტურა მიზანმიმართულად, მაღალი პოლიტიკური პირების მითითებით არღვევს მოსარჩელის უფლებებს, რაზედაც არ ტარდება ეფექტური, ობიექტური და სამართლიანი გამოძიება, მუქარა ხორციელდება ასევე მოსარჩელის ოჯახის წევრების მიმართაც. სწორედ აღნიშნული გარემოებებისა და ზეწოლის მიზნით, სტრასბურგის და საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალ გამოვლენილ გარემოების გამო საჩივრის წარდგენის გამო, კანონის დარღვევით შედგენილი იქნა გასაჩივრებული განკარგულება და მოსარჩელეს ორი თვით შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება. მას შეულახეს პატივი და ღირსება ,,გინების, შეფურთხების" დაბრალებისათვის. არ მიეცა ადვოკატთან, სახალხო დამცველთან დაკავშირების (დარეკვის) უფლება, არ შეახვედრეს/შეატყობინეს აღნიშნული მის ადვოკატს და წარმომადგენელს, არ განემარტა უფლება-მოვალეობები, არ მიეცა შუამდგომლობის დაყენების უფლება, არ მიეცა შესაძლებლობა წერილობით გაეკეთებინა ახსნა-განმარტება ან/და შენიშნები. არ მიეცა მტკიცებულებების წარდგენის/შუამდგომლობების დაყენების საშუალება ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. მსჯავრდებული გ------- ო-----------ის მიერ 2--- წლის 1---------- ადგილი ჰქონდა პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის ,,დ" და ,,კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დისციპლინურ დარღვევას. მსჯავრდებულმა გ------- ო-----------ემ ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შელახა სხვა პირის ღირსება და დაარღვია წესრიგი, გამოიწვია ხმაური, რითაც ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. 2--- წლის 1----------, დაახლოებით 16:27 საათზე, გ------- ო-----------ემ სასეირნო ეზოდან საკანში დაბრუნებისას დერეფანში დაიწყო უმისამართო ლანძღვა-გინება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორმა რ-----ი დ--------- და მთავარმა ინსპექტორმა გ------- ი---ემ მსჯავრდებულს მოუწოდეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ, ხოლო სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერ მ--–---- მ-----–---–ის შეკითხვაზე აღელვების მიზეზთან დაკავშირებით სახეში შეანერწყვა და განაგრძო მის მიმართ გინება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2--- წლის 1---------- 16:50 საათზე შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. ოქმის შინაარსით, 2--- წლის 1---------- პ------–- საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სასეირნო ეზოდან მსჯავრდებულების საკანში ამოყვანა. დაახლოებით 16:27 საათზე სართულზე ამოიყვანეს №-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული გ------- ირაკლის ძე ო-----------ე, საკანთან ახლოს კორიდორში მსჯავრდებული გ------- ო-----------ე მოულოდნელად გახდა აგრესიული და დაიწყო გინება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა გ------- ი---ემ და ინსპექტორ-კონტროლიორმა რ-----ი დ--------- მოუწოდეს დამშვიდებულიყო და შესულიყო საკანში. საკანში შესვლის შემდეგ საკანთან მივიდა კორპუსის ოფიცერი მ--–---- მ-----–---–ი, რომელმაც გააღო საკნის ღიობი, ხოლო მსჯავრდებულმა გ------- ო-----------ემ შეკითხვაზე, თუ რატომ იგინებოდა ღიობიდან ,,შეაფურთხა" სახეში და კვლავ განაგრძო კორპუსის ოფიცრის მ--–---- მ-----–---–ის გინება, რითაც გ------- ო-----------ემ დაარღვია წესრიგი, შელახა პიროვნების ღირსება.
მსჯავრდებულ გ------- ო-----------ის მიმართ, 2--- წლის 1---------- 20:00 საათზე შედგა დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი, რომელზედაც მან ხელის მოწერასა და ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.
ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2-------------------- განკარგულებით მსჯავრდებულ გ------- ო-----------ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ორი თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების 2--- წლის 1---------ს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის ოქმი; (ტომი I, ს. ფ. 259-260);
-2--- წლის 1---------ს დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი (ტომი I, ს. ფ. 262-263);
-ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერის მ--–---- მ-----–---–ის 2--- წლის 1---------ს ახსნა-განმარტება; (ტომი I, ს. ფ. 265);
- ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2-------------------- განკარგულება (ტომი I, ს. ფ. 255-256);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2-------------------- განკარგულების მიღებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია სრულყოფილად, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
3.2.2. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი მხრიდან 2--- წლის 1---------- საქართველოს კანონის პატიმრობის კოდექსის და დაწესებულების დებულების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ ადგილი აქვს მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, წამებას. მიუთითებს დოკუმენტების ფალსიფიკაციასა და იმ ადამიანების უფლების დარღვევის შესახებ ვისთანაც ტელეფონზე საუბრობს.
მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე 2015 წლის 30 მარტს გაეცნო დაწესებულების დებულებას და მისთვის ცნობილი იყო დაწესებულებაში წესრიგის დაცვის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ო-----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2-------------------- განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პ------–- ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პ------–- ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პ------–- ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის ,,დ" და ,,კ" ქვეპუნქტების თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2-------------------- განკარგულების მიღების საფუძველია მოსარჩელის მიერ განზრახი ქმედების ჩადენა რითაც შეილახა სხვა პირის ღირსება, მის მიერ წესრიგის დარღვევის ფაქტი და ხმაური, რითაც ხელი შეეშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
სასამართლო აღნიშნულს ადგენს საქმის მასალებში არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე მითითებით, საკნისა და დაწესებულების დერეფნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, სადაც მართალია არ ისმის მსჯავრდებულისა და დაწესებულების თანამშრომელთა ხმა მაგრამ მათი ქცევით დგინდება მოსარჩელის მიერ განზრახი ქმედების ჩადენის ფაქტი რითაც შეილახა პირის ღირსება, წესრიგის დარღვევის ფაქტი და ხმაური რამაც ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. დაწესებულების დერეფანში არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერით ასახულია გ------- ო-----------ის საკანში შესვლის ფაქტი, რომლის წინ მიდის მ--–---- მ-----–---–ი (პიროვნება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელემ) მსჯავრდებული უმნიშვნელოდ სცდება საკნის კარს და აშკარა საუბრობს, რომლის ხმაზეც მ--–---- მ-----–---–ი შემობრუნდება მისკენ, ხოლო საკნის ღიობის გამოღებისათანავე მ--–----ი მ-----–---–ის თავის უკან გადმოწევით დგინდება გ------- ო-----------ის მიერ შენერწყვების ფაქტი, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით პირის ღირსების შელახვას იწვევს.
საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლი კი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახეებს, რომლის პ------–- ნაწილის ,,თ'' ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეა - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.
სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,პატიმრობის კოდექსის'' 84-ე მუხლის შინაარსზე, რომელშიც მოცემულია დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურაზე. აღნიშნული მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისთვისთვის დაწესებულების დირექტორს, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეუფარდოს მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ს----------–-----------–----------------------–---–--------------–------ სამსახურის №--------------------------------------–---------------------–--------------- დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 2-------------------- განკარგულება მიღებულია დასახელებულ ნორმათა საფუძველზე კანონით დადგენილი წესით და მისი მიღებისას სამართალწარმოების წესი არ დარღვეულა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას ახსნა-განმარტების ჩამოურთმეობისა და 24 საათში განკარგულების მიუღებლობასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს ვინაიდან, 2--- წლის 1---------- მსჯავრდებულმა ასეთზე უარი განაცხადა (ტომი I, ს. ფ. 262-263) განკარგულების 24 საათიან ვადაში მიღების სავალდებულებას არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და არც საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი" არ შეიცავს.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საიდუმლოების დარღვევის, დაწესებულებაში არჩევნების მიმდინარეობისას სპეცუბნის მოწყობისა და მისთვის რეჟიმის უმიზეზოდ განსაზღვრის შესახებ სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კავშირში არ არის გასაჩივრებული განკარგულების კანონიერების საკითხთან, ხოლო სოციალური მუშაკის გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელეს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პ------–- მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- თ-------–-- სარჩელის განსახილველად მიღების თაობაზე განჩინებით, გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- თ-------–-- განჩინებით შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - №--------------------------------------–---------------------–--------------- დ-–-------–--------------------------–-–------------------------------------–---- მოქმედება, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- თ-------–-- განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პ------–- მუხლის მეორე ნაწილით, მე-1-, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-248-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. გ------- ო-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0- თ-------–-- №3-3---- განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული აქტის მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე;
2. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი