განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2020
საქმის ნომერი
210100120003475289
დავის ტიპი
187 1
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003475289

#1/26-20 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2020 წელი ქ.სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - ნ---- ს----–---

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034261219001

 

ბრალდებულ ნ---- ს----–--- მიმართ

 

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–--- მოქალაქე

პირადი ნომრით: 3----------

განათლება: ს-–----–-- გ------–---- მქონე

ოჯახური მდგომარეობა: არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული - მ------, სოფელი ხ--–-

ფაქტობრივად მცხოვრები - ს--------- რაიონი, სოფელი ი-–--–------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ნ---- ს----–--- ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ს--------- რაიონის, სოფელ ი-–--–------ში, ლ--–- ს----–--- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საავტომობილო გზის გვერდულზე, სიტყვიერი კონფლიქტის დროს, ნ---- ს----–--- ქვებისა და ნაჯახის გამოყენებით დააზიანა ა---- ი------ კუთვნილი „---------- ბ--–-“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით R--7---V-, კერძოდ, დაუზიანა წინა საქარე, წინა მარჯვენა და მარცხენა კარის, უკანა მარჯვენა და მარცხენა კარის და უკანა საქარე მინები, ასევე, უკანა მარცხენა კარის მინების საყრდენი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 360 (სამას სამოცი) ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ესე იგი, ნ---- ს----–--- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ნ---- ს----–--- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ---- ს----–--- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 12 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ---- ს----–--- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ---- ს----–--- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ---- ს----–--- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №3469837 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; დადგენილება ა---- ი------ დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ა---- ი------ გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ა--------- თ----------------, ნ----- ს----–---, ა-–------ ძ----–---–--, ი-–-- ბ------–---–--- და ლ--–- ს----–--- გამოკითხვის ოქმები; ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის №--/ს დასკვნა; ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №---/ტ დასკვნა; ამოღებული მტკიცებულებები - „---------- ბ--–-“-ს მარკის ავტომობილი, სამი ცალი ქვა და ნაჯახი. ნ---- ს----–--- აღიარებითი ჩვენებები, ნ---- ს----–--- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც ს----------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ნ---- ს----–--- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ნ---- ს----–--- ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ნ---- ს----–--- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ---- ს----–--- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი, არის მარტოხელა დედა და კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ასევე ქრონიკული დაავადების მატარებელი დედა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- ს----–--- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ---- ს----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. გაუქმდეს ნ---- ს----–--- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”ს----------–--- ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - ნ---- ს----–--- (პირადი №3----------).

 

3. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ,- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს „---------- ბ--–-“-ს მარკის (სახელმწიფო ნომრით R--7---V-) ავტომანქანის სალონიდან ამოღებული სამი ცალი ქვა და ერთი ცალი ნაჯახი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „---------- ბ--–-“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით R--7---V-, რაც ხელწერილით ჩაბარდა მესაკუთრეს - ა---- ი-----, დარჩეს მის საკუთრებაში;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო-სურათები, დაფიქსირებული ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგ ი ბუხრაშვილი