გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/5603-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი - ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელე - ა-–---------------–--ე
მოპასუხე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი
წარმომადგენელი - ა-------–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტდა 11.10.2019 წ. განცხადებით)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის 10 აპრილის 17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება „სასტიპენდიო პროგრამის სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ კონკურსის მესამე ეტაპის ა-–---------------–--ის დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. დაევალოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–---------------–--ისათვის შ-----–--ის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) სწავლის საფასურისა (22600 ფუნტი სტერლინგის) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (10000 ფუნტი სტერლინგის) დაფარვასთან დაკავშირებით;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის 31 იანვრის №6-19 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო პროგრამები 2019-2020“ დანართი №1 შესაბამისად. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. კონკურსანტთა განცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით (19:00 სთ-მდე, თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებოდათ 2019 წლის 30 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის 31 იანვრის №6-19 ბრძანება (ს.ფ. 92-93);
- დანართი №1 (ს.ფ. 94-106);
3.2. ა-–---------------–--ემ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო პროგრამები 2019-2020“-ის ფარგლებში წარადგინა განაცხადი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელექტრონული განაცხადი (ს.ფ. 176-183);
- განცხადების დანართი (ს.ფ. 185-230);
3.3. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 7 ივნისის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა მესამე ეტაპზე გადასულ კონკუსრსანტთა გამოსავლენად გამსვლელ ქულათა ოდენობა, მენეჯმენტი - 30 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკონკურსო კომისიის 2019 წლის 7 ივნისის №3 ოქმი (ს.ფ. 272-275);
3.4. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ა-–---------------–--ემ კონკუსრისის მეორე ეტაპზე მიიღო 33,7 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის №6 ოქმი (ს.ფ. 276-278);
3.5. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ კონკურსისი მესამე ეტაპზე ა-–---------------–--ემ ფორმალური შეფასებისას მიიღო 33,7 ქულა, ხოლო გასაუბრებისას 31 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მე-3 ეტაპის შეფასება (ს.ფ. 231);
3.6. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული ყველა პროგრამული მიმართლებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობების ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ კონკურსანტები, რომლებმაც დააგროვეს 65 ქულიდან: 65-67,99 ქულის ჩათვლით - სწავლის საფასურის მოთხოვნილი ოდენობის 70%; 68-69,99 ქულის ჩათვლით - სწავლის საფასურის მოთხოვნილი ოდენობის 80%; 70 ქულიდან - სწავლის საფასურის მოთხოვნილი ოდენობის 100%. დადგინდა სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად კონკურსანტების მიერ საკონკურსო ელ.განაცხადში მითითებული ყოველი ქვეყნისათვის შემდეგი ზღვრული ოდენობა: დიდი ბრიტანეთი - 10000 გირვანქა სტერლინგი.
ა-–---------------–--ის განაცხადი მესამე ეტაპზე 64,7 ქულით შეფასდა და იგი უარყოფილი იქნა საკონკურსო გამსვლელი ქულის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 ოქმი (ს.ფ. 156-175);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №180/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. ამავე დებულების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის ფუნქციაა საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების მიერ პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა სასტიპენდიო/საგრანტო/ტრენინგპროგრამების განხორციელების გზით;
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესსა და ზოგად პირობებს. ამავე პროგრამის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, 1. ცენტრის მიერ გრანტი შეიძლება გაიცეს ფიზიკურ პირზე მხოლოდ კონკურსის გზით, ხოლო კონკურსის გარეშე გრანტის გაცემა შესაძლებელია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაზე მხოლოდ საკონკურსო პროგრამის განხორციელების მიზნით. 2. სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამებს, შესაბამისი პროგრამის კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებებს ამტკიცებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის 31 იანვრის №6-19 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო პროგრამები 2019-2020“ დანართი №1 შესაბამისად. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. კონკურსანტთა განცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1თებერვლიდან 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით (19:00 სთ-მდე თბილისის დროით). კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებოდათ 2019 წლის 30 ივნისამდე.
ამავე პროგრამის ფარგლებში დადგინდა კონკურსის ჩატარების წესი: კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება, რაც გულისხმობს განაცხადის შევსების ორივე ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებას. არასრული განაცხადი არ განიხილება. ცენტრი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტის დაზუსტება. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას ახორციელებს ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახური. მეორე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე წარმატებული კონკურსანტების განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, თუკი ასეთი იქნა დადგენილი, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა. მესამე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 50 ქულა.
დადგენილია, რომ ა-–---------------–--ემ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო პროგრამები 2019-2020“ ფარგლებში წარადგინა განაცხადი. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით ა-–---------------–--ემ კონკუსრისის მეორე ეტაპზე მიიღო 33,7 ქულა. ამასთან, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ კონკურსის მესამე ეტაპზე ა-–---------------–--ემ ფორმალური შეფასებისას მიიღო 33,7 ქულა, ხოლო გასაუბრებისას 31 ქულა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული ყველა პროგრამული მიმართლებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობების ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ კონკურსანტები, რომლებმაც დააგროვეს 65 ქულიდან: 65-67,99 ქულის ჩათვლით - სწავლის საფასურის მოთხოვნილი ოდენობის 70%; 68-69,99 ქულის ჩათვლით - სწავლის საფასურის მოთხოვნილი ოდენობის 80%; 70 ქულიდან - სწავლის საფასურის მოთხოვნილი ოდენობის 100%. დადგინდა სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად კონკურსანტების მიერ საკონკურსო ელ.განაცხადში მითითებული ყოველი ქვეყნისათვის შემდეგი ზღვრული ოდენობა: დიდი ბრიტანეთი - 10000 გირვანქა სტერლინგი.
დადგენილია, რომ ა-–---------------–--ის განაცხადი მესამე ეტაპზე 64,7 ქულით შეფასდა და იგი უარყოფილი იქნა საკონკურსო გამსვლელი ქულის გათვალისწინებით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთ სავალდებულო ეტაპს წარმოადგენდა კონკურსანტთა მიერ წარდგენილი განაცხადებისა და კონკურსის შემდეგი ეტაპების შეფასება განხორცილებულია დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონკურსის მესამე ეტაპზე კონკურსის შემფასებელთა მიერ ქულების განსაზღვრა მოხდა რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლებით, რაც მოსარჩელის მოსაზრებით მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ კომისიის წევრები არ ხელმძღვანელობდნენ საერთო კრიტერიუმებითა და განსაზღვრული ქულობრივი სპექტრით.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 10 აპრილის №17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების №2 დანართით დამტკიცდა შეფასების ფორმები, მათ შორის გასაუბრების ეტაპზე თითოეული კომპონენტი ფასდება ქულობრივი სპექტრით 1-10 კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ ეტაპზე გასული კონკურსანტის შეფასება დადგენილი იყო 5 კრიტერიუმით: 1. განათლება და გამოცდილება (სასწავლო/სამუშაო); 2. მოტივაცია და არგუმენტაცია; 3. პრეზენტაბელურობა; 4. სამომავლო გეგმები; 5. სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა; ამავე დანართით მოცემულია ქულების მაჩვენებლები და მათი განმარტება: 1. 1/10 - სუსტად, კონკურსანტი სუსტად აკმაყოფილებს კრიტერიუმს, შეინიშნება არსებითი სუსტი მხარეები; 2. 3/10 - საშუალოდ, კონკურსანტი საშუალო ხარისხით აკმაყოფილებს კრიტერიუმს, აქვს როგორც არსებითად სუსტი, ასევე დამაკმაყოფილებელი მხარეები; 3. 5/10 - კარგად, კონკურსანტი აკმაყოფილებს და შეესაბამება კრიტერიუმებს; 4. 8/10 - ძალიან კარგად, კონკურსანტი წარმატებით ასაბუთებს პოზიციას და ძალიან კარგად პასუხობს კრიტერიუმს; 5. 10/10 - საუკეთესოდ, კონკურსანტი წარმატებით და გამორჩეულად პასუხობს კონკურსის კრიტერიუმს, მისი პოზიცია მაქსიმალურად დამაჯერებელი და არგუმენტირებულია (ს.ფ. 154-155);
დადგენილია, რომ ა-–---------------–--ის გასაუბრების ეტაპზე მიღებული შეფასებები, მართალია, ძირითადად მერყეობს 3-8 ქულას შორის, თუმცა თითოეული შემფასებლის მიერ მინიჭებული ქულა კომპონენტების მიხდვით ერთიანი შეფასების ასახველია. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის შეფასება განხორციელდა აღნიშნული წესით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას და სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება აქვს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, რაც საფუძვლად დაედო დადგენილი წესის დაცვით მიღებულ სადავო გადაწყვეტილებას.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ კომისიის სხვადასხვა წევრის მიერ ერთიდაიმავე კრიტერიუმის განსხვავებული მაჩვენებლებით შეფასება ეჭვს აჩენს კომისიის წევრების მიერ საერთო კრიტერიუმებისა და განსაზღვრული ქულობრივი სპექტრის გამოუყენებლობაზე, გაზიარებული ვერ იქნება. მოსარჩელე მხარეს თავად გასაუბრების პროცედურის შინაარსობრივ უზუსტობაზე, ან გასაუბრების პროცედურის მიმდინარეობისას რაიმე სახის დარღვევაზე არ მიუთითებია. იგი მხოლოდ კომისიის წევრთა მიერ შერჩეული ქულების მაჩვენებლების ურთიერთშეუსაბამობას ხდიდა სადავოდ, რაც უპირობოდ კონკურსის კანონშეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან კომისიის წევრი საკუთარი ცოდნისა და შეფასებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ახდენს კონკურსანტის შეფასებას, რაც საბოლოო ჯამური მაჩვენებლით შეადგენს საშუალო ქულის გამოანგარიშებისათვის აუცლებელ კომპონენტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენიმე შემფასებელის მიერ განხორციელებული შეფასებების მიხედვით საბოლოო ქულის განსაზღვრა ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ დაბალანსდეს კომისიის წევრთა სუბიექტური მოსაზრებები და უზრუნველყოფილ იქნეს მაქსიმალურად ობიექტური ქულის მიღება, რაც, თავის მხრივ, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის დარღვევა გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, დარღვევა უნდა იყოს არსებითი ხასიათის. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას წარმოადგენს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის 10 აპრილის 17-19 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2019 წლის 24 ივნისის №10 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება „სასტიპენდიო პროგრამის სამაგისტრო პროგრამები 2019-2020“ კონკურსის მესამე ეტაპის ა-–---------------–--ის დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში გამოცემულია პროცედურულ ნორმათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის რაიმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირვველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლოს მიიჩნევს, მიერ ვინაიდან კანონიერად იქნა ცნობილი მოპასუხის სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სარჩელი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–---------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე